Page 1 of 7

უცნობი გარეჯი (მრავალწყაროს კომპლექსი)-30.10.11

Posted: 30 ოქტ 2011, 22:07
by Tamari-ch.
ძალიან მაგარი გასვლა გამოვიდა
თავისი ექსტრიმ განცდებით - სიძნელეებით,
ტალახით, წვიმით,
და რაც ყველაზე საინტერესოა, არაჩვეულებრივი მეგზურით
მოხარულნი ვართ რომ ასეთი ადამიანი გავიცანით! დიდი მადლობა ბატონ ლადოს!
Image

1. რეგიონი: - კახეთი

2. მარშუტის დასახელება: თბილისი - გარეჯის უდაბნო მრავალწყარო - რუსთავის სახინკლე - თბილისი

3. ხანგრძლივობა: 1 დღე

4. სირთულე:რთული

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება: ტრანსპორტი 180 ლარი.
კაცზე 12 ლარი

6. მონაწილეთა რაოდენობა: 15

7. გასვლის ორგანიზატორი:
Tamari-ch.

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი: გარეჯის ლავრა, საგარეჯო, რუსთავი

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით: თბილისიდან 60 -70 კმ

10. ფეხით გავლილი მანძილი: დაახლოებით 10-12 კილომეტრი

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები: მრავალწყაროს სამონასტრო კომპლექსი

12. საბანაკე ადგილები:
წყაროსთან

13. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები: არაფერი გასაკუთრებული, ფანრები

14. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო ცივი თვეები

15. რისკები, საფრთხეები: გველები

16. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის: თითქმის ყველგან იჭერს

17. სასარგებლო ბმულები
http://saunje.ge/index.php?id=1061&lang=ka
მზადება
http://karavi.ge/viewtopic.php?p=363132#363132

18. რუკა
Image

უცნობი გარეჯი (მრავალწყაროს კომპლექსი)-30.10.11

Posted: 30 ოქტ 2011, 23:07
by domciko
რა მაგარია... მშვიდობა თქვენს ჩამოსვლას... ველი ემოციებს და ბევრ ფოტოებს :)))) :**

უცნობი გარეჯი (მრავალწყაროს კომპლექსი)-30.10.11

Posted: 30 ოქტ 2011, 23:37
by matroska
როგორც ალპინისტი იწამლება თოვლით, ასე მოვიწამლეთ ჩვენ ტალახით და აწი და აწი, სულ ტალახ-ექსტრემის მიმართ გვექნება მოთხოვნა: ასე მგონია მე... ამისთვის დაგვჭირდება: ტალახგაუმტარი (და არა წყალგაუმტარი) სამოსი, ფეხსაცმელი და ,,თავსამოსი"... და რაც მთავარია, რაც შეიძლება ბევრი სოროს მოვლა: მათ შორის მელიების, მგლების და ჩვენთვის უკვე ახლობელი ღამურების ბუდეებში... ხო, მართლა, ვის დაავიწყდება არწივის, მერცხლის ბუდე და ჩვენი ერთგული კუ... არაფერს ვამბობ თავის ქალების და ადამიანის სამაროვნების აღმოჩენებზე... დედა, ეს რა იყო? მადლობა ყველა ტალახისმოყვარულ კარველს! ერთ-ერთი ,,ატალმატალახი" ლიკა!

უცნობი გარეჯი (მრავალწყაროს კომპლექსი)-30.10.11

Posted: 30 ოქტ 2011, 23:51
by nikolozi
პირველ რიგში მადლობა ბატონ ლადო მირაინაშვილს რადგანაც გვანახა ის გარეჯი, რაც სულ რამდენიმე ასეულ ადამიანს აქვს ნანახი, და თამარიჩს როგორც ყოჩაღ ორგანიზატორს !:D :D :D :D
დიდი მადლობა ამინდს რომ ეს არაჩვეულებრივი და მისტიკური მხარე ვნახეთ წვიმიან ამინდში ,რამაც უფრო მეტი ექსტრიმი და მისტიურობა შემატა ამ გასვლას

:wink: :D :wink: :D :wink: :D

უცნობი გარეჯი (მრავალწყაროს კომპლექსი)-30.10.11

Posted: 30 ოქტ 2011, 23:57
by okulone
ძაან ექსტრემალური გასვლა გამოვიდა რაც გაანსაკუთრებულ ხიბლს სძენდა :D
მადლობა ყველას ამ გადასარევი დღისთვის :)
Image
Image
Image
Image
Image

უცნობი გარეჯი (მრავალწყაროს კომპლექსი)-30.10.11

Posted: 31 ოქტ 2011, 00:02
by graph yet
ვახ თქვენ გენაცვალეთ მოლაშქრენოოო :oops: :wink: :wink: :wink:

უცნობი გარეჯი (მრავალწყაროს კომპლექსი)-30.10.11

Posted: 31 ოქტ 2011, 00:02
by okulone
Image

უცნობი გარეჯი (მრავალწყაროს კომპლექსი)-30.10.11

Posted: 31 ოქტ 2011, 00:06
by okulone
დღევანდელი დღის მერე მე მიყვარს ტალახი 8)
მოდი ტალახო მოგზილო :lol: :lol:

უცნობი გარეჯი (მრავალწყაროს კომპლექსი)-30.10.11

Posted: 31 ოქტ 2011, 00:13
by graph yet
okulone wrote:დღევანდელი დღის მერე მე მიყვარს ტალახი 8)
მოდი ტალახო მოგზილო :lol: :lol:

ნუ გვახარბებთ რაა.. ტალახში თამაში ჩვენც გვიყვარს :lol: :lol: :lol: :lol:

უცნობი გარეჯი (მრავალწყაროს კომპლექსი)-30.10.11

Posted: 31 ოქტ 2011, 00:46
by matroska
პირისპირ არ დამზარებია და საჯარადაც დიდ მადლობას მოვახსენებ ბატონ ლადოს და რაღა თქმა უნდა, თამთას. გასვლა უაღრესად შემეცნებითი იყო: ,,ცოცხალი" ლექციის ტოლფასი.

უცნობი გარეჯი (მრავალწყაროს კომპლექსი)-30.10.11

Posted: 31 ოქტ 2011, 09:02
by Tamari-ch.
okulone wrote:დღევანდელი დღის მერე მე მიყვარს ტალახი 8)
მოდი ტალახო მოგზილო :lol: :lol:
გუშინ ბევრი ვიცინეთ!
ერთმანეთს ამოგანგლულებს რომ ვუყურებდით....

თავიდან რაღაცნაირად ვცდილობდი ტალახის არიდებას
ბოლოს ყველაზე დიდ ტალახში ვტოპავდი
და რაც ყველაზე მეტად მომეწონა დაღმართზე მივსრიალებდი -
ანუ ვკატაობდი
:lol:

ბავშვობაც გავიხსენე...
:lol:

ყველაზე მაგარი მომენტი კი გუშინ იყო ეს!
:D

Image

ხოხიალი კლდის ძირში არსებულ ხვრელში...
:lol:

უცნობი გარეჯი (მრავალწყაროს კომპლექსი)-30.10.11

Posted: 31 ოქტ 2011, 09:08
by Tamari-ch.
ყველაზე მაგარი კარველი გოგოები

:D

Image

Image

Image

Image

უცნობი გარეჯი (მრავალწყაროს კომპლექსი)-30.10.11

Posted: 31 ოქტ 2011, 09:14
by avtokh
მოკლედ სულ ასაძრომ-ჩასაძრომ-გასაძრომ გასვლები გაქვს ეს ბოლო დროა რა :D ეს დანიშნულების ადგილზე მისასვლელად ასეთ ნაპრალში მოგიწიათ გაძვრომა? :) სად არ ვიყავი :D :D

უცნობი გარეჯი (მრავალწყაროს კომპლექსი)-30.10.11

Posted: 31 ოქტ 2011, 09:29
by Tamari-ch.
avtokh wrote:მოკლედ სულ ასაძრომ-ჩასაძრომ-გასაძრომ გასვლები გაქვს ეს ბოლო დროა რა :D ეს დანიშნულების ადგილზე მისასვლელად ასეთ ნაპრალში მოგიწიათ გაძვრომა? :) სად არ ვიყავი :D :D
გუშინ ალპინისტობას ცოტა გვაკლდა რა

:lol:
ხან ზევით იყო ასაძვრომი - თან ტალახიანი ბოტებით, რომელიც სულ სრიალებდა, ხან მიწაში იყო ჩასაძვრომი
ყოჩაღ ჩვენს გოგოებს და ყოჩაღ ჩვენ ბიჭებს -
ძალიან ძლიერი გუნდი იყო და ერთ მუშტად ვიყავით შეკრულები...
:)

აი ასეთ ქარაფებზეც მოგვიწია ძრომიალი..

Image

უცნობი გარეჯი (მრავალწყაროს კომპლექსი)-30.10.11

Posted: 31 ოქტ 2011, 09:32
by Tamari-ch.
აქ კონკურსი მიმდინარეობს - ვისი ფეხი უფრო ლამაზია

:lol:

Image