უცნობი გარეჯი (მრავალწყაროს კომპლექსი)-30.10.11

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
უცნობი გარეჯი (მრავალწყაროს კომპლექსი)-30.10.11

Post by Tamari-ch. » 01 ნოე 2011, 21:28

აი ის უნიკალური გუმბათი მესამე ეკლესიაში

ე.წ. ცილინდრული გუმბათი.....

Image

მისი ანალოგი არ გვხვდება არც საქართველოში და არც სხვა ქვეყნებში....

ეს საკურთხევლის ადგილი უნდა იყოს
გათხრილია

Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
უცნობი გარეჯი (მრავალწყაროს კომპლექსი)-30.10.11

Post by Tamari-ch. » 01 ნოე 2011, 21:32

გასაგები რომ იყოს კიდევ ერთელ ჩამოვაყალიბებ

1) პირველი ეკლესია იყო ფრესკიანი - მაღალ კლდეზე
2) მეორე ეკლესია იყო ეს

Image

3) მესამე ეკლესია იყო მიწისქვეს რომ შევძვერით - ცილინდრული გუმბათით

4) მეოთხე ეკლესია იყო ყველაზე დიდი - ზედ იყო უამრავი გრაფიტი
მათ შორის აქლემების გამოსახულებებით

აი ეს:

Image

Image

Image

აი აქ იყო გრაფიტი აქლემებით

Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
უცნობი გარეჯი (მრავალწყაროს კომპლექსი)-30.10.11

Post by Tamari-ch. » 01 ნოე 2011, 21:41

Image

Image

Image



იყო კიდევ მეხუთე, პატარა ეკლესია კონუსისებრი გუმბათით, რომელთანაც უკვე ფიზიკურად ვეღარ მივედით -
ვერ შევძელით -
ის ყოფილა მაღლა კლდეზე და წვიმაში ვერ ჩავალთო - ბატონმა ლადომ...
ანუ უნახავი დაგვრჩა....

ბოლოს ვნახეთ ციხის ეს კედელი - სავარაუდოდ ამ ადგილას იყო ციხე - შეიძლება ქალაქიც -
გალავნიდან გამომდინარე (მშრალი წყობის) შეიძლება წინა ქრისტიანული ხანის, შეიძლება ბრინჯაოს ხანის.... გათხრები დაიწყეს და შეაჩერეს...
ანუ მომავალში აქ ჯერ კიდევ უამრავი საქმეა გასაკეთებელი და საკვლევი....
ამ გალავანთანაა წყაროც

Image

Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
უცნობი გარეჯი (მრავალწყაროს კომპლექსი)-30.10.11

Post by Tamari-ch. » 01 ნოე 2011, 21:46

https://www.facebook.com/media/set/?set ... 469&type=1

ეს ჩემი ფეისბუკი

ეკლესიის დანარჩენ ფოტოებს და გრაფიტის

დავდებ უკვე საუნჯეზე....
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
უცნობი გარეჯი (მრავალწყაროს კომპლექსი)-30.10.11

Post by Tamari-ch. » 01 ნოე 2011, 22:48

https://www.facebook.com/media/set/?set ... 770&type=3

ეს ლიკას ფოტოებია


Image

Image

Image

Image

Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
უცნობი გარეჯი (მრავალწყაროს კომპლექსი)-30.10.11

Post by Tamari-ch. » 02 ნოე 2011, 08:31

ესეც ლიკას ფოტოებია

Image

Image

Image

ეს ძვლები ვიპოვეთ პირველ ეკლესიასთან

Image

Image

Image

პირველი ეკლესია

Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
უცნობი გარეჯი (მრავალწყაროს კომპლექსი)-30.10.11

Post by Tamari-ch. » 02 ნოე 2011, 09:03

Image

დაიდო ნიკას გადაღებული გრაფიტი საუნჯეზე

http://amigo.ge/saunjegallery/displayimage.php?pid=9670

დანარჩენებსაც დავამატებ.....


Image

Image

Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

matroska
ბილიკზე მოარული
Posts: 88
Joined: 19 აგვ 2011, 15:14
უცნობი გარეჯი (მრავალწყაროს კომპლექსი)-30.10.11

Post by matroska » 02 ნოე 2011, 09:34

ბატონი ლადო ყვებოდა ირმის დაჭრის გარფიტის შესახებ საინტერესო ისტორიას. ვერ აღვიდგინე, რომელ ფრესკასთან გაავლო პარალელი. ხომ ვერ გაიხსენებთ, ქართული აგიოგრაფიის რა სცენაა? წინასწარ მადლობა ჯგუფ ,,გარეჯის ქარიშხალს" :)

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
უცნობი გარეჯი (მრავალწყაროს კომპლექსი)-30.10.11

Post by Tamari-ch. » 02 ნოე 2011, 09:41

matroska wrote:ბატონი ლადო ყვებოდა ირმის დაჭრის გარფიტის შესახებ საინტერესო ისტორიას. ვერ აღვიდგინე, რომელ ფრესკასთან გაავლო პარალელი. ხომ ვერ გაიხსენებთ, ქართული აგიოგრაფიის რა სცენაა? წინასწარ მადლობა ჯგუფ ,,გარეჯის ქარიშხალს" :)
წმინდა ესტატეს ცხოვრებიდანაა

ფრესკას გიპოვი - ერთაწმინდა ტაძრის კედელზეა
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
domciko
მაწანწალა
Posts: 640
Joined: 14 ივლ 2011, 14:05
Location: tbilisi
უცნობი გარეჯი (მრავალწყაროს კომპლექსი)-30.10.11

Post by domciko » 02 ნოე 2011, 09:59

ძალიან მაგარი ფოტოებია ბავშვებო... სასიამოვნო იყო თქვენს მიერ გადმოცემული ემოციების წაკითხვა :)

User avatar
geologi.
ბილიკზე მოარული
Posts: 41
Joined: 09 აპრ 2011, 12:45
Location: თბილისი
Contact:
უცნობი გარეჯი (მრავალწყაროს კომპლექსი)-30.10.11

Post by geologi. » 02 ნოე 2011, 22:01

ეს მცირედი გეოლოგიური მიმოხილვა ეხება დავითგარეჯს და მის მიმდებარე ტერიტორიას, რომელიც აგებულია სარმატული ნალექებით (ნეოგენი, ზედა მიოცენი). საუბარია 5-8 მილიონი წლის უკან როგორი იყო უდაბნო.საქართველოს სარმატული ნალექების შესახებ პირველი მონაცემები მოიპოვება ჰ. აბიხის (1882,1887) ნაშრომებში.
სარმატული ნალექები ფართოდ არის გავრცელებული აღმოსავლეთ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და წარმოდგენილია სამივე ქვესართულით: ვოლინური (ქვედა), ბესარაბიული (შუა) და ხერსონული (ზედა).
სარმატულის მეორე ნახევრიდან იწყება ტექტონიკური მოძრაობების გააქტიურება, რაც იწვევს ცვლილებებს პალეოგეოგრაფიაში. ამ დროიდან იწყება ზღვის გამარჩხება, მისი ზომების შემცირება და თიხიანი ფაციესების შეცვლა თხელი ზღვის უხეშმარცვლოვანი ნალექებით. შუა სარმატულის ბოლოს გაძლიერებული ტექტონიკური მოძრაობებისა და ძირულის მასივის აღზევების გამო მოხდა შუასარმატული ზღვის მნიშვნელოვანი უკან დახევა აღმოსავლეთის მიმართულებით. შედეგად მთელი ქართლის დეპრესია, ცივგომბორის ქედის სამხრეთი ფერდობი და გარე-კახეთის მნიშვნელოვანი ნაწილი კონტინენტური ნალექების დაგროვების ოლქად გადაიქცა. აღმოსავლეთ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ზოგადად, მიმდინარეობდა ზღვის დაყოფა ცალკეულ აუზებად _ ტბებად, რომლებიც იზოლირებული ან ერთმანეთთან ნაკლებად დაკავშირებული იყო.
უდაბნოს რაიონში ზედა სარმატული მთლიანობაში წარმოდგენილია ელდარის წყების ფერადი კონტინენტური ნალექებით. ლითოლოგიურად ის ორ ნაწილად იყოფა: ქვედა_ქვიშაქვიანი და ზედა_თიხიანი.

ბოლო დრომდე მონაცემები აღმოსავლეთ საქართველოს სარმატული ფლორის და მცენარეულობის შესახებ ეფუძნებოდა მცენარეთა მსხვილი ნაშთების შესწავლის შედეგებს.
პალინოლოგიური ანალიზისა და მაკროფლორის ნაშთების მონაცემების თანახმად, ადრე სარმატულში მცენარეული საფარის ძირითად ფორმაციას წარმოადგენდა პოლიდომინანტური ტყეები. Aამ ტყეებში, რომლებიც დანაწევრებული რელიეფის სხვადასხვა დონეებზე იყო გავრცელებული, ხარობდა როგორც სუბტროპიკული, ასევე ზომიერად სითბოს მოყვარული მცენარეები.
განსხვავებული კლიმატური პირობები არსებობდა კახეთის ტერიტორიაზე (დავით გარეჯის ჭრილი). აქ ფიჭვის როლი შემცირებული იყო; მცენარეულ საფარში დიდ მონაწილეობას ღებულობდნენ სითბოს მოყვარული წიწვოვნები, სუბტროპიკული ფარულთესლოვნები და გვიმრები. ეს ყველაფერი მიუთითებს სარმატულში უფრო ტენიანი ჰავის არსებობაზე გარე-კახეთის ტერიტორიაზე, ვიდრე ქართლში. ამ ჭრილის პალინოლოგიური კომპლექსის უმეტესი ნაწილი (დათარიღებული ადრე და შუა სარმატულით) ასახავს მცენარეულობას, სადაც ჭარბობს სუბტროპიკული ხე-მცენარეები და გვიმრები, kerZod,MMohria, Anemia, Lygodium და Gleichenia. ქართლის მცენარეულობასთან შედარებით, ფიჭვის მონაწილეობა ტყეებში საგრძნობლად შემცირებული იყო. მისი არეალი თითქმის შეესაბამებოდა სითბოს მოყვარული წიწვოვნების არეალს.
მოყვანილი მონაცემების საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სარმატულ საუკუნეში აღმოსავლეთ საქართველოს კლიმატი, ზოგადად, სუბტროპიკული იყო. რაც შეეხება სინოტივეს, მისი განაწილება ამ რეგიონის მთელ ტერიტორიაზე არ იყო თანაბარი. ქართლი ხასიათდებოდა შედარებით დაბალი ტენიანობით, ვიდრე კახეთი, სადაც გაბატონებული იყო უფრო ტენიანი სუბტროპიკული ჰავა.

ანუ ყვაოდა და იფურჩქნებოდა უდაბნოს ტერიტორია, მაგრამ მივიღეთ ის რაც გვაქვს ახლა სამწუხაროდ


User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
უცნობი გარეჯი (მრავალწყაროს კომპლექსი)-30.10.11

Post by Tamari-ch. » 03 ნოე 2011, 21:05

პალინოლოგიური ანალიზისა და მაკროფლორის ნაშთების მონაცემების თანახმად, ადრე სარმატულში მცენარეული საფარის ძირითად ფორმაციას წარმოადგენდა პოლიდომინანტური ტყეები. Aამ ტყეებში, რომლებიც დანაწევრებული რელიეფის სხვადასხვა დონეებზე იყო გავრცელებული, ხარობდა როგორც სუბტროპიკული, ასევე ზომიერად სითბოს მოყვარული მცენარეები.
განსხვავებული კლიმატური პირობები არსებობდა კახეთის ტერიტორიაზე (დავით გარეჯის ჭრილი). აქ ფიჭვის როლი შემცირებული იყო; მცენარეულ საფარში დიდ მონაწილეობას ღებულობდნენ სითბოს მოყვარული წიწვოვნები, სუბტროპიკული ფარულთესლოვნები და გვიმრები. ეს ყველაფერი მიუთითებს სარმატულში უფრო ტენიანი ჰავის არსებობაზე გარე-კახეთის ტერიტორიაზე, ვიდრე ქართლში. ამ ჭრილის პალინოლოგიური კომპლექსის უმეტესი ნაწილი (დათარიღებული ადრე და შუა სარმატულით) ასახავს მცენარეულობას, სადაც ჭარბობს სუბტროპიკული ხე-მცენარეები და გვიმრები, kerZod,MMohria, Anemia, Lygodium და Gleichenia.
მოყვანილი მონაცემების საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სარმატულ საუკუნეში აღმოსავლეთ საქართველოს კლიმატი, ზოგადად, სუბტროპიკული იყო. რაც შეეხება სინოტივეს, მისი განაწილება ამ რეგიონის მთელ ტერიტორიაზე არ იყო თანაბარი. ქართლი ხასიათდებოდა შედარებით დაბალი ტენიანობით, ვიდრე კახეთი, სადაც გაბატონებული იყო უფრო ტენიანი სუბტროპიკული ჰავა.
ანუ ყვაოდა და იფურჩქნებოდა უდაბნოს ტერიტორია, მაგრამ მივიღეთ ის რაც გვაქვს ახლა სამწუხაროდ
სხვათაშორის ამ თემაზე ვსაუბრობდით ბატონ ლადოსთან გზაში და მან გვითხრა, რომ გარეჯის უდაბნოში ყოფილა საუკეთესო შავმიწა ნიადაგი და კომუნისტების დროს იყო მცდელობა ეს ზონა გადაექციათ მეურნეობადო, წყალიც კი გამოჰყავდათო არხებით - თამარ მეფის დროს გამოყვანილი არხიც კი გვაჩვენა... ანუ ოდესღაც აქ ყოფილა უხვი ტყეებიო.. საგარეჯოსთანაც ნაპოვნია რაღაც ძველი ცივილიზაციის კვალიო - საუბარია 3000 - 4000 წლის წინანდელ ამბებზე... და გასათხრელიაო და გამოსაკვლევიაო ეს ყველაფერი...
- ჩვენ რომ ვნახეთ გალავანი - არაა გამორიცხული ისიც იმ პერიოდის იყოს...
ჰოდა ტყის გაჩეხვა გამოიწვიაო რკინის წარმოებამო - რკინის გამოსადნობ ღუმელებში იყენებდნენ დიდი რაოდენობითო ხეს და ადამიანებმა ტყე გაჩეხესო...
ვოტ!



ქეთი რა კარგად გამოგსვლია გრაფიტი....
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
burdiani
მაწანწალა
Posts: 769
Joined: 29 ივნ 2009, 14:46
Location: სულ გზაში
უცნობი გარეჯი (მრავალწყაროს კომპლექსი)-30.10.11

Post by burdiani » 05 ნოე 2011, 17:03

Tamari-ch.


ნამდვილად ეგრეა, მეც ასე ვიცი.

ივრის ზეგანზე არის მთა დემურდაღი- დემირდაღ თურქულიდან ტარგმანში ქართულად ზუსტად რკინისმთას ნიშნავს.
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%93% ... 6%E1%83%98

ძველი ნამოსახლარებია გათხრილი ნაომარ გორაზეც. და საერთოდ რასაც გავეცანი დეტალურად ეგაა რომ ივრის ხეობის აქეთ იქეთ ტერიტორია საგარეჯოში საკმაოდ დასახლებული იყო, მაგრამ თუ არ ვცდები 1265 წელს ბექა ყაენის ლაშქრობის შემდეგ ყველაზე მეტად ეს არეალი აოხრდა. ძალიან ბევრგან შეწყდა ცხოვრება მარტო სოფელ ნინოწმონდასთან ორი სოფელი გაქრა ორკოშანი და ბერთუბანი. დღესდღეობით ივრის მარჯვენა სანაპიროს მხარეს 8 აზერბაიჯანული სოფელია რა ტქმა უნდა გვიან დასახლებული, სოფელი უდაბნო და კრასნაგორკა. უდაბნოს სვანების სოფელია და ესეც გვიანდელია კრასნაგორკას კი რომელსაც ადრე აზამბური და მერე მალხაზოვკა ერქვა დუხაბორების ან მალაკნების სოეფლი იყო და ესეც გვიანდელია. ამით იმის ტქმა მინდა რომ XIII საუკუნიდან გვიან პერიოდამდე ეს ტერიტორია უკაცრიელად დარჩა.
საქართველოსთვის!

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
უცნობი გარეჯი (მრავალწყაროს კომპლექსი)-30.10.11

Post by Tamari-ch. » 09 ნოე 2011, 22:51

სულხანის მიერ გადაღებული ფოტოები

https://www.facebook.com/media/set/?set ... lbum_reply

Image

Image

გრაფიტი
Image

Image

Image

Image

Image

Image

Image


Image

კედელი წყაროსთან

Image

Image

Image

Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]