ზემო რაჭა 10.09.11 - 17.09.11

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Maiko-adventurous
მაწანწალა
Posts: 488
Joined: 02 სექ 2011, 14:37
ზემო რაჭა 10.09.11 - 17.09.11

Post by Maiko-adventurous » 18 სექ 2011, 13:22

თემის გახსნა მე სულ შემთხვევით შემომაჩეჩეს :) ამიტომ ბოდიში მათ ვისაც სხვაგან მოუწია ამის წაკითხვა და ახლა განმეორებით კითხულობს :)
პირველ რიგში, დიდი და ბანალური მადლობა ქსოვრელს ამ გასვლის დაგეგმვისთვის და განსაკუთრებით იმისთვის, რომ იტანდა ჯერ 4 და მერე 3 ქალის ყაყანს, პრეტენზიებს, წუწუნს, ”ქალური ლოგიკის” შემოტევებს, პირადად ჩემს მდორე ტემპს (მისი სიარულის ტემპი ვინც იცით, მიხვდებით რასაც ვგულისხმობ), ”არასანქცირებული ქეიფებს”, ვადაგადაცილებულ შესვენებებს და ათას სხვა გამოხტომას! შეგვიძლია ალექსანდრე წლის ჯენტლმენად გამოვაცხადოთ!
ესეიგი, გასვლა განხორციელდა 10 სექტემბერს, ნაცვლად 11-ისა. გეგმის შეცვლამ გარკვეული წყრომა გამოიწვია ”კარველების” მხრიდან, მაგრამ ეს მართლა ბოლო მომენტში მიღებული გადაწყვეტილება იყო, ბოლოს ვინც შევიკრიბეთ ”მართლა წამომსვლელები”, აღმოვაჩინეთ, რომ წინა დღეც თავისუფალი გვქონდა და გადავწყვიტეთ აღარ გადაგვედო გასვლა. ეს მთლად პატიოსანი საქციელი არ არის, მაგრამ იმედია გვაპატიებთ. არავისი წყენა არ გვინდოდა ნამდვილად და ვწუხვართ თუ ვიღაც ვერ შემოგვიერთდა ჩვენი დაუდევრობის გამო

1. რეგიონი: რაჭა, ონის რაიონი

2. მარშუტის დასახელება:

თბილისი - შოვი - კატიწვერა - შოვი - საკაო - ონი - შქმერი - თბილისი - "შემოიხედე გენაცვალე"

3. ხანგრძლივობა: 8 დღე და 7 ღამე

4. სირთულე: იმდენგან ვიყავით, ყველანაირი სირთულე შეგვხვდა, მფრინავი ქვებიდან დაწყებული გაშლილი მინდვრებით დამთავრებული :)

5. ლაშქრობის ღირებულება: გზა თბილისიდან შოვამდე 15 ლარი, ერთი ღამისთევა შოვის ტურბაზაში 10 ლარი, შოვიდან საკაომდე 6 ლარი დაქირავებული ტრანსპორტით, ონიდან შქმერამდე 5 ლარი სარეისო ავტობუსით, გზა ონიდან თბილისამდე 23 ლარი. დანარჩენი კი, როგორც ქსოვრელმა წინადვე თქვა, ჩვენს მუცლებზე იყო დამოკიდებული :)

6. მონაწილეთა რაოდენობა: ლაშქრობის დასაწყისში ვიყვით ხუთნი:
ქსოვრელი
ქეთი გულიაშვილი
იანო
მარიამო
მაიკო-გულადი :)
კატიწვერას დალაშქვრის შემდეგ დავრჩით ოთხნი. საშიში არაფერი იფიქროთ, ქეთი უკან წამოვიდა :)

7. ლაშქრობის ორგანიზატორი: მაღვიძარა ქსოვრელი

8. დანიშნულების ადგილთან უახლოესი დასახლებული პუნქტი: სოფელი გლოლა კატიწვერასთან, სოფელი საკაო შოდას მწვერვალთან, ონი - ყველაფერთან

9. მარშუტის სიგრძე ტრანსპორტით: არავის გვიზრუნია დაგვეთვალა

10. ფეხით გავლილი მანძილი: ამის დათვლაზე მითუმეტეს არ გვიზრუნია

11. სანახავი ობიექტები: თავად კატიწვერა და უძირო ტბა, რომელსაც ადგილობრივები უპიროს ეძახიან, მწვერვალი შოდა, სადაც სოფელ საკაოდან უნდა ახვიდეთ, ამავე გზაზე მცირე ტბები ან ტბა, ასევე სოფელ საკაოდან დახლოებით ერთ კმ-ში მდებარე ჩანჩქერი, მოსახლეობის თქმით მცირე, მაგრამ ლამაზი. სოფელ შქმერში კი უამრავი რამაა სანახავი: შქმერის მღვიმე (დიდი და პატარა); მდინარის მშრალი კანიონი და თავად მდინარე, რომელიც ულამაზეს ღრმულში იკარგება; ამავე მდინარის სათავე; ახლადაშენებული ეკლესია; დრო და ამინდი თუ გიწყობთ ხელს, ერთი-ორი მთაა ასასვლელი, საიდანაც უუუუულამაზესი ხედები იშლება თურმე.

12. საბანაკე ადგილები: შოვის სანატორიუმის ეზოში, კატიწვერასკენ მიმავალ გზაზე ძნელია დაბანაკება, მხოლოდ ერთი ადგილია, სადაც შედარებით სწორია და კარავი გაიშლება. ასევე უძიროზე შეგიძლიათ ბანაკი დასცეთ, მაგრამ ღამით სიცივე შეგაწუხებთ ნამეტანი :) უკანა გზაზე საბანაკე არსად არაა, სანამ სოფლამდე არ ჩამოხვალთ. სხვაგან ჩვენ კარავი არ გაგვიშლია, მაგრამ სოფელ საკაოშიც იპოვით ადგილს ამისთვის, ონის პარკშიც შეძლებთ კარვის გაშლას. ოღონდ ამისთვის იქაური პატრულის ნებართვა გჭირდებათ.

13. სასმელი წყალი მარშუტზე: გზაზე თითქმის ყველგან შეგხვდებათ სასმელი წყალი, გარდა საკაოს ტყისა.

14. საჭირო აღჭურვილობა, რეკომენდაციები: ამაზე ჩემი რჩევა არ გჭირდებათ, ეჭვი მაქვს :)

15. სასარგებლო საკონტაქტო:

შოვის სანატორიუმის დარაჯი, ნადირა: 555368902

მეტი საკონტქტო ნომრები ჩემს ტელეფონში არ ინახება, თუ დაგჭირდათ, ორგანიზატორს მიმართეთ

16. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება ამ გასვლის ფარგლებში ინახოს:
შეგიძლიათ ესტუმროთ ღებს და დაათვალიეროთ მისი მიმდებარე ტერიტორიები; ახვიდეთ მამისონის უღელტეხილზე; ასევე გადმოინაცვლოთ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.

17. რუკა: მოგვიანებით

18. ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო: აგვისტო

19. რისკები და საფრთხეები: საკმაოდ რთულია კატიწვერას ბოლო მონაკვეთი, არის ქვის დაცურების დიდი საშიშროება. ასევე ამინდი: წამებში იცვლება. ჩვენ სეტყვაში და დიიიდ ნისლში მოვყევით. ღამე ტყეში დაკარგვის დიდი შანსიც გაქვთ, საბედნიეროდ ამას ჩვენ გადავურჩით. დიდი საფრთხეა რომ ღამის გასათევის გარეშეც დარჩეთ, ამიტომ ეცადეთ კარავი სულ მშრალი იქონიოთ და სანატორიუმის თანამშრომლების იმედზე არ იყოთ :)

20. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისათვის: მთელ მარშუტზე ძალიან უჭირს ჯეოსელს, მაგთი ასე თუ ისე კარგად იჭერს, სოფელ შქმერში კი ანძაც დგას.

21. ლაშქრობისას გავლილი უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან: კატიწვერას ძირი, თუ სწორედ მახსოვს, 3000 მ. ზღვის დონიდან. პ.ს. შემისწორეთ, თუ რამეა :)



22. სასარგებლო ბმულები:

http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=45 ... 1fc72b49c9

http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=36 ... sc&start=0
Last edited by Maiko-adventurous on 18 სექ 2011, 16:24, edited 1 time in total.
I am not an adventurer by choice but by fate.

User avatar
Maiko-adventurous
მაწანწალა
Posts: 488
Joined: 02 სექ 2011, 14:37
ზემო რაჭა 10.09.11 - 17.09.11

Post by Maiko-adventurous » 18 სექ 2011, 13:24

Image


დასაწყისისთვის ეს იყოს, დანარჩენი მოგვიანებით :))
Last edited by Maiko-adventurous on 18 სექ 2011, 16:55, edited 1 time in total.
I am not an adventurer by choice but by fate.

User avatar
Maiko-adventurous
მაწანწალა
Posts: 488
Joined: 02 სექ 2011, 14:37
ზემო რაჭა 10.09.11 - 17.09.11

Post by Maiko-adventurous » 18 სექ 2011, 13:31

Image
Last edited by Maiko-adventurous on 18 სექ 2011, 17:17, edited 1 time in total.
I am not an adventurer by choice but by fate.

User avatar
Maiko-adventurous
მაწანწალა
Posts: 488
Joined: 02 სექ 2011, 14:37
ზემო რაჭა 10.09.11 - 17.09.11

Post by Maiko-adventurous » 18 სექ 2011, 13:43

Image
Last edited by Maiko-adventurous on 18 სექ 2011, 17:20, edited 1 time in total.
I am not an adventurer by choice but by fate.

User avatar
domciko
მაწანწალა
Posts: 640
Joined: 14 ივლ 2011, 14:05
Location: tbilisi
ზემო რაჭა 10.09.11 - 17.09.11

Post by domciko » 18 სექ 2011, 21:03

კეთილი თქვენს მშვიდობით ჩამოსვლას,ველოდები ბეეეევრ ფოტოებს... :* :* :* :* :* :*

User avatar
mariamooo
მაწანწალა
Posts: 485
Joined: 19 ივნ 2010, 21:55
ზემო რაჭა 10.09.11 - 17.09.11

Post by mariamooo » 19 სექ 2011, 00:15

ვინაიდან და რადგანაც ბატონი ორგანიზატორი არ აპირებს მოგიყვეთ ამ უშესანიშნავესი გასვლის შესახებ, ვეცდები მე წარმოგადგენინოთ ჩვენი მოგზაურობა იმავე განცდებით, რაც ჩვენ განვიცადეთ: ისე შეგაშინოთ, როგორც ჩვენ გვეშინოდა, მოცურებულ ქვას რომ სახესთან ვიჩერებდით; ისე დაგასველოთ, როგორც ჩვენ დავსველდით უძირო ტბის ყურებისას; დაგაცუროთ სველ დეკაზე; სიცივისგან აკანკალებულები გაგათბოთ ცხელი ჩაი-ყავათი, ღამე გაგათენებინოთ ვიწრო აივანზე შემთხვევითი გამვლელის მოლოდინში; გასუნთქოთ ის ჰაერი, რასაც ჩვენ ერთი კვირა ვსუნთქავდით; გასწავლოთ, როგორ დალიოთ ყავა ალექსის უჩუმრად და ბოლოს ხვალ დილით მისივე მაღვიძარას ხმაზე გაგაღვიძოთ.

User avatar
mariamooo
მაწანწალა
Posts: 485
Joined: 19 ივნ 2010, 21:55
ზემო რაჭა 10.09.11 - 17.09.11

Post by mariamooo » 19 სექ 2011, 00:47

დავიწყოთ ცოტა შორიდან: დიდ ხანს ვფიქრობდი, რა დროს ამეღო დიდი ხნის ნანატრი შვებულება. არც ის მქონდა გადაწყვეტილი, სად წავსულიყავი. ერთ საღამოს შემოვედი კარავზე და დამხვდა ქსოვრელის თემა სამომავლოებში: "ზემო რაჭა - 11-17 სექტემბერი". ეს თარიღი რაჭისთის ცოტა მეცივა, მაგრამ მაინც ამ დროს დავიხსენი თავი სამსახურიდან, რის ფასად, ეს სხვა თემაა :) მოკლედ, ჩავეწერე სიაში და დავიწყე მზადება. იგულისხმება, რომ კითხვის ნიშანი მოვიხსენი მხოლოდ :) როგორც აღმოვაჩინეთ, 10 სექტემბრისთვისაც გვეცალა სიაში მყოფ ყველა კარაველს. ეს დიდად კარგ ამბავი ვერ იყო ჩემთვის, რადგან მარტო კითხვის ნიშნის მოხსნით რაჭაში ვერ გავფრინდებოდი. პარასკევ საღამოს, ასე 9 საათზე დავიწყე მზადება, ღამის 3 საათზე დავიძინე, დილის 6 საათზე ჩავალაგე ჩანთა და უკვე 7 საათზე ავტოსადგურ ოკრიბაში დავერჭე, ალექსმა მკაცრად გამაფრთხილა, არ დააგვიანოვო. თურმე რა ხდება, მაშუტკა 9 საათზე გადის. რაღას ვიზამდით, მოთმინებით ველოდებოდით გასვლის დროს. ამ დროის განმავლობაში, ვისაც რისი წამოღება დაავიწყდა სიჩქარეში, იქვე შევიძინეთ და გავეშურეთ, ჩემთვის პირადად, დიდი ხნი ნანატრ ზემო რაჭისკენ. ასე დაიწყო პირველი დღე. მიუხედავად იმისა, რომ სეზონი თითქმის დამთავრებულია, ჩვენი სარეისოს მგზავრების უმეტესობას ტურისტები შეადგენდნენ. კეთილად და პატიოსნად ჩავედით შოვში და დავბანაკდით აი ამ იდუმალი სახლის გვერდით

Image

ეს ფოტო ქეთი გულიაშვილისაა

User avatar
mariamooo
მაწანწალა
Posts: 485
Joined: 19 ივნ 2010, 21:55
ზემო რაჭა 10.09.11 - 17.09.11

Post by mariamooo » 19 სექ 2011, 01:09

ყველა დანარჩენი სურათი მაიკოს გადაღებულია, ქეთი მოგვიანებით ატვირთავს თავისებს.

ეს ჩვენი მრავალკარვიანი ბანაკი :)

Image

რომ ჩავედით, წვიმიანი ამინდი დაგვხვდა. ცეცხლის დანთება სათუო იყო, მაგრამ ამ იდუმალ სახლს სიურპრიზი ქონდა ჩვენთვის: მშრალ შეშას მალავდა თურმე. ხოდა კერია არ გავაცივეთ და მთლად დიდი ვერა, მაგრამ
საკმარისი ცეცხლი ავაბურბურეთ ყავისთვის, ჩაისთვის, ეზოთერიკაზე სასაუბროდ და ა. შ. გავთბით, გავშრით, მივედმოვედეთ ათასგვარ თემას, როგორც კოცონს ჩვევია. წინა ღამის უძილოს ცოტა ხნით ჩამთვლიმა და რომ გამეღვიძა, იანო ისევ ლაპარაკობდა. თუმცა საუბრის ტემპი ცოტათი შენელებული იყო. მანდ მივხვდი, რომ დიდი ხანი მეძინა :)ცოტა ხანში ავიშალეთ და ჩვენს ადგილებზე დავლაგდით. სიცილმა და გადაძახილ-გადმოძახილმა კარვის კედლებს მიღმა გადაინაცვლა. ძირითადად მე და იანო ვიცინოდით, დანარჩენები კი არკვევდნენ, რა გვაცინებდა :D ასე დავასრულეთ პირველი დღე ჩვენი არასანქცირებული ლაშქრობისა ზემო რაჭაში.

Image

Image

მშრომელი ალექსი

Image

მისი შრომის შედეგი

Image
Last edited by mariamooo on 24 სექ 2011, 00:24, edited 1 time in total.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ზემო რაჭა 10.09.11 - 17.09.11

Post by qvevri » 19 სექ 2011, 09:16

გააგრძელა!

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ზემო რაჭა 10.09.11 - 17.09.11

Post by Archil » 19 სექ 2011, 09:20

წახვედით? აუ რა კარგები ხართ. მეც როგორ მინდოდა, მარა ვინ მომცა მაგის ბედნიერება


მეამაყებით :)
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ზემო რაჭა 10.09.11 - 17.09.11

Post by Tamari-ch. » 19 სექ 2011, 09:23

მშრომელი ალექსი
ზოგჯერ წარმოვიდგენ ხოლმე - როგორი მზრუნველი მამა და მეოჯახე იქნება ჩვენი ალექსა...

;)
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
domciko
მაწანწალა
Posts: 640
Joined: 14 ივლ 2011, 14:05
Location: tbilisi
ზემო რაჭა 10.09.11 - 17.09.11

Post by domciko » 19 სექ 2011, 09:24

დასაწყისი ძალიან მომწონს,რაჭა ჩემი მტკივნეული თემააა... მიყვარს :oops: :oops: :oops: :oops: :oops:

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
ზემო რაჭა 10.09.11 - 17.09.11

Post by pataputina » 19 სექ 2011, 10:33

რა ლამაზი სურათებია

<3
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
z g a r b i
იეტი
Posts: 1531
Joined: 21 ნოე 2007, 11:42
Location: ტყე
ზემო რაჭა 10.09.11 - 17.09.11

Post by z g a r b i » 19 სექ 2011, 11:16

აუ როგორ მომენატრა აი ეგეთი ლაშქრობა :?
პირველივე ფოტო რომ დავინახე ზედ დამრჩა თვალები
Image

User avatar
Maiko-adventurous
მაწანწალა
Posts: 488
Joined: 02 სექ 2011, 14:37
ზემო რაჭა 10.09.11 - 17.09.11

Post by Maiko-adventurous » 19 სექ 2011, 12:30

ვაააა მარიამო, შენ გაიხარე!!! :D :D თორემ მგონი მასიური ანარქია გამოვიწვიე აქ :D :D
I am not an adventurer by choice but by fate.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]