Page 1 of 3

ბახმარო ანუჰხთ ვნახეთ ჩვენი მარო და ზღუა12-14.08.11

Posted: 15 აგვ 2011, 10:59
by pataputina
რეგიონი: გურია
მარშრუტი: თბილისი-ჩოხატაური-ნაბეღლავი-ბახმარო-შეკვეთილი-თბილისი
მონაწილეთა რაოდენობა: 20
გავლილი მანძილი: არ ვიცი....
სირთულე: უმარტივესი
ამინდი: ნისლიანი


მოკლედ, საჭირო ინფორმაცია უკვე წერია ამ ბმულზე და აქ იხილეთ

http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=36 ... 60ff188c5c



ჰხოლო ჩვენს გასვლას რაც შეეხება:
მოკლე შინაარსი:

შევიკრიბეთ პარასკევს საღამოს 8 ის ნახევარზე სპორტის სასახლესთან და გავედით 9 ის ნახევარზე ანუ დაგვიანებით როგორც ხდება ხოლმე... წავლის საკიტხი ბოლო დღემდე კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა წამომსვლელთა არასაკმარისი რაოდენობის გამო, თუმცა საბოლოოდ შევგროვდით 20 ადამიანი ზვიადის ჩათვლით... დაახლოებით 4 საათში ჩავედით ჩოხატაურში, ანუჰხთ უკვე 1-2 საათისაკენ... გზად ხან წვიმდა ან ცრიდა ხან ქროდა ამიტომ კარვების გაშლა აღარ დაგვიწყია და დავბანაკდით ჩოხატაურის ბიბლიოთეკაში : D უფრო სწორად მის აივანზე...

დილით 9 საათისათვის ჩავბარგდით და მოვინახულეთ ნოდარ დუმბაძის სახლმუზეუმი, ამის შემდეგ დათოს( ბუაჩას) ახლობლის სახლს მივადექით სადაც უუუუგერმელესი ყავა დავლიეთ და სახლის პატრონს ბახმაროს ერთი კოტეჯის გასაღები გამოვართვით... გზად შევჩერდით ნაბეღლავში და საკუთარი თვალით ვნახე საიდან მოდის ჩემი უსაყვარლესი გაზიანი სასმელი : D ამინდი იყო ღრუბლიანი მაგრამ არა წვიმიანი... ანუჰხთ ისეთი საუკეთესო ამინდი რომ ჰქვია მგზავრობსი დროს, თუმცა უმზეო....

ბახმაროში ჩავედით შუადღით, მოვძებნეთ ჩვენი სახლუკა, გავტეხეთ ბოქლომი და შევბარგდით : D კოტეჯი იდგა მზის ამოსვლის გორასთან ახლოს... ადგილობრივებმა გვითხრეს რომ სამწუხაროდ ასეთ ამინდში ვერაფერსაც ვერ ვნახავდით, მაგრამ ნაწილმა მაინც გადავწყვიტეთ მწზის ჩასვლის გგორაზე ასვლა და ბახმაროს დათვალიერება... თუმცა გორაზე ასეულებს ისეთი ნისლი დაგვხვდა როოომ....

ღამით დავანთეთ ცეცხლი და ავყურებდით ცას იმ იმედით რომ იქნებ და გამოიდაროს ო და კინაღამ დავიჯერეთ რომ მზის ამოსვლის ნახვა შესაძლებელი იყო... დავაყენეთ მაღვიძარები ღამის 3 საათზე რომ იქნებ და რამეო მაგრამ ცა ისეთი შავი ღრუბლით იყო მოფენილი რომ ასვლას არანაერი აზრი არ ჰქონდა.....

კარგად გამოძინებულდასვენებულები კვირას 11-12 საათისათვის ზღვისკენ გავემართეთ... ზღუის მონახულება ზვიადის საჩუქარი იყო... შეკვეთილში ზოგი ზღვაში გაგრილდა, ზოგი ჩრდილში, ზოგი ჰამაკში, დავჭერით ისტორიული საზამთრო და 6-7 საათისათვის წამოვედით თბილისისაკენ

ასე იყო ეს ამბავი : D




მონათხრობის შეჯამება:

მართალია მზის ასვლა/ჩასვლა ვერ ვნახე, მაგრამ პირადად ჩემთვის ეს დღეები ძალიან კარგი იყო განსატვირთველად და გარემო/ჰაერის გამოსაცვლელად და ორშაბათი დღის ახალი ენერგიით დასაწყებად : )

მააადლობა ზვიადს!



მოკლედ, აჰხათ ტქვენ თემა და დანარცები თქვენ სთქუით

:ც

ესეც სამომავლოებიდან

http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=5186&start=0

ბახმარო ანუჰხთ ვნახეთ ჩვენი მარო და ზღუა12-14.08.11

Posted: 15 აგვ 2011, 11:45
by Archil
არ ასულხართ? არ გადამრიო :(

ბახმარო ანუჰხთ ვნახეთ ჩვენი მარო და ზღუა12-14.08.11

Posted: 15 აგვ 2011, 11:51
by burdiani
pataputina wrote:

მონათხრობის შეჯამება:

მართალია მზის ასვლა/ჩასვლა ვერ ვნახე, მაგრამ პირადად ჩემთვის ეს დღეები ძალიან კარგი იყო განსატვირთველად და გარემო/ჰაერის გამოსაცვლელად და ორშაბათი დღის ახალი ენერგიით დასაწყებად : )

მააადლობა ზვიადს!



მოკლედ, აჰხათ ტქვენ თემა და დანარცები თქვენ სთქუით

:ც
რაიო? :D

ბახმარო ანუჰხთ ვნახეთ ჩვენი მარო და ზღუა12-14.08.11

Posted: 15 აგვ 2011, 11:54
by pataputina
Archil

სურათებს რომ შევყრი კომპში ავდებ სურათს როგორი ამინდი იყო და მიხვდები რომ ისა : D

burdiani


მმ რაიო და ეგრეო : D

მივედით, ვერ ვნახეთ, წამოვედით : D







პ/ს თუმცა მზის ასვლა/ ჩასვლის ყურება თვითმიზანი არც ყოფილა, ვიცოდით რომ შეიძლება ვერ გვენახა ამინდის გამო და ბახმარო კი მოვიარეთ : D

ბახმარო ანუჰხთ ვნახეთ ჩვენი მარო და ზღუა12-14.08.11

Posted: 15 აგვ 2011, 11:54
by perwkli
სულაც არ მწყდება გული

უმფრო მეტიც,


ოცდამესამედაც კი დამეზარება და ბედნიერად დავიძინებ ღამის სამ საათზე

უსერ


ისედაც კაი იყო ბახმარო :oops:

ბახმარო ანუჰხთ ვნახეთ ჩვენი მარო და ზღუა12-14.08.11

Posted: 15 აგვ 2011, 11:57
by burdiani
ზარმაცებო თქვენა :D

ბახმარო ანუჰხთ ვნახეთ ჩვენი მარო და ზღუა12-14.08.11

Posted: 15 აგვ 2011, 12:00
by pataputina
: )) ზარმაცები რომ ვართ არ ვუარყოფ
მაგრამ
მეეჭვება ჩვენს უზამრაცობას მზე ამოეყვანა

:\

ბახმარო ანუჰხთ ვნახეთ ჩვენი მარო და ზღუა12-14.08.11

Posted: 15 აგვ 2011, 12:06
by guruli
ბახმარო კარგი კი იქნებოდა, მაგრამ მაინც ასულიყავით დილით, ნისლები ხომ იქნებოდა!
თუმცა რაცაა, ეგაა - სუფთა ჰერით მაინც აივსებდით ფილტვებს და ზღვაში ბანაობაც შეგრჩათ. :)

ბახმარო ანუჰხთ ვნახეთ ჩვენი მარო და ზღუა12-14.08.11

Posted: 15 აგვ 2011, 12:10
by Tami
როგორც პატაპუტინამ თქვა, მართალია მზე ვერ ვნახეთ,
მაგრამ მაინც ძალიან კმაყოფილი დავბრუნდი გურიიდან.
დიდი მთხრობელი მე არ ვარ და არც ფოტოები მომეპოვება, ამიტომ მადლობებით შემოვიფარგლები:
ძალიან დიდი მადლობა ჰხათოს ამ მთიან-ზღვიანი გასვლის ორგანიზებისათვის.
ასევე დიდი მადლობა ჩვენს დიდ მეგობარს, ზვიადს, სულ გვანებივრებს ხოლმე.
და კიდევ მადლობა დათო ბუაჩას, ერთ-ერთ ყველაზე ორგანიზებულ, მოწესრიგებულ, ყურადღებიანმზრუნველ კარაველს, რომელიც კი ოდესმე მინახავს.
დანარჩენებსაც მოკითხვა :wink:
ფოტოების ატვირთვა არ დაიზაროთ :wink:

ბახმარო ანუჰხთ ვნახეთ ჩვენი მარო და ზღუა12-14.08.11

Posted: 15 აგვ 2011, 12:17
by Archil
burdiani

გეცნობა სიტუაცია? რა გვჭირს კარაველებს ნეტავი
perwkli wrote:სულაც არ მწყდება გული

ისედაც კაი იყო ბახმარო :oops:

მაგაში გეთანხმები სტოპრო :)*


ნ-----------
* სადა ხარ გოგაააა? ;)

ბახმარო ანუჰხთ ვნახეთ ჩვენი მარო და ზღუა12-14.08.11

Posted: 15 აგვ 2011, 12:29
by ქაფქიანა
pataputina


ჰო მაგრამ, ის ბიბლიოთეკა კი არა, კოლმეურნეობის კანტორა ყოფილა თურმე, როგორც გვითხრეს ადგილობრივებმა. :D

ბახმარო ანუჰხთ ვნახეთ ჩვენი მარო და ზღუა12-14.08.11

Posted: 15 აგვ 2011, 12:31
by Tami
ქაფქიანა wrote:pataputina


ჰო მაგრამ, ის ბიბლიოთეკა კი არა, კოლმეურნეობის კანტორა ყოფილა თურმე, როგორც გვითხრეს ადგილობრივებმა. :D
თან როგორი ჩუქურთმები და სვეტისთვები ჰქონდა,
ლამაზი შენობა იყო, საბჭოთა არქიტექტურისათვის უჩვეულო:)

ბახმარო ანუჰხთ ვნახეთ ჩვენი მარო და ზღუა12-14.08.11

Posted: 15 აგვ 2011, 12:34
by pataputina
ქაფქიანა

მართლა??? ვაჰხთ..
არადა რომ შევიხედე ფანჯარაში იმდენი წიგნები ეწყო, რომ ჩავთვალე ბიბლიოთეკაამეთქი : D

ბახმარო ანუჰხთ ვნახეთ ჩვენი მარო და ზღუა12-14.08.11

Posted: 15 აგვ 2011, 12:38
by ქაფქიანა
ჩემები გადაირივნენ კაიმაღზე. ერთი-ორი ქილა რატომ არ ვიყიდე რა მეტი, უხ...

ბახმარო ანუჰხთ ვნახეთ ჩვენი მარო და ზღუა12-14.08.11

Posted: 15 აგვ 2011, 12:48
by burdiani
ჰა დავდო შარშანდელი ფოტოები თუ თქვენით დადებთ ახლებს? :D