"ლამზირია თუშითა" - თუშეთი 30.07-6.08.11.

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
tushi aleko
ბილიკზე მოარული
Posts: 77
Joined: 23 ივლ 2009, 14:39
Location: თუშეთი-წოვათა
"ლამზირია თუშითა" - თუშეთი 30.07-6.08.11.

Post by tushi aleko » 10 აგვ 2011, 22:57

მართლა ძალიან ლამაზი გასვლა გამოგსვლიათ კარაველებო, თუმცა ამ მშვენიერ მხარეში სხვანაირს არც ველოდი. რეპორტაჟიც შესანიშნავად იწერება და მოუთმენლად ველი მის გაგრძელებას.

ერთი რამ მინდა აღვნიშნო...

უამრავი გასვლა გაკეთებულა თუშეთში და აქაც უამრავი რეპორტაჟია გახსნილი , მაგრამ მე რაც წამიკითხავს არცერთში არ შესულან ჩემს სამშობლოში-წოვათაში, ამისთვის კი ორმგად მადლობა თქვენ რომ კიდევ ერთხელ გამახსენეთ ის მშვენიერი და დაუვიწყარი ადგილები, რომელთა ხივლაც ეკალს მაყრის.

დარწმნებული ვარ გაგრძელებაც ასეთივე საინტერესო და ხალისიანი ექნება თემას.
წამო თუშეთში

User avatar
tushi aleko
ბილიკზე მოარული
Posts: 77
Joined: 23 ივლ 2009, 14:39
Location: თუშეთი-წოვათა
"ლამზირია თუშითა" - თუშეთი 30.07-6.08.11.

Post by tushi aleko » 10 აგვ 2011, 23:04

რაც შეეხება ლეო პაპას, სამი წელი მისი თბილი სტუმართმოყვარეობით ვტკბებოდი და მომავალშიც არაერთხელ ვესტუმრები. ეგ ადამიანი ძალიან ზედმიწევნით ამართლებს ხალხურ გამონათქვამს- ,,სტუმარი ღვთისაა". უღრმესი მადლობა მას ამ ყველაფრისთვის.
წამო თუშეთში

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
"ლამზირია თუშითა" - თუშეთი 30.07-6.08.11.

Post by guruli » 11 აგვ 2011, 12:30

მთაშენკ, სწორი ფორმაა საჩიღოლო, ხოლო საჭიღოლო მართლა რუსულის გავლენით დამკვიდრდა. თუ გინდა, მემრ, როცა თუშეთ ერთად მოვხელავთ, იდიოძისნაირ საქმეში ჩახედულებთანაც დაგალაპარაკებ ე მაგ თემაზედ. თუშეთსი მასეთი ორვარიანტი სახელი მხოლოდ ბოჭორმას აქვს, რომელსაც ბოჭორნადაც იხსენიებენ.
ქორბეღელა სწორად აღწერე, მართლაც ეგრე სრულდება. ოღონდ ხევსურებისა და ათენგენობისა არ იყოს, ცოტა თუშებიც უფრთხიან მაგას, რადგან სწამთ, რომ ქორბეღელას ჩაშლა ანუ თუ ვინმე ჩამოვარდება, უბედურებას მოასწავებს. კერძოდ, ვინც ჩამოვარდება, უბედურება შეემთხვევაო. იქნებ ეს ცრურწმენაა, მაგრამ მტაში ბევრი მაგალითუი დაუსახელებიათ, როცა ჩამშლელი იმ წელსვე დაღუპულა, ან იმ სოფელში ვინმე ახალგაზრდა მომკვდარა. ერთხელ იმაზე კამათსაც შევესწარი, გაემართათ თუ არა დღეობის ბოლოს ქორბეღელა - წლეულს ცოტანი ვიყავით ხალხნი და არ ჩაგვეშალოს, ვინმე არ დაიღუპოსო. საბოლოოდ მაინც ამ აზრმა გაიმარჯვა.
ნარკომანი ცხვრის ეპიზოდზე კი რა ვთქვა - ჯიგრები არიან ჩემი თუშები!!! :) :) მიტომაც მიყვარს ეგ ხალხი და ეგ მხარე. :)
პ.ს. მგონი, ეთელტა იოსებ ლონგიშვილის სოფელია, შატილის ასულოს ლექსის ავტორისა და მართლაც ბრწყინვალე პოეტისა. კიდევ - ასპინძის ომის გმირ კოხიოს სოფელია. თუ არ ვცდები, ადან ბობღიაშვილიც (ადამ ალვანელი) მაქაურია, ”სამანელი” და ძალიან კარგი პოეტი, რომელიც თუშთა შეთქმულებაში მონაწილეობისთვის სადრაც აბანოს ხევის გადაღმა რომელიღაც ხეობაში დახვრიტეს. ადრე საცალფეხო გზა მაგ ხეობაზე გადადიოდა, რაც ტქვენ გადაიარეთ - იმ ტბების გავლით. ჰოდა, ის შეთქმულები მთაში დააპატიმრეს და ბარში გადაჰყავდათ, მაგრამ ალვანამდე არ ჩაუყვანიათ, გზაში დახვრიტეს.
tushi aleko - კარავი მართლაც პირველად იყო წოვათაში, თუ ბერნარის შარშანდელ გასვლას არ ჩავთვლით. ეტყობა, არ გაქვს ის გასვლა ნანახი.

Iako.
მაწანწალა
Posts: 523
Joined: 07 მაი 2009, 23:06
"ლამზირია თუშითა" - თუშეთი 30.07-6.08.11.

Post by Iako. » 11 აგვ 2011, 13:17

Image

Uploaded with ImageShack.us

ქორბეღელა


Iako.
მაწანწალა
Posts: 523
Joined: 07 მაი 2009, 23:06
"ლამზირია თუშითა" - თუშეთი 30.07-6.08.11.

Post by Iako. » 11 აგვ 2011, 14:17

საბედნიეროდ არ ჩაშლილა ქორბეღელა :)
კარგი სანახაობა იყო, თან მღეროდნენ. პაატამ, თუშურად ვარდანაიძემ :) იცის რასაც მღერიან მაგ დროს.
ძალიან მაგარი იყო დღეობა, ეხლაც ყურებში მიდგას "გვწყალობდეეეეეს..."

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
"ლამზირია თუშითა" - თუშეთი 30.07-6.08.11.

Post by guruli » 11 აგვ 2011, 20:16

Iako.
საბედნიეროდ არ ჩაშლილა ქორბეღელა
ღმერთმა ნურც ჩაშალოს და სიმშვიდე ჰქონოდეს თუშეთსაც, ყველა მხარესაც.
ეხლაც ყურებში მიდგას "გვწყალობდეეეეეს..."
:D :D :D
ეეეჰ, რამდენი კაი მოგონება მაქვს მაგ შეძახილტან დაკავშირებით. :)
მე ჟველურთაში დავესწარი დღეობას და ძალიან ტკბილად მახსოვს, ჯერ გაღმით ხისოელებმა რომ დააგუგუნეს "გვწყალობდეს", მერე მეორე მხარეს შტროლთელებმა აუბეს მხარი... შორიდან რაღაც ტკბილ მელოდიასავით მოდიოდა ხმა.

User avatar
keto
იეტი
Posts: 1881
Joined: 04 მაი 2006, 23:01
Location: Tbilisi, Georgia
"ლამზირია თუშითა" - თუშეთი 30.07-6.08.11.

Post by keto » 11 აგვ 2011, 23:27

guruli wrote: პ.ს. მგონი, ეთელტა იოსებ ლონგიშვილის სოფელია, შატილის ასულოს ლექსის ავტორისა და მართლაც ბრწყინვალე პოეტისა.
კი, მართალია. დართლოში, სასტუმროში გავიცანით მისი 13 წლის შვილიშვილი, ისიც იოსები და იმან გვითხრა ჩვენ :)
Keep Smiling...

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
"ლამზირია თუშითა" - თუშეთი 30.07-6.08.11.

Post by Mta Mkvarebia » 12 აგვ 2011, 12:19

tushi aleko
გაიხარე :D დიდი მადლობა, მიხარია თუ ინტერესით ადევნებთ თვალს რეპორტაჟს :)

სწორად დაგიწერა გურულმა, წოვათაზე რეპორტაჟი ბერნარსაც ჰქონდა და ბევრი რამ გავითვალისწინე მისი ჩანაწერებიდან რჩევად :).

ვეცდები პერიოდულად გავარძელო ხოლმე თხრობაც და სურათების დადებაც, როგორც კი თავისუფალ დროს ვიპოვი :)

მე-5 დღეზე შევჩერდი, ვერხოვანში რომ ავედით.
ცოტა ხნის ლოდინის მერე ცხენებიც დაგვეწიენ და შევუდექით ნაყაიჩოს უღელტეხილისკენ მიმავალ ბილიკებს. გზა სულ მარლა და მარლა იწევდა, გასაკვირიც არ იყო ვერხოვანის სიმაღლიდან 1950 მეტრიდან 2903 (მეტრზომის მიხედვით კი 2928 მეტრამდე) უნდა ავსულიყავით. თავიდან გზა ტყესი მიდიოდა, ჩრდილში სიარული შედარებით გაგვიადვილდა, 2-3 ადგილას პატარა მდინარეც გადავკვეთეთ.

Image
Image

მაგრამ მალე ბილიკი ტყიდან გავიდა და სუბალპურ, შემდეგ კი ალპურ მდელოებზე გადავიდა, თაკარა მზეში ორმაგად ძნელი იყო იმ აღმართების ავლა.

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

დაახლოებით 1 საათში სოფელი დადიკურთაც გამოჩნდა. უფრო სწორად ნასოფლარი, სახლების უმეტესი მიტოვებული იყო. მაგრამ მანდაც გამოგვიჩნდა მასპინძელი, რომელიც ალუდით და უგემრიელესი გუდის ყველით გაგვიმასპინძლდა. სახლის ჩრდილში შეფარებულებმა ცივი ალუდი დავაგემოვნეთ, სული მოვითქვით და გზა გავაგრძელეთ.


Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
"ლამზირია თუშითა" - თუშეთი 30.07-6.08.11.

Post by Mta Mkvarebia » 12 აგვ 2011, 12:38

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

უღელტეხილს ვიყავით მიახლოებული, კიდევ რომ შევისვენეთ და წავიხემსეთ ძალების მოსაკრებად. მერე ისევ გავაგრძელეთ აღმართების ავლა. დაახლოებით ნახევარ საათში ბუნტურის აღფრთოვანებული შეძახილები შემომესმა, არ მაინტერესებს, ფარსმა , მე აქ ვბანაკდები დღესო :) ზემოთ ასული მივხვდი რაშიც იყო საქმე, უღელტეხილის უმაღლესი წერტილიდან ჩვენს თვალწინ პირიქითა თუშეთის ულამაზესი ხედი იყო გადაშლილი, მარჯვნივ სოფელი ჭეშო ჩანდა, თავის ოთხი სათვალთვალო კოშკით, მარცხნივ - მთაზე შეფენილი სოფელი ფარსმა, მაშ შორის კი პირიქითა ალაზანი მიიკლაკნებოდა, აქა-იქ ნაზვავარები ჩანდა მწვანე მდელოებზე, საიდანაც გამომავალი რძესავით აქაფებული ნაკადულები ალაზანში ჩაედინებოდა, მწვანე მდელოებზე ცხვრის ფარა იყო გაბნეული, ცხვრები ჭიის ჭუპრებივით დაგორავდნენ მინდორზე. ცუდი ის იყო, რომ მზე ზენიტში იყო და იქაურობას გადახუნებულ ფერს აძლევდა , ამიტომ ფოტოები სრულად არ ასახავს იმ სილამაზეს:(

Image

ხედი ჭეშოზე
Image

ხედი ფარსმაზე
Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
"ლამზირია თუშითა" - თუშეთი 30.07-6.08.11.

Post by Mta Mkvarebia » 12 აგვ 2011, 17:29

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image


რა თქმა უნდა, ჩვენც ვიცოდი და ბუნტურმაც, რომ იქ კარვებს ვერაფრით გავშლიდით :), მაგრამ გვინდოდა რაც შეიძლება დიდხანს დავმტკბარიყავით მაგ ხედით. თუმცა მეგზური პაატა გვაჩქარებდა, ძალიან რთული გზა გვაქვს გასავლელი, რთული ბილიკებია, ცხენისთვისაც და თქვენთვისაცო. ამიტომ ჩვენს თავს არ მივეცით უფლება ცოტა დიდხანს გავჩერებულიყავით იმ ადგილას. როგორც აღმოჩნდა, სულ ტყუილად. მართალია გზა საკმაოდ გრძელი იყო და ისე ახლოს არ იყო ფარსმა, როგორც ზემოდან ჩანდა, მაგრამ ბილიკები საკმაოდ ნორმალური იყო, სულ თავიდან, პირველ 100 მეტრზე იყო ბილიკი ცუდად გამოკვეთილი, ნაშალში იკარგებოდა, შემდეგ კი უკვე ნორმალური ბილიკი იყო. 2 საათში ჩავირბინე ის გზა ძირამდე, დაღამართზე სიარულისას ორივე მუხლი მეჭედებოდა და უფრო ნელა რომ მევლო, მეტად გამიჭირდებოდა, კიდევ კარგი ჯოხი მქონდა და კარგი სამსახური გამიწია, ფეხის დაბიჯებიას მას ვეყრდნობოდი და მუხლზე დატვირთვა ნაკლებად მოდიოდა. ხალხის ნაწილი წინ მიდიოდა, ნაწილი-უკან. მაგრამ რაციებით ვუკავშირდებოდით ერთამნეთს და სხვების ამბავს ამით ვგებულობდით, გაჭირვებით არ უჭირდათ ჩამორჩენილებს სიარული, უბრალოდ წყლულები გაუჩინა მათ ნაწილს ფეხსაცმელმა და ამიტომ ნელა მოდიოდნენ. აფსუს სად გვქონდა სპეციალურად ნაყაიჩოს უღელტეხილისთვის ბიჭოლას მიერ შეკერილი "ბაბონიანი" ფეხსაცმელები? :) ეს იდეა დართლოში, ჩვენი მოგზაურობის დასკვნით საღამოს ანოს და ნიკას მიერ გათამაშებულმა "თუშეთი ლაივის" სერიებმა შთაგვაგონა, თუმცა "თუშეთი ლაივზე" დართლომდე რომ მივალ, მერე მოგითხრობთ. მხოლოდ ერთს ვიტყვი, მაგ "ბაბონებს" სპეციალური დატვირთვა ჰქონდა, აბა, სანამ დართლომდე ჩავალ თუ მიხვდებით რა? ;).

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

მოლაშქრეთა ნაწილი ბანაკში მზის ჩასვლამდე დაახლოებით 5 საათზე მივედით, ვჩქარობდით, რომ სანამ მზე ჩავიდოდა ნამიანი კარვები გაგვეშალა და გაგვეშრო და შემდეგ ვახშმის მომზადებაზე გვეზრუნა. ბანაკი ბარსმისა და ბასოს შორის მდინარესტან დავეციტ. პატარა მდინარე , რომელიც ამ ორი სოფლის შუაში ჩამოდიოდა, სუფთა იყო და სამელადაც ვიყენებდით. დანარჩენი მოლაშქრეები ნაწილ-ნაწილ ბრუნდებოდნენ კარავში, როგორც მერე გიო-ბარსა, მათი ჩამკეტი გვიყვებოდა, მათმა ნაწილმა თურმე გამოძინებაც კი მოასწრო დეკის ბუჩქების ძირში :D .
Image
Image

იმ ღამესაც კოცონი დავანთეთ და მის გარშემო შემომსხდარი ვისმენდით სიმღერებს და საინტერესო ამბებს.
მეორე დრეც გატენდა. იმ დრეს ლაროვანის ტბის მონახულება გვქონდა გეგმაში. თუმცა ხალხის ნაწილმა ჭონთიოსკენ გასეირნება გადაწყვიტა. პაატა ცვენ გამოგვყვა 2 ცხენიტ , დანარცენები კი გელას გაყვნენ ჭონთიოს მიმართულებით. ეს ფოტოები მანამდეა გადარებული , მარიშკა დედამისის მიერ დამზადებულ უგემრიელეს ჟოლოს მურაბას გვაგემოვნებინებს :).

Image
Image
Image
Image

ტავზე მესაზღვრეების ვერტმფრენმა გადაგვიფრინა, როგორც მერე გირევში გავიგეთ, მესაზღვრეთა მეორე ცვლა მოუყვანიათ :).
Image
Image
Image

User avatar
ინა-უნა
ბოდიალა
Posts: 280
Joined: 19 მაი 2010, 23:16
"ლამზირია თუშითა" - თუშეთი 30.07-6.08.11.

Post by ინა-უნა » 12 აგვ 2011, 20:09

ლიკა გადასარევი ხარ :) ვკითხულობ და ისევ დიდი სიამოვნებით ვმოგზაურობ თუშეთში :*

User avatar
ეკატო
მაწანწალა
Posts: 434
Joined: 12 ივლ 2010, 21:07
"ლამზირია თუშითა" - თუშეთი 30.07-6.08.11.

Post by ეკატო » 14 აგვ 2011, 22:20

რომ იცოდეთ როგორ მომენატრეეეეთ :oops:

User avatar
ეკატო
მაწანწალა
Posts: 434
Joined: 12 ივლ 2010, 21:07
"ლამზირია თუშითა" - თუშეთი 30.07-6.08.11.

Post by ეკატო » 16 აგვ 2011, 12:07

ფშაველში "ჩამოვბარგდით" და გაოცებულები დავრჩით,ნუთუ ეს ყველაფერი ერთ მინიბუსში დაეტია? :lol:
Image

ჩვენი ბანაკი ფშაველში
Image

მეორე დილით, ჯიპები დავტვირთეთ და თუშეთისკენ გავეშურეთ :)
Image

ულამაზეს ხეობას მივუყვებოდით, გამიმართლა რომ ჯიპში ფანჯარასთან მოვხვდი და გზაზე სურათებიც გადავიღე :)
Image

Image

Image

Image

Image

Image

მღეროდნენ :)
Image

User avatar
ეკატო
მაწანწალა
Posts: 434
Joined: 12 ივლ 2010, 21:07
"ლამზირია თუშითა" - თუშეთი 30.07-6.08.11.

Post by ეკატო » 16 აგვ 2011, 12:13

ბუნტურიკა
Image

Image

გიორგი ბარსას მეგობრები - ნიკა და ლაშა
Image

Image

Image

Image

ლაილა
Image

Image

ლალი მას.
Image

Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]