30-31 ივლისი - შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
30-31 ივლისი - შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

Post by Naia » 31 ივლ 2011, 21:21

1. რეგიონი:
მცხეთა-მთიანეთი, დუშეთის რაიონი

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-დათვიჯვარი-ჭანჭახი-ძველი ხახაბო-ახალი ხახაბო-არდოტი-მუცო-ანატორები-შატილი-კისტანი-ლებაისკარი-თბილისი

3. ხანგრძლივობა:
2 დღე

4. სირთულე:
დათვიჯვარი - არდოტი - საშუალო სირთულის
არდოტი, მუცო, შატილი - მარტივი
კისტანი - საშუალო სირთულის

5. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
შატილი - გიორგიწმინდა (თბილისი-შატილის გზაზე) 11 კმ, ხანისძირი 9 კმ (შატილი-მუცოს მხრიდან)
მუცო - ხანისძირი 3კმტში (შატილის მხრიდან),
არდოტი - 5კმ საპირისპირო გზიდან
არდოტი - ბახაო 3კმ, ხახაბო 7კმ, ანდაკი 6 კმ, არჭილო 10 კმ

6. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
შატილი თბილისიდან 152 კმ
შატილი - არდოტი - 18 კმ (მიკროავტობუსი ბოლომდე ადის არდოტში)

7. ფეხით გავლილი მანძილი:

დათვიჯვარი - არდოტი - 17 კმ-მდე
მუცო - 1 კმ-მდე
შატილი - 800 მ

8. სანახავი და ყურადღება მისაქცევი ობიექტები:
ძველი ხახაბო - კოშკები
შატილი - კოშკები, ახალი სოფელი
მუცო - საძვალეები, კოშკები, მათ შორის, თორღვასი
არდოტი - სახლი-კოშკები, დაზიანებული ეკლესია ძველი არდოტის ბოლოში, სოფლის გორაკზე

9. საბანაკე ადგილები:
შატილი - სკოლა-ინტერენატთან, კოშკების, ძირას მდინარის პირას
მუცო - მუცოს ძირში, მდინარის პირას მხოლოდ მცირე ბანაკისთვის, მუცოს მოპირდაპირე გორაკის თავზე
არდოტი - მდინარის პირას მშვენიერი საბანაკე ადგილია
სასტუმროში დაბინავების მსურველთათვის, სასტუმრო კოშკებში, ასევე ბევრი საოჯახო სასტუმროა შატილში.

10. სასმელი წყალი მარშრუტზე:
შატილი - სოფელში
მუცო - ისტორიულ საოფელში წყალი არ არის, ძირში კი წყარო სამანქანე გზებზე გვხვდება
არდოტი - სოფელში
გიორგიწმინდასთან ახლოს
დათვიჯვარს რომ გადახვალთ დაღმართზეც არის წყარო

11. საჭირო აღჭურვილობა, რეკომენდაციები:
საწვიმარი და გამოსაცვლელი სამოსი, მოცურებისგან დამცავი ფეხსაცმელი, მზისგან დამცავი ნელსაცხებლები

12. სასარგებლო საკონტაქტო ინფო:
შატილი
მუცო
არდოტი
დუშეთის გამგეობა
8246 21990
8246 21999
სასარგებლო ცნობების მოცემა შეუძლია კარაველ იეტ ვარდანაულს

13. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება ამ გასვლის ფარგლებში ინახოს

შატილი ანატორი - იგივე კეთროვანთა საძვალეები 2 კმში
მუცო - ახლომახლო არაფერია
არდოტი - ახალი არდოტი, ფეხით 1 სთის სავალზე
ბახაო
არჭილო
ანდაქი

14.მობილური კავშირი:
2 დღის წინ პირიქითა ხევსურეთში მაგთის ანტენა დადგეს ასე რომ დათვიჯვარზე, შატილში და ანატორებში მაგთი იჭერს!
ანატორების შემდეგ მობილური არ მუშაობს.

პირიქითა ხევსურეთში არაერთი კარვული გასვლა იყო. აი, რამდენიმე ბმულიც:
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=2324
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=2546
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=3719&start=0
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=3719&start=0
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=3741&start=0

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
30-31 ივლისი - შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

Post by Naia » 31 ივლ 2011, 21:32

თბილისიდან ნახევარი საათის დაგვიანებით გავედით. დიღომში ავიყვანეთ თათია, ბაზალეთის გადასახვევთან კახა და დავადექით ხევსურეთის გზას.

დათვიჯვარზე გავჩერდით, დავილოცეთ და 11 საათისთვის უკვე ჭანჭახის ასასვლელთან ვიდექით. 17 კაციდან 12-მა გადავწყვიტეთ გზის ფეხით გაგრძელება. ბარგი დავტოვეთ, საჭმელი პატარა ზომის ჩანთებში ჩავილაგეთ და დავადექით გზას. ჭანჭახის აღმართი სწრაფად მოსიარულეებმა 38 წუთში აიარეს, დანარჩენებმა კი 1 სთ-ში :)

ქედზე ფოტოები გადავიღეთ და დავიწყეთ დაშვება. მალე პატარა ღელეს მივადექით, რომელიც თანდათან პატარა მდინარედ იქცა. ძველ ხახაბომდე მდინარის კალაპოტს მივუყვებოდით და წამდაუწუმ გვიწევდა მისი გადაკვეთა. ვერ აგიღწერთ რა სასიამოვნო იყო ასეთ სიცხეში მთის მდინარეებში სიარული. ბოლოს სულაც არ გვეჩვენებოდა ყინულივით ცივი :)

ძველ ხახაბოში ვისადილეთ და ისევ გავაგრძელეთ სიარული. ახალ ხახაბოში რამდენიმე წუთით შევჩერდით, იქაურებს გამოველაპარაკეთ. გვითხრეს არდოტამდე 7 კმ იქნებაო. დილის 11 საათზე გამოსულები არდოტში 7-8 საათისთვის მივედით. დანარჩენი კარაველები და ზვიადი უკვე იქ იყვნენ. მათ ამასობაში მოესწროთ ლებაისკარის ნახვა, კისტანზე ასვლა და შატილის დათვალიერება.

ვისადილეთ, კარვები გავშალეთ და კოცონი დავანთეთ.

იმ დღეს უჩვეულოდ ადრე დავიძინეთ. ეს ალბათ ფეხით სიარულისა და დაღლილობის გამო მოხდა.
Last edited by Naia on 31 ივლ 2011, 21:37, edited 1 time in total.

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
30-31 ივლისი - შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

Post by Naia » 31 ივლ 2011, 21:37

მეორე დღეს 7 საათზე ავდექით, ვისაუზმეთ და კარაველთა ნაწილი არდოტში ავიდა. 9 საათისთვის არდოტი დავტოვეთ და ზვიადის მინიბუსით მუცოსკენ დავიძარით.

მუცოზე რომ მივედით უამრავი ტურისტი დაგხვდა. ჩვენი იქ ყოფნის დროს კიდევ არაერთი მინიბუსი და ჯიპი ამოვიდა. მუცოს შემდეგ ვნახეთ ანატორები და შატილი. შატილში პატარა სიურპრიზი გველოდა. მოულოდნელად ვნახეთ ზვიად ჩიტაური, ჯგუფი ჰყავდა ამოყვანილი. შატილი დავტოვეთ (სხვათაშორის, უსაშველოდ ცხელოდა) და დავიძალით თბილისისკენ. გზად გიორგიწმინდაში შევჩერდით, ვისადილეთ და საღამოს 8 საათისთვის უკვე თბილისში, სახლებში ვიყავით.

ძალიან ლამაზი 2 დღე გამოგვივიდა. მიუხედავად აუტანელი სიცხისა, მაინც სასიამოვნო შთაბეჭდილებებით დავბრუნდი შინ. გამაოცა კარაველთა ამტანობამ: ყველამ ძალიან კარგად და მობილიზებულად იარა.

ველი თქვენს ფოტოებსა და შთაბეჭდილებებს. ჩემს ფოტოებსაც მალე გაგიზიარებთ.

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
30-31 ივლისი - შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

Post by CheLo » 31 ივლ 2011, 22:23

ეს გოგო მაიაა, ლედის + და ძალიან კარგად იარა. იმ დიდ აღმართზე 38 წუთში მოახერხა ასვლა.
Image

Image

Image

Image

მე, აქ ჯერ ისევ ყავისფერი ვარ... მალე დავიწვები : )
Image

Image

დათვიჯვარს გამოვცდით და ამ პატარა წყაროზე დასალევი წყალი მოვიმარაგეთ.
Image

Image

Image

Image
Image

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
30-31 ივლისი - შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

Post by CheLo » 31 ივლ 2011, 22:29

კარვული მზერა :) :) :)
Image

ხედი ძველი ხახაბოდან
Image

Image

Image

Image

Image

Image

არდოტს უახლოვდებოდით. პირველი მე და არჩილა მივდიოდით და ინტერვალში ხალხიც გვემატებოდა
Image

Image

Image
Image

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
30-31 ივლისი - შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

Post by CheLo » 31 ივლ 2011, 22:36

Image

უკვე ჩამოვედით არდოტში და გოგოლას დაღლილი დამწვარი სახე...
Image

დღე მეორე - ასვლა არდოტის ნანგრევებზე.
Image

Image

Image

მუცო
Image

Image

Image

Image

Image
Image


User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
30-31 ივლისი - შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

Post by CheLo » 31 ივლ 2011, 22:46

ანატორები
Image

Image

შატილი
Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image
Image

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
30-31 ივლისი - შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

Post by CheLo » 31 ივლ 2011, 22:50

Image

Image

Image

Image

ბმულს მალე დავდებ... რაც არ დამეზარა აგერ დავდე და ვისაც აინტერესებს და ორიგინალში უნდა სურათები ბმულს დაელოდოს.. ისე კი პატარა Photoshop-ით ხელის შევლება უნდა და კარგი ხასხასა სურათები გამოვა..
Image

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
30-31 ივლისი - შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

Post by CheLo » 31 ივლ 2011, 23:00

ეს კი უპატარესი ვიდეო... შატილი ვისაც არ უნახია ნაწილობრივ მაინც წარმოიდგინოს.. : )

http://www.youtube.com/watch?v=0_ihyTJcj6w
Image

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
30-31 ივლისი - შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

Post by CheLo » 31 ივლ 2011, 23:54

მოკლე აღწერა:

ეს გასვლა ჩემი ოცნება იყო, რადგან ხევსურეთზე მაბოდებს და დიდიხანი ველოდებოდი. მართალია ბოლო დღემდე არ ვიცოდი წავიდოდი თუ არა..
ორგანიზატორის გადაწყვეტილებით დილით 6 საათზე დაგვიანების გარეშე ყველა უნდა ვყოფილიყავით დიდუბის მეტროსთან, ვინაიდან მეტრო იღება მხოლოდ 6-ზე და მე კი ტაქსებში მხოლოდ დღესასწაულებზე ვჯდები, ჩემი იქ დათქმულ დროს მისვლა თითქმის არარეალური იყო, ხოდა ნაიამ წამიყვანა რადგან ორივე საბურთალოელები ვართ.. იქ როგორც ვარაუდობდი ხალხმა მაინც დააგვიანა და გავედით 7 საათზე, მანამდე კი ერთი საინტერესო და სახალისო ამბავი მოხდა.. იანომ და სთრეინჯერმა რამის დახოცეს ერთმანეთი ადგილების გამო "არა მე უნდა დავჯდე ფანჯარასთან არა მეო" და რომ არა წონაში დიდი სხვაობა ალბათ ხელითაც შეეხებოდნენ :) :) :) (ძაან კი გავაბუქე ეს ამბავი)
არჩილის მონაყოლიდან ვიცოდი რომ, წინ ძალიან დიდი გზა გვქონდა.. 18 კილომეტრი ტრასაზე შეიძლება ცოტაა მაგრამ მთაში საშინლად დამღლელი და რთულია. თავს იმით ვიმშვიდებდი რომ წინ მხოლოდ ერთი დიდი 2 კილომეტრიანი აღმართი იყო შემდეგ კი ასეთი სირთულეები თითქმის აღარ შეგხვდებოდა. ძალიან მაღიზიანებს ხოლმე როდესაც დიდი ჯგუფი მივდივართ და წინ გაჭრილს მიწევს ხოლმე მათი ლოდინი 2 საათი, ხოდა ამიტომაც სანამ მინიბუსში ვიყავით პროპაგანდა გაუწიე ამ მარშუტის სირთულეს რომ, როგორმე 2 მოლაშქრესთბის გადამეფიქრებინა წამოსვლა.. ნაწილობრივ კი შევძელი მაგრამ ერთ ერთი ჩემზე ჯიუტი აღმოჩნდა :) :) დავადექით გზას და პირველი აღმართი რომ ავიარეთ ჩვენ შორის დისტანცია 20 წუთზე მეტი არ იყო რაც ძალიან მახარებდა. უღელტეხილის გადავლის შემდეგ როგორც ხდება ხოლმე ყოველთვის, დავეშვით დაღმართზე და ქვემოთ შევიკრიბეთ. ერთი შეხედვით დათვიჯვარის უღელტეხილიდან ისე ლამაზად მოსჩანდა ეს გზა გამიკვირდა კიდევაც ეს იყო მარტო სირთულე თქო? ქვემოთ კი მდინარეში ტოპვა ქვებზე ხტუნავი, მწერების შემოსევა, სისხლის მწოველი ბუზანკალების მოგერიება, ობობის აბლაბუდებში სიარული და ამაზონის ჯუგლებში რომ კისრამდე ბალახია ესეთ პირობებში სიარული გველოდებოდა :) :) თავიდან ყველაფერი მარტივად დაიწყო ბილიკი მთას მიუყვებოდა და ვცდილობდით ხევში არ გვეარა ამიტომ ხან ერთ მთაზე ავდიოდით ხან მეორეზე. შემდეგ კი გზა გართულდა ცოტათი რადგან ბილიკი შევიწროვდა და უკვე საშინელ ეკლებში და ჭინჭრებში დავდიოდით. 3 საათიანი შეუსვენებელი სიარულის შედეგად მივედექით 2 მწყემს რომლებმაც საკმაოდ ზრდილობიანად დაგვაკვალიანეს. ამ დროს უკვე ძველ ხახაბოში ვიყავით და გზის 1/2 გავლილი გვქონდა. ამ დროს საოცრად ჩაიხუთა ჰაერი და მტვრის სუნი დადგა რაც წვიმის მომასწავლებელი იყო, ბევრი არ გვიფიქრია გავშალეთ სუფრა და ლამაზი ხედების ფონზე წავიხემსეთ.
ჯერ დრო გქვონდა ჩვენი კარგი სიარულის გამო და არსად გვეჩქარებოდა ამიტომ რამოდენიმე კაცმა ძილიც კი მოასწრო :) საათნახევარი იყო გასული რომ კვლავ წამოვდექით და ისევ ბილიკს დავადექით რომელიც დიდ მთაზე ადიოდა. ალბათ ამ გასვლაში აღმართმა ვერ დამღალა ისე როგორც ამ მთამ, მწერების სამოთხე იყო, მზე აჭერდა, ხელები მიოფლიანდებოდა რაც მწერებს იზიდავდა და ტკიპასავით მეკრობოდნენ.. (ბუზი ყველგანაა და ყველასთვის უკბენია მაგრამ ასეთი ნაგლი ბუზები ჯერ არ შემხვედრია, ხელს იქნევ და არ გარბის სანამ წკლიპურტს არ თხლიშავ) როგორც იქნა გამოჩნდა ჩანჩქერიც და ახალი ხახაბოც. უზომოდ გახარებული ვიყავი, ცივილიზაციის ნიშნები რომ შევნიშნე. სწრაფად ჩამოვირბინე და შევარდი ჭიშკარში. შიგნით საოცრად თბილი ბებო დაგხვდა რომელიც წინდებს ქსოვდა და რამოდენიმე ახოვანი მამაკაცი. ჩვენი დანახვა არც გაკვირვებიათ, თურმე ამ გზაზე ტურისტები ხშირად დადიან ხან ომალოდან ხანაც არდოტიდან. ნუ სალამის შემდეგ ვინც მიცნობს ყველა მიხვდებოდა ჩემი კითხვა რა იქნებოდა :) "არდოტამდე რამდენი კოლომეტრია?" ვაჟკაცებმა მიპასუხეს ზუსტად 7 არისო და მეც გამოუყევი ყველაზე რთულ და ლამაზ გზას რომელიც ამ ლაშქრობაში შეგხვდა.. რთული იმიტომ რომ შიგა და შიგ ჭაობები და ტურისტებს მონატრებული კოღოები ბინადრობდნენ და ლამაზი იმიტომ ხეობაში მივდიოდით და ხევსურულ ხიდებზე ხან მარცხნივ გადავიდოდით და ხან მარჯვნივ. რომ ვთქვა ძალიან რთული გზა იყო მეთქი მოვიტყუები მაგრამ მანძილმა მაინც თავისი ქნა და უკვე რობოტივით ვადგავდი ფეხებს და ერთ ტემპში ჩქარი ნაბიჯით მივდიოდი. შიგა და შიგ მთებზე ნანგრევებს ვხედავდი და რამოდენიმეჯერ ვიფიქრე კიდევაც ეს მირაჟი ხო არ იყო თქო რადგან ხეობაში მთებს ერთმანეთის მიყოლებით ვცდებოდი და ჩვენი მინიბუსი მაინც არსად ჩანდა. უკვე 7 საათი ხდებოდა როდესაც ჩემ ლიდერობას ბოლო მოეღო და არჩილმა თამამად ჩამირბინა. მეც აღარ გამომიდია თავი ოლიმპიური ხასიათით და უკან გავყევი. არჩილმა გზა იცოდა და ეს იმის მიმანიშნებელი იყო რომ თითქმის მისულები ვიყავით.
7 საათი იყო უკვე ყველა რომ ჩამოვედით და ჩემდა გასაკვირად თათია აბესაძემ მშვენივრად იარა! ზვიადი და ის 6 კარველი ვინც ფეხით სიარული არ ისურვეს უკვე ზოგი ბალახზე ზოგიც მაგიდასთან ნავარდობდნენ. კარავის ტრადიციებიდან განსხვავებით რატომღაც ღამის 12 საათამდე არ გვისაუბრია ცეცხლტან და 10 საათზე ყველანი უკვე საკუთარ კარვებში შევედით. (ერთს დავამატებ ვინც მომავალში ამ ადგილებში წავა კარვის გაშლისას გაითვალისწინოს რომ ნიადაგი არის ძალიან მაგარი და ლურსმნის ჩარჭობა შეუძლებელი, ჩემი კარავი ისედაც ერთ "პაპიტკიან" ქალს გავდა და ახლა ბებერ მამაშას დაემსგავსა :) :) ) ღამე საბედნიეროდ წვიმა არ წამოსულა და ჩემ სალაშქრო ისტორიაში პირველად მშრალად მეძინა. ღამე საინტერესო არაფერი მომხდარა თუ არ ჩავთვლით, რომ იანო ნაიას დახუთულ კარავში ვერ გაჩერდა და ირგვლივ სიბნელეში სხვა კარვები მიანგ მოანგრია და თენგოს მგონი თავზეც დაადგა ფეხი :) :)
დილა მშვენიერი გათენდა, სტუმრად საქონლის ნახირიც გვეწვია და ბუზებიც თან წამოიყოლეს :) ჩვენი მოლაშქრეების გარკვეულმა ნაწილმა არდოტის კოშკები ნახა და 9 საათზე უკვე სუყველანი მუცოსკენ მიმავალ გზას დავადექით. აქამდე არ ვიცოდი თუ მუცო დაიაურების სოფელი ყოფილა. ირგვლივ უამრავი წყალო იყო და ყველგან დაიაურების გვარი იყო ამოტვიფრული. ეს ნასახლარი და ვებერთელა კოშკები ისეთ მისტიურ შთაბეჭდილებას ტოვებდა რომ დამწვარი კისრებით, მიუხედავად იმისა რომ მზე იყო ყველამ გადავწყვიტეთ ზედ ასვლა. ქვემოდან ეს ყველაფერი ყოველთვის ახლოს სჩანს მაგრამ მიდიხარ მიდიხარ და გზა არ მთავრდება. გასაკვირია ასეთ მთებზე რომელიც ბალახის ქვემოდან მთლიანად კლდეა როგორ მოახერხეს ხევსურებმა ასეთი ლამაზი ციხის აშენება. მართლაც რომ უდიდესი სიამოვნება მივიღე და მარტო ამის გამო ღირდა ამ გასვლაში წასვლა. 2 საათიც საკმარისი გამოდგა რომ ჩვენი წყურვილი დაგვეკმაყოფილებინა. გზაში ლედიმ ამ ადგილის ისტორიაც მომიყვა და მითხრა რომ 2 საუკუნის წინ ხევსურეთში შავი ჭირი მძვინვარებდა და უამრავი ადამიანი თავის ფეხით მიდიოდა სპეციალურად გაკეთებულ აკლდამებში რომ თემი გადარჩენილიყო და მათ იქ გაეტარებინათ თავის სიცოცხლის ბოლო დღეები. საკმაოდ საინტერესო იყო ეს ყველაფერი. ყველაზე ემოციური კი ის მონათხრობი იყო თურმე პატარა ბავშვი რომელიც ჯერ აკვანში იწვა როგორ დასნეულებულა და დედას როგორ წაუყვანია აკლდამაში და თითონაც იქ დარჩენილა მასთან. ამ ამბების შემდეგ საოცრად მომინდა ანატორების ნახვა!
ანატორები მუცოდან 20 კმ მდებარეობს და რამოდენიმე წუთიანი წვალების შემდეგ ამ ადგილზეც მივდეით (გზა საშინელია) სულ 5 აკლდამა იდგა და შესასვლელი კარებები ყველას ამოქოლილი ქონდა, პატარა სარკმელიდან კი მათი ძვლები, თავის ქალები და უამრავი ნივთი ჩანდა. ამან ძალიან იმოქმედა. და კიდევ უფრო დავაფასე ხევსურები, რადგან მე დარწმუნებული ვარ ვერ შევძლებდი იქ ყოფნას და უბრალოდ სოფელს მოვცილდებოდი. გული რომ ვიჯერეთ კვლავ გავაგრძელეთ გზა და წინ უკვე შატილი გველოდებოდა. ეს ადგილი ბავშობიდან მიზიდავდა. მახსოვს ჩემ 6 კლასის ისტორიის წიგნს შატილის სურათი ჰქონდა გარეკანზე დახატული და ძალიან მინდოდა ამ ადგილის მონახულება. ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა!! ასეთი ლაბირინთული კომპლექსი არსად მინახავს! ძალიან ლამაზია და თუ ვინმე ბიზნესმენი გამოჩნდება და ამ ადგილს მიხედავს სათანადოდ შეიძლება ეს ადგილი ტურისტებისთვის პირველ სამიზნედაც იქცეს! შიტილში გაჩერებით კიდევ იმით ვისიამოვნე რომ იქ ჩვენი კარველი და ყველასთვის უსაყვარლესი ადამიანი ზვიად ჩიტაური დაგხვდა რომელსაც ჯგუფი ყავდა წამოყვანილი 1 დღიანზე.
შატილიდან წამოსულებმა სოფელ გიორგი წმინდაში ისევ წავიხემსეთ და თბილისისკენ უკვე საბოლოოდ დავიძარით. გზად კისტანის 2 ციხესიმაგრე და ლებაისკარის კოშკურაც ვნახეთ. მართალია ჩვენ მიახლოება ვერ შევძელით და მხოლოდ შორიდან დავტკბით მაგრამ ვინც ფეხით ლაშქრობაში არ იყო მათ პირველ დღეს ეს ორი კულტურული მემკვიდრეობა ნახეს.
მინდა ვთქვა რომ ხევსურეთი გახდა ჩემთვის უსაყვარლესი ადგილი და შემიძლია უკვე ვიამაყო რომ პირიქეთა ხევსურეთშიც ვარ ნამყოფი და პირაქეთაშიც! დიდი მადლობა ნაიას რომ ასეთი ლამაზი გასვლა დაგეგმა და 5-ანზე განახორციელა.. :roll:
Last edited by CheLo on 01 აგვ 2011, 10:33, edited 1 time in total.
Image

Tengo
მაწანწალა
Posts: 383
Joined: 17 სექ 2009, 02:10
Location: ტიფლისი
30-31 ივლისი - შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

Post by Tengo » 01 აგვ 2011, 03:00

ჩემო ტკბილო და მურაბა თანამევენახენო,

მანამ სანამ ვრცელ ფოტო რეპორტაჟს, ფოტო მასალას და ბმულს შემოგთავაზებთ, მინდა ეს პანორამა მოგიძღვნათ და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაგიხადოთ ასეთი ლამაზი გასვლისთვის და ულამაზესი ორი დღისთვის! მიყვარხართ ყველა - ***-ს ჩათვლით :-) :-) :-)

Image
Last edited by Tengo on 01 აგვ 2011, 15:46, edited 1 time in total.
წამოდი ერთად ვიაროთ...
ქვეყანა შემოვიაროთ

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
30-31 ივლისი - შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

Post by Hereti » 01 აგვ 2011, 10:22

ერთმანეთს გზაში ავცდით, მამუმ მითხრა მგონია ნაია დვინახეო მარა უკვე გვიანი იყო, არადა გეძებდით :wink: :wink: :wink:

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
30-31 ივლისი - შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

Post by Hereti » 01 აგვ 2011, 10:25

არცოდნა არ ცოდვაა, მაგრამ შემდეგისთვის იცოდეთ, მუცოზე ბოლომდე ასვლა კატეგორიულად კარძალულია

ჩოლოყაანთ კოშკს ვგულისხმობ და იმის ზემოთ
გარკვეულ დღესასწაულებზეა შესაძლებელი ან ადგილობრივი უხუცესის ნებართვით

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
30-31 ივლისი - შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

Post by Naia » 01 აგვ 2011, 10:34

Hereti wrote:ერთმანეთს გზაში ავცდით, მამუმ მითხრა მგონია ნაია დვინახეო მარა უკვე გვიანი იყო, არადა გეძებდით :wink: :wink: :wink:
შატილში რომ მივედით გირეკავდი (მანამდე ტელეფონი არ იჭერდა) მაგრამ გასული იყავი მომსახურების ზონიდან :)

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]