30-31 ივლისი - შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

tamari-khevi
მაწანწალა
Posts: 464
Joined: 08 დეკ 2008, 11:13
30-31 ივლისი - შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

Post by tamari-khevi » 02 აგვ 2011, 12:50

არჩილ,რა ლამაზი ყვავილი მოგიძებნია!ყოჩაღ მაგასაც და შენც! ამხელა გზიდან ჩატანილი მინდვრის ყვავილი რომ გაიხარებს,საოცრებაა პირდაპირ!!!

User avatar
Teo_Giorgobistve
ბილიკზე მოარული
Posts: 86
Joined: 09 აგვ 2010, 16:54
30-31 ივლისი - შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

Post by Teo_Giorgobistve » 02 აგვ 2011, 13:58

დიდი მალობა მეგობრებო, მშვენიერი გასვლა იყო :!:

მართალია, მეც სხვებივით ვერ ვიყოჩაღე და სამარშუტოთი მგზავრობა ვარჩიე, თუმცა დრო ნამვილად საინტერესოდ და კარგად გავატარე :)

Tengo
მაწანწალა
Posts: 383
Joined: 17 სექ 2009, 02:10
Location: ტიფლისი
30-31 ივლისი - შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

Post by Tengo » 02 აგვ 2011, 20:32

მოგზაურობა ხევსურეთში

30 ივლისის დილა ჩვეულებრივზე ბევრად ადრე დაიწყო. ხუთის ნახევარი იყო, საწოლიდან წამოვდექი და აბაზანას მივაშურე... ერთადერთი ვიზეც ამ დროს ნამდვილად არ ვფიქრობდი "თბილისის წყლის" ტექ. პერსონალი იყო, თუმცა მას შემდეგ რაც ონკანი მოუშვი და წყლის მაგივრად ჰაერი გამოვიდა, მათზეც დავიწყე ფიქრი...... ბევრი წვალების შემდეგ, დაახლოებით 5:20-სთვის მზადყოფნა გამოვაცხადე და გზას გავუყევი.

მოკლედ, დაახლოებით 5:55-თვის, ჩემმა ჭიჭიკომ ამ დიდი გასვლის სამი დიდი წევრი სამთო ქიმიის ტერიტორიებთან მიაბრძანა და თვითონ კი ადგილი იქვე, უკანა ეზოში ჰპოვა.

გასვლა დილის 6-ზე იყო დათქმული, მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო რამოდენიმე ურჩმა წევრმა შეკრების ადგილზე მოსვლა დააგვიანა. ეგ არაფერი... ნელ-ნელა ვიკრიბებოდით და უცებ ორგანიზატორმა დასჭექა - წავედითო. ყველამ დავიწყეთ სამარშუტოსკენ სვლა.

ერთის შეხედვით გეგონებოდა რომ ყველა მეგობრული, თბილი და ტკბილი განწყობით მოდიოდა მთაში, მაგრამ ჯერ ადგილიდან დაძრულებიც არ ვიყავით რომ უცებ სამარშუტოს უკანა რიგებში ორმა მანდილოსანი ადგილების გაყოფის პრობლემას გადააწყდა. საქმე იმაზე მარტივად იყო ვიდრე ეს ვინმეს წარმოედგინა. ერთ-ერთი მათთაგანი უფრო ადრე მოსულიყო და შესაბამისად თავისი ზურგჩანთით თავისთვის ადგილი დაეკავებინა. მოგვიანებით მეორე მოვიდა. დაკავებული ადგილი მოეწონა, იქ მდებარე ზურგჩანთა სხვა ადგილას გადადო და ის სავარძელი თავისთვის დაიკავა. მოკლედ ბევრი საუბრის შემდეგ უპირობო ვერდიქტი პირველ მომსვლელს გამოუტანა მეორემ "შენ ჩემს კარავში ვერ დაიძინებ"... მოკლედ, ყველა დავჯექით - ვინ როგორ და ვინ როგორ - და გზას გავუდექით. დიღმის გზაზე ერთი თბილი მანდილოსანი დავიმატეთ, ხოლო ბაზალეთის გადასახვევთან კი უხუცესი (ორი ჯოხით :-))

ამ დროისთვის სულ 18 კაცი ვიჯექით სამარშუტოში, აქედან 16 ჩვენი გუდნის წევრი იყო, 1 მძღოლი (აგრეთვე ჩვენიანი) და 1 მარტო წამოსული, რა ვიცი, თვითონ ასე ბრძანა.

Image

გზად პირველი ფუნდამენტალური გაჩერება კორშაში მოვაწყვეთ... აბა ამდენი ხანი სოკოს დაუკრეფავად ვის უვლია.... მანქანის გაჩერდა, ხალმაც მიწისკენ სწრაფვა დაიწყო. სანახაობა საოცარი იყო - ვინ როგორ გადმოდიოდა - კარიდან, თუ ფანჯრიდან.... მას შემდეგ რაც ყველა მიწაზე იდგა კვლავ უცებ გავიფანტეთ, ნაწილი მაღაზიაში წავიდა ლუდის შესაძენად ნაწილმაც კი სათბურში მოსახვედრად დაიკავა რიგი.

Image

Image

Image

Image

ამ ნამდვილად საჭირო გაჩერების შემდეგ გეზი დათვიჯვრის უღელტეხილისკენ ავიღეთ. მე პირადად პირველად ვიყავი ხევსურეთში, ასე რომ გზითაც დიდად მოვიხიბლე და უკვე წამოდგენილი მქონდა თუ რა მელოდა წინ. გავჩერდით - თურმე დათვიჯვრის უღელტეხილზე მოვსულვართ, რომელიც პირაქეთა ხევსურეთს პირიქითასგან ჰყოფს. უცებ დავიფანტეთ, სურათები გადავიღეთ და დავილოცეთ. უღელტეხილიდან საოცარი ხედები იშლებოდა....

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

როგორც სჩანს სიმაღლემ ცუდად იმოქმედა ამ ორ უსაყვარლეს ადამიანზე და უცებ მემგონი დაიძაბნენ, ან სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ უბრალოდ ოჯახური თანაცხოვრების ერთი უმნიშვნელო ეპიზოდი გაითამაშეს... დავინტერესდი და ესე მითხრეს სურათი რომელ მხარეს გადაეღოთ თურმე იმაზე მსჯელობდნენ :-):-):-)

Image

ეს კი დალოცვის პატარა ეპიზოდი:

Image

დიდი ხანი არ იყო გასული, რომ უხუცესმა დინჯად განაცხადა - ფეხით სასიარულო ბევრია, ასე რომ სჯობს დროზე წავიდეთო. ხოდა ჩვენც, როგორც მორჩილებმა, ყველამ თავისი ადგილი დაიკავეთ და გზა განვაგრძეთ. დაახლოებით 5 წუთში ისევ გავჩერდით. ამჯერად უკვე ორად ვიყოფოდით. 10-ნი ფეხით, ხოლო დანარჩენი 6 და ის ერთი მანქანით. შეხევდრის ადგილი არდოთი იყო.

სამარშუტოდან ჩამოვედით და გზას გაუყევით... ხედები კვლავაც საოცარი იყო... ჩანდა მყინვარიც, ჭაოხებიც, ბევრი ლამაზი ფერი და საოცარი ყვავილები....

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

ჩანართი: გზად ორი პოლონელი შემოგხვდა. თუშეთიდან მოდიოდნენ, ხესურეთი უნდა გაევლოთ და ყაზბეგში მიდიოდნენ. სულ მაინტერესებს როგორ იციან ეს გზები ამ უცხოელებმა?

Image

დაახლოებით ერთ საათში, ჩვენს მაქსიმალურ სიმაღლეს მივაღწიეთ (2900 მ), ჯგუფური სურათები გადავიღეთ. ორი მხრიდან ორი ულამაზესი მწვერვალი ჩანდა, ერთი მყინვარი, ხოლო მეორე თებულო. ქვემოთ დავეშვით.

Image

Image

Image

Image

პირველი ნაწილის დასასრული

გაგრჩელება იქნება (ოდესმე)... :-)

სურათზე ბმული კი შემდეგია:
კარვის ლოგოთი - http://www.filefactory.com/file/cdb21e8 ... i_2011.zip
ლოგოს გარეშე - http://www.filefactory.com/file/cdb513c ... o_logo.zip
Last edited by Tengo on 09 აგვ 2011, 01:01, edited 2 times in total.
წამოდი ერთად ვიაროთ...
ქვეყანა შემოვიაროთ

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
30-31 ივლისი - შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

Post by CheLo » 02 აგვ 2011, 20:42

ყველა სურათია თენგო??? :) :)

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
30-31 ივლისი - შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

Post by CheLo » 02 აგვ 2011, 21:36

ვნახე სურათები მაგრამ ძირში ყველას კარავი უწერია... მე კიდე ზოგის დაბეჭდვა მინდა და ეს კარავი რით მოვაშორო ბლინ!!!!!!!! :evil: :evil: :evil:

Tengo
მაწანწალა
Posts: 383
Joined: 17 სექ 2009, 02:10
Location: ტიფლისი
30-31 ივლისი - შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

Post by Tengo » 03 აგვ 2011, 09:35

CheLo

ეს კარავი რით მოვაშორო - რას ნიშნავს? :-)

ლოგოს გარეშე სურათების ბმული იხ. ზემოთ. რაც შეეხება "ვიწრო და გრძელს" - ეგეთი ფორმატია 16:9-ზე....
Last edited by Tengo on 03 აგვ 2011, 12:12, edited 1 time in total.
წამოდი ერთად ვიაროთ...
ქვეყანა შემოვიაროთ

User avatar
aragvispireli
ბოდიალა
Posts: 295
Joined: 02 აგვ 2011, 22:27
30-31 ივლისი - შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

Post by aragvispireli » 03 აგვ 2011, 10:11

Tengo wrote:CheLo

ეს კარავი რით მოვაშორო - რას ნიშნავს? :-)

დღეს დავდებ სურათებს ლოგოს გარეშე. რაც შეეხება "ვიწრო და გრძელს" - ეგეთი ფორმატია 16:9-ზე....
მე ძალიან მომცონს არ მოაშორო!
:)))

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
30-31 ივლისი - შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

Post by guruli » 03 აგვ 2011, 18:58

CheLo - ლოგოს შეგნებულად ადებენ ფოტოებს ავტორები, რადგან მერე ბევრი ითვისებს სხვის სურათებს და კომერციული ან რამე ამგვარი მიზნით იყენებს. ამდენად, ნურც მომავალში გაგიკვირდება, ლოგოს თუ ნახავ ფოტოებზე. რომელი ფოტოც მოგწონს, დაუპიემე ავტორს და თუ თანახმაა, მოგცემს, თუმცას თენგოს ულოგოო ბმულიც დაუდია ზევით, პმ-ც არ გინდა. :)

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
30-31 ივლისი - შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

Post by Archil » 05 აგვ 2011, 09:40

Archil wrote:domciko

გასვლის დაწყებიდან ხუთ საათნახევარში უკვე ძველ ხახაბოს მივადექით.

სიმაღლეში 2060-მდე ჩამოვედით.
Image

ძველ ხახაბოსთან მისვლისთანავე ხატი დავანახე კარველებს და ავუხსენი რომ მათთან ახლოს მისვლა აკრძალულია, განსაკუთრებით გოგოებისთვის.


ესეც ხატი, კახა უღებს უკვე სურათებს

Image

ძველი ხახანო

Image

Image

ესეც ქედზე

Image

ესეც იანო

Image

ესეც ჩანჩქერი ძველ ხახაბოში

Image

ერთი იქაურიმურია არ გადამიღია, თორემ სხვა ყველაფერი აქაა მგონი :)

მასპინძელი არ დაგვხვედირა.

მწყემსი შემოგვეხმიანა. ოთხნი ვართო ეხლა ხახაბოშიო. ზამთარში პაატაც მიდის ბარშიო. ანუ იკეტება უკვე ხახაბო ზამთრობით.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

tamari-khevi
მაწანწალა
Posts: 464
Joined: 08 დეკ 2008, 11:13
30-31 ივლისი - შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

Post by tamari-khevi » 05 აგვ 2011, 16:03

მოგვიანებით მოგესალმებით ხევსურეთის ამ ულამაზესი გასვლის მონაწილეებსა და სრულიად კარავს! ცოტა ვიზარმაცე და ამ ულამაზესი მხარის ამსახველი ფოტოები აქამდე ვერ დავდე კარავის გვერდებზე. ამიტომ ვეცდები,ახლა მაინც აღვასრულო ეს დიადი საქმე. :)

tamari-khevi
მაწანწალა
Posts: 464
Joined: 08 დეკ 2008, 11:13
30-31 ივლისი - შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

Post by tamari-khevi » 05 აგვ 2011, 16:06

[URL=http://www.radikal.ru]Image[/URL
]ხევსურეთისაკენ მიმავალი არც ისე გრძელი,მაგრამ თავბრუდამხვევი გზა...

tamari-khevi
მაწანწალა
Posts: 464
Joined: 08 დეკ 2008, 11:13
30-31 ივლისი - შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

Post by tamari-khevi » 05 აგვ 2011, 16:12

Image

ლებაისკარის ეს ეული კოშკი ამაყად ეგებება პირიქითა ხევსურეთში გადასულთ.




ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]