30-31 ივლისი - შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
30-31 ივლისი - შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

Post by Hereti » 01 აგვ 2011, 20:43

I. ბორჩაშვილების ციხე-სახლი დგას სოფელში, ფერდობზე, ქვედა ტერასის ზედა ნაწილში. თარიღდება გვიანდ. შუა საუკუნეებით. ნაგებია ნატეხი ქვით. სახურავი და სართულშუა გადახურვა ჩაქცეულია. ციხე სახლი (7.3ხ7.75 მ) სამსართულიანია. I და II საცხოვრებელი იყო, III - სათავდაცვო. I სართულს შესავლელი დასავლეთიდან აქვს. კარი მიწის პირზეა გაჭრილი, გადახურულია ნახევრწრიული თაღით. აღმოსავლეთ კედელში ერთი სათოფურია, სამხრეთ კედელში - სათოფური და ნიში. II სართულის დასავლეთ კედელში გაჭრილი შესასვლელი I სართულის კარის ანალოგიურია. ამავე კედელში ორი ნიში და ერთი სათოფურია, სამხრეთსისაში - სარკმელი და სათოფური, აღმოსავლეთისაში - სარკმელი და ნიში. III სართულზე დასავლეთით კარი, სათოფური და ნიშია, სამხრეთით - ორი დიდი სარკმელი, აღმოსავლეთით - სარკმელი და სამი ნიში. სართულშუა გადახურვა ხის კოჭებზე იყო მოწყობილი. ციხე-სახლის სამხრეთ კედელი სამხრეთ-დასავლეთ კუთხიდან დასავლეთისკენ 2 მ-ზე გრძელდება. ამ კედელზე ან მის მოპირდაპირე მხარეს კლდეზე გადებული იყო II და III სართულების აივნების ხის კოჭები. კოშკის დასავლეთის ფასადზე კედლის წყობაში ჩასმულ ქვაზე ამოკვეთილია სპირალები და ჯვარი.

Image
Image
Last edited by Hereti on 01 აგვ 2011, 20:45, edited 1 time in total.

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
30-31 ივლისი - შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

Post by Hereti » 01 აგვ 2011, 20:45

პირიქითა ხევსურეთის შემორჩენილი ნასახლარებიდან უძველესია. 1769 წ. გადაუწვავთ და ნანგრევებათ უქცევიათ, ხოლო 1820 წ. შამილის მოლაშქრეების შემოსევის შემდეგ ციხე-სოფელში სიცოცხლე თითქმის აღარ განახლებულა.

არსებობს ლეგენდა მუცოს საიდუმლო განძის შესახებ:
ლეგენდის თანახმად სოფლის მკვიდრნი მთავარანგელოზის ბროლისკალოს ხატზე ლოცულობდნენ. ისინი განთქმული მეომრები და მონადირეები იყვნენ და თავს წმინდა დროშათა არმიის მუდმივ წევრებად თვლიდნენ, იცავდნენ რა საუკუნეების განმავლობაში ხატისთვის მოძღვნილ ენით აუწერელ საგანძურს. მხოლოდ ორმა კაცმა იცოდა საიდუმლო საგანძურის ადგილსამყოფელი. საგანძურიც და დროშაც მხოლოდ ხევსურთა უდიდეს დღესასწაულზე _ "ათენგენობაზე" გამოჰქონდათ. ჩამოატარებდნენ მედროშენი ზანზალაკებიან დროშას, მუხლს მოიყრიდნენ მის წინაშე ხატის ყმები, გამორჩეულ საკარგყმოს ლუდით სავსე "ხატის თასებს" ჩამოურიგებდნენ და იმით მოსაგონარს სვამდნენ, ვინც სამშობლოსათვის დასდო თავი. მერე დაწყებული ჟამიანობა და საიდუმლოს გასანდობად ღირსეული ახალგაზრდის ძიებაში საგანძურისა და დროშის სამალავების მცოდნეებმა საიდუმლო საფლავში თან წაიღეს. ასე დარჩა ლეგენდად მუცოს მიუვალ კლდეებში დამალული განძი და დროშა. მუცოელებს სჯერათ, რომ განძს ვერავინ იპოვის, ვიდრე მუცოს მფარველი ხატი თავად არ ამოარჩევს ღირსეულს და ძილში არ უჩვენებს მის ადგილსამყოფელს.
მუცოს მხოლოდ ორი შესასვლელი ჰქონდა: ქვემოდან – მდინარის მხრიდან და ზემოდან – კლდის ფერდობზე მიმავალი ვიწრო გზა. გადმოცემის მიხედვით, ქვემო მხრიდან სოფელი ქვითკირის გალავნით იყო დაცული, რომელიც შეღამებისას იკეტებოდა და მას მეციხოვნენი სდარაჯობდნენ. დაგვიანებულ მგზავს და მონადირესაც არ შეეძლო ღამით სოფელში შესვლა, თუ გალავნის იქით ისარს არ ისროდნენ და მეციხოვნეებს არ დაარწმუნებდნენ, რომ გალავანს გადმოღმა ნამდვილად მუცოელი იდგა. მუცოელებს თავისებური, გამორჩეული ისრები ჰქონდათ. სხვანაირი იყო მათი მშვილდებიც: ჯიხვის რქის ნაწილებისგან აწყობილი – მოკლე და ძნელად მოსადრეკი. ასეთი მშვილდი გუდანის ჯვარში ინახებოდა და ყველაზე ღონიერ ახალგაზრდებსაც უჭირდათ მისი მოდრეკა.

როცა თოფი და ტყვია შემოვიდა, მუცოელებმა მაშინაც გამოიჩინეს თავი. მუცოსთან შორიახლოს, კლდეში დღესაც მოიპოვება გოგირდის შემცველი, თოფის წამლისათვის საჭირო ნაღვენთი, რომელსაც "ჩქას" იფნის ხის ნახშირში ურევდნენ, ჩეჩქავდნენ, ხარშავდნენ და დენთის განსაკუთრებული ტექნოლოგიით ამზადებდნენ. დღეს ის აღარავის ახსოვს.

მუცოს ზედა ნაწილში დღემდეა შემორჩენილი ოდნავ გვერდზე გადახრილი და კუთხეჩამონგრეული შეთეკაურთ (ჩოლოხათ) ციხე, რომელიც თავიდანვე გადახრილი აუგიათ. ამ ციხეს ერთი ლეგენდა უკავშირდება:
მუცოში ცხოვრობდა ხუთი ძმა შეთეკაურები. მათ შორის ერთი კოჭლი ყოფილა და შეიძლება, ამიტომ მას ჩოლოხას ეძახდნენ. აუშენებიათ ძმებს ციხე, მაგრამ მრუდი გამოსვლიათ. დაუბრალებიათ ჩოლოხასთვის და გაუგდიათ. წასულა ის კახეთში და იქ ერთ მემამულესთან 12 წლის განმავლობაში პატიოსნად უმსახურია. გასამრჯელოდ კი ერთი ჯორი უთხოვია – მთაში აქაური მაინც არაფერი გამომადგებაო. მიუცია მემამულეს ჯორი, შემჯდარა ჩოლოხა მასზე უკუღმა და გზას გასდგომია. გაბრაზებულა მემამულე, ასე რატომ მოიქეცი, რა გაწყენინეო? არაო, უთქვამს ჩოლოხას, უბრალოდ, აქ იმდენი ვიშრომე, სანამ ეს მიწა მოსჩანს, ზურგს როგორ შევაქცევო. ძალიან მოსწონებია მემამულეს ჩოლოხას პასუხი და იმ მიწის პატარა ნაკვეთიც უჩუქებია. დარჩენილა ჩოლოხა ახმეტაში და აქედან წამოსულა ჩოლოხაშვილების გვარიც. არსებობს ვარაუდი, რომ ჩოლოხასგან წარმოიშვა ჩოლოყაშვილების გვარიც.
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
30-31 ივლისი - შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

Post by Archil » 01 აგვ 2011, 23:25

Hereti

კაი ხარ
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Ledi
მაწანწალა
Posts: 629
Joined: 21 მარ 2010, 15:55
Location: ალუბლების ქუჩაზე :)
30-31 ივლისი - შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

Post by Ledi » 01 აგვ 2011, 23:43

Archil

დედას ყვავილები მოეწონა? :D

საიდუმლოდ გეტყვით, რომ არჩილმა პირიქითა ხევსურეთიდან დედას ყვავილები ჩამოუტანა, რომელიც ჯერ კიდევ ხახაბოში მისვლამდე დაკრიფა და 2 დღე თან დაატარებდა წყლიანი ბოთლით, რომ არ დამჭკნარიყო.
ჩემი ცხოვრება შესდგება ბევრი ტკბილეულისგან! ;)


User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
30-31 ივლისი - შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

Post by Archil » 02 აგვ 2011, 00:55

Ledi


რაც მოსალოდნელი იყო, ის მოხდა

ორი დღის ნამგზავრ ყვავილებს რა მოუვიდოდათ აბა, წარმოიდგინეთ

ხვდებით ხომ? მასეც ვფიქრობდი

გუშინ რომ მოვიყვანე, დედაჩემს ჩავაბარე, სურათიც ვანახე მაგ ყვავილის....

ლამაზიაო მითხრა

დღეს ყვავილი გაშლილი დამხვდა...

რაც მოსალოდნელი იყო, ის მოხდა

ესეც მაგ ყვავილის სურათი

Image
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
30-31 ივლისი - შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

Post by CheLo » 02 აგვ 2011, 00:57

არჩილ ისე დაიწყე მეთქი გახმა თქო და შემეცოდა და გამიხარდა გადარჩენა რომ მოახერხეთ 8) 8)
Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
30-31 ივლისი - შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 02 აგვ 2011, 04:37

ყოჩაღები ხართ, ვინ აქ ილაშქრეთ.
ეგებ, ვინმემ გასვლის მონაწილეთა სიაც დადოთ.
Naia wrote:საღამოს 8 საათისთვის უკვე თბილისში, სახლებში ვიყავით.
რატომ იჩქარეთ თბილისში დაბრუნება?
სიცხემ გაგთანგათ და იმიტომ?
რა სჯობს ჟინვალის პირას მზის ჩასვლის ცქერას
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
30-31 ივლისი - შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 02 აგვ 2011, 04:39

CheLo wrote:მოკლე აღწერა:
მოკლე კი არა, ვრცელი აღწერაა ეგ.
18 კილომეტრი ტრასაზე
18 კმ გზატკეცილზეც დიდია და მთაშიც.
თუმცა, გეთანხმები, რომ მთაში რთული გასავლელია.
ნაგლი ბუზები ჯერ არ შემხვედრია
რად გაუტანჯიხარ ასეთ თავხედ ბუზებს?
რად ითავხედეს?
ეტყობა, ადამიანს დანატრებულნი იყვნენ

ანატორები მუცოდან 20 კმ მდებარეობს
მუცო-ანატორები 12 კმია
ხოლო მუცო-შატილი - 15 კმ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
30-31 ივლისი - შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 02 აგვ 2011, 05:17

Hereti
კგ ამბები გცოდნია ვეჟო, მაგრამ რა ცალკე გივლია. კარაველთა ჯგუფისგან 2 ადლით შორს ყოფილხარ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
30-31 ივლისი - შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

Post by Archil » 02 აგვ 2011, 07:23

Naia

ლაშქრობის აღმწერ პირველ ნაწერსი მონაწილეთა რაოდენობა არ გიწერია.

ესეც მე მაგ მარშუტზე 2008-ში

Image

Image

ხედავთ რა ნაზვავებზე მოგვიწია მაშინ სიარული. გადასვლისას ფეხი გეყინებოდა, ისეთი ცივი იყო.

წელს მაგ მხრივ არანაირი დაბრკოლება არ შეგვხვედრია.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
30-31 ივლისი - შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

Post by Archil » 02 აგვ 2011, 09:14

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ნაიამ ეს გასვლა მოინდომა.

მსურველებიდან არავინ ჩანდა ისეთ, რომლებსაც ეს მარშუტი გავლილი ჰქონდათ, ამიტომაც ჭია შემომიჩნდა, რომ მეგობრები ამ გზაზე მარტო არ უნდა გამეშვა. მართალია GPS კაი რამეა, მაგრამ სრულიად უცხო გზაზე მარტო მაგ ნივთის ამარა რომ მიდიხარ, მაგიც გამომიცდია და მაინც ვერაა მთლად კარგი გრძნობა - ადამიანი რომ გეუბნება იქით წავიდეთო (ლამა არ იგულისხმება ;)) უფრო საიმედოდ გეჩვენება ადამიანს.

ზოგადადაც კარგად გადაღლილი ვარ - სამი წელია შვებულება რა არის, არ ვიცი, და ჯუთა-აბუდელაურებმა კიდევ უფრო დამქანცა. 45 კაცისთვის თვალის დევნა მაგ სირთულის გზაზე არაა მთლად სასიამოვნო საქმე.

ძველი ხახაბოს გზა კარგი გამოვიდა.

უნდა ითქვას რომ ამ გზის ადვილად დაძლევის მიზეზი რამოდენიმე იყო:

-- ამინდმა საკმაოდ შეგვიწყო ხელი - არც წვიმა იყო, არც ქვისა და თოვლის ნაზვავები შეგვხვედრია გზაზე. მდინარე დაწეული იყო და ჩემდა გასაკვირად თბილიც. მშვენიერი ხილვადობა იყო და უკან და წინ მომავალ თანაკარველებს კარგად ვხედავდით.

-- გათვალისწინებული იყო წინა გასვლების გამოცდილება გზის სირთულესა და სახეობასთან დაკავშირებით. კერძოდ კარაველები წამოვიდნენ წყალში სატოპი ღია ფეხსაცმელებით და რაც შეიძლება ნაკლები ტვირთით, რამაც ბუნებრივია მოძრაობის სიჩქარე მკვეთრად გაზარდა.

-- კარაველები მეტ-ნაკლებად იცავდნენ ლაშქრობისას მოძრაობის წესებს.

დათვიჯვარს რომ გადახვალთ და ქვემოთ დაეშვებით სერპანტინებზე, ერთ ადგილას მარცხნივ მკვეთრი მოსახვევი შეგხვდებათ, წყლის რუებიც მოჩუხჩუხებს და GPS-სი 2500 მეტრს აჩვენებს ზღვის დონიდან. იქ დაიწყო ჩვენი მსვლელობა.

წინ რომ გაიხედავთ, ქედი მოჩანს. ამ ქედის იქით არის ხახაბოსკენ მიმავალი გზა. ამიტომაც ქედი უნდა გადაიაროთ. ქედის გადასვლა მის ყველაზე დაბალ წერტილშია ყველაზე უფრო ჭკვიანური, ამიტომაც აღმოსავლეთისკენ უნდა ავიღეთ გეზი და ნება-ნება შევყევით აღმართს. 2903 მეტრზე ასვლას საათი მოვანდომეთ. ნახევარი საათი კიდევ გავჩერდით დანარჩენების ლოდინსა და სურათების გადაღებაში.

ეს ხედი დათვიჯვრის მხარეს. შორს მოჩანს დათვიჯვრიდან ჩამომავალი გზაც, შორს კიდევ ყინვარმწვერი მოჩანდა.

Image

მეორე მხარეს კი თებულო იმზირება

Image

ესეც მე თებულოს ფონზე.

Image

მზე მწველი იყო. ქედზე მონაბერი ნიავი გვშველოდა. დამცავი მაზი-კრაზების თხიპნაობა ქვემოდანვე დაიწყეს. იანომ მიქელას გამოცდილება გაიზიარა ჯუთა-აბუდელაურების გასვლიდან და სახე მთლიანად დაიფრა ირანელი ქალივით

Image
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
30-31 ივლისი - შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

Post by Archil » 02 აგვ 2011, 09:38

ქედიდან ქვემოთ უნდა დავეშვათ, სამხრეთ აღმოსავლეთით. ქვემოთ მდინარე მიიკლაკნება და იმ მდინარის პირას უნდა მოახერხო მოხვედრა.

დაშვება ორი გზით შეიძლება.

ერთი - პირდაპირ ხრამს ჩაჰყვე და მდინარის პირას გახვიდე, არდოტელმა 2008-ში მასე გვატარა

მეორე - მდინარისკენ დაშვენულ ქედს ჩაყვე ბილიკ-ბილიკ.

პირველი ვარიანტი უფრო რთულია, მაგრამ დროს გაგებინებს. ჩვენ შემთხვევაში კი მაგ გზით წასვლა დროის ზედმეტად დაკარგვას გამოიწვევდა. ნიკომ რომ გვატარა, ბიჭები ვიყავით და პირდაპირ დაშვება არ გაგვჭირვებია. გოგოებს რთული გზა მეტ დროს წაართმევდა და ამიტომაც მეორე, შედარებით ადვილი გზა ვარჩიე.


წინ გოგოლა გაიჭრა ისევ. მე და ვენტო მივყევით. დაშვება სწრაფი ტემპით გამოგვდიოდა. 45 წუთში უკვე მდინარის პირას ვიყავით. სიმაღლეში 2515-მდე ჩამოვედით.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
domciko
მაწანწალა
Posts: 640
Joined: 14 ივლ 2011, 14:05
Location: tbilisi
30-31 ივლისი - შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

Post by domciko » 02 აგვ 2011, 09:42

ახალი კარველების ხათრით ხევსურეთს როდის დაგეგმავთ კიდევ??? :oops: :roll: :roll: :roll: :roll: :roll:

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
30-31 ივლისი - შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

Post by Archil » 02 აგვ 2011, 09:55

domciko

იქნება იმედია, მაგაზე გული არ გაიტეხო.

დაშვების შემდეგ ბილიკი მაშინათვე არ გამოჩნდა, ამიტომაც ფაქტიურად მდინარით მივდიოდით. გადავდიოდით ერთი ნაპირიდან მეორეზე და პირიქით. ერთი პირობა მაგიც მომბეზრდა და პირდაპირ მდინარეში მივაბოტებდი.

შემდეგ გამოჩნდა ბილიკი და ჩავყევით.

ბილიკი ხან მდინარეს მიუყვებოდა, ხანაც ფერდზე ადიოდა და ზემოდან დავყურებდით მდინარეს. სიცხე ძალიან არ გვაჭერდა და მდინარე გვაგრილებდა. გზადაგზა გვედრდებიდან ჩამონადენი რუებს სასმალად ვიყენებდით და ვგრილდებოდით.



გზად ასეთ ხედებს მივყვებოდით

Image

გასვლის დაწყებიდან ხუთ საათნახევარში უკვე ძველ ხახაბოს მივადექით.

სიმაღლეში 2060-მდე ჩამოვედით.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]