მეგალითური დღე 2 - 3.07.11

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
vasso
ბოდიალა
Posts: 108
Joined: 19 აგვ 2008, 21:34
Location: tbilisi
მეგალითური დღე 2 - 3.07.11

Post by vasso » 09 ივლ 2011, 13:07

Tamari-ch. wrote:vasso
მეც მაგას ვფიქრობდი სწორედ
სამკუთხედი მე მგონი ზოგადად მთას ნიშნავს,
შეიძლება ახლა ააშენეს ბერებმა იქ რაიმე ეკლესია
რომ ჩავალთ ბეშთაშენში ისევ -
ვიკითხოთ უფრო დეტალურად..
შენ ან შენს მეგობარს მანქანა არ გყავს რომ წავიდეთ?
იქნებ შენი მეგობარი წამოვიდეს?
ელი ბაბასაც ვნახავდით და მანგლისის მეგალითსაც...
მთები ბევრია სამკუთხედით აღნიშნული კი მხოლოდ ეს არის
სანახავია ეგ ადგილები აუცილებლად, მაგრამ ჯერ ვერ დავგეგმავ
...

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10745
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
მეგალითური დღე 2 - 3.07.11

Post by Tamari-ch. » 09 ივლ 2011, 15:53

vasso
მანქანას იშოვი?
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
vasso
ბოდიალა
Posts: 108
Joined: 19 აგვ 2008, 21:34
Location: tbilisi
მეგალითური დღე 2 - 3.07.11

Post by vasso » 09 ივლ 2011, 16:41

არ მგონია :(
...

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
მეგალითური დღე 2 - 3.07.11

Post by Ketevan Guliashvili » 15 ივლ 2011, 18:07

ბეშთაშენი (ისტ. ბეშქენაშენი), სოფელი წალკის რაიონში, მდინარე აგრიჩაის ნაპირას, წალკის წყალსაცავის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ზღვის დონიდან 1540 მ. წალკიდან 5 კმ. მერძევეობა-მეკარტოფილეობის მეურნეობა; ყველ-კარაქის ქარხანა, საშუალო სკოლა, საბავშვო ბაღი, ბიბლიოთეკა, კულტურის სახლი (კინოდანადგარი), ამბულატორია, კავშირგაბმულობია განყოფილება.

ბეშთაშენშია წმინდა გიორგის ეკლესია (დაახლოებით X-XIII სს), მახლობლად - VII საუკუნის ეკლესია, სოფლის ჩრდილოეთით 0,5 კმ-ზე, ციკლოპური ციხის ტერირიაზე აღმოჩენილია ბრინჯაოსა და ფეოდალური ხანის ნამოსახლარი, ბრინჯაოს ხანის გორასამარხები, ბრინჯაოსა და ანტიკური ხანის სამაროვნები, გათხრილი 1938-1939 წლებში თრიალეთის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ (ხელმძღვანელი ბ. კუფტინი). გაითხარა 3 კულტურის ფენა:

I, ადრინდელი ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. III ათასწლეული) ფენაში აღმოჩნდა შენობათა და კერის ნაშთები, სამეურნეო ორმო, კაჟის სამკუთხა ყუნწიანი ისრის პირები, დანები, ქვის ჩაქუჩი, ხელსაფქვავები, სპილენძის ხვია, პასტისა და ფერადი ქვის მძივები, ცხოველის თიხის ქანდაკება. მასალა მტკვარ-არაქსის კულტურას განეკუთვნება. ციხის მახლობლად აღმოჩნდა ამავე დროის სამარხი, რომელშიც იყო თიხის რამდენიმე ჭურჭელი.
II, ფენა შეიცავდა გვიანდელი ბრინჯაოს ხანის კერამიკას, შინაური და გარეული ცხოველების ძვლებს.
III, ფეოდალური ხანის ფენაში აღმოჩნდა ოთხკუთხა ნაგებობებისა და თორნის ნაშთები.

სოფლის მიდამოებში გაითხარა 7 გორასამარხი. 4 მიეკუთვნება ადრინდელი ბრინჯაოს ხანის დასასრულს (ძვ. წ. 2400/2300-2000 წწ.), 3-შუა ბრინჯაოს ხანის ეტაპს (ძვ. წ. II ათასწლეულის დასაწყისი). ზოგი ყორღანი ორმოიანი იყო, ზოგს კი მიწის ზედაპირზე გამართული დასაკრძალავი მოედანი ჰქონდა. აღმოჩნდა ბრინჯაოს, კაჟისა და ობსიდიანის იარაღი, ოქროს სამკაული, ფერადი ქვის მძივები; ორნამენტირებული ვარდისფერსარჩულიანი შავპრიალა კერამიკა, რომელიც ერთმანეთთან გენეტიკურად აკავშირებს მტკვარ-არაქსისა და თრიალეთის კულტურებს.

ციკლოპური ციხის დასავლეთით მდინარე აგრიჩაის მარჯვენა ნაპირას ჰგათხარეს გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანის სამაროვანი. სამარხები ორი ტიპისა ოყო: ორმოსამარხები და ქვაყუთები. ორმოსამარხებში აღმოჩნდა თიხის ორნამენტირებული კონუსური ბარძიმები, სხვადასხვა ფორმის ჯამები და სხვა, აგრეთვე ბრინჯაოს მასრაგახსნილი შუბისპირები. სამკუთხაპირიანი სატევრები, ბრტყელი ისრისპირები, კოლხური კულტურისათვის დამახასიათებელი ალისებრპირიანი სატევრები, ცული, ხუთკოპიანი ლახტისთავები, ვერძისტავიანი აბზინდა და კონუსური მოყვანილობის მუზარადი.


აქვე აღმოVნდა განჯა-ყარაბაღისა და სევანის რაიონებისათვის დამახასიათებელი ბრინჯაოს ნივთები. აღსანიშნავია ბრინჯაოსა და არქაული ტიპის კაჟისპირიანი ნამგლებია თანაარსებობა. ორმოსამარხები ქრონოლოგიურად რამდენიმე ჯგუფად იყოფა და ზოგადად ძვ. წ. II ათასწლეულის II ნახევარი და I ათასწლეულის დასაწყისუს ფარგლებში თავსდება. ქვაყუთებში აღმოჩნდა ბრინჯაოს პირამიდული ფორმის საკინძები, გუმბათისებრი ბუნიკები, რკინის დანა, რომელსაც აქვს ბრინჯაოს სალტე და ლომის თავის გამოსახულება, კერამიკული ნაწარმი. თარიღდება ურარტული ხანით (ძვ. წ. VIII - VII საუკუნეები). სამარხების უმეტესობა ძველადვე გაძარცული იყო.

ბეშთაშენის ციხის ჩრდილოეთით 1939 წელს გაითხარა კიდევ ერთი სამაროვანი, რომლის ჩრდილოეთ ნაწილში ქვის ფილებით გადახურულ 11 ორმოსამარხში აღმოჩნდა ძვ. წ. VII-VI საუკუნეებისათვის დამახასიათებელი არქეოლოგიური მასალა: თიხის შავად გამომწვარი ცალყურა დოქები, ლანგრები, ჯამი, რკინის შუბისპირი, ცალყურიანი დანა, ბრინჯაოს მასიური საკინძები და სხვა. სამაროვნის სამხრეთ ნაწილში გათხრილი 59 ქვაყუთი ბ. კუფტინმა ძვ. წ. V საუკუნით დაათარიღა. აქ პირველად აღმოჩნდა წითლად გამომწვარი და ანგობირებული თიხის ჭურჭელი, რომელმაც შეცვალა ადრინდელი რკინის ხანისათვის დამახასიათებელი შავი და რუხი ფერის კერამიკა; მათ პროტოტიპებს წინა აზიაში ვხვდებით.

არქეოლოგიური მასალა დაცულია ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
მეგალითური დღე 2 - 3.07.11

Post by Ketevan Guliashvili » 15 ივლ 2011, 18:12

ეს ბეშთაშენის ტბაა?

Image

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
მეგალითური დღე 2 - 3.07.11

Post by Ketevan Guliashvili » 15 ივლ 2011, 19:01

ეს კი ალბათ ბარეთის (ბაშქოის) ტბაა?

Image

leo-jafo
ბილიკზე მოარული
Posts: 35
Joined: 21 ნოე 2007, 12:36
მეგალითური დღე 2 - 3.07.11

Post by leo-jafo » 01 მაი 2012, 22:21

საინტერესო ფილმია მეგალითებზე
http://www.youtube.com/watch?v=iyFHTd-3 ... ture=share

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10745
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
მეგალითური დღე 2 - 3.07.11

Post by Tamari-ch. » 02 მაი 2012, 09:22

leo-jafo
ეს ზურა დვალის და კახა ჯელიას ახალი ფილმია მეგალითებზე....
მანამდე ავრანლოზე გადაიღეს და სწორედ მათი დახმარებით შევიტყვეთ თეჯისსა და ავრანლოს შესახებ..
პირადადაც ვიცნობ..
:)
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]