ავენისი "ჯეკ ბეღურას თავგადასავალი" 2-3.07.11

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ავენისი "ჯეკ ბეღურას თავგადასავალი" 2-3.07.11

Post by CheLo » 03 ივლ 2011, 14:16

1. რეგიონი:
დუშეთის მუნიციპალიტეტში

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-ანანური–ციხისთავი–ავენისი–ანანური–თბილისი

3. ხანგრძლივობა:
2 დღე

4. სირთულე:
საერთოდ არ იყო რთული თავი ალანიას სანაპიროზე მეგონა,
10 ქულიდან ალბათ მივცემდი 1 ქულას.

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
10 ლარი

6. მონაწილეები
1. ვენტო
2. მამუ
3. ჰერეთი
4. ჯეოსული
5. მიქაელი
6. მიქაელის+ (ლაშა)
7. ჯეუსულის+ (გოგა)
8. ჰერეთის+ (ნოდარი)
9. ჰერეთის+ (გიორგი)
10. ჰერეთის+ (ვახო)

მანქანით
1. გიორგი ბუნტური
2. ჯიმი
3. რაფო

7. გასვლის, ლაშქრობის ორგანიზატორი
მე და მამუ

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
ანანური, ციხისთავი

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
სულ 150 კმ.

10. ფეხით გავლილი მანძილი:
სულ 8 კმ.

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
ანანურის ციხე სიმაგრე. ჯინვალის წყალსაცავი და მიქაელი

12. საბანაკე ადგილები:
კაკლის ქვეშ მიწმინდ მოწმინდე და ეგაა.

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
იქვე მშენებარ სასტუმროში მოდიოდა

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
საკუთარი საგზალი, არა 1ჯერადი ჭურჭელი, საძილე ტომარა, მათარა, ქვეშაგი, კარავი, ფანარი, ალკოჰოლი.

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
მთელი ზაფხული

16. რისკები, საფრთხეები:
გიგანტური კოღოები, ამინდის ცვალებადობა.

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ავენისში.

18. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
ყველგან იჭერდა.

19. სასარგებლო საკონტაქტო ინფო

20. რუკა, ჯი-პი-ეს-მონაცემები

ეს არის ამ გასვლის დაგეგმვის თემის ბმული:
http://karavi.ge/viewtopic.php?t=5062

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ავენისი "ჯეკ ბეღურას თავგადასავალი" 2-3.07.11

Post by CheLo » 03 ივლ 2011, 14:17

ვიდეოები!!!!

გზა აგვებნა და სხვა ხიდს მივადექით.
http://www.youtube.com/user/spalnimesho ... f9-X3YN55g

სატვირთო ავტომობილის საბარგულზე.
http://www.youtube.com/user/spalnimesho ... Cug1_vdn60

ჟინვალის წყალსაცავი
http://www.youtube.com/user/spalnimesho ... 0FnBcRjv5M

ჯეკ ბეღურა და ჟღალი ჯონი გასაბერი ლეიბით : )
http://www.youtube.com/user/spalnimesho ... 1xdeRxMGiY

ჯეკ ბეღურა და სველი ჯო.
http://www.youtube.com/user/spalnimesho ... k1--GJLnH4

ჯეკ ბეღურამ ხმელეთი შენიშნა
http://www.youtube.com/user/spalnimesho ... 1IlcAyB-Mw

ჯეკ ბეღურა და ტყვეები.
http://www.youtube.com/user/spalnimesho ... 7j5Y4x7xmk

ხელით მოვათრევთ ნავს
http://www.youtube.com/user/spalnimesho ... Icm3LDQ09U
Last edited by CheLo on 05 ივლ 2011, 18:05, edited 19 times in total.

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ავენისი "ჯეკ ბეღურას თავგადასავალი" 2-3.07.11

Post by CheLo » 03 ივლ 2011, 14:40

მოკლე აღწერა:

ესეიგი შევიკრიბეთ შაბათ დილით 8 საათზე დიდუბის მეტროსთან.. როგორც ჩემ გასვლებს სჩვევია არავის დაუგვიანია და პირიქით ადრეც კი შევიკრიბეთ. თავდაპირველად შევედით ბაზარში და ვიყიდეთ ხორცი შემდეგ კი ყველაფერი ის რაც კი მოგვინდა და მატერიალური შესაძლებლობა ამის საშუალებას გვაძლევდა, სანამ ჩვენ ბაზარში დავსეირნობდით მამუმ იქვე ახლოს მონახა მძღოლი და ჩვენც ავბარგდით (სხვათაშორის არჩილმა, ასე ერქვა მას 100 ლარად წაგვიყვანა ანანურში და ვინც ცოტა ორგანიზატორობაში ერკვევა მიხვდება რომ 300 კილომეტრის გავლა ამ ფასად მართლა არარეალურია.. 300 იმიტომ რომ 4 გზა გააკეთა რადგან თბილისელი იყი)
9 საათი იყო როდესაც გაუყევით გზას და ალბათ მგზავრობამ მხოლოდ ჩვენი ძვირფასი დროის საათნახევარი თუ წაიღო. როდესაც მივადექით ანანურს და დავიწყეთ ხიდის ძებნა გზაც კი აგვებნა მაგრამ ბოლოს იმ ჩანგრეულ ხიდსაც მივაგენით და გადავედით. ამ დროს ძალიან მაგრად ცხელოდა აი აფრიკაში რომ იცის ისეთი მზე იყო ნიავის გარეშე და წინ კი 4 კმ იყო გასავლელი. ჩვენ და ბედად ამ დროს გამოიარა პატარა სატვირთო მანქანამ. ჩვენც ბევრი არ გვიფიქრია გავაჩერეთ და ზემოთ საბარგულზე ავძვერით და სულ ღიღინ ღიღინით მიგვიყვანა დანიშნულების ადგილთან.
მივედით, ჩამოვჯექით, გავშალეთ კარვები, წავიხემსეთ კარგად და შემდეგ რაც მოხდა ეს მხოლოდ გამორჩეულ გასვლებში ხდება..: ) ამ გასვლას კიდევ დიდი სიამოვნებით დავარქმევდი "ლაშქრობა წყალზე" რადგან სანამ ენერგია ბოლომდე არ ამოვწურეთ წყლიდან აღარ ამოვსულვართ და იქვე მდგარი ნავი არ ამოვასუნთქეთ. მართალია სანაპირო ცოტა ბინძური იყო მაგრამ შუა გულში ისეთი კამკამა და თბილი წყალი იყო, რომ ბანაობა ენერგიას გმატებდა. გადავიღეთ უამრავი ვიდეო, მიქაელმა გვაცინა ბევრი და ჯეკ ბეღურას როლიც მშვენივრად ითამაშა. ერთი სიტყვით გავატარეთ უმაგრესი დრო.
როდესაც ცოტა ნიავი ამოვარდა მე და მიქაელი წყალმა გაგვიტაცა ქვემოთ და მიუხედავად იმისა რომ ნიჩბებს გამეტებით უსმევდით წინ მაინც ვერ მივდიოდით. ბოლოს სასწაულებრივ მოვახერხეთ 500 მეტრის მოშორებით რომელიღაც ნაპირზე გაღწევა და ამხელა ნავი სულ ნაპი ნაპირ ხელით ვათრიეთ.. ამ დროს საგებელზე წესივრად წამოკოტრიალება ვერ მოვასწარით რომ თავზე ბუნტურიკა, ჯიმი და რაფო დაგვადგნენ და კიდევ უფრო მხიარული განწყობა შემოიტანეს : ) ბუნტურმა კატლეტები მოიტანა და იქვე შეწვა ასევე ბევრი სხვა რამ. ღამე მწვადებიც შევწვით და ასე დავემშვიდობეთ ამ სამეულს.
უკვე 12 საათი იყო როდესაც კარვებში შევძვერით, 10 წუთი არ იყო გასული რომ წვიმამ დასცხო და ჭექა ქუხილები ერთმანეთის მიყოლებით ბაგუნობდა. მიუხედავად იმისა რომ ჩემ კარავს მიქაელის ცელოფანი გადავაფარე მაინც იყო იმის საშიშროება რომ წყალი ჩამოსულიყო, ასეც მოხდა, ღამე ქარმა ცელოფანი გადაგვხადა და ისეთი ნიაღვარი წამოვიდა ნიჩბებს ვეძებდით 4 კაცი ჩემ კარავში საჯომარდოდ. ვისი ფანარი ვის ერჭობოდა ვისი ფეხი ვისთან იყო ვერ გაიგებდი : ))) ხო გინახიათ აბაზანაში ყვითელი სათამაშო კვატი რომ დაცურავს? აი ეგეთი სიტოაცია იყო ჩვენთანაც. თან ვხარხარებდით, ზოგჯერ ვილანძღებოდით კიდევაც მაგრამ წვიმამ გათენებამდე არ გადაიღო არაფრის დიდებით. გვერდზე კარვებში ისე ტკბილად ეძინათ ბიჭებს ერთმანეთის ხვრინვაც კი არ აწუხებდათ. როგორც იქნა დილით გათენდა და სველ კარავში ყოფნას ისევ სველ ბალახზე სიარული ვარჩიეთ და ამ დროს გადაიშალა ულამაზესი ხედი.. ჟინვალი თითქოს შაბიამისფერი იყო ზედ მთლიანად თეთრი ფერის ბინდი დაჰკრავდა და საოცრად მისტიურ შთაბეჭდილებას ტოვებდა. როგორც იქნა 8 საათიც გახდა წვიმამ გადაიღო და მზემ გამოანათა. ამ დროს როგორც კი ვიკივლე აბა ადგა ჯარი მალე თორე ისე მშია ამ საზამთროს მარტო შევჭამ თქო ყველანი გამოცვივდნენ. მივირთვით უტკბილესი საზამთრო, შემდეგ ჰერეთის და მამუს ამერიკული ჯარისკაცების საკვები და გამოუყევით გზას. ვიარეთ სადღაც 6 კილომეტრი და ჩვენი არჩილიც ვნახეთ, რომელიც ჩვენსკენ მომავალი გზაზე შეგვეფეთა. შემდეგ შევედით ანანურის ციხე სიმაგრეში იაქაც ვიფოტოგრაფეთ და საბოლოოდ გამოუყევით თბილისისკენ გზას.
ერთი სიტყვით საკმაოდ პოზიტიური გასვლა იყო და დარწმუნებული ვარ ვინც ჩვენთან ერთად იყო ყველას ჩემნაირი შთაბეჭდილება დარჩებოდა.

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
ავენისი "ჯეკ ბეღურას თავგადასავალი" 2-3.07.11

Post by Tamusia » 03 ივლ 2011, 14:50

კარგია :D მაგრამ თუ ასეთი კარგი იყო, რა გაჩქარებდათ წამოსლა :)

რა ჩემი საქმეა ისე :D :D :D
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ავენისი "ჯეკ ბეღურას თავგადასავალი" 2-3.07.11

Post by CheLo » 03 ივლ 2011, 14:52

საკვები გაგვითავდა და მაგრად ცხელოდა.. იმხელა ენერგია დავხარჯეთ თამუსია რომ ვეღარ გავქაჩეთ. ეს ხო ლაშქრობა არ იყო... ბიჭები დაიწვნენ მზეზე... აი ვიდეოებს დავყრი მალე და ნახავთ რას ვშვებოდით.

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ავენისი "ჯეკ ბეღურას თავგადასავალი" 2-3.07.11

Post by CheLo » 03 ივლ 2011, 15:23

მმმ... ძალიან გემრიელი იყო...

Image

საოცრად არაქათგამოცლილები...

Image

mamu
მაწანწალა
Posts: 891
Joined: 15 სექ 2009, 11:37
Location: tbilisi
ავენისი "ჯეკ ბეღურას თავგადასავალი" 2-3.07.11

Post by mamu » 03 ივლ 2011, 17:24

აუ, სურათებს ველოდები მაგრათ

ატვირთეთ რა სურათები!

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ავენისი "ჯეკ ბეღურას თავგადასავალი" 2-3.07.11

Post by CheLo » 03 ივლ 2011, 20:41

ბუნტური, ჯიმი და რაფო
Image

ჯიმი პოზიორობს : )
Image

რაფოც პოზიორობს : ))
Image

ბუნტური არ პოზიორობს, მაგრამ ბალს იპარავს : )
Image

მე ვირუჯები, მიქაელი ნიჩბებს უსმევს, ჯიმი კი ჭამს : )))
Image

Image
Image
Image
Image
Image
Image

User avatar
Jimmy
მაწანწალა
Posts: 462
Joined: 07 თებ 2009, 09:52
Location: tbilisi
Contact:
ავენისი "ჯეკ ბეღურას თავგადასავალი" 2-3.07.11

Post by Jimmy » 03 ივლ 2011, 21:51

ჯიმი პოზიორობს : )
Image


არ ვპოზიორობ, შენ გირეკავდი (handsfree თ ყურს დააკვირდი) :D :P

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ავენისი "ჯეკ ბეღურას თავგადასავალი" 2-3.07.11

Post by CheLo » 03 ივლ 2011, 21:54

იტყუები ნაძირალა :) :) :) :) :) :) მე ტელეფონზე ზარი არ შემომსვლია :) :) :) :) ეტყობა იმ ზანგებმა სულ დაგათვრეს.. იმიტომ მოხვედი ასეთი მშიერი ყველა სურათში რომ ჭამ :lol: :lol: :lol: :lol: :lol:

User avatar
Jimmy
მაწანწალა
Posts: 462
Joined: 07 თებ 2009, 09:52
Location: tbilisi
Contact:
ავენისი "ჯეკ ბეღურას თავგადასავალი" 2-3.07.11

Post by Jimmy » 03 ივლ 2011, 22:21

არადა გირეკავდი :D მართლა ძნ მშიოდა, 2 დღის უჭმელი ვიყავი :D. სახლში საჭმელი არ მქონდა და მაგიტომ ჩამოგაკითხე :P

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ავენისი "ჯეკ ბეღურას თავგადასავალი" 2-3.07.11

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 03 ივლ 2011, 22:22

WenTTo wrote:მოკლე აღწერა:

უკვე 12 საათი იყო როდესაც კარვებში შევძვერით, 10 წუთი არ იყო გასული რომ წვიმამ დასცხო და ჭექა ქუხილები ერთმანეთის მიყოლებით ბაგუნობდა. მიუხედავად იმისა რომ ჩემ კარავს მიქაელის ცელოფანი გადავაფარე მაინც იყო იმის საშიშროება რომ წყალი ჩამოსულიყო, ასეც მოხდა, ღამე ქარმა ცელოფანი გადაგვხადა და ისეთი ნიაღვარი წამოვიდა ნიჩბებს ვეძებდით 4 კაცი ჩემ კარავში საჯომარდოდ. ვისი ფანარი ვის ერჭობოდა ვისი ფეხი ვისთან იყო ვერ გაიგებდი : ))) ხო გინახიათ აბაზანაში ყვითელი სათამაშო კვატი რომ დაცურავს?
ისე აღწერ, რომ გულიანად ვიცინე.
პარკი მყარად რატომ არ დაამაგრეთ თუ ქარმა გახია?
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ავენისი "ჯეკ ბეღურას თავგადასავალი" 2-3.07.11

Post by CheLo » 03 ივლ 2011, 23:00

GAMARJOBA SAKARTVELO მყარად კი დავამაგრეთ მაგრამ 2 კაციანი კარავის ცელოფანი იყო და გადაძვრა... ისეთი წვიმა იყო კარავი დამძიმდა.. მაგრამ ეგ არაფერი თუ ლაშქრობა, კარავში ძილი და ბუნებაში ყოფნა გიყვარს ვერც სისველე შეგაშინებს მითუმეტეს ძალიან დაღლილები ვიყავით და მაინც გემრიელად ჩაგვეძინა 4დან 6-მდე 8) 8) 8) 8)

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ავენისი "ჯეკ ბეღურას თავგადასავალი" 2-3.07.11

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 03 ივლ 2011, 23:27

WenTTo wrote:GAMARJOBA SAKARTVELO მყარად კი დავამაგრეთ მაგრამ 2 კაციანი კარავის ცელოფანი იყო და გადაძვრა... ისეთი წვიმა იყო კარავი დამძიმდა.. მაგრამ ეგ არაფერი თუ ლაშქრობა, კარავში ძილი და ბუნებაში ყოფნა გიყვარს ვერც სისველე შეგაშინებს მითუმეტეს ძალიან დაღლილები ვიყავით და მაინც გემრიელად ჩაგვეძინა 4დან 6-მდე 8) 8) 8) 8)
ეგეც მართალია.
სხვა დროს კი, მრავალდღიან ლაშქრობაზე თუ წახვალთ და მსგავსი პრობლემის წინაშე დადგებით, დამძიმებული კარავის ჭერი მაღლა აწიე და წყალი გადაისხმება.
თუ არადა, წვიმა საკვებსაც დაგისველებს, სამოსსაც და კარავსაც ისე, რომ უამინდობის შემთხვევაში, ვერც გააშრობ.

შემდეგში კი, ავენისში თუ ვინმე წავა, ანკესსაც თუ გაიყოლებს, საღამოს გემრიელ თევზსაც მიირთმევს
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Jimmy
მაწანწალა
Posts: 462
Joined: 07 თებ 2009, 09:52
Location: tbilisi
Contact:
ავენისი "ჯეკ ბეღურას თავგადასავალი" 2-3.07.11

Post by Jimmy » 03 ივლ 2011, 23:33

GAMARJOBA SAKARTVELO
შემდეგში კი, ავენისში თუ ვინმე წავა, ანკესსაც თუ გაიყოლებს, საღამოს გემრიელ თევზსაც მიირთმევს
მე 3 ანკესი მქონდა წაღებული და მამუ საც 2, 1 გარიჩხინებული ლიფსიტის გარდა ვერაფერი დავიჭირეთ, ამინდი არ იყო შესაფერისი, ხან ქარი იყო ხან წვიმა :(

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]