აიაზმი- ნარდევანი - ბერთა – ავრანლო - გუმბათი - 19.06.11

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
აიაზმი- ნარდევანი - ბერთა – ავრანლო - გუმბათი - 19.06.11

Post by Tamari-ch. » 20 ივნ 2011, 20:59

nikolozi wrote:
Tamari-ch. wrote:
ჩვენ ნელ ნელა დავეშვით დაბლა, ნიკას ეკიპაჟი კი მხოლოდ ახლა მოვიდა
ხანგრძლივი ძებნის შემდეგ ორიენტრი აღმოჩნდა არა სარქისი არამედ სოფლის მაღაზია - სოფლის მაღაზიასთან უნდა აუხვიოთ ტრასისკენ...
:lol:

ყველაზე მაგარი ის იყო რომ ვერც ერთ ენაზე ვერ აგებინებ ! :shock: :shock: :shock:
შეეკითხები რაიმეს და ნჰააააააა მათი იდეალური პასუხი :D :D :D :D :D
:lol: :lol:

ჩვენ კი ვიცინოდით ზუსტად მაგაზე - ავრანლოში რომ ჩავედით ერთი ნამგლიანი ბებო შემოგვხვდა-
როგორ გინდა გააგებინო სად მივდივართ?
:roll: ნარდევანში სარქისი მაინც იყო - ავრანლოში მეგალითებთან არაფერი არაა ორიენტირი - ჰოდა ვეუბნებით -

- მეგალიტ!!!!
- ნჰაააააა!!!???? - :shock: თვალებდაჭყეტილი მიყურებს

- ციკლოპიჩესკი !
- ნჰაააა??? - კიდევ უფრო ფართოდ დაჭყიტა თვალები -
- კამნი!!!!. კამნი!!!! ბოლშიე კამნი!!! -
- ნჰააააა???
რა მექნა აღარ ვიცოდი -
ბოლოს გამახსენდა რომ მეგალითები რეხისკენ გზაზე იყო -
- რეხა რეხა!
- აააააა - ტამ რეხა ტამ!

ცოტა ხანში ვიარეთ და ვხედავ კაცს ურემზე -
მე დავიწყე ჩვეული ტექსტი - ტამ! ზდეს! ციკლოპ! კამნი!
მიყურებს გაკვირვებული და მეუბნება..
- ქართველი ხარ??
ახლა მე დავჭყიტე თვალები და დავუქნიე თავი - თან უკვე მეკისკისება...
- ჰოდა ქართულად მელაპარაკე რა ენას იმტვრევო...
:lol: :lol:
ავყირავდით სიცილისგან..
:lol:
Last edited by Tamari-ch. on 20 ივნ 2011, 21:01, edited 1 time in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
perwkli
იეტი
Posts: 1088
Joined: 09 მარ 2007, 04:18
Location: ბუნბუნლანდია
აიაზმი- ნარდევანი - ბერთა – ავრანლო - გუმბათი - 19.06.11

Post by perwkli » 20 ივნ 2011, 21:00

ისადა იქნებ ისიც მიგეწერათ მეგალითი რას ნიშნავს, ჩემნაირებისთვის, ვისაც აინერესებს და ქექვაც ეზარება :oops:
პეპილოტა ვიქტუალინა როგალდინა.

http://bunbunland.blogspot.com/

User avatar
nikolozi
ბოდიალა
Posts: 170
Joined: 18 იან 2011, 23:36
Location: მზის სისტემაში
აიაზმი- ნარდევანი - ბერთა – ავრანლო - გუმბათი - 19.06.11

Post by nikolozi » 20 ივნ 2011, 21:07

დავიწყეთ
Image
Image
A NEW ADVENTURE IS WAITING

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
აიაზმი- ნარდევანი - ბერთა – ავრანლო - გუმბათი - 19.06.11

Post by Tamari-ch. » 20 ივნ 2011, 21:07

maikomaiko wrote:ისადა იქნებ ისიც მიგეწერათ მეგალითი რას ნიშნავს, ჩემნაირებისთვის, ვისაც აინერესებს და ქექვაც ეზარება :oops:
მაიკო, მეგალითი არის დიდი ქვებისგან ნაგები ნაგებობა

ასეთი ნაგებობები მთელ მსოფლიოშია მიმობნეული და ისტორიკოსებს დღესაც არ აქვთ პასუხი იმაზე, თუ ვინ ააგო ეს ნაგებობები..

მეგალითია მაგალითად სტოუნჰენჯი ინგლისში....

მეგალითური ნაგებობები დაახლოებით 4 000 - 4500 წლისაა და ერთი ერთი უძველესი ნაგებობა საქართველოში და არა მარტო საქართველოში, მთელს მსოფლიოში ...

მეგალითებია შაორის, აბულის, ნარდევანის, სანთას, ბეშთაშენის ციხე, ასევე გოხნარის ლოდოვანები, აფხაზეთის დოლმენები და კიდევ სხვა...

http://www.youtube.com/watch?v=1kO0TDj8x8M
აი ეს ფილმი ნახე აუცილებლად


მეგალითები (მეგა... „დიდი“ და ...ლითი „ქვა“) — უზარმაზარი, დაუმუშავებელი და დამუშავებული ქვის ლოდებისაგან აღმართული ნაგებობა. საქართველოში მათ გმირთ ნაკვეთებს, დევთა ნასახლარებსა და ქვაკაცებს უწოდებდნენ. მეგალითური კულტურის დამახასიათებელი ძეგლები: დოლმენი, მენჰირი, კრომლეხი, ქვაყუთები, დახურული კორიდორები.
მეგალითები გავრცელებულია მთელს მსოფლიოში, უმთავრესად ზღვისპირა რაიონებში, გარდა ავსტრალიისა. მეგალითები ევროპაში ძირითადად თარიღდება ენეოლითისა და ბრინჯაოს ხანით (ძვ. წ. III-II ათასწლეული). ინგლისის მეგალითები განეკუთვნება ნეოლითის ხანას. მათი დანიშნულება ყოველთვის არ არის გარკვეული. უმთავრესად ისინი სამარხებია ან დაკრძალვის კულტს უკავშირდება. როგორც ჩანს, მეგალითები სათემო ნაგებობებია. პირველყოფილი ტექნიკის პირობებში მათი აღმართვა რთული იყო და მრავალი მუშახელი სჭირდებოდა.


Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
nikolozi
ბოდიალა
Posts: 170
Joined: 18 იან 2011, 23:36
Location: მზის სისტემაში
აიაზმი- ნარდევანი - ბერთა – ავრანლო - გუმბათი - 19.06.11

Post by nikolozi » 20 ივნ 2011, 21:16

აი ესეთ ხასიათზე ვიყავი
Image

მერე მანქანამ წყალი ამიდუღა
Image


ესეც რო გავაგრილეთ და გულიც გავიგრილეთ

Image
A NEW ADVENTURE IS WAITING

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
აიაზმი- ნარდევანი - ბერთა – ავრანლო - გუმბათი - 19.06.11

Post by Tamari-ch. » 20 ივნ 2011, 21:16

ესეც წმინდა სარქისის ეკლესიის შესასვლელი კარი - ბიბლიოგრაფიაში წერია, რომ გამოყენებულია ქართულ ორნამენტიანი ქვა - სავარაუდოდ აქ ადრე ქართული ეკლესია იდგა.

Image


ეკლესიის შიგნით ბოძებზე აი ეს ბარელიეფებია

Image

ჰოდა ერთ ერთ ბოძზე ბოლნური ჯვარია - არ ვიცი ეს ადრინდელია თუ თანამედროვე

Image
Last edited by Tamari-ch. on 20 ივნ 2011, 21:26, edited 2 times in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
perwkli
იეტი
Posts: 1088
Joined: 09 მარ 2007, 04:18
Location: ბუნბუნლანდია
აიაზმი- ნარდევანი - ბერთა – ავრანლო - გუმბათი - 19.06.11

Post by perwkli » 20 ივნ 2011, 21:17

Tamari-ch.


მადლობა :*
პეპილოტა ვიქტუალინა როგალდინა.

http://bunbunland.blogspot.com/

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
აიაზმი- ნარდევანი - ბერთა – ავრანლო - გუმბათი - 19.06.11

Post by Tamari-ch. » 20 ივნ 2011, 21:21

Image
მერე მანქანამ წყალი ამიდუღა
კიდევ კარგი რომ აგიდუღა, თორემ აღმოჩნდებოდი ჯავახეთში
:lol:

შენს უკან, შორს რომ სოფელი მოჩანს - ეგ იყო ნარდევანი...

:lol:
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
nikolozi
ბოდიალა
Posts: 170
Joined: 18 იან 2011, 23:36
Location: მზის სისტემაში
აიაზმი- ნარდევანი - ბერთა – ავრანლო - გუმბათი - 19.06.11

Post by nikolozi » 20 ივნ 2011, 21:31

Image

Image

Image
A NEW ADVENTURE IS WAITING

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
აიაზმი- ნარდევანი - ბერთა – ავრანლო - გუმბათი - 19.06.11

Post by Tamari-ch. » 20 ივნ 2011, 21:38

შემდეგ წავედით ბერთა-ოლიანგისკენ

ბევრს უნდოდა იქ მოხვედრა, ჰოდა შევიარეთ...


Image

ბერთაში ორი ეკლესიაა და მამათა და დედათა მონასტრებია...
ქვედა მონასტერში ხალხმრავლობა იყო - და ისეთი ხმაური იდგა- კალმახი კი არა სპილო გაიქცეოდა შიშისგან.
გარდა ამისა ხალხი ჩადიოდა აუზში და სამჯერ ყურყუმალავდებოდა.
ასეთ ჟრიამულში და დგაფუნში რა თქმა უნდა კალმახები საკურთევლის ქვეშ იყვნენ შეყუჟულები და გამოსვლა არც კი უფიქრიათ...

:(

Image

ჩვენ მაინც ვილოცეთ, წმინდა წყალი შევიპკურეთ და დავლიეთ კიდეც...

Image
ეს ეკლესია, ისეევ როგორც აიაზმას ეკლესია, აგებულია ზედ წყაროზე -
წყალი პირდაპირ საკურთხევლის ქვეშ გადის...
Last edited by Tamari-ch. on 20 ივნ 2011, 21:48, edited 1 time in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
აიაზმი- ნარდევანი - ბერთა – ავრანლო - გუმბათი - 19.06.11

Post by Tamari-ch. » 20 ივნ 2011, 21:47

nikolozi
ქეთი გულიაშვილს რა მისტიური სახე აქვს მისტიური ფერების ფონზე...
:) - ლამაზი ფოტოა

აი ეს საინტერესო გამოსახულება დავაფიქსირე ბერთაში

Image


მერე ვნახეთ ზედა ეკლესიაც -
თავად ეკლესია ბერძნულია -
ეკლესიაზე და ქვის ღობეზე ბერძნული წარწერებია

Image

Image

Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
nikolozi
ბოდიალა
Posts: 170
Joined: 18 იან 2011, 23:36
Location: მზის სისტემაში
აიაზმი- ნარდევანი - ბერთა – ავრანლო - გუმბათი - 19.06.11

Post by nikolozi » 20 ივნ 2011, 21:48

Image

Image

Image

Image
Image
Image

ესეც მზის ჩასვლა წალკის წყალსაცავზე

Image
A NEW ADVENTURE IS WAITING

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
აიაზმი- ნარდევანი - ბერთა – ავრანლო - გუმბათი - 19.06.11

Post by Tamari-ch. » 20 ივნ 2011, 22:00

ბერთას შემდეგ გავეშურეთ ავრანლოსკენ...

ისევ ვწვალობთ მეგალითების ძებნაზე,
ხან ვის ვეცით, ხან ვის...


არც კი ვიცით რას ეძახიან მეგალითებს ადგილობრივები...

ნამგლიანი ქალის და ურმიანი კაცის ამბავი უკვე მოგიყევით...
:lol:
ნანას ჰქონდა ჯიპიესი - რაღაც დაინახა რუკაზე და გავარდა წინ თავისი მანქანით,
მაგრამ ახალ ნანაც დაიკარგა მეგალითიანა...
ნიკა არ ვიცით სადაა...
დავბოდიალობთ სოფელში -
უცებ დავინახეთ გუმბათიანი ეკლესია და მისკენ გავეშურეთ -
ჰოდა ოთხივე ჯიპი კინაღამ დავეჯახეთ ერთმანეთს გზაჯვარედინზე
კაიგამარჯობაშენი-ვით გამოგვივიდა
ყველას ეს ეკლესია დაუნახია...
ბოლოს ერთი ღვთისნიერი კაცი შეგვხვდა - მერაბ ხუციშვილი, თბილისელი -
რომელიც აქ მუშაობდა და გაჩვენებთო მეგალითებსო, წამოგვყვა

თურმე აი ამ ეკლესიის უკან რომ გზა ადის - იმ გზაზე უნდა ახვიდე მაღლა!

Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
აიაზმი- ნარდევანი - ბერთა – ავრანლო - გუმბათი - 19.06.11

Post by Tamari-ch. » 20 ივნ 2011, 22:12

ავრანლო მართლაც გრანდიოზულია!
მთელი კომპლექსია:
კლდის წვერზე მეგალითური ციხეა

ამავე კლდის ძირში კიდევ მეგალითური ნაგებობებია,
ღობის შიგნით კი გვიანდელი ეკლესიაა აგებული
კომპლექსთან ახლოს - კლდეში კი გვირაბებია,
იქვე ჩანჩქერი მოდგაფუნებს...

ეს ყველაფერი მდინარე ხრამის (ქციას) პირას ხდება!
მდინარე ხრამი ყველაზე საინტერესო მდინარეა საქართველოში,
მის ნაპირას სულ ასეთი საოცარი ნაგებობებია...


იმ გზით ავედით ულამაზეს ფერდობზე - კლდის თავზე, 1500 მეტრ სიმაღლეზე ვართ!
გარშემო მწვანე მინდვრებია! იქვე კი მარცხნივ მეგალითური კომპლექსია!


Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
აიაზმი- ნარდევანი - ბერთა – ავრანლო - გუმბათი - 19.06.11

Post by Tamari-ch. » 20 ივნ 2011, 22:15

Image


Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]