ჯიპტური ტაბაწყურში წალკის გავლით 8.05.11.

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ჯიპტური ტაბაწყურში წალკის გავლით 8.05.11.

Post by Mta Mkvarebia » 10 მაი 2011, 15:11

ეს გასვლაც შედგა:

1. რეგიონი: ბორჯომის რაიონი, სამცხე-ჯავახეთი

2. მარშუტის დასახელება: თბილისი-წალკა-ავრანლო-გუმბათი-კიზილ კილისა (წითელი ეკლესია)-უსახელო უღელტეხილი-ტაბაწყური(ტაბაწყურიდან შეიძლება გზის გაგრძელება: ცხრაწყარო-ბაკურიანი-ბორჯომი-თბილისით, თუმცა ეს გზა ზამთრის შემდეგ ჯერ კიდევ არ იყო გახსნილი)

3. ხანგრძლივობა: 1 დღე

4. სირთულე: სერიოზულ უგზოობაში ვიარეთ. ნაიამ და ზურმუხტამ როგორც ყოველთვის ტავი გამოიჩინეს :).

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება მანქანის საწვავის ფასი კაცზე 20 ლარი

6. მონაწილეთა რაოდენობა 5 კარაველი:
1. ნაია
2. გამარჯობა საქართველო
3. მთა მყვარებია
4. ტომა
5. ფალკონი

7. 2განიზატორი 1ობლივი

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი: სოფლები ტაბაწყური და მოლითი (1მანეთთან 4 კმთია დაშორებული). 2ვე ტბის სანაპიროზეა.

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით: თბილისი-წალკა-ტაბაწყური_დაახლ 170 კმ - ორი გზა 340 კმ.
ბორჯომის მხრიდან:
თბილსი-ბორჯომი 152 კმ
ბორჯომი-ბაკურიანი 23კმ
ბაკურიანი-ტაბაწყური 29 კმ.
სა1ო ჯამში 1 გზა = 204 კმ, წინ და უკან =-408 კმ

10. ფეხით გავლილი მანძილი: მცირე, მანქანა ტაბაწყურის ტბის მრავალ მონაკვეთამდე მიდის

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები: ტბის სანაპირო კუნძულით სოფელ ტაბაწყურის ბოლოდან.
სოფელ ტაბაწყურში 2 სომხური ეკლესია და 1 ქართული ეკლესიის ნანგრევები
სოფელ მოლითში ძველქართული ეკლესიის ნანგრევები

12. საბანაკე ადგილები: სოფელ ტაბაწყურიდან 600-800 მეტრში ხელოვნური ნაძვნარია გაშენებული და საბანაკეა მოწყობილი.
ტაბაწყური-მოლითის გზის დასაწყისში კლდიდან ტბის ხრეშიან ნაპირამდე ბილიკი ჩადის. დაბანაკება მანდაც შესაძლებელია.

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
წყალი სოფლებშია, საბანაკე ადგილებში არ არის.

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები: [/b
გაზაფხულზე, საწვიმარი თბილი სამოსი და გამოსაცვლელი ტანსაცმელი.
ზაფხულში:
საწვიმარი, კეპი, თბილი სამოსი საღამოსთვის, საცურაო კოსტიუმი, მზისგან დამცავი ნელსაცხებელი,
წყლის მარაგის შესანახი ჭურჭელი, ანკესი.
ტბა უმეტესად ცივია და ცურვა ყოველთვის არ შეიძლება.
ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი გასაგები ქართულით მოლაპარაკე და სტუმართმოყვარეა.
მათ ოჯახებში 5-7 ლარად ღამისთევაც შესაძლებელია.
ტბაში კუნძულია. იქ მოსახვედრად სოფლის მაცხოვრებლებისგან კატარღის დაქირავება შეიძლება. ფასი საწვავზეა დამოკიდებული.
ტაბაწყურზე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი გადის და ვინაიდან ამ მონაკვეთს სპეციალური დაცვა
იცავს, ტბისკენ მანქანით მიმავალ მძღოლს შესამოწმებლად თან პირადობის მოწმობა უნდა ჰქონდს

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო ტაბაწყურის ტბა სანახავად კგ დროა აპრილიდან-ოქტომბრის ბოლომდე.
საცურაოდ კი ივლისი-აგვისტო

16. რისკები, საფრთხეები: გულით ავადმყოფებისა და ნასვამისთვის ტბაში შესვლა დაუშვებელია. წყალი ძნ ცივია. არაა სასურველი
ადგილობრივ სომხებთან ეთნიკური ხასიათის თემებზე საუბარი-კამათი

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება,
ამ გასვლის ფარგლებში ინახოს:
ახალქალაქის მხრიდან ფარავნის და საღამოს ტბები.
ბაკურიანის მხრიდან:
ბაკურიანის ბოტანიკური ბაღი და ეკლესია, ტიმოთესუბნის ეკლესია წაღვერთან

18. რუკა, კოორდინატები http://www.maplandia.com/georgia/georgi ... abatsquri/
კოორდინატები:
41o 39’ N,
43o 37’ E

19. სასარგებლო საკონტაქტო ინფო: გზის მინიშნებაში დახმარება ბაკურიანის მოსახლეობას შეუძლია.

20. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით მონახულებული ადგილი 9
ამინდი 7, თუმცა მაინც ზალიან კმაყოფილი დავრჩით ამ გასვლით.

შენიშვნის სახით
ბაკურიანიდან ტაბაწყურში კოხტა გორა-მიტარბის გავლით ფეხით გადასვლა შესაძლებელია.
გზა საშუალოზე რთულია. მანძილი 17 კმია და 6 სთს საჭიროებს.
თვალწინ უალამაზესი
ალპური და სუბალპური მინდვრები იშლება

წინა გასვლის თემაში ამ ადგილის შესახებ საინტერესო ცნობები კავკასიკამ მოგვაწოდა. აქვე გადმოვიტან:

ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილი მდებარეობს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, სამხრეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში ზღვის დონიდან დაახლოებით 2,000-2,800 მ-ის სიმაღლეზე (ნახ. 1). ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილი, რომლის ფართობი დაახლოებით 22,000 ჰექტარია, ყველაზე დიდი აღკვეთილია ქვეყნის მასშტაბით. აღკვეთილი მდებარეობს ტაბაწყურის ტბის გარეშემო, რომელიც მოცულობის მიხედვით არის ყველაზე დიდი ტბა საქართველოში. აღკვეთილის ფარგლებში მოქცეულია მდინარე ქციას და წყლის სხვა უფრო მცირე ობიექტების ზედა წელი. რეგიონი გამორჩეულია თავისი უნიკალური მაღალმთიანი ჭარბტენიანი ტერიტორიებით, რომელთა შორის აღსანიშნავია ნარიანის ველი. აღკვეთილს ესაზღვრება ორი სოფელი – ტაბაწყური და მოლითი, ხოლო ბორჯომისა და ახალქალაქის რაიონების რამდენიმე სოფელი (ჭიხარულა და ბალანთა – ბორჯომის რაიონი; მოდეგა და ბეჯანო – ახალქალაქის რაიონი) მდებარეობს აღკვეთილის ფარგლებს გარეთ მის სამხრეთ საზღვართან.

გეოგრაფია

ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილი მდებარეობს მცირე კავკასიონის სამხრეთ ნაწილში სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ფარგლებში. ადმინისტრაციულად ტერიტორია ეკუთვნის ბორჯომისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებს. ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილი არის ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დამხმარე ზონის ნაწილი.

კლიმატი

ძირითადად გაბატონებულია მშრალი კონტინენტური მთის ჰავა. ზაფხული აქ მოკლე და გრილია, ივლისის თვის საშუალო ტემპერატურა 120ჩ-ია, ხოლო ივლისის საშუალო მაქსიმალური ტემპერატურა - 260ჩ. ზამთარი ცივი და თოვლიანია. იანვრის საშუალო ტემპერატურა -80ჩ-ია. წლის განმავლობაში ტერიტორია თოვლით არის დაფარული დაახლოებით 150 დღის მანძილზე. წლიური ნალექების რაოდენობა 700 მმ-ზე ნაკლებია, თუმცა წელიწადის საშუალოდ 50 დღე გამოირჩევა ძლიერი წვიმებით.

ჰიდროლოგია

ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილის ფარგლებში ორი ძირითადი წყლის ობიექტია – მდინარე ქცია და ტაბაწყურის ტბა. მდინარე ქცია სათავეს იღებს თრიალეთის ქედის სამხრეთ ფერდობებზე ზღვის დონიდან 2,422 მ-ის სიმაღლეზე. ის მოედინება ნარიანის ველზე (ზღვის დონიდან 2,050 – 2,080 მ), სადაც ის კვებავს ამ ტერიტორიისთვის დამახასიათებელ ჭაობებს. მდინარე ძირითადად იკვებება ატომოსფერული ნალექებით, თუმცა ის ასევე დამოკიდებულია მიწისქვეშა წყაროებზეც. მთელი წლის მანძილზე მდინარე ქცია ხასიათდება წყალმცირობით, მაგრამ მცირემასშტაბიანი წყალმოვარდნები იცის გაზაფხულზე და შემოდგომაზე. ზამთარში მდინარე ჩვეულებრივ დაფარულია ყინულის ფენით.

ტაბაწყურის ტბა

მოცულობის მიხედვით ტაბაწყური არის ყველაზე დიდი ტბა საქართველოში. მისი მოცულობა 221 მილიონ მ3-ს შეადგენს. ზედაპირის ფართობი 14.2 კმ2-ია, სიღრმე 42.2 მ-ს აღწევს. ტაბაწყურის ტბა მოქცეულია ქცია-ხრამის აუზში. ტბა მდებარეობს ბორჯომისა და ახალქალაქის ადმინისტრაციული ერთეულების საზღვარზე ზღვის დონიდან 1,997 მ-ის სიმაღლეზე. წყლის ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირებულია ზაფხულში (+15.30ჩ - აგვისტოს საშუალო თვიური ტემპერატურა). თითქმის ყოველ წელს დეკემბრიდან აპრილამდე ტბა დაფარულია 40-50 სმ სისქის ყინულის ფენით. წყლის დონე სეზონურად იცლება. ჩვეულებრივ წყლის დონე ეცემა იანვარში და მატებას იწყებს გაზაფხულის ბოლოს თოვლის დნობის დაწყების შემდეგ. წყლის დონე თავის მაქსიმუმს აღწევს ივნისში, ხოლო შემდეგ ისევ კლებას იწყებს. წყლის დონის ცვალებადობა დამოკიდებულია ტბის კვების რეჟიმზე. როგორც ცნობილია, ტაბაწყურის ტბას აქვს ჩაკეტილი აუზი. ტბის წყლის გადინება ასევე ხდება დაბალი წყალგამტარობის მქონე მიწისქვეშა ნაპრალებით.

კულტურული ინფორმაცია

არქეოლოგიური დახასიათება

ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილის ტერიტორიაზე აღმოჩენილია მთელი რიგი არქეოლოგიური უბნებისა. მეოცე საუკუნის დასაწყისში ტერიტორიის აღმოსავლეთ ნაწილში ნაპოვნი იქნა ბრინჯაოს ხანის ოთხი სამარხი (ყორღანი). 2002 წელს არქეოლოგიურმა ექსპედიციამ თავკვეთილის ფერდობებზე აღმოაჩინა შუა ბრინჯაოს ხანის ყორღანები. ქციის ველზე აღმოჩენილ იქნა ჩვენს წელთაღრიცხვამდე VII-IV საუკუნეებით დათარიღებული ნამოსახლარი, ხოლო სოფელ მოლითის ახლოს – ჩვენს წელთაღრიცხვამდე XV-XII საუკუნეების სამარხები და შუა საუკუნეების დასახლება.
ჩამოთვლილი არქეოლოგიური და კულტურული ძეგლებიდან ორს, კერძოდ, ტაბაწყურისა და თავკვეთილის ყორღანებს, აქვს საერთაშორისო მნიშვნელობა. შემდეგი ძეგლები კი ეროვნული მნიშვნელობისაა: მდინარე ქციის მარცხენა ნაპირზე მდებარე საყველიას მთის ნასოფლარი; სოფელ ტაბაწყურის ჩრდილოეთით მდებარე ქციის ველის და მუხების მთის ნამოსახლარი; საყველიას მთის ძირში მდებარე IX საუკუნის წითელი საყდარი. მერნიის და ქციის ყორღანები საყველიას სამარხოვნებთან ერთად. დანარჩენი ძეგლები ადგილობრივი მნიშვნელობისაა. ყველა ამ ისტორიულ თუ არქეოლოგიურ უბანს გააჩნია ტურიზმის განვითარების პოტენციალი. ამისათვის საჭიროა მათ მიმართ საკონსერვაციო ღონისძიებების განხორციელება ზიანის გამომწვევი ფაქტორების ნეიტრალიზაციის მიზნით.

დასახლებები და მოსახლეობა

სოფლები ტაბაწყური და მოლითი ეკუთვნის სამცხე-ჯავახეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ ბორჯომის საკრებულოს. ორივე სოფელს ჰყავს თითო არჩეული წარმომადგენელი საკრებულოში.
2002 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით, სოფელ ტაბაწყურის მოსახლეობა შეადგენს 723 ადამიანს, ხოლო სოფელ მოლითის - 273 ადამიანს. ადგილობრივი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ეთნიკური სომეხია. ყველამ იცის სომხური ენა, ქართულს და რუსულს ფლობს მხოლოდ მოსახლეობის მცირე ნაწილი.

ეკონომიკა

სოფლის მეურნეობა წარმოადგენს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ეკონომიკის ძირითად დარგს. ისევე, როგორც მთელს რეგიონში, საკვლევი ტერიტორიის ძირითადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებია: კარტოფილი, ბოსტნეული, ხილი, ხორცი, რძე და რძის ნაწარმი, კვერცხი და მატყლი.
სოფელ ტაბაწყურსა და მოლითში ძირითადად გავრცელებულია რძის პროდუქტების წარმოება, მეკარტოფილეობა და მეთევზეობა. მოსახლეობის უმეტესობას ჰყავს საქონელი. ადგილობრივი თემების 72% მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მეცხოველეობაზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია მეთევზეობაც. სოფლის მოსახლეობის თითქმის 42% თევზაობს. ოჯახების 9%-თვის მეთევზეობისგან მიღებული მოგება წარმოადგენს მათი შემოსავლის ძირითად წყაროს, მოსახლეობის 56% თევზის რესურსებს იყენებს მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის, რითიც წვლილი შეაქვს ოჯახის კეთილდღეობაში. ნადირობა არ არის პოპულარული ადგილობრივ მოსახლეობაში. ადგილობრივთა 92%-ს საერთოდ არ უნადირია ამ ტერიტორიაზე. იშვიათად გვხვდება არაადგილობრივი მონადირეებიც.
ადგილობრივი თემების უმეტესი ნაწილის შემოსავლის ძირითად წყაროს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით მიღებული შემოსავლები წარმოადგენს. დანარჩენები დამოკიდებული არიან სახელმწიფო პენსიებსა და ხელფასებზე. 20-ზე ნაკლები ადამიანი მუშაობს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის კომპანიაში, ძირითადად უსაფრთხოების სამსახურში. ზოგადად, ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლები საკმაოდ დაბალია და ამიტომ ისინი თავის ეკონომიკურ მდგომარეობას აფასებენ როგორც მძიმეს.

განათლება

ორივე სოფელში არის სკოლა. სკოლებში სულ 176 მოსწავლე სწავლობს, აქედან მოლითის დაწყებით სკოლაში დადის 47, ხოლო ტაბაწყურის დაწყებით და საშუალო სკოლაში – 129 ბავშვი.
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ჯიპტური ტაბაწყურში წალკის გავლით 8.05.11.

Post by Mta Mkvarebia » 10 მაი 2011, 15:44

ვიყავით 1 მანქანით: ნაია ზურმუხტათი, გოგა, ტომა, ფალკონი და მე.
დილიდან წვიმდა :(, თუმცა დროგამოშვებით. მთელი დღის განმავლობაში ღრუბლიანი ამინდი იყო. ფოტოებიც შესაბამისი გამოვიდა :(.
პირველი ფერადი, რაც დილით იმ მოღუშულ ამინდში გამოსულმა დავინახე, შუქნიშნის ანარეკლები იყო ტალახიან გუბეში:
Image
Image

შევიკრიბეთ დელისთან, ჩავხედით მანქანაში და გავუდექით გზას.
პირველი შეჩერება, სუფთა ჰაერი ჩავყლაპეთ:

Image
Image
Image
Image
Image

ნაიას დრო უქმად არ დაუკარგავს :D
Image
Image
Image
Image
Image

დროდადრო ტაბაწყურამდე გზის მდგომარეობას ვკითხულობდით. ეს ბიჭი კიდევ ისე პოზიორობდა, სულ ვერ ხვდებოდა რომ ხედს მიჩრდილავდა :D

Image

წალკას მივუახლოვდით და ავრანლოსკენ გადავუხვიეთ, გავიარეთ სოფლები ავრანლო, გუმბათი, კიზილ-კილისა (წითელი ეკლესია).


Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ჯიპტური ტაბაწყურში წალკის გავლით 8.05.11.

Post by Mta Mkvarebia » 10 მაი 2011, 15:50

სოფელს რომ გავცდით თავად წითელი ეკლესიაც გამოჩნდა. აქ ცოტა ხანს შევჩერდით.

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

გზა რომ გავაგრძელეთ, ნისლი ჩამოწვა, მივდიოდით და არ ჩანდა სად მივდიოდით, მალე ნისლიდან თოვლის უზარმაზარი, ორმეტრიანი ჯებირები წამოიმართა. გზა ისეთი იყო, არ ვიცოდით სად შეწყდებოდა გაკვალული მონაკვეთი და სად მოგვიწევდა გაჩერება. თუმცა გაგვიმართლა, როგორც მერე ტაბაწყურში გავარკვიეთ, სწორედ იმ დღეს გაევლო მაგ გზაზე ბულდოზერს და გაეკვალა :).

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ჯიპტური ტაბაწყურში წალკის გავლით 8.05.11.

Post by Mta Mkvarebia » 10 მაი 2011, 15:59

ისე ციოდა, მანქანიდან მხოლოდ ფოტოაპარატიანები გადმოვდიოდით. ნაიამ და ტომამ აპარატები სახლში დატოვეს და მხოლოდ ჯგუფური ფოტოს გადასარებად გამოვიტყუებდით გარეთ :D, ხელებს საერთოდ ვერ ვგრძნობდი :),

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

ეს ყვავილები რომ არა, ვერც ვიგრძნობდით რომ გაზაფხული იყო:


Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

ტაბაწყურის ტბა გამოჩნდა:

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ჯიპტური ტაბაწყურში წალკის გავლით 8.05.11.

Post by Mta Mkvarebia » 10 მაი 2011, 16:16

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

Image

ტაბაწყურში ჩვენს მეგობარ ოჯახს ვესტუმრეთ. მარუსას, ვარუშას და მათ შვილებს.

Image
Image
Image

Image

ეს ყოჩაღი გოგონა ნინო ფიროსმანაშვილია, რომელიც ინგლისურის მასწავლებლად წამოსულა თბილისიდან. ყველას არ შეუძლია მიატოვოს ოჯახის წევრები, მეგობრები და ასეთ მოწყვეტილ სოფელში წამოვიდეს მასწავლებლად. თურმე მასაც ზალიან უყვარს მოგზაურობა და რომ გაიგო ჩვენი ფორუმის შესახებ, გაუხარდა და აუცილებლად შემოგიერთდებიტო, გვითხრა :)


Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

თავკვეთულას მთა

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ჯიპტური ტაბაწყურში წალკის გავლით 8.05.11.

Post by Mta Mkvarebia » 10 მაი 2011, 16:24

Image
Image
Image

უკანა გზაზე:

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ჯიპტური ტაბაწყურში წალკის გავლით 8.05.11.

Post by Mta Mkvarebia » 10 მაი 2011, 16:36

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ჯიპტური ტაბაწყურში წალკის გავლით 8.05.11.

Post by Mta Mkvarebia » 10 მაი 2011, 16:51

ზამთრიდან კვლავ გაზაფხულში დავბრუნდით.
დასახლებული პუნქტებიც გამოჩნდა.
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

ზურმუხტა დღის ბოლოს ასე გამოიყურებოდა :)
ნაიასთან ერთად ის იმ დრის გმირი იყო, რაც მან გზებზე გვატარა :))

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

წალკის სოფლებიდან სანამ თბილისში ჩამოვიდოდით არაერთი საათი გავიდა. ისეთი ნისლი იყო გზად ჩამოწოლილი, არაფერი ჩანდა. რამდენჯერ ვინატრეთ ჩემი წითელი პომადა ;D შემოწმებით არ შეგვიმოწმებია, მაგრამ რამდენჯერ გამიგია ნისლიან ამინდში შეუცვლელია ფარებს თუ ჯვარედინად წაუსვამო, შემდეგ ლაშქრობაში აუცილებლად უნდა ჩავაგდო ზურგჩანთაში ;)

ძალიან იყოჩაღა ნაიამ იმ ნისლიან გზაზე და მისი წყალობით, მშვიდობით დავბრუნდით ქალაქში :D.
ნისლიან-წვიმიანი, მაგრამ დაუვიწყარი და ძალიან გემრიელი გასვლა გამოგვივიდა, რომელიც დროთა განმავლობაში ალბათ კიდევ უფრო გემრიელად გაგვახსენდება :D.
Image

User avatar
Falcon
მაწანწალა
Posts: 646
Joined: 22 ივლ 2009, 22:46
Location: აქ
ჯიპტური ტაბაწყურში წალკის გავლით 8.05.11.

Post by Falcon » 16 მაი 2011, 00:37

ლიკა, მადლობა რეპორტაჟისთვის.

მართლაც, მიუხედავად ღრუბლიანი ამინდისა, ძალიან კარგი გასვლა გამოვიდა, ასეთ ამინდშიც საინტერესოა წალკა-ტაბაწყური.

მეც დავდებ რამოდენიმე სურათს:

Image

Image

Image

Image



User avatar
Falcon
მაწანწალა
Posts: 646
Joined: 22 ივლ 2009, 22:46
Location: აქ
ჯიპტური ტაბაწყურში წალკის გავლით 8.05.11.

Post by Falcon » 17 მაი 2011, 00:30

შეციებულები თბილ ღუმელს მიუჯდნენ :)

Image

Image

User avatar
Falcon
მაწანწალა
Posts: 646
Joined: 22 ივლ 2009, 22:46
Location: აქ
ჯიპტური ტაბაწყურში წალკის გავლით 8.05.11.

Post by Falcon » 17 მაი 2011, 00:32

ჩვენ
8)

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image


User avatar
Falcon
მაწანწალა
Posts: 646
Joined: 22 ივლ 2009, 22:46
Location: აქ
ჯიპტური ტაბაწყურში წალკის გავლით 8.05.11.

Post by Falcon » 17 მაი 2011, 00:40

Image

ნახტომი "მთაშენკური"
Image

Image

გატალახიანებული ზურმუხტა დღის ბოლოს :)
Image

Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]