ზანავი–ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისი 2011წ.
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
ზანავი–ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისი 2011წ.
მატარებელი რამდენადაც მახსოვს 1 ვაგონიანი იყო. ავეხორხლეთ ჩვენი ზურგჩანთებით. დაახლოებით 40 წუთის სავალი გზა გვქონდა ხაშურამდე, თუმცა სიმღერ-სიმღერაში ეს დრო 10 წუთივით გავიდა.
ერთად მოვთავსდით ყველანი. ზოგი ზემოთ შემოვსკუპდით ქანდარაზე, ზოგიც მჭიდროდ დაბლა მოთავსდა. თითქმის საქართველოს ყველა კუთხის სიმღერა ვიმღერეთ, გული რომ არავის დასწყვეტოდა
ამ მატარებელში არ დამავიწყდება ერთი ბაბუ, რომელმაც მთელი გულითა და გრძნობით იმღერა ერთი სიმღერა. ვიდეოს ავტვირთავ და დავდებ.
მადლობა ბავშვს, რომ შემოგვინახა ბოლო დღის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა
ერთად მოვთავსდით ყველანი. ზოგი ზემოთ შემოვსკუპდით ქანდარაზე, ზოგიც მჭიდროდ დაბლა მოთავსდა. თითქმის საქართველოს ყველა კუთხის სიმღერა ვიმღერეთ, გული რომ არავის დასწყვეტოდა
ამ მატარებელში არ დამავიწყდება ერთი ბაბუ, რომელმაც მთელი გულითა და გრძნობით იმღერა ერთი სიმღერა. ვიდეოს ავტვირთავ და დავდებ.
მადლობა ბავშვს, რომ შემოგვინახა ბოლო დღის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა
ზანავი–ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისი 2011წ.
ხაშურში ჩამოსულებმა ქალაქის ცენტრში დიდი წრე გავაკეთეთ და აქაც ცეკვა-სიმღერით მოვკალით დრო, სანამ ტრანსპორტის ამბავს გაარკვევდნენ კანდელა და გიგა.
ხაშურიდან დავიმგზავრეთ ორი უცხოელი. მარიტამ უკვე აღნიშნა - კაცი გერმანელი, ქალი ჩეხი ეროვნების იყო.
როგორც თვითონ გვითხრეს, 12 წლის განმავლობაში ეუფლებოდნენ ქართულ სიმღერებს. სიმღერებიც იყო და სიმღერებიც. მათგან რამდენიმე პირადად მე პირველად მოვისმინე
მართლა სიამაყით და უდიდესი სიხარულით მევსებოდა გული, როცა ვგრძნობდი და ვხედავდი, როგორ აფასებენ სხვა ქვეყნის მოქალაქეები ჩვენს კულტურას, ამ შემთხვევაში ფოლკლორს
ასე სიმღერების გადაძახილ-გადმოძახილში ჩამოვედით დედაქალაქში.
ტრადიციულად დავემშვიდობეთ ერთმანეთს ახლო მომავალში ხილვის პერსპექტივით. უკვე ტაქსში ვსხდებოდით, რომ გიგას ხმა მოგვესმა. დიდუბის გადასასვლელ ხიდზე იდგა და ხელში ცელოფანი ეჭირა, რომელიც გზისთვის წამოვიღეთ და დარჩენილ ძეხვებსა და კეტჩუპ-მაიონეზს მივუჩინეთ ადგილი. ეს იყო მყისიერი რეაქცია. სანახევროდ ჩამსხდრები უკან გადმოვბარგდით ისევ და გიგას მივაშურეთ.
სუფრა გაიშალა გემრიელზე გემრიელი. ბიჭებმა ლუდი ამოიტანეს. ასე გემრიელად ამ 4 დღის განმავლობაში არ მიჭამია (დედას გეფიცებით)
ჩვენი 4 დღიანი გასვლის ბომჟური დასასრული

დასასრულს კი ვიტყოდი :
წამოსვლის წინა საღამოს თამაში ვითამაშეთ, სადაც ერთ-ერთი კითხვა ასეთი იყო: რამდენი ქულით შეაფასებდით გასვლას?
მე 8 ქულა დავუწერე, მაგრამ მაშინ არ ვიცოდი, რომ ამ ექსტრემალურ-ნისლიან-თოვლიან-ტალახიან მარშრუტს დაემატებოდა წამოსვლის დღეს გამოსული მცხუნვარე მზე ნებივრობა, მატარებლის მოგონებები, უცხოელებთან ერთად მგზავრობა და სუპერ დაბოლოება.
ხოდა მე ამ გასვლას ვაფასებ 9.5. ქულით (მერე რა რომ ვერ ვნახე დედაბერა და ბერების გამოქვაბული )

ლიბრა
ფაქტიურად მეც თქვენთან ერთად ვიყავი მაგ მარშუტზე, ისე დაწვრილებით აღწერე ყველაფერი მაგ მხარეში ივლისსში აჯობებს გასვლა ან ფერისცვალებამდე, მერე სიყვითლე ეპარება მთებს, და ბერების გამოქვაბულსაც ნახავ.
ხოდა ვიდეოო?

LiBrA
ვაიმეეეეე, რა ყოჩაღი გოგო ხარ
ვერცხლისწყალიიი
ვაიმეეეეე, რა ყოჩაღი გოგო ხარ
ვერცხლისწყალიიი
იმეტყველე გამართული ქართულით!!!
ზანავი–ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისი 2011წ.
ვაა საოსტატეტიც იმგზავრეთ?
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com
http://www.vardzelashvili.com
ზანავი–ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისი 2011წ.
მთელი ჩემი შეგნებული და შეუგნებელი ცხოვრების ,,ზაფხულები" რაჭაში მაქვს გატარებული. ჩემი სოფლიდან კატიწვერი ძალიან კარგად ჩანს და მიუხედავად იმისა, რომ ,,ა" რაჭული დიალექტის ძალიან პოპულარული დაბოლოვებაა (მაგ: ტირიფონა კაკალა - რაც თარგმანში ტირიფონის კაკალს ნიშნავს ბოშუნა, ბიჭუნა, წყალუკა და ა.შ.) არ მახსოვს ვინმეს კატიწვერა ეთქვას. ამიტომაც ძალიან ვბრაზობ, როდესაც ჩემს მშობლიურ კატიწვერს მავანნი კატიწვერად მოიხსენიებენ ხოლმე.LiBrA wrote:თოვლის გამო გართულდა მარშრუტის სწორი მიმართულების განსაზღვრა. (ამ თათბირისა და ლოდინის ეპიზოდმა კატიწვერის მსგავსი შემთხვევა გამახსენა და ერთდროულად ტკბილი მოგონებებისა და სიმწრის ღიმილი მომგვარა იქაც გზა აგვერია, გაყინულებს,სველებს. რაჭისგან განსხვავებით, აქ გადავურჩით დეკიან აღმართ-დაღმართებზე ფორთხიალს. თუმცა ამჯერად ზუსტად ვიცოდი, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს დროებითი დისკომფორტიც ისევე ტკბილად გამახსენდებოდა, როგორც ეხლა კატიწვერის ამბებს ვიხსენებთ ხოლმე მეგობრები
LiBrA ხოდა, რომ წავიკითხე და სწორად გეწერა ჩემს სიხარულს საზღცარი არ ქონდა ასე, რომ გარკვეულწილად მადლობაც კი მინდა გითხრა.
ჩემი ცხოვრება შესდგება ბევრი ტკბილეულისგან!
ზანავი–ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისი 2011წ.
avtokh
ვიდეოც იქნება, ვეღარ შემოვიხედე აქ ეს დღეები
Jnosy
მივეჩვიე მაგ სახელს ხო იცი (ჩემზეა დაპატენტებული)
Nika
ვიმგზავრეთ და თანაც ძალიან მხიარულად
Ledi
გამიხარდა, შენ რომ გაგიხარდა ისე იმდენად ხშირად მხვდებოდა ყველგან კატიწვერა, ლამის ეჭვი შემეპარა ,,კატიწვერი''-ს სისწორეში, ხოდა რადგან რაჭველი ქალი ამბობ, რომ კატიწვერია, ესე იგი ეგრეა

http://www.youtube.com/watch?v=QOK1EyPc4L0LiBrA wrote:
ამ მატარებელში არ დამავიწყდება ერთი ბაბუ, რომელმაც მთელი გულითა და გრძნობით იმღერა ერთი სიმღერა. ვიდეოს ავტვირთავ და დავდებ.
ესეც შეპირებული ვიდეო. ტექსტის მიხედვთ თუ ვიმსჯელებთ, წარმომავლობა საბჭოურ პერიოდს უნდა უკავშირდებოდეს
P.S.მადლობა დოლიძელს ვიდეოს ატვირთვისთვის :*