ყველაზე სწრაფები მსოფლიოში-არბენა ჯადოსნურ ტობავარჩხილზე2010

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
ყველაზე სწრაფები მსოფლიოში-არბენა ჯადოსნურ ტობავარჩხილზე2010

Post by Tamusia » 10 მაი 2011, 16:32

ოხოჯე, ადგილი სადაც ყოველ წუთნახევარში ვუხსნიდი მზეს სიყვარულს


აეეეეეეე :D :D :D
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
tushi aleko
ბილიკზე მოარული
Posts: 77
Joined: 23 ივლ 2009, 14:39
Location: თუშეთი-წოვათა
ყველაზე სწრაფები მსოფლიოში-არბენა ჯადოსნურ ტობავარჩხილზე2010

Post by tushi aleko » 10 მაი 2011, 18:29

ოხოჯე, ადგილი სადაც მიძინებული რომანტიზმიც კი ბობოქრობდა


აეეეეე :lol: :lol: :lol: :lol:
წამო თუშეთში

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
ყველაზე სწრაფები მსოფლიოში-არბენა ჯადოსნურ ტობავარჩხილზე2010

Post by zura N. » 13 მაი 2011, 09:14

tushi aleko
GIO GEO


მოვითხოვ თემის გაგრძელებას! :twisted: :wink:
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
tushi aleko
ბილიკზე მოარული
Posts: 77
Joined: 23 ივლ 2009, 14:39
Location: თუშეთი-წოვათა
ყველაზე სწრაფები მსოფლიოში-არბენა ჯადოსნურ ტობავარჩხილზე2010

Post by tushi aleko » 13 მაი 2011, 12:03

ეხლავე ზურა ბატონო ეხლავე :wink: :wink: :wink: :wink:
წამო თუშეთში

User avatar
tushi aleko
ბილიკზე მოარული
Posts: 77
Joined: 23 ივლ 2009, 14:39
Location: თუშეთი-წოვათა
ყველაზე სწრაფები მსოფლიოში-არბენა ჯადოსნურ ტობავარჩხილზე2010

Post by tushi aleko » 13 მაი 2011, 14:48

ტკბილად გამოძინებულებს წვიმიან-ნისლიანი დილა გაგვითენდა. საკმაოდ ცუდ ხასიათზე დაგვაყენა დაბურულმა გარემომ, მაგრამ სხვა გზა არ იყო, ტობავარჩხილზე უნდა გადავსულიყავით. ფეხს ვითრევდით ამინდის გამოსწორების ლოდინში მაგრამ ამის წინაპირობაც კი არსად ჩანდა. ავიკარით გუდა-ნაბადი და დავიძარით ტობასკენ. წინ საკმაოდ ვრცელი აღმართის გადასვლა გვიწევდა, ნისლი კი ამ სირთულეს გვიორმაგებდა. ნაცნობი ადგილების მიუხედავად მიმართულების აღება საკამოდ გაგვიჭირდა.

Image


Image


Image


ერთი ვიცოდით რომ აღმართი უნდა აგვეტანა და ვარაუდით მივყვებოდით თოვლიან ფერდობს. დიდი ეჭვის და წვალების შედეგად როგორც იქნა მივაღწიეთ უღელტეხილს.

Image


Image


Image



წესით ტბაც უნდა გამოჩენილიყო მაგრამ სადღაც ნისლების ალიაქოთში ბუნდოვნად ვარჩევდით ტობას. დაშვება დავიწყეთ და თანდათან იკვეთებოდა ტობავარჩხილის კონტურები

Image


Image


Image


Image


Image


Image


გაგრძელდება მალე... :D :D :D
წამო თუშეთში

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
ყველაზე სწრაფები მსოფლიოში-არბენა ჯადოსნურ ტობავარჩხილზე2010

Post by zura N. » 13 მაი 2011, 15:07

tushi aleko wrote:
Image

გაგრძელდება მალე... :D :D :D
რას დაგიყირავებიათ ეს ტბა, გადმოიქცევა და აღარ დარჩება მერე... :roll: :D :lol:

პ.ს. ისე რავი შეიძლება მე მეჩვენება და ყველაფერი "Jack Daniels"-ის ბრალია... :oops: :D :lol: :lol:
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
GIO_GEO
ბოდიალა
Posts: 112
Joined: 25 აგვ 2007, 17:05
Location: მთვარე
ყველაზე სწრაფები მსოფლიოში-არბენა ჯადოსნურ ტობავარჩხილზე2010

Post by GIO_GEO » 13 მაი 2011, 22:23

იქ ჩასულებს ისეთი სიურპრიზი დაგვხვდა ჩემი თვალით რომ არ მენახა გამიჭირდებოდა დაჯერება... :shock: :arrow: ოოოო როგორ მენატრები ტობააააა......
ბალახი ვიყო სათიბი, არა მწადიან ცელობა...

User avatar
GIO_GEO
ბოდიალა
Posts: 112
Joined: 25 აგვ 2007, 17:05
Location: მთვარე
ყველაზე სწრაფები მსოფლიოში-არბენა ჯადოსნურ ტობავარჩხილზე2010

Post by GIO_GEO » 13 მაი 2011, 22:31

tushi aleko wrote:
Image
ამ ფოტოს რომ ვუყურებ აბალდუის დაცურება და ნიკას თავგანწირული ნახტომი მახსენდება ტობას პირველი გასვლიდან :) :)
ბალახი ვიყო სათიბი, არა მწადიან ცელობა...

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ყველაზე სწრაფები მსოფლიოში-არბენა ჯადოსნურ ტობავარჩხილზე2010

Post by ARCHILI » 13 მაი 2011, 22:44

GIO_GEO wrote:
ამ ფოტოს რომ ვუყურებ აბალდუის დაცურება და ნიკას თავგანწირული ნახტომი მახსენდება ტობას პირველი გასვლიდან :) :)
მაშინ ჯონიმ მიშველა, თორემ ნიკას თავგანწირულმა ნახტომმა მე ტავიტ შემომატრიალა და კინაღამ ტვინი მივასხი კლდის შვერილებს, ჯონის რომ არ შემოვატრიალებინე, მერე ფეხებით "მივეფერე" ქვებს :D :D :D

:D :D :D
Image

User avatar
GIO_GEO
ბოდიალა
Posts: 112
Joined: 25 აგვ 2007, 17:05
Location: მთვარე
ყველაზე სწრაფები მსოფლიოში-არბენა ჯადოსნურ ტობავარჩხილზე2010

Post by GIO_GEO » 13 მაი 2011, 22:52

ARCHILI wrote:
GIO_GEO wrote:
ამ ფოტოს რომ ვუყურებ აბალდუის დაცურება და ნიკას თავგანწირული ნახტომი მახსენდება ტობას პირველი გასვლიდან :) :)
მაშინ ჯონიმ მიშველა, თორემ ნიკას თავგანწირულმა ნახტომმა მე ტავიტ შემომატრიალა და კინაღამ ტვინი მივასხი კლდის შვერილებს, ჯონის რომ არ შემოვატრიალებინე, მერე ფეხებით "მივეფერე" ქვებს :D :D :D

:D :D :D
მაგდენი შემოტრიალება აღარ მახსოვდა :roll: მგონი შენ სწორედ მიდიოდი და ხელი შეგიშალეს :lol: :lol:
ბალახი ვიყო სათიბი, არა მწადიან ცელობა...

User avatar
tushi aleko
ბილიკზე მოარული
Posts: 77
Joined: 23 ივლ 2009, 14:39
Location: თუშეთი-წოვათა
ყველაზე სწრაფები მსოფლიოში-არბენა ჯადოსნურ ტობავარჩხილზე2010

Post by tushi aleko » 13 მაი 2011, 23:48

ხოდა სად გავჩერდიით.....
ხოდა როგორც იქნა ჩავედით ტბასთან. ტობასთვის მზეს უფრო მეტად გაემეტებინა სითბო და სხივები ვიდრე ოხოჯესთვის და თითქმის მთლიანად გაელღვო ყინულის საფარი. ძველ ნაბანაკართან მივირბინეთ და იქ ისეთი რამ დაგვხვდა თვალებს ვერ ვუჯერებდით, შარშანდელი დანატოვარი ტობავარჩხილის გამზირი. აი მაგ საოცრებამ კი მართლა გადაგვწია წამიერად ერთი წლით უკან.

Image


Image


Image


Image
წამო თუშეთში

User avatar
GIO_GEO
ბოდიალა
Posts: 112
Joined: 25 აგვ 2007, 17:05
Location: მთვარე
ყველაზე სწრაფები მსოფლიოში-არბენა ჯადოსნურ ტობავარჩხილზე2010

Post by GIO_GEO » 14 მაი 2011, 00:07

tushi aleko wrote:
Image[/color]
ეხლაც ვერ ვხვდები როგორ უნდა გადარჩენილიყო ერთი წლის წვიმისა და თოვლის შემდეგ... მაგრამ ფაქტია :wink: ტობაზე ყველეფერი ხდება :)
ბალახი ვიყო სათიბი, არა მწადიან ცელობა...

User avatar
tushi aleko
ბილიკზე მოარული
Posts: 77
Joined: 23 ივლ 2009, 14:39
Location: თუშეთი-წოვათა
ყველაზე სწრაფები მსოფლიოში-არბენა ჯადოსნურ ტობავარჩხილზე2010

Post by tushi aleko » 14 მაი 2011, 00:30

როგორც წესი ამინდი საკმაოდ ცვალებადი უნდა ყოფილიყო, მაგრამ იმ დღეს ბედი ნამდვილად არ გვწყალობდა და ამინდიც არ აპირებდა შეცვლას. ვინაიდან ჩვენი კარვის გმირობა და შესაძლებლობები კარგად გვახსოვდა გამოსავლის ძებნა დავიწყეთ. ისეთივე გამოქვაბული გვინდოდა გვეპოვა როგორიც ოხოჯეზე აღმოვაჩინეთ მაგრამ აქ არ გაგვიმართლა, მსგავსიც არაფერი იყო. სხვა გზა არ გვქიონდა, ისევ ინჟინერ-მშენებლობა თუ გადაგვარჩენდა. იქვე ტბის პირას უშველებელი ლოდი იწვა ოდნავ დაცერავებით. გადავწყვიტეთ კედლები ამოგვეყვანა გარშემო, ზემოდან ცელოფანი გადაგვეფარა და კარავი ასე შეგვეფუთა. როგორღაც მოვახერხეთ, მაგრამ ისიყო კარავში შევძვერით ბობოქარი კუჭის დასაწყნარებლად რო ქარმა დაჰქროლა და ჩვენი ცელოფანი ველად გაჰქონდა ნიავსა. ისევ ჯონიმ იყოჩაღა და ცელოფანი გადაგვირჩინა, მაგრამ ახლიდან გამაგრებითი სამუშაოების ჩატარების თავი არცერთს აღარ გვქონდა, ამიტომ გათბობის სხვა ხერხს მივმართეთ, დალოცვილი ჭაჭის ნაჟური:lol: :lol: :lol:

Image



Image


აი შედეგიიიც :lol: :lol: :lol:

http://www.youtube.com/watch?v=JLydppTFHvc

:lol: :lol: :lol:
წამო თუშეთში

User avatar
GIO_GEO
ბოდიალა
Posts: 112
Joined: 25 აგვ 2007, 17:05
Location: მთვარე
ყველაზე სწრაფები მსოფლიოში-არბენა ჯადოსნურ ტობავარჩხილზე2010

Post by GIO_GEO » 14 მაი 2011, 00:41

tushi aleko wrote:
Image


აი შედეგიიიც :lol: :lol: :lol:

http://www.youtube.com/watch?v=JLydppTFHvc
აეეეეეეე :D ნანაინანაინანააა ნანაინანაინანაააა........... :lol: :lol:
ბალახი ვიყო სათიბი, არა მწადიან ცელობა...

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ყველაზე სწრაფები მსოფლიოში-არბენა ჯადოსნურ ტობავარჩხილზე2010

Post by guruli » 14 მაი 2011, 01:51

tushi aleko
აი შედეგიიიც

http://www.youtube.com/watch?v=JLydppTFHvc
ლაშქრობაც, ფოტოებიც და თხრობაც ძალიან კარგია, მაგრამ სიმღერაზე ღმერთებიც და მზეც ერთად იბრუნებდნენ პირს ტობავორჩხილიდან, კიდეც რომ ყოფილიყვნენ მანდ. :D :D
მართლაც კარგი რეპორტაჟია. ყოველტვის მინდოდა რესპექტები დამეპოსტა, მაგრამ თხრობის დასრულებას ველოდებოდი. უბრალოდ, ვერ მოვითმინე და შემომეპოსტა. :) :wink:

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]