ბარსელონა,მადრიდი, ვალენსია, პრაღა 19-28.04.2011

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ბარსელონა,მადრიდი, ვალენსია, პრაღა 19-28.04.2011

Post by Mta Mkvarebia » 03 მაი 2011, 15:34

ესეც ასე, როგორც გოგა ამბობს, პირველი კარვული გასვლა ევროპაში შედგა :D
ჯობია თემა წესების დაცვით გავხსნა და სასარგებლო ინფორმაცია პირველსავე წერილში ჩავამატო. მაშ ასე:


1. რეგიონი:
ანუ ქვეყანა ;) - ესპანეთი და ჩეხეთი

2. მარშუტის დასახელება:
თავის ქალაქგარე თუ ქალაქშიდა ექსკურსიების ჩათვლით დავწერ და ამ ექსკურსიებს ფრჩხილებში ჩავწერ შესაბამის ქალაქს), თუმცა ყველა ექსკურსიაზე თუ კულტურულ ღონისძიებაზე ერთად არ გვივლია, ინტერესების მიხედვით ზოგმა რა აირჩია, ზოგმა რა::
თბილისი-პრაღა-ბარსელონა(ტიბიდაბოს მთა და საკრე კერ-ის ესპანური ანალოგი ტაძარი, Cosmo Caixa ანუ ბარსელონის მეცნიერების მუზეუმი, მონჟუიკის მთა და მონჟუიკის ციხე, გაუდის Casa Batllo და Casa Milla, Park Guell-ი, გოთიკური უბანი, ლა რამბლა, Pablo Espaniol ანუ ესპანური სოფელი იქაური ეთნოგრაფიული მუზეუმი, ესპანეთის სხვადასხვა რეგიონისთვის დამახასიათებელი შენობებით და პატარა ქუჩებით.Sagrada Familia და ბარსელონას სხვა ყველა ღირშესანიშნაობა გარედან დავათვალიერეთ Bus Turistico-ს ავტობუსის ბილეთით)-მონსერატის მთა და მონსერატის მონასტერი თავისი ცნობილი, კატალონიის მფარველი შავი ღვთისმშობლის ფიგურით, რომლის სანახავადაც რიგშიც 2 საათი ვიდექით)-ბარსელონა-მადრიდი- ესკორიალი (ესკორიალის სამეფო სასახლე და მისი ბაღები)-მადრიდი (პრადოს მუზეუმი, რეინა სოფიას მუზეუმი, ტისენ-ბორმნემისას მუზეუმი, დებოდის ტაძარი, სამეფო ბოტანიკური ბაღი, რეტიროს პარკი კრისტალის და ვილასკესის სასახლეებით. სამეფო სასახლე, ალმუდენას ტაძარი და სხვა ღირშესანიშნაობები გარედან დავათვალიერეთ)- - ვალენსია- კალატრავას მეცნიერებისა და ხელოვნების ცენტრი, გასაოცარი შენობებით, ძველი ქალაქი და კათედრალური ტაძარი სადაც დაცულია გრაალის თასი, კერამიკის მუზეუმი, გარედან დავათვალიერეთ ასევე ლა ლონხა და მერკადო ცენტრალი, ასევე გავისეირნეთ პლაჟზე- - პრაღა (პრაჟსკი გრად-კარლოვი მოსტ-ძველი მერია და მისი ცნობილი საათი, ვლაცლავის მოედანი)-თბილისი

3. ხანგრძლივობა:
10 დღე
19.04-28.04.2011

4. სირთულე:
დაღლა, ესაა მთავარი სირთულე, დღეში დაახლოებით 20 კმ-ის გავლა გვიწევდა, ხანდახან მთელი დღე დავდიოდით და მხოლოდ საღამოს ან მეტროთი მგზავრობის დროს გვქონდა სკამზე ჩამოსხდომის საშუალება :). გზის გაკვლევას რაც შეეხება, არაფერი სირთულე, თუ რუკები (ქალაქსაც და მეტროსიც) კარგად გაქვს შესწავლილი არ დაიკარგები. ერთი დიდი სირთულე ისაა რომ ინგლისური ნაკლებად ესმით, გვიხაროდა თუ ვინმე ინგლისურენოვანს შევხვდებოდით. მაგრამ სასაცილო ისაა, რომ ისეთი მონდომებით გიხსნიან გზას ესპანურად, რომ ენა რომც არ იცოდე, მაინც გებულობ რას გეუბნებიან :D.

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
ვიცი ეს საკითხი ბევრს აინტერესებს ამიტომ შევეცდები დაწვრილებით დავწერო, ასევე დაწვრილებით დავწერო რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, რომ თქვენი მოგზაურობა შედარებით მცირებიუჯეტიანი იყოს:
მოგზაურობის განსხვავებული პროგრამის გამო ხარჯები ყველასთვის ინდივიდუალური იყო.
ჩემს მაგალითზე გეტყვით. საყიდლების გარდა სხვა ყველა ხარჯი ავიაბილეთი, სასტუმროები, კვება, შიდა ტრანსპორტი -მეტრო, ტაქსი და ქალაქთშორისი თავის ექსკურსიებიან-მუზეუმის ბილეთებიანად დაახლოებით 930 ევრო დამიჯდა. აქედან: ავიაბილეთი- 264 ევრო, სასტუმროები 8 დღისათვის (ერთი ღამე ღამის მატარებელში გავათენეთ როცა ბარსელონიდან მადრიდში მივდიოდით) -290 ევრო(საკმაოდ კარგი, 3 და 4ვარსკვლავიანი სასტუმროები სხვათა შორის, ბარსელონასი და მადრიდში დილის საუზმე ამ თანხაში შედიოდა. ჰოსტელები ან აპარტამენტები უფრო იაფი დაჯდებოდა მაგრამ ამისთვის ვიზაზე 2 თვით ადრე უნდა იზრუნოთ და უკვე ვიზა რომ წინასწარ გექნებათ სასტუმროების არჩევანიც დიდი იქნება. ჩვენ 1 კვირით თუ 10 დღით ადრე დავჯავშნეთ და ყველა კარგპირობიანი იაფი სასტუმრო დაკავებული იყო), საქალაქთაშორისო ტრანსპორტი: ღამის მატარებელი ბარსელონა-მადრიდი -59 ევრო (ჩქარი მატარებლით სპეციალურად არ ვიმგზავრეთ, ღამის მატარებელი იმიტომ ავირჩიეთ რომ დროც მოგვეგო და თანხაც. ღამით ვიმგზავრეთ და აღარ ჰქონდა მნიშვნელობა იმ 11 საათს სასტუმროში გავატარებდით თუ მატარებელში), ავტობუსი მადრიდი-ვალენსია-25 ევრო, მატარებელი ვალენსია-ბარსელონა-25 ევრო (მადრიდიდან ბარსელონაში რეგიონალური ანუ შედარებით ნელი და იაფი მატარებელი ავირჩიეთ, რადგან ბარსელონაში ამჯერად მხოლოდ ღამის გასათევად მივდიოდით და დიდი მნიშვნელობა არარ ჰქონდა საღამოს 8 საათზე ჩავიდოდით თუ 10 საათზე, სხვა შემთხვევაში, 2 საათი მნიშვნელოვანი დროა, რომლის გაფლანგვა 20 თუ 25 ევროს დასაზოგად არ ღირს ). ექსკურსიები: Bus Turistico ბარსელონასი - ორი დღით 28 ევრო. დაგვირიგეს რუკა მასზე მოხაზული ღირშესანიშნაობების მარშრუტით, ამ ღირშესანიშნაობების შესახებ გაჩერებასა და გაჩერებას შორის მანძილზე ყურსასმენებში ვისმენდით ინფორმაციას 12 ენაზე, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ქართული ენა არ აქვს ;) ბილეთი სხვადასხვა ღირშესანიშნაობა-მუზეუმზე და მაღაზია-კაფეებშიც კი ფასდაკლებას გულისხმობს), რობლე ესპანიოლი ფასდაკლებით 7 ევრო მის გარეშე-9, კაზა ბატლო-ფასდაკლებით 16,5 ევრო, მის გარეშე-18 ევრო, ესკორიალის სასახლე-10 ევრო, მადრიდში Paseo Art-ის ბილეთი ანუ პრადო ტისენ-ბორნემისას და რეინა სოფიას მუზეუმების ბილეთი ერთად - 17,5 ევრო (ცალცალკე -8-8-6 ევრო), მონსერატის კომბინირებული სამგზავრო ბილეთი ტრანსმონსერატი-23ევრო (შედის მეტროთი, მატარებლით, საბაგიროთი და კლდის მატარებლით მგზავრობა. ორი გზა. საბაგიროები და მეტრო ულიმიტოდ, თქვენ წარმოიდგინეთ 1 კვირის მერეც გამოგვადგა მეტროში ტრანსმონსერატის ბილეთი, ოღონდ ყოველ 15 წუთში 1 კაცს ატარებს), ვალენსიის კათედრალის ტურისტული ბილეთი აუდიომეგზურით-5 ევრო, ვალენსიის კერამიკის მუზეუმი-3 ევრო, ბარსელონის მეცნიერების მუზეუმი-2 ევრო (ფასდაკლებით), პრაღის საათის კოშკურაზე ასვლა -5ევრო; შიდა ტრანსპორტი: ტ10 (მეტროსა და ავტობუსის ბილეთი, რომელსაც გინდა ავტობუსზე გამოიყენებ გინდა მეტროში) ბარსელონაში 7 ევრომდე ღირდა, და კარგი სამსახურიც გაგვიწია. მადრიდში თითქმის 10 ევრო ღირდა (9,30), ამიტომ მის ყიდვას აზრი არ ჰქონდა. ისე 1 მგზავრობა მეტროთი ბარსელონაში 1.4 ღირდა, მადრიდში - 1 ევრო და ვალენსიაში 1,3 ევრო. ბარსელონის აეროპორტიდან აერობუსი- 5,5 ევრო კაცი. პრაღის 1დღიანი სამგზავრო ბილეთი ყველა სახის ტრანსპორტისთვის (მეტრო, ავტობუსი, საბაგირო, აერობუსი აეროპორტიდან) განუსაზღვრელი რაოდენობის მგზავრობისთვის-100 კრონა ღირდა ანუ დაახლ. 5 ევრო, ეს ბილეთიც მაგრად გამოგვადგა იმის მიუხედავად რომ თითქმის ფეხით დავდიოდით ქალაქში, მაგრამ აეროპორტი-პრაღა, პრაღა-აეროპორტი, ტრამვაიში 2-ჯერ ასვლა და მეტროში 2-ჯერ ჩასვლა მაინც მოგვიხდა და სულ მაგ დღიური ბილეთით ვმოძრაობდით. ტაქსის ფასი განსხვავებული იყო, იმის მიხედვით დღის რა ნაწილში აჩერებდით, დღისით თუ ღამით, კვირის რა დღე იყო და რა დღესასწაული. აეროპორტში , ტურისტულ ადგილას, შაბათ-კვირას, დღესასწაულზე და ღამით უფრო მეტი თანხა ემატებოდა გავლილ მანძილს. მხოლოდ 4 კაცს შეეძლო ტაქსში ჩასხდომა, ამიტომ 2-2 ტაქსის გაჩერება გვიწევდა, 5მგზავრიანი მანქანის შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი თანხა ემატებოდა, თუმცა 2 მანქანის დაქირავების თანხაზე ნაკლები გამოდიოდა. ეს ის თანხებია რაც უცებ გამახსენდა. სუპერმარკეტში საკვები ძვირი არ ღირდა, თითქმის თბილისის ფასებია, ზოგი ცოტა ძვირი, ზოგი -იაფი. ხილი იაფია, თბილისზე გაცილებით იაფი.

6. მონაწილეთა რაოდენობა
5 კარველი:
1.მთა მყვარებია
2.ტომა
3. ტებრო
4. რუსკიტო
5. სურპრიზი კარველი-გვალვა

7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი
იდეა მე და ტომას გაგვიჩნდა, თუმცა თავიდან სულ სხვა მიმართულებით. მერე მარშრუტი ყველამ ერთად დავგეგმეთ

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
2500 კმ თბილისი-პრაღა, 1600კმ-პრაღა-ბარსელონა

10. ფეხით გავლილი მანძილი:
დღეში სულ მცირე 15-20 კმ.

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
ძალიან ბევრი, ზემოთ უკვე ჩამოვთვალე ნაწილი

12. საბანაკე ადგილები:
კარვის გაშლა ალბათ სპეციალურ საბანაკე ადგილას თუ შეიძლება მხოლოდ, ასევეა ცეცხლის დანთებაც.

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
ბარსელონაში და მადრიდში ონკანის წყალი ისმევა, ქუჩაშიც მრავლადაა წყლის დასალევი შადრევნები

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
გაზაფხული და შემოდგომა. ზაფხულში საკმაოდ ცხელა. რაც შეეხება პრაღას ძალიან ლამაზია დეკემბრის მეორე ნახევარში, შობის პერიოდში, როცა სადღესასწაულოდაა მორთული და საშობაო ბაზრობები იმართება. (ჩვენს დროს სააღდგომო ბაზრობები იყო)

16. რისკები, საფრთხეები:
ბარსელონაში, რამბლაზე , ასევე მეტროში ძალიან ბევრი ქურდბაცაცა გვხვდება, ამიტომ ყურადღებით ვიყავით, ზურგჩანთის ტარება მიზანშეწონილი არაა, ჯობია მხარზე გადასაკიდი ჩანთა მყარი თასმებით, და ჯობია წინ გქონდეთ ჩამოკიდებული თვალთახედვის არეში.

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების
შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს

ვინ მოთვლის. მე პირადად მადრიდის სამხრეთი რეგიონების ნახვაზე მაბოდებს უკვე: ანდალუსია, გრენადა და პატარ-პატარა კუნძულები.

18. პირობები სხვა და სხვა აქტივობისთვის

19. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
ჩვენ გლობალსელი გვქონდა, რომელიც ყველგან იჭერდა მონსერატის მთების გარდა. ოჯახის წევრებსაც იმით ვუკავშირდებოდით და ერთმანეთსაც. გლობალსელი-მაგთი ან ჯეოსელი - 1 წუთი 0,59 ევრო და გლობალსელი-გლობალსელი- 0,28 ევრო

20. სასარგებლო საკონტაქტო ინფო

21. რუკა, ჯი-პი-ეს-მონაცემები
ჯი-პი-ესის რა გითხრათ მაგრამ რუკები გუგლიდან თქვენ თავად შეგიძლიათ რა მასშტაბშიც გნებავთ იმ მასშტაბში იხილოთ, მაგ კი არა თანამგზავრის რეჯიმში სამგანზომილებაში ნახავთ ნებისმიერ ღირშესანიშნაობას და მასთან მიმავალ გზას. წასვლამდე ასე გვქონდა უკვე ესპანეთი დათვალიერებული და რომ ჩავედით დეჟავიუს შეგრძნება გვქონდა :)))

22. სიმაღლე ზღვის დონიდან
ყველაზე მაღლა ჩამოთვლილთაგან მადრიდი მდებარეობს, რომელიც თურმე ყველაზე მაღალი დედაქალაქია ევროპაში. და რა სიმაღლეზეა არ გაინტერესებთ? დაახლ. 650
მეტრზე, თითქმის თბილისის სიმაღლე :D

23. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10 ქულიანი სისტემით
100 ;)))

24. სასარგებლო ბმულები
მადრიდის მეტროს რუკა:
http://www.metromadrid.es/export/sites/ ... 011-04.pdf
ბარსელონას მეტროს რუკა:
http://www.tmb.cat/img/genplano.pdf
ვალენსიის მეტროს რუკა:
http://www.valencia-cityguide.com/image ... lencia.pdf
პრაღის მეტროს რუკა:
ბარსელონას Bus Turistic-ის ღირშესანიშნაობების მარშრუტის რუკა:
http://www.barcelonaturisme.com/imgfile ... T_2011.pdf

ესპანეთზეც და პრაღაზეც ძალიან ბევრი მეგზური შეგიძლიათ ნახოთ ინგლისურ ენაზე გუგლის წიგნების ვებ-გვერდზე და სხვაგანაც. ზოგი გადმოწერადია, ზოგიც ონლაინ რეჟიმში წასაკითხი:

ესაა გადმოწერადი მეგზურების ბმულები:
http://www.inyourpocket.com/
ეს უშუალოდ პრაღისთვის ბმული, უფასო გადმოწერას დააჭერთ და გადმოიწერთ:
http://www.inyourpocket.com/czech-republic/prague
ამ ვებგვერდზე სამწუხაროდ ესპანეთი საერთოდ არაა.
მეორე საიტზე არის ბარსელონაც, მადრიდიც და ვალენსიაც, თუმცა ეს ჯიბის მეგზურები სულ 3-გვერდიანებია, მაგრამ სასარგებლო და კომპაქტურ ინფორმაციას შეიცავს:
http://www.hostelworld.com/pdf-guides.php
აქ მარჯვენა კუთხეში კონტინენტების მიხედვითაა ჩამოშლილი ქალაქების დასახელება, იქ შეხვალ და ისე გადმოიწერ.

ახლა ონ-ლაინ რეჟიმში საკითხავი მეგზურები:
http://www.google.com/search?tbm=bks&tb ... fd506d7950
რომელსაც უწერია Полный просмотр იქ სრული მოცულობითაა ტექსტი. მე მაგ ბმულზე მხოლოდ 2010 წლის მეგზურებზე მივეცი ძებნა, რადგან იქ უფრო ზუსტი ფასები იქნება მუზეუმებზე და ა.შ. მაგრამ წინა წლის მეგზურებიც შეგიძლია გადაათვალიერო. ყველაზე მეტად მომეწონა ეს: http://books.google.com/books?id=djx05V ... CEAQ6AEwAA შეგიძლიათ ცალკე მადრიდზე მისცეთ ძებნა, ცალკე ბარსელონაზე და ა.შ. მოკლედ ზღვა მასალაა
Last edited by Mta Mkvarebia on 23 მაი 2011, 10:12, edited 6 times in total.
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ბარსელონა,მადრიდი, ვალენსია, პრაღა 19-28.04.2011

Post by Mta Mkvarebia » 03 მაი 2011, 16:22

აი ჩვენი უცნაურად დაგეგმილი, სპონტანური მოგზაურობაც განხორციელდა და ახლა შევეცდები ფოტოებით თუ სიტყვებით თქვენც მოგითხროთ და შეძლებისდაგვარად ჩვენთან ერთად გამოგზაუროთ ამ ულამაზეს, ფერადოვან, მზით გამთბარ და ფორთოხლის სუნით გაჟღენთილ ქვეყანაში.

ყველაფერი მართლა უცნაურად დაიწყო, ჩემი და ტომას საერთო ახლობელი სულ მოგზაურობას ნატრობს, სულ სადღაც წასვლას აპირებს, მაგრამ მერე ვეღარ ახერხებს თავის სურვილების განხორციელებას და სურვილი სურვილად რჩება. სწორედ მან წამოჭრა ტაბაში წასვლის იდეა, რომელიც ჩვენც ავიტაცეთ, იორდანია და სინას მთა სანახავი დაგვრჩა და თან ისევ წითელ ზღვაზე დავისვენებთთქო.
მაგრამ ის ფასები რაც სხვადასხვა ტუროპერატორმა შემოგვთავაზა, ცოტა არ იყოს, ტაბასთვის და ეგვიპტისთვის გვეძვირა. გადავწყვიტეთ, თანხა დაგვემატებინა და ევროპისკენ აგვეღო გეზი. თუ მოგზაურობაა, მოგზაურობა იყოსთქო და პრაღა-ვენა-დრეზდენი-ბუდაპეშტის მიმართულებას დავადგით თვალი. მაგრამ ჩვენს სანდო ტუროპერატორთან (ვინც ეგვიპტეში გაგვიშვა) კონსულტაციების მერე, ესპანეთის იდეამაც გაიჟღერა. ესპანეთი იაფი ქვეყანაა, პრაღა და ვენა უფრო ძვირი დაგიჯდებათო და ახლა ამ მიმართულებაზე გადავერთეთ. ანტონიო გაუდის საგრადა ფამილიას, სხვა ზღაპრული არქიტექტურული შედევრების და მადრიდის პრადოს მუზეუმის ნახვის იდეით მაშინვე ავენთეთ. მესამე მოსანახულებელ ადგილად პალმა დე მალიორკა შევარჩიეთ და ტურიც დავგეგმეთ. მაგრამბარსელონაში წასვლის შესახებ ჩვენს ძმას და მეგობარს ბარსელონას ყველაზე გულანთებულ ქომაგს- გიორგი ბარსას რომ ვაცნობეთ, რეაქცია როგორი იქნებოდა, ძნელი გამოსაცნობი არ ყოფილა. თან იმ დღეებში თურმე ბარსელონას რამდენიმე თამაში ჰქონია, მათ შორის ერთერთ მნიშვნელოვან თამაშს თავის ცნობილ ძლიერ მეტოქესთან რეალთან მართავს. თამაში კი 20 აპრილს ვალენსიაში გაიმართებაო. ისე გვითხრა გიომ, რომ გადავწყვიტეთ პალმა დე მალიორკას შევლეოდით, ჩვენი მოგზაურობა 1 დღით გაგვეზარდა, ვალენსიაც ჩაგვერთო მოსანახულებელ ადგილებში მალიორკას ნაცვლად და გიოსთვის თამაშზე დასწრების შანსი მიგვეცა . ასე ჩამოყალიბდა ჩვენი მოგზაურობის საბოლოო გეგმა, მაგრამ ფეხბურთის ბილეთი კატასტროფულად ძვირი (850 ევროდან) ჯდებოდა, ამიტომ ფეხბურთზე დასწრების გეგმები შევცვალეთ, ბიჭებმაც გადაიფიქრეს ბარსელონაში წამოსვლა და ასე გავუდექით ხუთი მდედრი (როგორც ზვიო იტყვის) დიდი ესპანეთის გზას და გოგას თქმით, გავჭერით ფანჯარა ევროპაში. :D. გადავწყვიტეთ ვალენსია დაგვეტოვებინა მოსანახულებელი ადგილების სიაში და კიდევ კარგი ასე მოვიქეცით. ვალენსიის ნახვის გარეშე ეს მოგზაურობა ასეთი სავსე ვერ გამოვიდოდა. თბილისში დაბრუნების წინა დღეს თითოეული ჩვენგანი თანახმა იყო საცხოვრებლად ვალენსიაში გადასვლაზე :)))

ახლა კი ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ ჩვენს მარშრუტს, ფოტოების თანხლებით , რა თქმა უნდა :D

აეროპორტში. ზღაპრული მოგზაურობის მოლოდინში:
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ბარსელონა,მადრიდი, ვალენსია, პრაღა 19-28.04.2011

Post by Mta Mkvarebia » 03 მაი 2011, 16:24

პიქს გე ჩემთან არ მუშაობს, ამიტომ ფოტოებს ვერ ვდებ :(, იმედია მალე გამოსწორდება.
Image

Iako.
მაწანწალა
Posts: 523
Joined: 07 მაი 2009, 23:06
ბარსელონა,მადრიდი, ვალენსია, პრაღა 19-28.04.2011

Post by Iako. » 03 მაი 2011, 17:47

რა მაგარი გოგოები ხართ :*
სულმოუთქმელად ველი სურათებს

User avatar
Linda
იეტი
Posts: 1451
Joined: 17 მაი 2007, 20:49
ბარსელონა,მადრიდი, ვალენსია, პრაღა 19-28.04.2011

Post by Linda » 03 მაი 2011, 20:41

რა მაგრები ხართ...

ლიკა, ისე მაგრა აღწერ ესპანეთს, ვინანე აქ ყოფნის განმავლობაში რომ არ მოვინახულე..

:*

ველი ფოტოებს :)

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ბარსელონა,მადრიდი, ვალენსია, პრაღა 19-28.04.2011

Post by Mta Mkvarebia » 04 მაი 2011, 09:47

Iako.
Linda

გაიხარეთ, გოგოებო :* ვეცდები თქვენც ისეთი ესპანეთი დაგანახოთ როგორმაც მოგვხიბლა და ტავი შეგვაყვარა :D
მაგრამ ეს პიქს.გე ისევ ჭირვეულობს, ვეცდები ისევ რადიკალით დავიწყო ატვირთვა.

თბილისის აეროპორტში ზღაპრული მოგზაურობის მოლოდინში:

Image
Image
Image
Image
Image

ეს უკვე პრაღის აეროპორტში ვართ. სატრანზიტო დრო 4 საათი იყო, ქალაქში გასვლას აზრი არ ჰქონდა, ამიტომ ან მაღაზიების თვალიერებაში გაგვყავდა დრო ან თბილისიდან წაღებული, როგორც ტომა ეზახდა, "სამეცადინოს" კითხვაში :D "სამეცადინო" ესპანეთის ღირშესანიშნაობების შესახებ ინფორმაცია, საფეხოსნო თუ სატრანსპორტო მარშრუტები და რუკები იყო , რომლის მოპოვებას და შედგენას დიდი დრო მოვახმარეთ. შედეგად ტომა მასწავლებელმა შესრულებულ დავალებაში 5-იანი დაგვიწერა :D

Image
Image
Image

უკვე თვითმფრინავში ვართ. გაგვიმართლა და პრაღა-ბარსელონას რეისზე ბევრი ხალხი არ იყო, ამიტომ პატარა წინააღმდეგობის გადალახვის შემდეგ ყველა სათითაოდ ფანჯარასთან მოვკალათდით და ლამაზი ხედებით ვტკბებოდით. პატარა წინააღმდეგობა გვერდზე ტკბილად ჩაძინებული როდრიგო-სანტიაგო-თუ კაცმაარიცისვინ იყო :D

Image
Image
Image
Image

ალპები რომ გამოჩნდა, მთების დანახვაზე სულ გადავირიე :)))) 10 კმ-ის სიმაღლიდან დათოვლილი მწვერვალები ერთი ხელის გაწვდენაზე ჩანდა. ერთ ადგილას მთების რკალში მოქცეული ლურჯი ალპური ტბაც დავინახე :D

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ბარსელონა,მადრიდი, ვალენსია, პრაღა 19-28.04.2011

Post by Mta Mkvarebia » 04 მაი 2011, 09:59

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ბარსელონა,მადრიდი, ვალენსია, პრაღა 19-28.04.2011

Post by Mta Mkvarebia » 04 მაი 2011, 10:09

ეს უკვე ბარსელონას აეროპორტში ვართ.
Image
Image
სასტუმროში მისვლისა და ბარგის დატოვების შემდეგ მაშინვე რკინიგზის სადგურ Barcelona Sants-ში გავემართეთ, რომ ბილეთები გვეყიდა მადრიდს ღამის მატარებელზე. ინტერნეტით ვერაფრით მოვახერხეთ Renfe-ს (ესპანეთის ეროვნული სარკინიგზო კომპანია) საიტიდან ბილეტების შეძენა, რადგან ესპანეთში დარეგისტრირებულ საკრედიტო ბარათს ითხოვდა. მადრიდში 3 დღის მერე ვაპირებდით წასვლას მაგრამ ვშიშობდით ბილეთები რომ ვერ გვეშოვა, გეგმების შეცვლა მოგვიწევდა. ჩვენი შიში საფუძვლიანი აღმოჩნდა, მხოლოდ დასასხდომი ბილეთებიღა იყო დარჩენილი. მაგრამ სხვა გზა არ გვქონდა, შევიძინეთ ბილეთები და გავაგრძელეთ ქალაქის დათვალიერება.
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ბარსელონა,მადრიდი, ვალენსია, პრაღა 19-28.04.2011

Post by Mta Mkvarebia » 04 მაი 2011, 10:16

შემდეგ გოთიკური უბნის დასათვალიერებლად გავემართეთ.

ბარსელონას ცნობილი კათედრალური ტაძარი:

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

ტაძრიდან გამოსულებმა გოთიკური უბნის ლამაზ, ვიწრო ქუჩებში დავიწყეთ ხეტიალი. მზე ცასული იყო, ბნელდებოდა და ბევრი ფოტო ვეღარ გადავიღე :(

Image
Image
Image

მრავლად გვხვდებოდნენ ქუჩის მუსიკოსები

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ბარსელონა,მადრიდი, ვალენსია, პრაღა 19-28.04.2011

Post by Mta Mkvarebia » 04 მაი 2011, 10:20

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ბარსელონა,მადრიდი, ვალენსია, პრაღა 19-28.04.2011

Post by Mta Mkvarebia » 04 მაი 2011, 10:34

ამ სეირნობაში შემოგვაღამდა:
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

გოთიკური უბნიდან ბარსელონას შარდენზე ;) ტურისტების საყვარელ სასეირნო ქუჩაზე, ლა რამბლაზე ამოვედით, იქვე პატარა კაფეში დავსხედით ცოტა რომ დაგვესვენა. ლუდი დავლიეთ (სხვათაშორის ძალიან გემრიელი ჩამოსასხმელი ლუდი აქვთ - სან მიქაელი, პრაღის ლუდს რომ არ ცამოუვარდება ისეთი).
მერე სეირნობა პასეო დი გრაციას მიმართულებით გავაგრზელეთ ანტონიო გაუდის ცნობილი კაზები (Casa Battlo და Casa Milla) რომ ღამის განათებაზე გვეხილა.

Image
Image
Image

გზად პლასა კატალუნიას შადრევანთან შევჩერდით.

Image
Image
Image
Image
Image
Image

ესეც გაუდის Casa Battlo, რომელიც პირადად მე ნიჟარებით და ფერადი მარციპანით გაფორმებულ ნაღების ათქვეფილი კრემისგან და ბეზეებისგან დამზადებულ ტორტს მაგონებს :D

Image
Image
Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ბარსელონა,მადრიდი, ვალენსია, პრაღა 19-28.04.2011

Post by Mta Mkvarebia » 04 მაი 2011, 10:45

ისევ ბეზეებიანი ნაღების ტორტი :D ბატლოსთან (ესპანელებლი მას რბილად გამოთქვამენ დაახლოებით ასე, ბალიო) ლელაც შემოგვიერთდა, რომელიც გოთიკური უბნიდან მუსიკის კონცერტზე წავიდა. აღფრთოვანებული გვიყვებოდა, როგორი ლამაზი მუსიკის სასახლე (Palau de Musica) აქვთ ბარსელონაში.
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

ესეც გაუდის მეორე კაზა ანუ სახლი - Casa Milla
Image
Image
Image
Image
Image
Image

გზად სახლისკენ, ანუ ჩვენი სასტუმროსკენ Del Comte Hotel -ისკენ, რომელიც ცენტრში მდებარეობდა, ზედ მეტრო ურხელთან (ლიფტით ავდიოდით და ჩავდიოდით მეტროში), ქალაქის ცენტრალური მოედანი პლასა კატალუნია და სესაბამისად ლა რამბლაც, ჩვენი სასტუმროდან რამდენიმე ასეული მეტრის მანძილზე იყო.
Image
Image
Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ბარსელონა,მადრიდი, ვალენსია, პრაღა 19-28.04.2011

Post by Mta Mkvarebia » 04 მაი 2011, 11:12

მეორე დღე გათენდა. სასტუმროში ფასდაკლებით Bus Turistico-ს ვაუჩერი შევიძინეთ, რომელსაც ნებისმიერ საინფორმაციო ცენტრში ან ტურისტულ ავტობუსში ბილეთზე გადავცვლიდით და გავემართეთ გაუდის ყველაზე ცნობილი შენობის Sagrada Familia-ს სანახავად, რაც ქართულად "წმინდა ოჯახს" ნიშნავს. ეკლესიას ანტონიო გაუდი რამდენიმე წლის განმავლობაში აშენებდა, მისით ცხოვრობდა და სუნთქავდა, ეკლესიის სხვენში დაიდო ბინა და მუშაობაში გართულს თურმე ჭამაც კი ავიწყდებოდა, თუ თავის შეგირდები არ მიუტანდნენ თეფშით. სწორედ საგრადა ფამილიასკენ რომ იყო მისი გონება დღედაღამ, ამან გამოიწვია მისი ტრაგიკული სიკვდილი. თუ არ ვცდები 1926 წლის ერთერთ დილას თურმე მესაზე მიდიოდა ტაძარში და ტრამვაი დაეჯახა. ეს იყო პირველი ტრამვაი ბარსელონაში და მისი პირველი მარშრუტი ასე ტრაგიკულად დაიწყო. გაუდის გაუჩინარება რამდენიმე დღე ვერავინ შენიშნა, რადგან ასე იცოდა ხოლმე, ჩაიკეტებოდა სამუშაო ოთახში და მუშაობდა. ბოლოს ისევ შეგირდებმა მოისაკლისეს მარტოხელა გაუდი, რომელსაც არც ოჯახი გააჩნდა და არაფერი ებადა ქვეყნად თავის ნამუშევრების გარდა. მის ცხედარს ქალაქის მორგში მიაკვლიეს და დიდი ზარ-ზეიმით დაკრძალეს, როგორც ეროვნული გმირი. ფაქტიურად არის კიდეც ბარსელონას ეროვნული გმირი, რადგან რომ არა საგრადა ფამილია, კაზა ბატლო, კაზა მილა, პარკ გუელი და მისი სხვა ნამუშევრები, ბარსელონა არ იქნებოდა ისეთი როგორიც არის და ნაკლებადსავარაუდოა ტურისტებისთვის ისეთივე მიმზიდველი ყოფილიყოს როგორიც ახლაა.
საგრადა ფამილია დღემდე დაუსრულებელია, მისი საკმაოდ ძვირადღირებული ბილეთის ძირითადი შემოსავალი მის აგებას ხმარდება და მისი დასრულება სავარაუდოდ გაუდის გარდაცვალების 100 წლისთავისთვის- 2026 წლისთვის იგეგმება.

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ბარსელონა,მადრიდი, ვალენსია, პრაღა 19-28.04.2011

Post by Mta Mkvarebia » 04 მაი 2011, 11:32

სხვადასხვა კოსტიუმში გამოწყობილი ადამიანები ბარსელონაშიც, მადრიდშიც და ვალენსიაშიც მრავლად გვხვდებოდნენ, ძირითადად ტურისტულ ადგილებში, რაღაც ილეთებს ასრულებდნენ , ან პირიქით გაუნზრევლად, ქანდაკებასავით იდგნენ და მოწყალებას ითხოვდნენ
Image
Image

ეს პატარა ოჯახი ტურისტულ ავტობუსში გადავიღე პარკ გუელისკენ რომ მივდიოდით.

Image
Image
Image
Image
Image
Image

ესეც პარკ გუელი, ძალიან ლამაზი ადგილი. გაუდის მოზაიკებით შემკული ზღაპრული შენობებით.
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ბარსელონა,მადრიდი, ვალენსია, პრაღა 19-28.04.2011

Post by Mta Mkvarebia » 04 მაი 2011, 11:39

კვლავ პარკ გუელში

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]