თოვლის სამეფო ანუ ჭილის ტბა 27.02.2011

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
თოვლის სამეფო ანუ ჭილის ტბა 27.02.2011

Post by Wanderer » 01 მარ 2011, 09:18

მოგეხსენებათ რეპორტაჟების წერისთვის სული არ მცვივა, მაგრამ ეს ისეთი მარგალიტი ლაშქრობა გამოვიდა და შთაბეჭდილებები იმდენად მძაფრია, რომ ვერ დაეტია და ამოიფრქვა ვულკანივით... :)

---

ვინაიდან თბილისში თითქმის გადაუღებლად თოვდა ვიფიქრე რომ ჭილის ტბაზე ღრმა თოვლი იქნებოდა და იქ ასვლის იდეა გამიჩნდა. იდეისთვის მზად მხოლოდ ქსოვრელი აღმოჩნდა(ზოგიერთებმა ვერც გაიგეს სამწუხაროდ). დავთქვით შეხვედრა დიდუბეში.

გადავწყვიტე გამერთულებინა ლაშქრობა და თხილამურები(ე.წ. თოვლასტები) არ წამიღია. მაინტერესებდა როგორ გავქაჩავდი ღრმა თოვლში... გარდა მაგისა, შეგნებულად დავტოვე ჯიპიესი, რათა ნავიგაცია ნამეტანი ადვილი არ ყოფილიყო.

მოკლედ, დილას დათქმულ დროს მივედი დიდუბეში. უცბად ქევხო და ვანო გაიჩითნენ საიდანღაც და გამახსენეს რომ თურმე ჯიპტურიც იმართებოდა პარალელურად, რომლის მონაწილეებიც გზის მოპირდაპირე მხარეს იკრიბებოდნენ თურმე. ამასობაში ქსოვრელიც მოვიდა. ვინაიდან დრო გვქონდა შემთხვევა ხელიდან არ გავუშვით და მონატრებული კარველები მოვინახულეთ... :)

შემდეგ წავედით იმ ადგილას საიდანაც მუხათგვერდის ავტობუსი უნდა გასულიყო, მაგრამ სადაა ავტობუსი? :) ველოდეთ და ველოდეთ ალბათ 1 სთ. არ გამოჩნდა. რა ვქნათ რა ვქნათ. ავდექით და გეგმა B შევიმუშავეთ(კუსტბა–მთაწმინდა). 15 წუთიც ველოდებით და თუ არ მოვიდა... ეს 15 წუთიც იწურება და ჩემი ტვინი უკვე გეგმა B–ს დასტრიალებს. ხოდა არ გამოჩნდა ამ დროს ავტობუსი... :) თან როგორი ნომრით: 69. :D
Last edited by Wanderer on 01 მარ 2011, 09:20, edited 1 time in total.
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
თოვლის სამეფო ანუ ჭილის ტბა 27.02.2011

Post by Wanderer » 01 მარ 2011, 09:19

სადღაც 11–ის ნახევარზე მუხათგვერდის სასაფლაოზე ვიყავით. ავტობუსმა ბევრი ვერ გაქაჩა და თითქმის მთელი სასაფლაო ფეხით ავიარეთ. სასაფლაო უკვე ლამაზი იყო და მივხვდი რომ კარგა ღრმა თოვლი და დიდი სიამოვნება გველოდა წინ.

Image


Image
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
თოვლის სამეფო ანუ ჭილის ტბა 27.02.2011

Post by Wanderer » 01 მარ 2011, 09:20

გზა რომ დამთავრდა ვიღაცის ნასიარულები იყო და იმას მივყევით. ცოტა ხანში მონადირეს და მის აცუნდრუკებულ ძაღლს შევეფეთეთ. უკან მოდიოდა: ძალიან ღრმა თოვლია და ვეღარ წავედი მეტიო. ოჰო! – გავიფიქრე მე. Das ist fantastisch! :) და განვაგრძეთ გზა. ცოტა ხანში ნაკვალევიც დამთავრდა(იმ მონადირის იყო როგორც ჩანს) და აღმოვჩნდით მარტო გაუკვალავი თოვლის უდაბნოს წინაშე...

Image
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
თოვლის სამეფო ანუ ჭილის ტბა 27.02.2011

Post by Wanderer » 01 მარ 2011, 09:21

გაუკვალავ თოვლს ზედ დაერთო ნისლი. ისეთი ნისლი იყო რომ თვალთან თუ მიიტანდი თითს თორე სხვა ბევრს ვერაფერს იზამდი... მივდივართ, მაგრამ სად მივდივართ კაცმა არ იცის... :) სითეთრე და სითეთრე ირგვლივ. მეტი არაფერი. ალაგ–ალაგ ხეები ილანდებოდნენ ნისლში მხოლოდ...

Image
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
თოვლის სამეფო ანუ ჭილის ტბა 27.02.2011

Post by Wanderer » 01 მარ 2011, 09:22

მიუხედავად იმისა, რომ ჭილის ტბაზე ეს ჩემი მეოთხე თუ მეხუთე გასვლა იყო და გზა საკმაოდ კარგად ვიცი(არც არის ძნელი მისაგნებად) ხილვადობა იყო იმდენად ცუდი, რომ ვიფიქრე ან ჰო და ან ვერა – მეთქი... :) ქსოვრელს ვეკითხები: მერამდენედ ადიხარ ახლა ჭილზე მეთქი(ვიფიქრე კარველები ხშირად დადიან და ალბათ ერთი ხუთჯერ იქნება ნამყოფი). პირველადო – მიპასუხა. აი სად დაგვერხა – მეთქი. :) გულში ჭილის ტბას ლამის დავემშვიდობე უკვე, მაგრამ სულაც არ დავღონებულვარ: ასეთ ამინდში ასეთ ადგილას დაკარგვა კიდევ უფრო მაგარი იქნებოდა... :) ქსოვრელიც ჩემს აზრზე ჩანდა. ამიტომ წავედით წინ.

მივდივართ. ვერც სათვალით, ვერც უსათვალოდ ვერ ვარჩევ სად ვართ. ვიცი მხოლოდ მიახლოებითი მიმართულება, ვიცი რომ უნდა "შევჯდეთ" გრუნტის გზაზე და ვიცი რომ თუ ტყეში სწორად შევედით მერე გზა აღარ აგვებნევა. ქსოვრელი მომყვება უკან ვითარცა ბატკანი მამა აბრამს. :D

რაღაცის ნაკვალევს შევეფეთეთ. ავდექი და მივყევი უკან. ლოგიკა: მგლების ქვეყანაში მგლებმა უკეთესად იციან გზა. :)))))

Image
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
თოვლის სამეფო ანუ ჭილის ტბა 27.02.2011

Post by Wanderer » 01 მარ 2011, 09:22

დავიწყე გრუნტის გზის ძებნა. გზას რას დაინახავ, მაგრამ ჩაღრმავებული უნდა იყოს თოვლი და თან გრძივად. მივაგენით რაღაც გზისმაგვარს და გავყევით, მაგრამ დაიკარგა. ინტუიციით შევცვალე მიმართულება და მალე ტყეც გამოჩნდა. ტყეში უფრო ადვილია: გრძელი ადგილი ხეების გარეშე ნიშნავს გზას. მაგრამ ეს გზა სწორი გზა უნდა იყოს. ნებისმიერი გზა არ გვაწყობს. :) ცოტა ხნის სიარულის შემდეგ შევედით ტყეში და გავყევით რაღაცას. შემდგომში აღმოჩნდა რომ ეს იყო გზა(თანაც საბედნიეროდ სწორი).

Image
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
თოვლის სამეფო ანუ ჭილის ტბა 27.02.2011

Post by Wanderer » 01 მარ 2011, 09:23

მალე ნაცნობ მოსახვევს მივადექით ტყეში და ორიენტაციის გარშემო კითხვები იქ დამთავრდა. ვაშა!

მაგრამ ძალიან ნუ გვიხარია: თოვლის სიმაღლე აშკარად მეტია 50სმ–ზე და წინ იწყება აღმართი, რომელზეც ასვლა ზაფხულშიც კი უჭირს ხალხს ფეხით... მაგრამ ჩვენც უხვად გვაქვს სიჯიუტე მომარაგებული და ჯიქურ მივიწევთ წინ... :D

Image
Last edited by Wanderer on 01 მარ 2011, 09:40, edited 1 time in total.
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
თოვლის სამეფო ანუ ჭილის ტბა 27.02.2011

Post by Wanderer » 01 მარ 2011, 09:24

ვებრძვით თოვლს და მივდივართ. თვითოეული ნაბიჯის გადადგმა ჭირს... ბუნება ფანტასტიურია(ნისლი ნაკლებია და ვხედავთ რაღაც–რაღაცეებს). სიჩუმეა ისეთი გეგონება თბილისიდან 500 კმ-ის მოშორებით ვიყოთ. :)

ქსოვრელს ძრავი გაუხურდა აშკარად(მგონი დიზელზეა) და წინ გაიჭრა აღმართზე. :D მე დინჯად მივდივარ და თან სურათებს ვიღებ.

Image
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
თოვლის სამეფო ანუ ჭილის ტბა 27.02.2011

Post by Wanderer » 01 მარ 2011, 09:25

უკომენტაროდ:

Image


Image


Image


Image
Last edited by Wanderer on 01 მარ 2011, 10:01, edited 1 time in total.
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
თოვლის სამეფო ანუ ჭილის ტბა 27.02.2011

Post by Wanderer » 01 მარ 2011, 09:26

ბოლოში გრძელი აღმართი რომაა აღარ დამთავრდა და აღარ... მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული და მაინც გამოჩნდა გვირაბის ბოლოს სინათლე. :D

Image
Image
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
თოვლის სამეფო ანუ ჭილის ტბა 27.02.2011

Post by Wanderer » 01 მარ 2011, 09:27

მივედით მეთქი – ვეუბნები ქსოვრელს.
მივედით? აბა ტბაო – ქსოვრელმა.
ეგე ტბა მეთქი შენს წინ.
ესაა ტბაო? – გაკვირვებული მანიშნებს თითით.

Image
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
თოვლის სამეფო ანუ ჭილის ტბა 27.02.2011

Post by Wanderer » 01 მარ 2011, 09:27

ტბის მართლაც არაფერი ეტყობოდა. 100%–ით დაფარული იყო თოვლ–ყინულით. თან ისე რომ ვერ გაიგებდი სად მთავრდებოდა ნაპირი... :)

Image
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
თოვლის სამეფო ანუ ჭილის ტბა 27.02.2011

Post by Wanderer » 01 მარ 2011, 09:28

ტბა არის თორემ რა ტბაა, ფართე მინდორი თოვლზედა. :)))))))))

Image


Image
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
თოვლის სამეფო ანუ ჭილის ტბა 27.02.2011

Post by Wanderer » 01 მარ 2011, 09:29

შესაბამისი ემოციების გამოხატვის შემდეგ გადავწყვიტეთ რომ რაღაც შეგვეჭამა. წყალზე განთავსების პერსპექტივა არ მხიბლავდა. ამიტომ ხეების მიხედვით დაახლოებით ვივარაუდე სად იქნებოდა მიწა და დავიწყეთ თოვლის ტკეპნა. თოვლი ღრმა იყო ძალიან და შიგ ვვარდებოდით, მაგრამ მაინც დავტკეპნეთ როგორც იქნა პატარა ადგილი.

ამოვალაგეთ საჭმელი და დავიწყეთ ხრამუნი. ორივეს სახრამუნებლები გვქონდა და რა უნდა გვექნა აბა? :)

მამუს პრიმუსი თან მქონდა და ასეთ იდეალურ შემთხვევას ვერ გავუშვებდი ხელიდან რომ არ დამეტესტირებინა. თან რამდენი ხანია მინდოდა ჩაის მოდუღება თოვლისგან(ბეარ გრილსი რომ აკეთებს ხოლმე ისე). ხოდა გავაწყე პრიმუსი, მოვამარაგე თოვლით და გავაგრძელე ხრამუნი. ყველაფერი შევახრამუნეთ და ჩაიც წამოგვეწია. დიდი ხანი მოუნდა ადუღებას, მაგრამ რთული პირობების გათვალისწინებით(თოვლი, სიცივე და ა.შ.) შეიძლება ითქვას რომ პრიმუსმა ტესტი ჩააბარა მაინც.

Image
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
თოვლის სამეფო ანუ ჭილის ტბა 27.02.2011

Post by Wanderer » 01 მარ 2011, 09:29

ვინაიდან უკან დაბრუნებასაც დრო უნდოდა ბევრი აღარ გვიფიქრია. ავიკრიფეთ, დავემშვიდობეთ ტბას და წამოვედით.

Image



Image
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]