ახტალა-სანაჰინი-ალავერდი-ქობაირი სომხეთში, 26.02.2011

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia


User avatar
karavi87
მაწანწალა
Posts: 462
Joined: 06 ოქტ 2009, 11:58
Location: თბილისი
ახტალა-სანაჰინი-ალავერდი-ქობაირი სომხეთში, 26.02.2011

Post by karavi87 » 03 მარ 2011, 16:22

სანაჰინის ტაძარი

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image
მოგზაურობა

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
ახტალა-სანაჰინი-ალავერდი-ქობაირი სომხეთში, 26.02.2011

Post by paata_ » 03 მარ 2011, 20:12

LiBrA wrote:
Teo2011 wrote:LiBrA
ძალიან გემრიელია ;)
თეო, მაშინ თემიდან გადახვევისთვის რომ არ გვამხილონ, ცალკე დაგელაპარაკები ამ საკითხთან დაკავშირებით :) მაინტერესებს რაღაცეები უშუალოდ იმ ადამიანისგან, ვინც პირადად დააგემოვნა ბაყაყი :D
გემრიელია

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ახტალა-სანაჰინი-ალავერდი-ქობაირი სომხეთში, 26.02.2011

Post by Mta Mkvarebia » 03 მარ 2011, 21:06

karavi87
ლადო, არ ვიცი მოიხვდი თუ არა, რომ ბაყაყაბზე საუბრისას შენს დადებულ ფოტოებს გულისხმობდნენ :) იმიჯშეკზე რადგანაა ატვირთული არარეგისტრირებელი მომხმარებლისთვის ყველა ფოტო ყინულის კუბში მოთავსებულ გაყინულ ბაყაყად ჩანს :) ჰოდა იქნებ პიქა.გე-ზე ან რადიკალზე ატვირთო? :)
Image

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ახტალა-სანაჰინი-ალავერდი-ქობაირი სომხეთში, 26.02.2011

Post by Int3lig3nt » 03 მარ 2011, 22:09

karavi87
ჩვეულებრივი მოკვდავი ხალხი ასე ვხედავთ შენს ფოტოებს.
Image
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ახტალა-სანაჰინი-ალავერდი-ქობაირი სომხეთში, 26.02.2011

Post by guruli » 03 მარ 2011, 23:29

pix.ge
ძაან მშვენიერი საიტია, იქიდან ჩამოტვირთეთ, რას გადაეკიდეთ ამ უცხოურებს - მაშინ ჩვენც ბაყაყების ნაცვლად ნამდვილ სურათებს ვნახავთ. :D

User avatar
burdiani
მაწანწალა
Posts: 769
Joined: 29 ივნ 2009, 14:46
Location: სულ გზაში
ახტალა-სანაჰინი-ალავერდი-ქობაირი სომხეთში, 26.02.2011

Post by burdiani » 04 მარ 2011, 12:18

http://www.youtube.com/watch?v=IisfBdAxeKQ


ეს სიმღერა არ იმღერეთ? :D
საქართველოსთვის!

anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
ახტალა-სანაჰინი-ალავერდი-ქობაირი სომხეთში, 26.02.2011

Post by anano » 04 მარ 2011, 16:06

burdiani wrote:http://www.youtube.com/watch?v=IisfBdAxeKQ


ეს სიმღერა არ იმღერეთ? :D
ვიმღერეთ და თან რამდენჯერ :D :D :D
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ახტალა-სანაჰინი-ალავერდი-ქობაირი სომხეთში, 26.02.2011

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 06 მარ 2011, 01:37

qvevri wrote:და ხო კაი სურათებია :?:
კი, კგ სურათებია.
ბოლოდან მე4 ახტალის ენდემური ჯიშია
karavi87 wrote: Image

Image
ამ ფოტოებზე რა ხდება, ახლავე ვიტყვი:
:კარავის: 2011 წლის კარნავალზე კარაველთა მიერ ფორუმის მეგობრად დასახელდა ზვიად ჩიტაური.
ვინაიდან მან კარნავალზე მოსვლა ვერ შეძლო, პრიზი სანაჰინის ტაძართან გადაეცა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ახტალა-სანაჰინი-ალავერდი-ქობაირი სომხეთში, 26.02.2011

Post by Archil » 06 მარ 2011, 14:36

ეს ბმული შემხვდა დღეს შემთხვევით

http://davitianni.wordpress.com/2010/09 ... %E1%83%90/

ახტალა – საეპისკოპოსო კათედრა, რომლის დაფუძნება მეფე ვახტანგ გორგასალს უკავშირდება. მას სწორედ აქ დაუარსებია აგარაკის საეპისკოპოსო კათედრა, რომელიც ქვემო ქართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სასულიერო კერად ასწლეულების მანძილზე რჩებოდა. მოგვიანებით, IX-X საუკუნეებში, ეს კუთხე ქართლის მმართველებიდან სომეხ ბაგრატუნიანთა ხელში გადავიდა, თუმცა მისი დიდი ნაწილი XI საუკუნიდან კვლავ დაბრუნდა საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში. იქიდან მოყოლებული, ქვემო ქართლის ეს რეგიონი, სახელდობრ ლორე, 1920-იან წლებამდე სამხრეთ კავკასიაში მართლმადიდებლური აღმსარებლობის დამკვიდრების და სამონასტრო აღმშენებლობის ერთ- ერთ უმნიშვნელოვანეს ცენტრს წარმოადგენდა. ახტალაში სამონასტრო ცხოვრების აღმავლობის ხანა XIII საუკუნის დასაწყისია, როდესაც წმ. მეფე თამარის თანამდგომთა და საქართველოს სამეფო კარის დიდმოხელეთა – ივანე მხარგრძელისა და მისი ძის ავაგის ღვაწლით მონასტრის ახალი აღმშენებლობის ეტაპი იწყება (ორივე – როგორც ივანე, ისე ავაგი – კომპლექსის მთავარი ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთ ეკვდერშია დაკრძალული). სწორედ მხარგრძელთა გვარის საარქიტექტორო მოღვაწეობას უკავშირდება მონასტრის ნაგებობათა უმეტესი ნაწილი, რომლებიც XIII-XIV საუკუნეებშია აგებული. კომპლექსის მთავარი ეკლესია XIII საუკუნის 20-იან წლებში აიგო. ტიპოლოგიურად (გეგმა, პროპორციები, ინტერიერის გადაწყვეტა, ფასადების დეკორაციული მორთულობის პრინციპი) იგი ქართული ჯვარ- გუმბათოვანი ხუროთმოძღვრების ძეგლთა იმ რიგში დგას , რომელიც XI საუკუნიდან მოყოლებული XVIII საუკუნის ჩათვლით გვხვდება. ამასთანავე, ცალკეული არქიტექტურული თავისებურებები ახტალის მონასტერის მთავარ ტაძარს უკავშირებს XII-XIII სს. მიჯნის გუმბათიან ეკლესიათა ჯგუფს (ბეთანია, ქვათახევი, პიტარეთი, წუღრუღაშენი). ახტალაში ქართულიდან სომხურად ითარგმნებოდა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო ლიტერატურა. ქართული წარწერები, რომლებიც მრავლადაა მონასტრისა და მისი შემოგარენის ტერიტორიაზე, ცხადყოფს მონასტერში მიმდინარე ინტენსიურ ცხოვრებას. ბოლო ხანების კვლევის საფუძველზე დადგინდა მონასტრის ტიპიკონიც, რომელსაც ჩვენამდე ფრაგმენტული სახით მოუღწევია. ახტალის ეკლესიის მოხატულობა მაღალპროფესიული ოსტატების მიერ შექმნილი ანსამბლია, რომელიც დღესაც, მიუხედავად საგრძნობი დაზიანებისა, შთამბეჭდავია თავისი მასშტაბებითა და მხატვრული გადაწყვეტით. მოხატულობის იკონოგრაფიულ პროგრამაში საგანგებოდ წინ არის წამოწეული საქართველოს ეკლესიის წმინადანთა თემა – გამოსახულნი არიან: წმ.ნინო, წმ.იოანე ზედაზნელი, შიო მღვიმელი და ევაგრე, აგრეთვე წმ ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელები, წმ.ილარიონ ქართველი. XIV საუკუნიდან ახტალა მიტროპოლიტის კათედრა ხდება. მონასტრის განახლების კიდევ ერთი ეტაპი XVIII საუკუნის მიწურულია, როდესაც მეფე ერეკლე II-მ ომარ ხანის შემოსევის შემდეგ სპილენძითა და ვერცხლით მდიდარ ამ ადგილში ბერძნები ჩამოასახლა, სამთამადნო წარმოების კვლავ ასაღორძინებლად. საქართველოში სამეფო ხელისუფლების გაუქმების და რუსეთის მმართველობის დამყარების შემდგომ, 1802 წლიდან, ახტალა კავკასიაში მართლმადიდებლური ეკლესიის ცენტრი გახდა. მონასტერი XIX საუკუნს მეორე ნახევრამდე ადგილობრივი მმართველების – მელიქიშვილების განსასვენებელი იყო. აქ შემდგომ ხანებშიც იკრძალებოდნენ ქართული წარჩინებული გვარის წარმომადგენლებიც. XX საუკუნის 20-იანი წლებიდან მოყოლებული, ახტალა, ამ კუთხის სხვა ძველ ქართულ ეკლესიებთან და მონასტრებთან ერთად სომხეთის საბჭოთა რესპუბლიკის ტერიტორიაზე აღმოჩნდა და დღესაც მის ფარგლებში შედის.

ახტალის მონასტრის შესახებ არსებული პუბლიკაციები – ცნობები, მასალები და გამოკვლევევბი – ეხება მონასტრის როგორც ისტორიას, ისე მის ეპიგრაფიკას, კომპლექსის არქიტექტურასა და ფრესკებს. როგორც აღინიშნა, ამ მდიდარი მასალის წარმოდგენისა და ინტერპრეტაციისას პუბლიკაციათა ერთი ნაწილი აშკარა ტენდენციურობით გამოირჩევა და ზოგჯერ გარკვეულწილად პოლიტიკურ ელფერსაც იძენს. ბოლო ათწლეურების მანძილზე ახტალის მონასტერში სომეხი მეცნიერები და რესტავრატორები მუშაობდნენ – ტაძრის არქიტექტურისაგან განსხვავებით, მისი ფრესკების რესტავრაციისას არაპროფესიული მიდგომის გამო აქ ბევრი რამ გადაიწერა, რის გამოც ფერწერული ანსამბლის საერთო მხატვრულ სახეში მრავალი რამ ფაქტობრივად საბოლოოდ დაიკარგა.

Image

Image

ქობაირი – მონასტერი ადრეულ შუა საუკუნეებში ჩანს დაარსებული. გარკვეული ხნის მანძილზე იგი ლორის კვირიკიანთა სამეფო კარის წარმომადგენლების ხელში უნდა ყოფილიყო. XIII საუკუნის შუახანებისთვის დედათა მცირე სავანე შანშე მხარგრძელის მეუღლის ხელით სომეხთაგან კვლავ ქართველთა მფლობელობაში გადავიდა – სწორედ იმხანად იწყება ქობაირში აქტიური და ფართო სამშენებლო მოღვაწეობა, შენდება და ფრესკებით იმკობა დიდი ტაძარი, შანშეს სახლის წარმომადგენელთა დასაკრძალავი ეკვდერი, აგრეთვე სამრეკლო, სატრაპეზო, სხვა ნაგებობები. ქობაირში მრავლადაა ვრცელი ქართული საქტიტორო წარწერები, ისევე როგორც ქართულწარწერიანი საფლავები, რომლებიც მხარგრძელთა ოჯახის წევრებს, აგრეთვე აქ მოღვაწე პირებს ეკუთვნის (აქვეა ძალზე საინტერესო ეპიტაფია ლექსად).

ჰნევანქი, იგივე ძველი ჭეშმარიტი – გუმბათიანი ტაძარი, რომელიც XII საუკუნის შუახანებშია განახლებული. აქვს სუმბატ დიდი ორბელის 1154 წლის საქტიტორო წარწერა. ორბელები იმ დროისათვის ქვემო ქართლის ვრცელი ნაწილის მფლობელები იყვნენ, და როგორც ჩანს მათ სააღმშენებლო მოღვაწეობა ამ რეგიონსაც მოიცავდა. ძველი ჭეშმარიტის ეკლესია ვახუშტი ბატონიშვილთან იხსენიება. ტაძრის გარშემო მრავლადაა ქართული საფლავები.
კირანცი – აღსტევის ხეობაში, ისტორიული გაგის ტერიტორიაზე მდებარე მონასტერი გაგელთა საქტიტორო მოღვაწეობასთან უნდა იყოს დაკავშირებული. იგი XIII საუკუნეშია აგებული და მოხატული. კირანცის ეკლესია აგურითაა ნაგები, რითაც იგი ახლო დგას ყინწვისისა და ტიმოთესუბნის ტაძრებთან (აგური, როგორც სამშენებლო მასალა ფაქტობრივად უცნობია სომხურ ხუროთმოძღვრებაში). მისი მაღალმხატვრული, ამჟამად ძალზე დაზიანებული ფრესკები ქართული კედლის მხატვრობის უაღრესად საინტერესო ნიმუშია.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ახტალა-სანაჰინი-ალავერდი-ქობაირი სომხეთში, 26.02.2011

Post by Archil » 06 მარ 2011, 20:04

Int3lig3nt

ანუ მე ჩვეულებრივი მოკვდავი არ ვარ? :roll:
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ახტალა-სანაჰინი-ალავერდი-ქობაირი სომხეთში, 26.02.2011

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 07 მარ 2011, 11:54

Archil wrote:ეს ბმული შემხვდა დღეს შემთხვევით

http://davitianni.wordpress.com/2010/09 ... %E1%83%90/
მადლობა ამ ბმულისთვის.
თემისთვის საჭიროა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
karavi87
მაწანწალა
Posts: 462
Joined: 06 ოქტ 2009, 11:58
Location: თბილისი
ახტალა-სანაჰინი-ალავერდი-ქობაირი სომხეთში, 26.02.2011

Post by karavi87 » 07 მარ 2011, 17:31

Mta Mkvarebia wrote:karavi87
ლადო, არ ვიცი მოიხვდი თუ არა, რომ ბაყაყაბზე საუბრისას შენს დადებულ ფოტოებს გულისხმობდნენ :) იმიჯშეკზე რადგანაა ატვირთული არარეგისტრირებელი მომხმარებლისთვის ყველა ფოტო ყინულის კუბში მოთავსებულ გაყინულ ბაყაყად ჩანს :) ჰოდა იქნებ პიქა.გე-ზე ან რადიკალზე ატვირთო? :)
ახლა ხომ აგარ არის? :)
მოგზაურობა

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ახტალა-სანაჰინი-ალავერდი-ქობაირი სომხეთში, 26.02.2011

Post by Archil » 08 მარ 2011, 14:46

ჩემი თხოვნა იქნება, ნუ ეძახით ამ გასვლას "გასვლას სომხეთში", რადგანაც ქართულ მიწაზე იყავით, რისი დადასტურებაც თვით ახტალაა. წლების შემდეგ სომხები ამ თემასაც მოიშველიებენ, ქართველები თვითონ იძახდნენე სომხური მიწააო და გვინდა ეხლა ჩვენ მაგი? ისე როგროც ჰერეთი და ტაოა ქართული მიწა, მართალია მიტაცებული , მაგრამ ფესვებით ქართული, ასევე ახტალაც ქართლის ნაწილია და ასეთად აღვიქვათ სჯობია.

გთხოვთ :roll:
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ახტალა-სანაჰინი-ალავერდი-ქობაირი სომხეთში, 26.02.2011

Post by ARCHILI » 08 მარ 2011, 14:58

Archil

დედამიწაზე ყველა გასვლა "სომხეთშია" - შენ ახლა გაიგე? აბა, სომხებს ჰკითხე...



:D
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]