ხორნაბუჯი, ხირსა და სიღნაღი თეთრ ზღაპარში :)__20.02.2011

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
meleksa
იეტი
Posts: 2161
Joined: 14 ივლ 2009, 21:16
Location: წინაპართა ნაკვალევი..
ხორნაბუჯი, ხირსა და სიღნაღი თეთრ ზღაპარში :)__20.02.2011

Post by meleksa » 21 თებ 2011, 01:26

1. რეგიონი:
კახეთი

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-ხირსა-ხორნაბუჯი-სიღნაღი-თბილისი

3. ხანგრძლივობა:
1 დღე

4. სირთულე:
მარტივი, მაგრამ ციხიდან ჩამოსვლა ცოტა რთული

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება

200 ლარი, (10 ლარი ერთი ადამიანი)

6. მონაწილეთა რაოდენობა
20 ადამიანი

1. მელექსა
2. burdiani
3, ბატონი ბუბა
4. ავთო (avtokh)
5. ლევანიკო
6. ლევანიკო +
7. ლევანიკო +
8. ლევანიკო +
9. ლევანიკო +
10. ლევანიკო +
11. ლევანიკო +
12. ლევანიკო +
13. Mr. Zorro
14. mariamoooo
15. მირანდა
16. Mr. Zorro +
17. Mr. Zorro +
18. ლევანიკო +
19. ბურდიანის +
20. ზვიად ჩიტაური

7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი:
მელექსა და ბურდიანი

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:

ბევრია

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:

350კმ საშუალოდ

10. ფეხით გავლილი მანძილი:

4კმ

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
ბევრია

12. საბანაკე ადგილები:

მე არ მომეწონა

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
იშვიათობაა, თითქმის არ არის.

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
ამინდის შესაფერისი ჩაცმულობა

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო:
ნებისმიერ დროს, მაგრამ თოვლში გირჩევთ

16. რისკები, საფრთხეები:
ზოგადი სიფრთხილე :)

17. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
ციხესთან არ იჭერს კარგად

18. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10 ქულიანი სისტემით:
7-8

19. სასარგებლო ბმულები
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=915
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=1115
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=1882
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=2653
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=2874
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=3187&start=0
Last edited by meleksa on 22 თებ 2011, 00:37, edited 1 time in total.
Image

User avatar
meleksa
იეტი
Posts: 2161
Joined: 14 ივლ 2009, 21:16
Location: წინაპართა ნაკვალევი..
ხორნაბუჯი, ხირსა და სიღნაღი თეთრ ზღაპარში :)__20.02.2011

Post by meleksa » 21 თებ 2011, 01:42

არის, ასრულდა ოცნება ! დიდი ხანია მინდოდა ხორნაბუჯის ნახვა და თანაც თოვლში, ხოდა ისე მოხდა რომ სწორედ თოვლიანი ხორნაბუჯი ვნახე.

თავიდან დაიმორცხვა ციხემ ამდენი ხალხი რომ დაგვინახა და ნისლში დაგვემალა... მერე ცოტა გავშინაურდით, შიგნითაც შეგვიშვა და ნისლის სამოსიც შემოიძარცვა.... და მაშინ ვიხილეთ ხორნაბუჯის ციხე თავისი სიდიადითა და სილამაზით, ზემოდან შთამბეჭდავი ხედები იშლებოდა და ჩვენც დამუნჯებულები და ხანაც სიხარულისგან აყვირებულები ვაცოცხლებდით ციხეს...

იგრძნო ციხემ თითქოს ჩვენი მისდამი სიყვარული, სითბო და თითქოს უფრო მეტად ლამაზდებოდა ყოველ წუთს... გვეძნელებოდა წამოსვლა, ამიტომ გადავწყვიტეთ თოვლიან ციხესთან დარაჯი დაგვეტოვა, დიდი თოვლის პაპა...

ბოლოს როგორც იქნა გამოვემშვიდობეთ ხორნაბუჯს, ალბათ გული ვატკინეთ ისევ თოვლისა და სიჩუმის სამყოფელად რომ დავტოვეთ, მაგრამ დავუტოვეთ იმედი რომ კიდევ ბევრი, სამშობლოს სიყვარულით გაჟღენთილი ადამიანი ესტუმრება და აახმაურებს ერთ-ერთ ულამაზეს დანატოვარს ჩვენი წინაპრებისას...


ასევე გამაკვირვა ხირსას მამათა მონასტერმა თავისი სიდიადით, ერთი შეხედვა და მოგნუსხავს ადამიანს, საოცარი სიმშვიდისა და სიმყუდროვის განცდა დაგეუფლება იქ მისულს....


დღე საუკეთესოდ დავამთავრეთ ღამე განათებულ თოვლინ სიღნაღში სეირნობით, სიცილ ხარხარით და კიდევ ერთი, ლამაზად გატარებული დღის ემოციებით...
Image

User avatar
meleksa
იეტი
Posts: 2161
Joined: 14 ივლ 2009, 21:16
Location: წინაპართა ნაკვალევი..
ხორნაბუჯი, ხირსა და სიღნაღი თეთრ ზღაპარში :)__20.02.2011

Post by meleksa » 21 თებ 2011, 01:49

მადლობა ღმერთს მშვიდობიანი მგზავრობისათვის და მადლობა ამ გასვლის ყველა მონაწილეს... მეშინოდა გასვლა არ ჩაშლილიყო მაგრამ საბედნიეროდ ასე არ მოხდა...

კიდევ მადლობა ყველას ვინც დარეკეთ და დაინტერესდით ჩვენი ამბით, ყველანი ძალიან კარგები ხართ...

ამ გასვლაში ჩვენი მეგობარი ზვიად ჩიტაურის პირველი კარვული გასვლა იყო მგონი, ოღონდ როგორც ერთ ერთი რიგითი ჩვენთაგანი ისე და არა როგორც მძღოლი :)

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას, გკოცნით გეხვევით :)

პ.ს. ერთი თხოვნა მაქვს, სურათების დადება ნუ დაგეზარებათ :)
Image

User avatar
LEVANIKO
ზარმაცი
Posts: 1483
Joined: 01 ივნ 2009, 02:15
Contact:
ხორნაბუჯი, ხირსა და სიღნაღი თეთრ ზღაპარში :)__20.02.2011

Post by LEVANIKO » 21 თებ 2011, 01:54

ყველას დადება თუ გეზარებათ ფოტოების ბმული დადეთ რა და გადავიწერთ
Image
ყველაფერი გამოვა თუ მოინდომებ.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ხორნაბუჯი, ხირსა და სიღნაღი თეთრ ზღაპარში :)__20.02.2011

Post by Tamari-ch. » 21 თებ 2011, 03:20

ბმულები კი არადა
ჩვენ გვაჩვენეთ თოვლიანი ხორნაბუჯი....
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ხორნაბუჯი, ხირსა და სიღნაღი თეთრ ზღაპარში :)__20.02.2011

Post by Naia » 21 თებ 2011, 09:08

meleksa
ვააა, ვულოცავ ზვიადს პირველ კარავულ გასვლას!!!

ველი ფოტოებს. დარწმუნებული ვარ, ულამაზესი გასვლა გექნებოდათ. თოვლში განსაკუთრებით ლამაზია იქაურობა.

მანქანა სადამდე მივიდა? ჩვენ რომ ვიყავით ზამთარში, ჯიპებით ციხემდე მივედით, მაგრამ მერე თოვლიან აღმართებზე ამოსვლა გაგვიჭირდა (უფრო სწორად, ჩემს მანქანას გაუჭირდა)

Tami
მაწანწალა
Posts: 618
Joined: 02 დეკ 2010, 13:14
ხორნაბუჯი, ხირსა და სიღნაღი თეთრ ზღაპარში :)__20.02.2011

Post by Tami » 21 თებ 2011, 09:11

meleksa
ყოჩაღ, როგორ ოპერატიულად გაგიხსნია თემა :lol:
ახლა კი ფოტოები გამოუშვით, ვნახოთ ერთი, რა გამოვტოვეთ :wink:

User avatar
konstantine
იეტი
Posts: 1243
Joined: 23 ივნ 2008, 22:40
Location: Katitsvera
ხორნაბუჯი, ხირსა და სიღნაღი თეთრ ზღაპარში :)__20.02.2011

Post by konstantine » 21 თებ 2011, 09:17

მალადეც შენ...
konstantine

'74' '37' '29' '27' '01'

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
ხორნაბუჯი, ხირსა და სიღნაღი თეთრ ზღაპარში :)__20.02.2011

Post by avtokh » 21 თებ 2011, 09:30

კარგი ხალხი, კარგი გარემო, მშვენიერი თოვლი, წვივამდე და ზოგიერთისთვის წელამდე თოვლი :) , რომელიც შეურაცხოფილი და გათელილი დარჩა ჩვენი გავლა-გამოვლის შემდეგ, ჩვენი აღტაცებული შეძახილებითა და სიცილ-ხარხარით სრულ მდუმარებადარღველი და გამოცოცხლებული ხორნაბუჯი. ხირსა თავისი სიდიადითა და ერთგული ოთხფეხა ქართული ნაგაზი მცველით. მამაოს საინტერესო შემეცნებითი საუბრით ხირსის ისტორიასა და არქიტეკტურაზე.

მადლობა გასვლის მოთავეებს და ყველა მონაწილეს შესანიშნავად გატარებული უქმე დღისთვის და მათ განსაკუთრებული მადლობა ვინც დახმარების ხელი გამომიწოდა ჩემთვის ასასვლელად შედარებით რთულ ადგილებში :)

ფოტოები საღამოს იქნება, ჩემი მხრიდან :)
Image

User avatar
burdiani
მაწანწალა
Posts: 769
Joined: 29 ივნ 2009, 14:46
Location: სულ გზაში
ხორნაბუჯი, ხირსა და სიღნაღი თეთრ ზღაპარში :)__20.02.2011

Post by burdiani » 21 თებ 2011, 09:46

ხირსა

Image

Image

ხორნაბუჯის მიდამოები

Image

ხორნაბუჯი და მისი მცველი

Image

ხედი ციხიდან

Image
საქართველოსთვის!

User avatar
burdiani
მაწანწალა
Posts: 769
Joined: 29 ივნ 2009, 14:46
Location: სულ გზაში
ხორნაბუჯი, ხირსა და სიღნაღი თეთრ ზღაპარში :)__20.02.2011

Post by burdiani » 21 თებ 2011, 10:37

ხორნაბუჯი ასვლამდე

Image

ამოსვლის შემდეგ

Image

ესეც ციხე

Image

გაუკვალავი

Image

Image
საქართველოსთვის!

User avatar
meleksa
იეტი
Posts: 2161
Joined: 14 ივლ 2009, 21:16
Location: წინაპართა ნაკვალევი..
ხორნაბუჯი, ხირსა და სიღნაღი თეთრ ზღაპარში :)__20.02.2011

Post by meleksa » 21 თებ 2011, 12:29

Naia

2კმ რომ აწერია აბრაზე იქამდე მივედით, ანუ ბოლო დაღმართზე აღარ ჩავედით თორემ დღესაც იქ ვიქნებოდით ალბათ :)
Image

User avatar
Mr. Zorro
მაწანწალა
Posts: 346
Joined: 27 ოქტ 2008, 00:51
ხორნაბუჯი, ხირსა და სიღნაღი თეთრ ზღაპარში :)__20.02.2011

Post by Mr. Zorro » 21 თებ 2011, 12:35

დილიდან ისეთი თოვლი იყო, გახურება გახდა საჭირო :D

Image
Image

User avatar
Mr. Zorro
მაწანწალა
Posts: 346
Joined: 27 ოქტ 2008, 00:51
ხორნაბუჯი, ხირსა და სიღნაღი თეთრ ზღაპარში :)__20.02.2011

Post by Mr. Zorro » 21 თებ 2011, 12:36

მელექსამ მსაჯობა გადაწყვიტა
Image

მაგრამ მსაჯი სასტვენის გარეშე იყო და ვერაფერს გახდა :D
Image

Image

Image
Image

User avatar
Mr. Zorro
მაწანწალა
Posts: 346
Joined: 27 ოქტ 2008, 00:51
ხორნაბუჯი, ხირსა და სიღნაღი თეთრ ზღაპარში :)__20.02.2011

Post by Mr. Zorro » 21 თებ 2011, 12:37

ბურდიანი, რა სახის გამომეტყველებაა, რას ამბობ მასეთს? :D
Image

Image

Image

ვანსკი შორიდან ადევნებს თვალს, თუ როგორ აჭმევს ხალხი თოვლს ერთამენტს. :D
Image

Image

Image

Image
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]