ახტალა-ახპატი-ალავერდი-ოძუნი-ქობაირი სომხეთში, 06.02.2011

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ახტალა-ახპატი-ალავერდი-ოძუნი-ქობაირი სომხეთში, 06.02.2011

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 07 თებ 2011, 13:02

1. ქვეყანა, ქალაქი:
სომხეთი, ალავერდის რაიონი

2. გეოგრაფიული მდებარეობა:
კავკასია, საქართველოდან 3ხრეთით მდებარე მეზობელი ქვეყანა

3. მონახულებული ადგილები:
გამგზავრება სადახლოს გამშვები წერტიდან.
მონახულებული ადგილები თანმიმდევრობით - ახტალა, ახპატი, ქობაირი, ოძუნი, ქალაქ ალავერდში მდებარე თამარის ხიდი

4. გასვლის ხანგრძლივობა:
1 დღე

5. სავიზო პირობები:
არსამუშაოდ შესვლა უვიზოა, ქვეყანაში შესვლა-გამოსვლისთვის ბეჭედი სასაზღვრო-გამშვებ დაწესებულებებში ირტყმება

6. საათობრივი განსხვავება თბილისთან:
თბილისი-ერევნის დრო 1ნაირია

7. ვალუტა, კურსი ლართან:
100 დრამი დაახლოებით 50 თეთრია

8. ტრანსპორტის ფასი:
მინიბუსით მგზავრობა 250 ლარი
6-6 ლარი (1000-1000 დრამი) სომხეთის საზღვარზე გასვლა-გამოსვლის გადასახადი
25-32 ლარი სომხეთისთვის მანქანის 1თვიანი დაზღვევა. ფასი დამოკიდებულია ცხენის ძალაზე

9. სხვა ხარჯები:
სანთლისა და სუვენირების ხარჯები ინდივიდუალურად.
სხვა ხარჯი არ ყოფილა

10. გასვლის მოთავე:
GAMARJOBA SAKARTVELO

11. განსაკუთრებული რჩევები:
ალავერდის მხარეში ჩასვლა მატარებლითაც შეიძლება და მანქანითაც, თუმცა, მანქანით მოსახერხებელია.
სომხების დიდ ნაწილს სჯერა, რომ ქართული ძეგლები სომხური წარმომავლობისაა. ამის მიუხედავად,
აგრესიული კამათი მათთან სასურველი არ არის.
სომხეთის გზებზე საბჭოთა მენტალიტეტის ავტოინსპექცია პატრულირებს.
მძღოლისა და მგზავრებისთვის ღვედის გაკეთება აუცილებელია.
ახტალის ტაძარი 11 სთიდან 6 სთმდეა ღია.
ზაფხულში ხანგრძლივობა თითო სთით იზრდება

12. დამატებით სანახავი დროის გახანგრძლივების შემთხვევაში:
ალავერდის მხარე მდიდარია მნიშვნელოვანი ძეგლებით.
მათ შორის, სანაჰინი გამორჩეულია.
ის იუნესკოს სიაშია მოხვედრილი
1 დღეზე მეტი ხნით წასვლის შემთხვევაში, შესაძლებელია ეჩმიაძინისა და სევანის ტბის მონახულება

13. საქართველოს წარმომადგენლობის კოორდინატები ქვეყანაში:
სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო
ერევანი, სომხეთის რესპუბლიკა
Yerevan, Republic of Armenia 0010

მისამართი :
არამის ქ. N42
42, Arami str.
კოდი :
+ 374 10

ფაქსი, ტელეფონი:
საკონსულო -
58-55-11; 56-41-83; 56-43-57
70-20 ს.კ.

E-mail: yerevan.emb@mfa.gov.ge
www.armenia.mfa.gov.ge

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
გრიგორ ტაბატაძე
52-36-74
47-64 ს.კ.
მობ: +374 98 200 890

საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი
გოჩა გვარამაძე
52-35-11; 58–55–11; 63-02-90

კონსული
ზვიად ტატიშვილი
58-55-11; 58-03-17
მობილური: +374 98 98 59 25

სამუშაო საათები:
10.00-19.00

14. მხარეში წასვლისთვის საუკეთესო დრო
ნებისმიერი დრო

15.გასვლის შეფასება
9,5

16. გასვლის დაგეგმვის ბმული:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=4821&start=0
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
del
მაწანწალა
Posts: 316
Joined: 24 დეკ 2008, 22:46
Location: Tbilisi
Contact:
ახტალა-ახპატი-ალავერდი-ოძუნი-ქობაირი სომხეთში, 06.02.2011

Post by del » 07 თებ 2011, 13:08

იშვიათი, განსაკუთრებული და ლამაზი გასვლა იყო. მადლობა ორგანიზატორს!
Netgroup - პროფესიონალური IT მომსახურება. კომპანიები Cisco, HP და Microsoft-ის ოფიციალური პარტნიორი!
http://www.netgroup.ge

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ახტალა-ახპატი-ალავერდი-ოძუნი-ქობაირი სომხეთში, 06.02.2011

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 07 თებ 2011, 13:21

მონაწილეთა სია:

1. ნაია
2-4. ავთო (avtokh) და 2 +
5. მთა მყვარებია
6-8. თ.დ და 2 +
9. VANO VANSKI Smile
10. LiBrA
11. ამიგო
12. ოკულონე
13. KSOVRELI
14. Falcon
15. Falcon+
16. დათო ივანიშვილი(კარავული სახელი არ მახსოვს)
17. გიორგი მეზვრიშვილი
18. გიორგი მეზვრიშვილის +ირაკლი(პატრიკას ბიძაშვილი)
19. Legenda
20. GAMARJOBA SAKARTVELO
21. პატრიკა
22. პაატა_ +
23. იაკო
24. ნეშ - ოთახჰ
25-26. ბამბინა და გიორგი
27. MeLeksa
28. burdiani
29. del
30. მარიშკა
31. ოპტიმისტი
32. Tami (იგივე თამუნა ხერგიანი)
33. ქვევრი
34-35. ზღარბელიგენტი
36. ეკატო
37. ნეშ-ოთახჰ +
38.შოთა მოდებაძე.
39. ეკატოს +
40-41. მარიამო და +
42. თეა-ანასტასია
43. მარიშკას +
44- LiBrA+
45. Mr.Zorro
46. კონსტანტინე
47. MIRANDA
48. კოლხი გოგო
49. Toma
50. გამარჯობა საქართველოს პლიუსი კიარადა, კარვის მეგობარი ზურა
51. მარიტა
52. თ.დ+ (სალომე მაღლაკელიძე.)
53. ქეთი გულიაშვილი
54. მელექსას +
55.მოუსვენარი
56. დათო
57. გიორგი მეზვრიშვილის + ოთო კოხოძე



თუ ვინმე გამომრჩა, დაამატეთ, რა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ახტალა-ახპატი-ალავერდი-ოძუნი-ქობაირი სომხეთში, 06.02.2011

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 07 თებ 2011, 13:33

:კარავზე: სომხეთის მიმართულებით 1ლი გასვლა შედგა.
დაახლოებით 60 ადამიანი მონაწილეობდა.
როგორც აღმოჩნდა, რეკორდული მაჩვენებელი იყო.
ყველაფერა მშვიდობით ჩაიარა.
ვფიქრორობ, რომ მეზობელ ქვეყანაში მნიშვნელოვანი კარავული სარკმელი გავჭერით.
უკვე ბევრს შეუძლია, მეგზურობა გაუწიოს სომხეთში მეგობრებს, ახლობლებს, ქართული ისტორიის მოამაგეებს.
უახლოეს მომავალში ამ მიმართულებით 1 კარავულ გასვლას კიდევ გავაკეთებ.
მძღოლებმა 1 თვიანი დაზღვევა
აიღეს და შესაბამისად, გასვლას მცირედითაც გააიაფებს.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
burdiani
მაწანწალა
Posts: 769
Joined: 29 ივნ 2009, 14:46
Location: სულ გზაში
ახტალა-ახპატი-ალავერდი-ოძუნი-ქობაირი სომხეთში, 06.02.2011

Post by burdiani » 07 თებ 2011, 13:39

Image

Image

Image

Image

Image

Image
საქართველოსთვის!

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ახტალა-ახპატი-ალავერდი-ოძუნი-ქობაირი სომხეთში, 06.02.2011

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 07 თებ 2011, 13:51

ჩვენ მიერ ნანახი ძეგლები - ახტალა (ქართული ძეგლი), ახპატი (სომხური), ქობაირი (ქართული და სომხური ტაძრები), ოძუნი (სომხ), ქალაქ ალავერდის თამარის ხიდი (ქართ).

მეტის ნახვის დრო არ დაგვრჩა.
შემდეგ გასვლებში სხვა ძეგლების დამატება შეიძლება.

ქართულიცა და სომხური ძეგლებიც შთამბეჭდავია.
ქართულიდან ახტალას გამოვყოფდი, მაშტაბურ სამონასტრო კომპლექსს, რომლის სომხურად გადანათვლის
მცდელობა სომხებს 2010 წელს ჰქონდათ.
ჩემი სურვილია, რომ სომხეთში მდებარე ქართული ძეგლები ქართველებმა ხშირად ნახონ და სომხებს
უკუაგდებინონ განცდა, რომ ისინი უპატრონოდ არიან.
სულ უფრო ხშირად უნდა ისმოდეს ქართული გალობც და ინთებოდეს სანთელიც.
კგ იქნება, თუ ეს თემა საკითხის პოპულარიზებას შეძლებს.
ამიტომ, გთხოვთ, რომ დაწეროთ თქვენი შთაბეჭდილებები და ფოტოები დადოთ.
მინდა, რომ სომხეთის მიმართულება კიდევ 1 ტაო-კლარჯეთი იყოს, სადაც ხშირად ვივლით.

აქვე მადლობას გადავუხდი გიორგი ბაგრატიონს, რომელმაც ქობაირისა და ოძუნის ნახვა გვირჩია.
აქვე აღვნიშნავ, რომ optimistმა, იმავე ნანამ ალავერდში მდებარე თამარის ხიდის
ნახვის სურვილი გამოხატა. მართლაც, შებინდების მიუხედავად, ალავერდში მაინც წავედით და ვნახეთ .
დამეთანხმებით, შესანიშნავი ხიდია, მსგავსი საქართველოშიც არ არის და ეს ის შემთხვევაა, როდესაც
სომხები აღიარებენ, რომ თამარ მეფის ხიდია.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

Tami
მაწანწალა
Posts: 618
Joined: 02 დეკ 2010, 13:14
ახტალა-ახპატი-ალავერდი-ოძუნი-ქობაირი სომხეთში, 06.02.2011

Post by Tami » 07 თებ 2011, 13:55

კიდევ ერთი მშვენიერი კარვული გასვლა, თუ არ ვცდები 1011 წლის პირველი გასვლა საქართველოს საზღვრებს გარეთ.
ვნახეთ ბევრი საინტერესო ძეგლი, რომელთა მონახულებას ყველას ვურჩევდი.
დიდი მადლობა ბარევძეს ვრაცასტანს და გასვლის სხვა მონაწილეებს.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ახტალა-ახპატი-ალავერდი-ოძუნი-ქობაირი სომხეთში, 06.02.2011

Post by qvevri » 07 თებ 2011, 14:02

დიდათ გავიხარე ისტორიული საქართველოს კიდევ ერთი ძირძველი ნაწილი რომ მოვინახულე, თან ერთდღიანი გასვლა იყო და არც დავღლილვართ. ერთობ საინტერესო აღმოჩნდა, როგორც ახტალა, ისე ქობაირის ქართული სამონასტრო კომპლექსი და რაღ თქმა უნდა თამარის ხიდი, რომელიც შებინდებისას მოვინახულეთ ალავერდში. ხიდის ნახვა მგონი საერთოდ არ იყო გეგმაში და თუნდაც შებინდებულზე მისი ნახვა და მასზე გადასვლა–გადმოსვლა ძალზე მნიშვნელოვანი იყო ჩემთვისაც და იმედია ყოველი ჩვენთაგანისთვისაც. მოვინახულეთ ასევე სომხური ძეგლებიც, რომლებიც არქიტექტურული თვალსაზრისით არანაკლებ საინტერესო ძეგლებს წარმოადგენდა. მე სუართებს ფირიანი აპარატით ვიღებდო და ჩემი სურათებით მოგვიანებით შემოგიერთდებით, მანამდე კი დიდი ინტერესით ვადევნებ თვალს თქვენს მიერ გადაღებულ სურათებს. რამოდენიმე სხვადასხვა გასვლის რეპორტაჟის დათვალიერებისას, რომელი თემის სათურშიც მინიშნებული იყო რომელიმე ქართული ტაძარი თუ ციხე, რატომღაც თვად ტაძრისა თუ ციხესიმაგრის სურათი იდო სამი ცალი, და ისიც შორიდან გადაღებული და დანარჩენი კი სულ ერთმანეთის პორტრეტები თუ რაღაც უაზრო ხედები ეწყო, რომლებიც არაფერს არ ამბობდა დამთვალიერებლისათვის.... ხომ არ შეიძლება თითქმის ერთიდაიგივე სურათი დაიდოს 79 ცალი, რომლებზეც არაფერი არ იცვლება, არც ხალხი, არც პეიზაჟი და სხვ.??? ამ თემით ბევრმა ადამიანმა უნდა იხელმძღვანელოს და რა თქმა უდა დავდოთ ჩვენი სურათებიც, მაგრამ თემას ნუ გამოვტენით საკუთარი სურათებით და დავიცვათ წესი. თუმცა ეს ჩემი პირადი აზრია :wink:

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
ახტალა-ახპატი-ალავერდი-ოძუნი-ქობაირი სომხეთში, 06.02.2011

Post by avtokh » 07 თებ 2011, 14:58

მართლაც რომ დაუვიწყარი გასვლა იყო საქართველოს ფარგლებს მიღმა, თან ამდენ კარგ ხალხთან ერთად. თვალსაჩინო იყო ეს გასვლა იმით, რომ აშკარად დავინახე სხვაობა ქართულ და სომხურ ტაძრულ არქიტექტურაში, განსაკუთრებით გუმბათის განსხვავებულობა მენიშნა. ახტალის ფრესკები და მათი შეფერილობა ძალიან ლამაზი და უჩვეულოდ ლაჟვარდისფერი იყო. ახპატის კომპლექსი მომეწონა მართალი გითხრათ ნამეტნავად :) საინტერესო კომპლექსია.

ქვევრი

მე გადავიღე საკმაოდ ტაძრის ჩუქურთმებიც, ფრესკებიც და ახტალის ტაძრის ეზოში მიმობნეულ ქვებზე არსებული ჩუქურთმები და საღამოს აუცილებლად ავტვირთავ :)

დიდი მადლობა ორგანიზატორ "ბარევცე ვრაცსტან"ს ასეთი საინტერესო და შემეცნებითი გასვლისთვის. :)
Image


User avatar
bambina
მაწანწალა
Posts: 859
Joined: 07 ივნ 2009, 11:27
ახტალა-ახპატი-ალავერდი-ოძუნი-ქობაირი სომხეთში, 06.02.2011

Post by bambina » 07 თებ 2011, 15:29

amigo wrote:თამარის ხიდი

Image

ვაა, თამარის ხიდი ასე განათებული მარტო ამ ფოტოზე ვნახე. კაია ^_^


უკმაყოფილესი ვარ გუშინდელი დღით, მიხარია ძალუმად, რომ ეს ყველაფერი თქვენთან ერთად მოვინახულე <3
Stay Hungry, Stay Foolish

Tami
მაწანწალა
Posts: 618
Joined: 02 დეკ 2010, 13:14
ახტალა-ახპატი-ალავერდი-ოძუნი-ქობაირი სომხეთში, 06.02.2011

Post by Tami » 07 თებ 2011, 15:34

ამიგო, ეს ბოლო ფოტო რა მაგარია! გეგონება დღისით-მზისით არისო გადაღებული, არადა ისე ბნელოდა, თითს ვერ მიიტანდი თვალთან:)
შტატივზე გეყენა კამერა ამას რომ იღებდი??
ქვევრიც მოგიწონებს, იმედია, დღის შუქზე უნდოდა ამ ხიდის ნახვა


Tami
მაწანწალა
Posts: 618
Joined: 02 დეკ 2010, 13:14
ახტალა-ახპატი-ალავერდი-ოძუნი-ქობაირი სომხეთში, 06.02.2011

Post by Tami » 07 თებ 2011, 16:37

გიორგი, აბა ამ ფოტოსაც თუ მოიწონებ??
პ.ს პირველად ვდებ ფოტოს კარავზე და აბა თუ გამომივა :oops:


ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]