ეგვიპტე სომხეთის გავლით ;) 7-19.12.10.

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ეგვიპტე სომხეთის გავლით ;) 7-19.12.10.

Post by Mta Mkvarebia » 28 იან 2011, 13:40

ძლივს მოვიცალე ამ თემის გასახსნელად. მაგრამ ჯობს გვიან ვიდრე არასდროს. ახლა ზოგმა შეიძლება თქვას, რომელი ლაშქრობა ეს იყოო, მაგრამ თემის მაინც ამ განყოფილებაში გახსნა გადავწყვიტე, რადგან უცხოეთში მოგზაურობის შესაბამისი განყოფილება არ გვაქვს და სხვადასხვა აქტივობებში გახსნილი თემები დროთა განმავლობაში ისე ჩაიკარგება, ძნელი მოსაძებნი ხდება ხოლმე.

ეგვიპტეში წასვლის სურვილი ზაფხულიდან მოყოლებული გვქონდა კარველებს. მაშინ 20-მდე მსურველი შევიკრიბეთ, მაგრამ დეკემბრისთვის ხალხი შემოგვეცალა და ამიტომ მხოლოდ 3 ადამიანი მე, ტომა და ადმინის და - ნინო გავემგზავრეთ ეგვიპტეში სამოგზაუროდ.
ორი სიტყვით რომ გითხრათ, დაუვიწყარი მოგზაურობა გამოგვივიდა :)

შევეცდები დაწვრილებით დავწერო ზოგიერთი ცნობა, რაც ამ ქვეყანაში მოგზაურობის მსურველ კარველებს შემდგომისთვის რჩევებად გამოადგებათ.

წავედით "კერა თრეველის" საგზურით, ერევნამდე ტაქსით, ერევნიდან თვითმფრინავით. საგზურის ღირებულება 1 კაცზე (სამადგილიან ნომერში) 388$ იყო. ტაქსი თბილისი-ერევანი-თბილისი სომხეთის ღირშესანიშნაოების (ეჩმიაზინი, გარნი, გეღარდი, სევანის ტბა) დათვალიერებით და 1 მთლიანი დღის იქ გატარებით 400 ლარი დაგვიჯდა ანუ კაცზე 135 ლარი. აეროპორტში ჩაფრენისას ვიზა იქვე ავიღეთ 15 $-ად.
საგზურის ღირებულებაში შედიოდა: ფრენა ერევანი-ჰურგადა (ორი გზა), 11 ღამე 3+ კარსკვლავიან სასტუმროში "Zahabia Village & Beach Resorts", ორჯერადი კვებით, შვედური მაგიდით.

ექსკურსიების ფასი ტურისტის ჯიბის შესაფერისად ინდივიდუალურია. ჩვენ შემდეგი ექსკურსიები შევიძინეთ:

1. ქაირო-ალექსანდრია , 2დღე - ეგვიპტის ნაციონალური მუზეუმის მონახულება, პირამიდების, სფინქსის, პაპირუსების მუზეუმის, პარფიუმერიის მუზეუმის მონახულება, გასეირნება იახტით ნილოსზე, ალექსანდრიის ბიბლიოთეკის, ალექსანდრიის შუქურის ადგილას მდებარე ციხის მონახულება, მონტენზას ცნობილი ბაღი და სანაპირო, მეჩეთი ალექსანდრიაში- ფასი ავტობუსით, მეგზურით, სასტუმროს, კვების და მუზეუმის ბილეთების ჩათვლით - 115$ . გზის ხანგრძლივობა ჰურგადა- ქაირო - დაახლოებით 6-7 საათი. ქაირო- ალექსანდრია -დაახლ. 3-4 საათი. უკანა გზა ალექსანდრია-ჰურგადა - 10-11 საათი.
2. ლუქსორი 2 დღე - ფარაონთა სამარხების მონახულება მეფეთა ველზე, ერთადერთი ქალი-ფარაონის ჰაპშესტუტის ტაძარი, მემნონის კოლოსის, ლუქსორის ტაძრის და კარნაკის ტაძრის მონახულება, გასეირნება ნილოსზე, გასეირნება ცხენებშებმული კარეტით, - მოგზაურობის ფასი კერძო მანქანით, მეგზურით, სასტუმროს, კვების და მუზეუმების ბილეთების ჩათვლით - 125$- ხანგრზლივობა ერთი გზა 2,5-3 საათი.
3. საფარი-ტური ანუ ჯიპტური უდაბნოში, კვადროციკლებით, აქლემებით სეირნობა, ჩაი და ვახშამი ბედუინებთან და საღამოს ფაკირშოუ და მუცლის ცეკვების შოუ - 30 $
4. მოგზაურობა წყალქვეშა ნავით. იახტით გასვლა შუა ზღვაში, წყალქვეშა ნავზე გადასვლა და წყალქვეშა სამყაროს, თევზების, ჩაძირული გემების მონახულება - 50 $ (ეს მოგზაურობა "ტეზტურს" შევუკვეთეთ).
5. მოგზაურობა ეგვიპტის ვენეციადწოდებულ პატარა ქალაქ ელგუნაში - იახტით გამგზავრება ელგუნაში (2 საათის გზა), პატარა მოტორიან ნავში გადასხდომა, ქალაქის წყლის არხებისგან გაკეთებული ქუჩების და ხელოვნური კუნძულების დათვალიერება ნავით, აკვარიუმი-მუზეუმის დათვალიერება, მარჯნის რიფებზე თევზაობა და წყალში ყვინთვა, სადილი იახტაზე - 25 $.

გვინდოდა სინას მთაზე ასვლა და წმ. ეკატერინეს, ასევე წმ. ანტონიოსა და პავლეს მონასტრების მონახულებაც, მაგრამ ნაყიდი ბილეთების ფული უკან დაგვიბრუნეს, მოგზაურობა ქარიშხლის და სტიქიური უბედურების გამო გადაიდო.

წყალქვეშა ნავით მოგზაურობის გარდა ყველა ტური ნაკლებადცნობილ სააგენტოს - ამენოფისს შევუკვეტეთ, რომლესაც რეკომენდაცია ინტელამ გაუწია (ინტელა და ცირა რამდენიმე კვირის წინ იმყოფებოდნენ ეგვიპტეში :) ). შეიძლება ისეთი ორგანიზებული არ იყო ეს პატარა სააგენტო, როგორც ერთერთი მონოპოლისტი სააგენტო "ტეზტური", მაგრამ ფასით გაცილებით იაფია და ყველა ექსკურსიით კმაყოფილი ვართ. განსაკუთრებით ლუქსორის მოგზაურობამ გაამართლა. გადაწყვეტილება რომ კერზო მანაქანით წავსულიყავით, ყველაზე სწორად მიღებული გადაწყებტილება აღმოჩნდა. მხოლოდ 3 ადამიანი ვიყავით მძღოლის გარეშე მანქანაში. გზაშიც დიდად არ შევწუხებულვართ ამის გამო, თუმცა ქაიროსგან და ალექსანდრიისგან განსხვავებით ლუქსორამდე ჰურგადიდან არც ისეთი შორი მანძილია, მხოლოდ 2,5 -3 საათის გზაა. ლუქსორში რუსულენოვანი მეგზური დაგვხვდადა მასთან ერთად დავათვალიერეთ ღირშესანიშნაობები. იმის გამო, რომ პატარა, 3-კაციანი ჯგუფი გვქონდა, შეზღუდულები არ ვიყავით დროში და იმაზე გაცილებით დიდ ხანს ვჩერდებოდით მუზეუმებში, ვიდრე დიდი ჯგუფის შემთხვევაში გავჩერდებოდით. მაგალითად კარნაკის ტაძარში, რომელიც ამ მოგზაურობის გვირგვინი იყო და ისე დაგვშოკა რომ იქიდან წამოსვლის სურვილი აღარ გვქონდა, თითქმის 4 საათი დავყავით :D.

ამ პატარა სააგენტოს კოორდინატებია:
http://amenophis-tours.tripod.com/id3.html

რაც შეეხება სასტუმროს. ძალიან კმაყოფილი დავრჩით, რომ ინტერნეტში ზღვა მასალის წაკითხვის შემდეგ ამ სასტუმროზე შევაჩერეთ არჩევანი. ფასიდან გამომდინარე საკმაოდ ნორმალური სასტუმრო იყო, გამწვანებული, ყვავილებში ჩაფლული კორპუსებით და ვილებით. 2 ნომრის დაწუნების და 10$-ის დამატების მერე (ესეც ინტერნეტში ამოვიკითხეთ, რომ ცოტაოდენი ფულის დმატების შედეგად უკეთესი ნომრის მიღება შეიძლებოდა) ნომერში კი არა აპარტამენტში დაგვაბინავეს, გვქონდა სამზარეულო და სასტუმრო ოთახი, 2 საძინებელი, აბაზანა და აივანი ლამაზი ხედით. მაგრამ სასტუმროს ყველაზე დიდი უპირატესობა ის იყო, რომ ჰქონდა ძალიან კარგი პლაჟი ანუ სანაპირო. უფრო სწორედ 2 სანაპირო ჰქონდა, ერთი ქვიშიანი, ურეკივით დაბალი წყალით , რომელიც იდეალური იყო ბავშვებისთვის და მეორე, მარჯნის რიფებიანი სანაპირო, უფრო ღრმა წყლით, სადაც ნაირფერ თევზებზე დაკვირვება ნაპირთან ახლოს შეგეძლოთ და სულ არ იყო საჭირო დაივინგის ექსკურსიის შეძენა, თუმცა თუ ამის სურვილი გვექნებოდა ამის გაკეთებაც შეგვეძლო ჩვენსავე სანაპიროზე. მართალია ცურვა არ ვიცოდი, მაგრამ თუ სპეციალიური ნიღაბი და მილაკი გიკეთია, წყალზე ტივტივებ, წყალსაც არ ყლაპავ და თევზებს უპრობლემოდ აკვირდები. ნიღაბი და მილაკი შევაჭრების შემდეგ 5 $-ად ვიყიდე ქალაქის ერთერთ მაღაზიაში, წყალში ფეხზე ჩასაცმელი სპეციალური ფეხსაცმელი კი - 4$-ად. ასეთი ფეხსაცმლის გარეშე წყალში ჩასვლა არაა რეკომენდირებული, წინააღმდეგ შემთხვევაში მარჯნის რიფებზე გაიჭრით ფეხს ან უარესი, ზღვის ზღარბს თუ დააბიჯეთ, მთელი მოგზაურობა ჩაგშხამდებათ.
საერთოდ აქვე უნდა ვთქვა, რომ ეგვიპტეში ყველაფერზე უნდა ევაჭრო გამყიდველს. გარდა იმისა რომ შევაჭრების შედეგად ნახევარ და ხშირად მესამედ ფასსი ყიდულობ ყველაფერს, აქ ვაჭრობის კულტია ჩამოყალიბებული, ხშირად შევაჭრება მყიდველთან გასაუბრების და დროის "სასიამოვნოდ" გაყვანის ხერხია :).

ახლა რაც შეეხება რჩევას იმის თაობაზე, თუ რომელ ქალაქში წახვიდეთ ეგვიპტეში: ჰურგადაში თუ შარმ-ალ-შეიხში. ეს არჩევანი იმაზეა დამოკიდებული, თუ რატომ მიდიხართ ეგვიპტეში. თუ უბრალოდ ზღვაზე დასასვენებლად მიდიხართ, გამოცდილი მოცურავე ხართ და ზღვის ფსკერზე მარჯნის რიფების ნაკრძალები გაინტერესებთ, მაშინ შარმში ჯობია წახვიდეთ. ასევე შარმში გირჩევნიათ წასვლა თუ ექსკურსიებიდან პრიორიტეტს სინას მთას და ეკატერინეს მონასტრის ნახვას ანიჭებთ. თუ ბავშვები გახლავთ, დაივინგზე გადარეული არ ხართ, გინდათ აუცილებლად ნახოთ ლუქსორი და ეგვიპტის სამხრეთით მდებარე ღირშესანიშნაობები, მხოლოდ ჰურგადაში წასვლას გირჩევთ, რადგან ლუქსორი ჰურგადასთან უფრო ახლოსაა, ისევე როგორც სინას მთა-შარმ-ალ-შეიხთან. თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, ეგვიპტეში მოგზაურობისას ერთ რამეს მივხვდი, თუ ლუქსორი არ გაქვთ ნანახი, თქვენ ეგვიპტეც არ გინახავთ მისი უდიდესი ცივილიზაციით. რადგან პირამიდებმა და სფინქსმა, ყველაფრის მიუხედავად, ჩემზე ისეთი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა, როგორც ლუქსორმა. ასე რომ თავად გადაწყვიტეთ, სად წახვიდეთ. :D
Last edited by Mta Mkvarebia on 14 ივნ 2011, 14:43, edited 4 times in total.
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ეგვიპტე სომხეთის გავლით ;) 7-19.12.10.

Post by Mta Mkvarebia » 28 იან 2011, 14:05

ახლა კი დავიწყებ ფოტოების დადებას, იმდენად ბევრი ფოტოა რომ გადათვალიერების და გადარჩევაზე უფრო მეტი დრო დამეხარჯება, ვიდრე ატვირთვაზე, ამიტომ შემთხვევითობის პრინციპით არჩეულ ფოტოებს დავდებ.

პირველი დღე ეგვიპტეში. ჩვენი სასტუმროს სანაპიროზე.

პირველი დღე მოთელვის დღე იყო. ამიტომ დღე სანაპიროზე კოტრიალს, წყალში ჭყუმპალაობას და ქალაქში გასეირნებას დავუთმეთ. ქალაქში ტურისტული სააგენტოების დასათვალიერებლად გავემართეთ. ამენოფის ტურიც ადვილად ვიპოვეთ და შემდეგი დღის მოგზაურობაც დავგეგმეთ ქაირო-ალექსანდრიაში.

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

ჩვენი აივანი. ძალიან გვიყვარდა ამ აივანზე ყავის და ჩაის სმა. დილის რიტუალი საუზმემდე სწორედ ასე იწყებოდა :).
Image
Image
Image
Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ეგვიპტე სომხეთის გავლით ;) 7-19.12.10.

Post by Mta Mkvarebia » 28 იან 2011, 14:19

მეორე დღეს დილის 3 საათზე გავემართეთ ქაიროსკენ. ქალაქში 10 საათისთვის ჩავედით.
პირველი რაც დავინახეთ ნილოსი იყო, რომელიც უდაბნოდან მობერილი ქვიშის მცირე ნაწილაკების ნისლის მანდილში გახვეულიყო
Image
Image
Image

შემდეგ ეგვიპტის (მეორენაირად ქაიროს მუზეუმსაც ეძახიან) ნაციონალური მუზეუმი მოვინახულეთ. მუზეუმში დაახლოებით 160 000 ექსპონატია დაცული, მათღ შორისაა ტუტანჰამონის ცნობილი, 11კგ-იანი ოქროს ნიღაბი, მისი რამდენიმე ოქროს კუბო, ოქროს სარკოფაგი და სავარზელი. სასამწუხაროდ მუზეუმის სიგნით ფოტოების გადაღება აკრძალული იყო, მუზეუმში შესვლამდე ფოტოაპარატები ჩამოგვართვეს. ამიტომ მხოლოდ მუზეუმის ეზოში დაცული ექსპონატების გადაღება შევძელი:

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

ეს ერთერთი ფარაონის ფიგურაა. ტრადიციისამებრ ფარაონის უზარმაზარი ფიგურის მარჯვენა და მარცხენა მხარეს ქალის ორ ფიგურას კვეთდნენ. ერთი დედა იყო მეორე მეუღლე. უფრო სწორედ პირველი ცოლი მისი მრავალრიცხოვანი ცოლებიდან.

Image
Image
Image
Image
Image

შემდეგ ნილოსზე გავისეირნეთ იახტით

Image
Image
Image
Image
Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ეგვიპტე სომხეთის გავლით ;) 7-19.12.10.

Post by Mta Mkvarebia » 28 იან 2011, 14:26

Image

პარფიუმერიის ქარხანაში. როგორც აგვიხსნეს, ბევრი ფრანგული სუნამოს ძირეული სურნელი ეგვიპტური ნელსაცხებლებიდან მოდის.

Image

პირამიდები და სპინქსი ელ გიზაში

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

პირამიდის სამარხშიც ჩავეშვით. მაგრამ ისეთი დახუთული ჰერი იყო და ისე ცხელოდა, კინაღამ გავიგუდეთ.

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ეგვიპტე სომხეთის გავლით ;) 7-19.12.10.

Post by Mta Mkvarebia » 28 იან 2011, 14:36

Image
Image

პაპირუსების მუზეუმში აგვიხსნეს, როგორ კეთდება პაპირუსი. შაქრის ლერწმის ღეროს დაჭრიან ბრტყელ ფირფიტებად, ჩაალბობენ 6 ან 15 დღით წყალში (რაც მეტი ხნით ტოვებენ მით უფრო მუქია), შემდეგ დააწყობენ ვერტიკალურ და ფორიზონტალურ ზოლებად და დაპრესენ. მერე უკვე ხატავენ.

Image
Image
Image
Image
Image

შემდეგ სასტუმროში განვთავსდით. სასტუმროს კედელი და კედლის კუთხე პატარა აივნით მთლიანად შემინული იყო და იქიდან განათებული პირმიდების ხედი იშლებოდა . პირამიდების განათება ხშირად იცვლიდა ფერებს.

Image
Image
Image

დილით ადრე , დაახლოებიტ 5 საატზე ავდექით და ალექსანდრიისკენ გავემართეთ. 3-4 საათში ალექსანდრიაში ვიყავით.

ქალაქსი შესვლამდე პატარა კაფე-ზოოპარკი დავათვალიერეთ.

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ეგვიპტე სომხეთის გავლით ;) 7-19.12.10.

Post by Mta Mkvarebia » 28 იან 2011, 14:44

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

ალექსანდრიაში ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე მონტენზას ბაღი. ჰურგადიდან ჩრდილოეთით მდებარე ალექსანდრიაში უკვე იგრძნობოდა რომ ზამთარი იყო. ჰაერის და წყლის ტემპერატურა დაახლოებით 12-15 გრადუსი იქნებოდა. ამიტომ სანაპირო უსეზონობის გამო დაკეტილი იყო და მხოლოდ მეთევზეებს ან მოთევზავე ტურისტებს თუ ნახვდით ნაპირზე.

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ეგვიპტე სომხეთის გავლით ;) 7-19.12.10.

Post by Mta Mkvarebia » 28 იან 2011, 14:58

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

ალექსანდრიის მეჩეთი

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ეგვიპტე სომხეთის გავლით ;) 7-19.12.10.

Post by Mta Mkvarebia » 28 იან 2011, 15:15

ეს ქაითბეის ციხეა, სადაც ადრე მსოფლიოს ერთერთი საოცრება ალექსანდრიის შუქურა იდგა.

Image

ალექსანდრიის შუქურა (აგრეთვე ცნობილი როგორც ფაროსი, ბერძ. Φάρος - შუქურა) მდებარეობდა ალექსანდრიაში, ეგვიპტე, აშენდა ძვ.წ. 279 წელს მე-3 საუკუნეში და მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთ-ერთად მიიჩნევა. მან ფუნქციონირება შეწყვიტა და თითქმის სრულიად დაინგრა მე-14 საუკუნეში მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად. მისი ნარჩენები ნაპოვნი იქნა მყვინთავების მიერ 1994 წელს, შემდეგ კი სატელიტური ფოტოებით შუქურის დანარჩენი ნაწილები აღმოაჩინეს. შუქურის კოშკი სავარაუდოდ 134 მეტრის სიმაღლის უნდა ყოფილიყო, და იმ დროისთვის დედამიწაზე არსებული ადამიანის მიერ აგებული ყველაზე მაღალი ნაგებობა უნდა ყოფილიყო.

თეთრი ქვის ბლოკებით ნაგები კოშკი სამი ნაწილისგან შედგებოდა: ქვედა მართკუთხა პლატფორმა ცენტრალური ფუნდამენტით, შუა ოქტაგონური სექცია, და მაღლა კი, მრგვალი სექცია. შუქურის თავში დიდი სარკე იყო დამონტაჟებული, რომელიც დღის განმავლობაში მზეს ირეკლავდა და მისი შუქი 100 კილომეტრზე აღწევდა,ღამე კი ცეცხლს ანთებდნენ. როგორც ალექსანდრიის ზარაფხანის რომაულ მონეტებზეა აღბეჭდილი, შუქურის პლატფორმის ოთხივე კუთხეში ტრიტონის ქანდაკებები იდგა. ასევე, რომაულ პერიოდში, კოშკის თავზეც უნდა მდგარიყო ერთი ქანდაკებამოგვიანებით, მრავალი ადრეული ისლამური მეჩეთის მინარეთთა დიზაინი ფაროსის მსგავსი სამ-სექციანი პროექტით იქმნებოდა, რაც შუქურის დიდ არქიტექტურულ ზეგავლენაზე მეტყველებს

ქაით ბეის ციხის მოედანზე პატარა ბაზრობაა:
Image

Image
Image
Image
Image
Image

ადგილობრივ გოგო-ბიჭებთან ფოტოები გადავიღეთ. ისეთი თბილი ბავშვები არიან და უცხოელ ტურისტებთან ფოტოების გადაღება ისე უყვართ, გაგვაოცეს.

Image

ალექსანდრიის ბიბლიოთეკის ახალი შენობა:

Image


ალექსანდრიის სამეფო ბიბლიოთეკა ალექსანდრიაში, ეგვიპტეში, ერთ დროს მსოფლიოში უდიდესი ბიბლიოთეკა იყო. მიიჩნევენ, რომ ბიბლიოთეკა დაარსდა ძვ.წ. მე-3 საუკუნის დასაწყისში, ეგვიპტეში პტოლემეოს II-ის მეფობის ჟამს, მას შემდეგ რა პტოლემეოსის მამამ მიწასთან გაასწორა მუზათა ტაძარი "მუზეუმი" (აქედან წარმოსდგება თანამედროვე ტერმინი მუზეუმი), რაც შემდეგ ბიბლიოთეკის კომპლექსის პირველი ნაწილი გახდა.

მისი არსებობის პიკში სამეფო ბიბლიოთეკას, როგორც მიიჩნევენ, შესაძლოა დაახლოებით 700.000-მდე წიგნი ჰქონოდა და თავდაპირველად ორგანიზებული იქნა დემეტრიოს ფალერეუსის მიერ. ასევე მიიჩნევენ, რომ ბიბლიოთეკა ხანძარმა გაანადგურა, თუმცა ამ განადგურების ფაქტის დეტალები დიდი კამათის საგანია. ძველი ბიბლიოთეკის ადგილთან 2003 წელს ახალი "ბიბლიოთეკა ალექსანდრინას" ინაუგურაცია ჩატარდა

ბიბლიოთეკის კედელზე სხვდასხვა ენის დამწერლობის ნიმუშებია. მას შორის ქართული ასოებიც ვნახეთ :D:

Image

Image

ჩვენი მეგზური ბიბლიოთეკის შესახებ გვიყვება და ვუსმენთ. ესენი ქართველი დედა შვილი არიან, რომლებიც ამ მოგზაურობისას ჩვენს ჯგუფში აღმოჩნდნენ :D.


Image

Image

Image
Image
Image
Image

მზის საათი
Image
Image
Last edited by Mta Mkvarebia on 28 იან 2011, 17:12, edited 1 time in total.
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ეგვიპტე სომხეთის გავლით ;) 7-19.12.10.

Post by Mta Mkvarebia » 28 იან 2011, 15:28

ალექსანდრიიდან ჰურგადისკენ უკანა გზაზე დაახლოებით 10 საათი ვიყავით ავტობუსში. გზამ ცოტა არ იყოს დაგვღალა, მაგრამ აუტანელი მაინც არ ყოფილა.

მესამე დღე ისევ სანაპიროზე გავატარეთ და ზღვაში ჭყუმპალაობას დავუთმეთ.

ჩვენი სასტუმროს ეზოში:

Image
Image

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

ჩვენს სანაპიროზე

Image
Image
Image

Image
Image

ამენოფისის ოფისში.

Image
Image

ქალაქის ქუჩებში. სუვენიერების მაღაზიები:

Image
Image
Image
Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ეგვიპტე სომხეთის გავლით ;) 7-19.12.10.

Post by Mta Mkvarebia » 28 იან 2011, 15:42

Image
Image
Image
Image
Image

მეხუთე დღეს გეგმაში ორი ექსკურსია გვქონდა: წყალქვეშა მოგზაურობა და ჯიპტური უდაბნოში. მოღრუბლული და ქარიანი ამინდი იყო, მაგრამ თურმე რა ვიცოდით, რა თქეში იყო და რა ქარბორბალა ტრიალებდა ქაიროში და შარმ-ალ-შეიხში. თბილისიდან შეშინებული ახლობლები გვირეკავდნენ, ხომ კარგად ხარტო, თურმე რამოდენიმე ადამიანი დაღუპულა ქაიროში სტიქიური უბედურების გამო :(. არადა 2 დრიტ ადრე ქაიროში ყოფნისას ჩვენი მეგზური გვიყვებოდა ამ ქალაქში წელიწადსი მხოლოდ 3 დღე წვიმსო.

სანაპიროზე. ვემზადებით იახტაზე ასასვლელად, საიდანაც ყვითელ წყალქვეშა ნავზე უნდა გადავიდეთ.

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

უკვე იახტაზე ვართ
Image
Image
Image


შუა ზღვაში გავედით. და მალე წყლიდან ყვითელი წყალქვეშა ნავი ამოვიდა, იქიდან კი ტურისტები გადმოვიდნენ.

Image

უკვე ნავში ვართ.
Image
Image

მე და ტომამ მომენტით ვისარგებლეთ და სანამ კაპიტანი ჩამოვიდოდა
მის სავარძელზე გადავიღეთ ფოტოები:

Image,
Image
Image

Iako.
მაწანწალა
Posts: 523
Joined: 07 მაი 2009, 23:06
ეგვიპტე სომხეთის გავლით ;) 7-19.12.10.

Post by Iako. » 28 იან 2011, 15:47

გოგებოოოო, რა მაგრები ხააააააააართ:*
კიდევ უფრო დამწყდა გული, რომ ვერ წამოვედი :(
რა სილამაზეა ლიკუნა, ისე ველოდებოდი ამ რეპორტაჟს :*

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ეგვიპტე სომხეთის გავლით ;) 7-19.12.10.

Post by Mta Mkvarebia » 28 იან 2011, 15:51

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

თევზების და აკვალანგისტის გარდა ნავის ფანჯრიდან ჩაძირული გემები, ძველი ქოთნები და სკივრებიც დავინახეთ.

Image
Image
Image
Image

მერე სასტუმროში დავბრუნდით.
ველოდებით ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელს.
Image
Image

სააგენტოს წარმომადგენელი მოვიდა და გავემართეთ ჯიპით უდაბნოსკენ.

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ეგვიპტე სომხეთის გავლით ;) 7-19.12.10.

Post by Mta Mkvarebia » 28 იან 2011, 15:54

ბედუინებთან

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ეგვიპტე სომხეთის გავლით ;) 7-19.12.10.

Post by Mta Mkvarebia » 28 იან 2011, 15:59

Iako.
გაიხარე, გენაცვალე :**
მგონი ერთი შენ, გოგა და ქვევრი დარჩით, ვისაც ფოტოები არ უნახავს ჯერ. თორემ პირწიგნაკზე ყველამ ნახა. :). ჩვენმც ძალიან გვინდოდა წამოსულიყავი :(, მაგრამ სხვა დროს წავიდეთ ერთად :) კიდევ ბევრი დაგვრჩა ეგვიპტეში სანახავი :).

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

User avatar
VANO
იეტი
Posts: 2902
Joined: 24 ივნ 2008, 18:21
Location: ჯერ მე თვითონ გავარკვიო
Contact:
ეგვიპტე სომხეთის გავლით ;) 7-19.12.10.

Post by VANO » 28 იან 2011, 16:02

ბებეეეეეეე რა დაააყარაააააა :D :D :D :D :D



აბა მიდი გააგრძელე.


მომინდა წასვლა მანდეთ :( :( :(
ქალი ქალია, მაგრამ თუ გაცხარდა ცოლიაო...

Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]