Page 1 of 3

მესაჭე გოგონების ჯიპტური დავით გარეჯში 12.12.10

Posted: 13 დეკ 2010, 11:49
by MIRANDA
1. რეგიონი:
კახეთი, საგარეჯოს რაიონი

2. მარშრუტის დასახელება:
თბილისი - რუსთავი - საგარეჯო - თბილისი
(იოანე ნათლისმცემლის მონასტერი, ჩიჩხიტური, დავითის ლავრა, უდაბნო)

3. ხანგრძლივობა:
1 დღე

4. სირთულე:
ალბათ მარტივი, მაგრამ ჩემთვის მაინც საშუალო სირთულის :)

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
საწვავის ხარჯი - 1 ადამიანზე დაახლოებით 15-20 ლარი (მანქანის მიხედვით სხვადასხვა იყო)
რესტორანი (რომელშიც უკანა გზაზე შევიარეთ) - 1 ადამიანზე 12 ლარი :)

6. მონაწილეთა რაოდენობა
6 მანქანა და 30 ადამიანი

1. MIRANDA-ს იო იო
1.1. MIRANDA
1.2. Marita777
1.3. გიორგი მეზვრიშვილი
1.4. დოლიძელი
1.5. Shalva
1.6. ანი, გიორგის დისშვილი

2. saknatuna-ს Land Rover Discovery 2
2.1. saknatuna
2.2. გიორგი
2.3. თამუნა
2.4. ნინო

3. ამიგოს მანქანა
3.1. თამარი-ხევი (საჭესთან)
3.2. ამიგო (შტურმანი)
3.3. ნატალია
3.4. დათო
3.5. giorgi-bunturi

4. ნაიას მანქანა
4.1. ნაია
4.2. გამარჯობა საქართველო
4.3. ნაიას +
4.4. ნაიას +
4.5. იანო

5. ნანა სართანიას სუბარუ ფორესტერი
5.1. ნანა (საჭესთან)
5.2. ნანას + სოფო
5.3. თ.დ.
5.4. ქსოვრელის + ქართლოსი
5.5. ქეთი გულიაშვილი

6. ელოიზას მანქანა
6.1. ელოიზა (საჭესთან)
6.2. მე ჰხათო - პატაპუტინა
6.3. გიორგი (პატაპუტინას ძმა)
6.4. ხათოს + ბელა
6.5. ხათოს + დიანა

მოგვიანებით შემოგვიერთდნენ: აცა, აცას მეუღლე, ილია, ილიას მეუღლე, თორნიკე (ილიას ვაჟი), მაკენა, ფიონა და ქებურიუსი :)

თუ რამე შემეშალა მომწერეთ..
ასევე სახელები მომაშველეთ რააა.. და მივუთითებ + -ებს სახელებს :)

7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი
MIRANDA (მაგრამ ყველა მონაწილემ საკუთარი წვლილი შეიტანა; მარტო თავს ვერ გავართმევდი)

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
საგარეჯო

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
180 კმ (ნაიას დაუნიშნავს)

10. ფეხით გავლილი მანძილი:
იოანე ნათლისმცემლის მონასტრამდე 200-300 მეტრი, ჩიჩხიტურამდეც დაახლოებით ამდენივე, დავით გარეჯში - 2 კილომეტრი ალბათ.

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
ჩიჩხიტური, ტბები

12. საბანაკე ადგილები:
არ ვიცი

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
ფაქტიურად არ არის, ჯობია თადარიგი წინდაწინ დაიჭიროთ.

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
წყალი, საკვები, თბილი ტანსაცმელი და მოსახერხებელი ფეხსაცმელი, მონასტრისთვის შესაფერისი ტანისამოსი

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო:
ალბათ ნებისმიერ დროს ლამაზი იქნება იქაურობა :)

16. რისკები, საფრთხეები:
წლის ამ დროს მგონი არაფერი

17. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით:
10 ბალიანი სისტემით შეფასება არ გაგვიკეთებია, მაგრამ მგონი ყველა კმაყოფილი იყო დღის ბოლოს :)

მესაჭე გოგონების ჯიპტური დავით გარეჯში 12.12.10

Posted: 13 დეკ 2010, 11:50
by MIRANDA
Image

მესაჭე გოგონების ჯიპტური დავით გარეჯში 12.12.10

Posted: 13 დეკ 2010, 11:55
by GAMARJOBA SAKARTVELO
ძნ სასიამოვნო ჯიპ-ტური იყო.
კარაველი ქალი მესაჭეები წარმატებით ამსხვრევენ მითს, რომ ქალები ცუდი მძღოლები არიან.
ნამდვილად მშვენივრად იარეს.
ლეგენდარულმა ევროპულმა ციკლონმა გვაცალა და მზიანი ამინდი გვქონდა.
ლავრაში მოგვეღრუბლა, მაგრამ მინც არ აციებულა.
ყოჩაღ, MIRANDA, ყოჩაღ!

მესაჭე გოგონების ჯიპტური დავით გარეჯში 12.12.10

Posted: 13 დეკ 2010, 11:56
by t.d
ძალიან კარგი გასვლა იყო მე კმაყოფილი ვარ.
უღრმესი მადლობა მირანდას და ყველა საჭედ მპყრობელს.:*
და მხოლოდ ერთი მიზეზით ვერ ვაფასებ 10 ბალით.:D
7 ბალს მივანიჭებდი

მესაჭე გოგონების ჯიპტური დავით გარეჯში 12.12.10

Posted: 13 დეკ 2010, 11:58
by GAMARJOBA SAKARTVELO
ჩიჩხიტურზე ასვლაში აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს ხელი არ შეუშლიათ, თუმცა, მათი მდელოების გადაღების ნებართვას არ იძლეოდნენ.
არადა, ზუსტად იმავე ხედების გადაღება გარეჯის ლავრის მღვიმეებიდან შეუფერხებლად შეიძლება.
მკდ, ბრიყვული აკრძალვები აქვთ

მესაჭე გოგონების ჯიპტური დავით გარეჯში 12.12.10

Posted: 13 დეკ 2010, 12:35
by pataputina
მირანდინ

იო

:oops:

მესაჭე გოგონების ჯიპტური დავით გარეჯში 12.12.10

Posted: 13 დეკ 2010, 15:29
by eloiza
გოგოებო და ბიჭებო ძალიან კარგები ხართ.

მირანდა სულ მწვანეზე გევლოს :)

Image

მესაჭე გოგონების ჯიპტური დავით გარეჯში 12.12.10

Posted: 13 დეკ 2010, 17:03
by დათო
მადლობა მირანდას ასეთი კარგი იდეისთვის და ტურის ორგანიზებისთვის.

მესაჭე გოგონების ჯიპტური დავით გარეჯში 12.12.10

Posted: 13 დეკ 2010, 19:51
by Archil
მიტსუბისი როგორ სჭარბობს გოგოების ჯიპობანაში :)

მესაჭე გოგონების ჯიპტური დავით გარეჯში 12.12.10

Posted: 13 დეკ 2010, 20:30
by saknatuna
ძალიან კმაყოფილი ვარ... ყველას დიდი მადლობა :)

მესაჭე გოგონების ჯიპტური დავით გარეჯში 12.12.10

Posted: 13 დეკ 2010, 20:34
by saknatuna
ველოდები ფოტოებს :roll:

მესაჭე გოგონების ჯიპტური დავით გარეჯში 12.12.10

Posted: 13 დეკ 2010, 20:39
by MIRANDA
saknatuna wrote:ველოდები ფოტოებს :roll:
დღეს სახლში რომ მივალ დავდებ აუცილებლად :)

მესაჭე გოგონების ჯიპტური დავით გარეჯში 12.12.10

Posted: 13 დეკ 2010, 20:53
by kiki
MIRANDA

კოხტა გოგო:* გილოცაავ!! სულ მწვანეზე გევლოს:)
ველოდები თემის გაგრძელებას დიდი ინტერესით

მესაჭე გოგონების ჯიპტური დავით გარეჯში 12.12.10

Posted: 13 დეკ 2010, 21:35
by kolxi gogo
ყოჩაღ, გოგოებო. ვამაყობ თქვენით

მესაჭე გოგონების ჯიპტური დავით გარეჯში 12.12.10

Posted: 13 დეკ 2010, 22:01
by legenda
MIRANDA

მომილოცავს საყვარელო, ვუერთდები შენს სიხარულს და :wink:

სულ მწვანეზე გევლოს.