ვაშლოვანი-მიჯნისყურე, ტახტითეფა, ელიას ტაძარი, 20-21.11.2010

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ვაშლოვანი-მიჯნისყურე, ტახტითეფა, ელიას ტაძარი, 20-21.11.2010

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 22 ნოე 2010, 02:49

გვიანი შემოდგომის ვაშლოვანი, თრიმლის ხეებით შეწითლებული და უკვე
შემოძარცვული საკმლის ხეებით, ნისლით, მტვრით სამანქანო გზებზე, საღამოს სიცივით და დღისით
ალაგ-ალაგ გამონათებული მზით, ხან და ხან რომ ფერს იცვლიდა, თუში მეცხვარეებით, ბევრი-ბევრი
საკვებით და ძნ კგ თანამგზავრებით დამამახსოვრდება.


გვიანი შემოდგომის შესაფერისი იყო მთელი ვაშლოვანი, ელდარის დაბლობი, ტარიბანის ველები,
შირაქი, ტახტითეფა, ალაზანი და მიჯნის ყურე.
გზის ზოგი1 მონაკვეთი ძნ ცუდ მდგომარეობაში იყო, მაგრამ მაინც ყველა ძლევდა სირთულეს.

1ლ დღეს ვნახეთ ელია წინასწარმეტყველის ტაძარი, რომელიც დაცული ტერიტორიის შესასვლელში, კლდეშია.
შემდეგ ტახტითეფას მოთუხთუხე ვულკანებთან წავედით და გზად დალის წყალსაცავთანაც შევჩერდეთ,
რომელიც სიგრძეში 6 კმია. იქვეა ჭაჭუნის აღკვეთილიც, რომელიც ამ გასვლაში არ გვინახავს.
ტახტითეფა ჩემი 1-1 საყვარელი ადგილია, სადაც ნავთობნარევი ტალახები მცირე ვულკანების სახით
გვევლინებიან, ოღონდ, ცივი მასით.

უკვე საღამოს 10 სთზე მიჯნის ყურის სტუმართა თავშესაფარში ვიყავით.
მე2 დღე ნისლით დაიწყო.
თუმცა, მაინც ლამაზი იყო მიჯნის ყურე. გადასახედებზე, რომელიც 4კმით არის დაშორებული, უკვე გამჭვირვალე ამინდი იყო.
შემდეგ ბუღა მოედანზე, იმავე ქურციკების მოედანზე მდებარე საჩიხეში წავედით, სადაც გასამრავლებლად თურქეთიდან
ჩამოყვანილი ქურციკები ვნახეთ და წრიული მიმართულებით კვლავ ვაშლოვანს მივადექით.
გზაზე დაგვიღამდა. 7 სთ იყო, დედოფლის წყაროში რომ შევედით.
აქ 2 ეკიპაჟი თბილისისკენ
გაემართა, 2იც - სიღნაღისკენ, ჩაის დასალევად.
12ის 14 წთზე ყველანი თბილისში ვიყავით.

გავიარეთ დაახლოებით 580 კმ, საიდანაც 270 კმ თბილისი-დედოფლისწყარო-თბილისის მანძილია.
ვაშლოვანს წრე შემოვუარეთ, რამაც გეზს განსაკუთრებული ლაზათი შესძინა.
გასვლაში 4 ჯიპი მონაწილეობდა.
ვიყავით 16ნი, +ს, 1 მეგზური - თემურ პოპიაშვილი.
ამიგო ჯიპ-ტურში 1ლად მონაწილეობდა და შეუდარებელი იყო.
ნაია ვაშლოვანის ჯიპ-ტურში, როგორც მძღოლი, მე2დ იყო.
მეგზურის 2 დღის ანაზღაურება 100 ლარი იყო და სასიამოვნოა, რომ ფულის გადახდას ოფიციალური ფორმა ჰქონდა.

კიდევ რა?
ჩემი აზრით, ვაშლოვნში სამოგზაუროდ საუკეთესო დროა იგრიკა-ვარდობისთვე და ენკენისთვე-ღვინობისთვე, აგრეთვე, თოვლიანი დრო.

ხელის შემშლელია მოკლე დღე. ამის გამო, ბევრი რამ ვერ ვნახეთ. პრაქტიკულად,
დაცული ტერიტორია აზერბაიჯანს ემიჯნება. რამდენიმე ადგილას მესაზღვრეები დგანან.
მათ გვერდს ვერ ავუვლით. ამიტომ, აუცილებელია პირადობის მოწმობა ან პასპორტი, მძღოლებს ასევე უნდა ჰქონდეთ მანქანის პასპორტი.

ეს კიდევ ბმული კარავიდან, სადაც ვაშლოვანის 1ლი ჯიპ-ტურის აღწერილობაა.
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=3359&start=0

აგრეთვე, გთავაზობთ ამ გასვლის დაგეგმვის ბმულს
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=4668&start=0
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ვაშლოვანი-მიჯნისყურე, ტახტითეფა, ელიას ტაძარი, 20-21.11.2010

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 22 ნოე 2010, 02:59

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიის ჯიპ-ტურში მონაწილეები:

1. ნაია მანქანით
2. GAMARJOBA SAKARTVELO
3. ტომა
4. მთაშენკა
5. ამიგო მანქანით
6. თამარი ხევი
7. კარვის მეგობარი თათია
8. Bivrili
9. leo1 მანქნით
10. იაკო
11. იაკოს +
12. რიფი მანქანით
13. ნინუცა
14. ფალკონი
15. კარავის მეგობარი გიორგი
16. რიფის +

და მეგზური თემურ პოპიაშვილი
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

Iako.
მაწანწალა
Posts: 523
Joined: 07 მაი 2009, 23:06
ვაშლოვანი-მიჯნისყურე, ტახტითეფა, ელიას ტაძარი, 20-21.11.2010

Post by Iako. » 22 ნოე 2010, 11:00

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
მეგზურის 2 დღის ანაზღაურება 100 ლარი იყო და სასიამოვნოა, რომ ფულის გადახდას ოფიციალური ფორმა ჰქონდა.




თანხა უკვე ანგარიშზეა, თემოსაც დავურეკე, შემოსავლის ორდერი ჩემთან არის და როცა აქეთ მოხვდება გადავცემ.

დიდი მადლობა ყველა მონაწილეს, ჩემი დიდი ხნის ოცნება ავისრულე და ვნახე ეს საოცარი ადგილი.
უზომოდ კმაყოფილები და იქ კვლავ და კვლავ დაბრუნების სურვილით ჩამოვედით.

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ვაშლოვანი-მიჯნისყურე, ტახტითეფა, ელიას ტაძარი, 20-21.11.2010

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 22 ნოე 2010, 11:50

1ლად ელია წინასწარმეტყველის ტაძარი ვნახეთ
Image
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ვაშლოვანი-მიჯნისყურე, ტახტითეფა, ელიას ტაძარი, 20-21.11.2010

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 22 ნოე 2010, 11:52

შემდეგ იყო დალის წყალსაცავი
Image

და დაახლოებით 15 კმში მდებარე მოთუხთუხე ვულკანები - ტახტითეფა
Image

Image

აქედან 14-15 კმში კიდევ 1 მსგავსი ადგილი არსებობს - ქილაკუპრი ჰქვია. თუმცა, ამ ჯერზე მისი ნახვა გეგმში არ გვქონი
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ვაშლოვანი-მიჯნისყურე, ტახტითეფა, ელიას ტაძარი, 20-21.11.2010

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 22 ნოე 2010, 11:55

ცხვრებისა და შოშიების თანაცხვორება.
როგორც მეგზურმა აგვიხსნა, შოშიები ცხვრებს მავნე მწერებისგან ათავისუფლებენ

Image

გატრუნული ცხვარი
Image

Image

Image
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ვაშლოვანი-მიჯნისყურე, ტახტითეფა, ელიას ტაძარი, 20-21.11.2010

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 22 ნოე 2010, 11:57

ბუღა მოედანზე, იმავე ქურციკების მოედანზე შარშან გაშენებული საჩიხე ვნახეთ, სადაც თურქეთის
ნაჩუქარი ქურციკები მოსამრავლებლად ბინადრობენ.
შესანიშნავად არიან დაცულები
Image
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ვაშლოვანი-მიჯნისყურე, ტახტითეფა, ელიას ტაძარი, 20-21.11.2010

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 22 ნოე 2010, 12:00

ვაშლოვანი და მიმდებარე უბნები მდიდარია ფრინველებით.
ღამით გზად ბუს ოჯახის აი, ეს წარმომადგენელი შემოგვეგება
Image

დღისით ფრინველთა გადაფრენები ყველგან შეიმჩნევა
Image

კაკბებიც კი ვნახეთ
Image
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ვაშლოვანი-მიჯნისყურე, ტახტითეფა, ელიას ტაძარი, 20-21.11.2010

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 22 ნოე 2010, 12:02

ეს კი ალესილებია, დათვისხევთან, რომელიც მე ძნ მომწონს
Image

და რომელიც ლანდშაფტებით აფრიკას მაგონებს
Image
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

limpompo
ბოდიალა
Posts: 298
Joined: 18 მაი 2008, 19:27
Location: tbilisi
ვაშლოვანი-მიჯნისყურე, ტახტითეფა, ელიას ტაძარი, 20-21.11.2010

Post by limpompo » 22 ნოე 2010, 13:08

GAMARJOBA SAKARTVELO
ძალიან ძალიან ლამაზიააა

User avatar
VANO
იეტი
Posts: 2902
Joined: 24 ივნ 2008, 18:21
Location: ჯერ მე თვითონ გავარკვიო
Contact:
ვაშლოვანი-მიჯნისყურე, ტახტითეფა, ელიას ტაძარი, 20-21.11.2010

Post by VANO » 22 ნოე 2010, 21:54

GAMARJOBA SAKARTVELO


ყოჩაღ გოგა, ყოჩაღ.
ქალი ქალია, მაგრამ თუ გაცხარდა ცოლიაო...

Image

tamari-khevi
მაწანწალა
Posts: 464
Joined: 08 დეკ 2008, 11:13
ვაშლოვანი-მიჯნისყურე, ტახტითეფა, ელიას ტაძარი, 20-21.11.2010

Post by tamari-khevi » 22 ნოე 2010, 22:29

მართლაცდა არაჩვეულებრივი გასვლა გამოვიდა, ღვთის წყალობითა და კაცთა მონდომებით!!!

User avatar
ინა-უნა
ბოდიალა
Posts: 280
Joined: 19 მაი 2010, 23:16
ვაშლოვანი-მიჯნისყურე, ტახტითეფა, ელიას ტაძარი, 20-21.11.2010

Post by ინა-უნა » 22 ნოე 2010, 22:56

რა ლამაზი ადგილები გინახავთ.

GAMARJOBA SAKARTVELO ბუს სურათს ვიჩუქებ, ძალიან საყვარელია. :)


tamari-khevi
მაწანწალა
Posts: 464
Joined: 08 დეკ 2008, 11:13
ვაშლოვანი-მიჯნისყურე, ტახტითეფა, ელიას ტაძარი, 20-21.11.2010

Post by tamari-khevi » 22 ნოე 2010, 23:23

ელიას ტაზარ იმართლაც არაჩვეულებრივი მდებარეობით გამოირჩევა........

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]