მესტია-წვირმი-იფარი-ადიში-უშგული-შხარა-ქორულდი,26-31.10.2010

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
მესტია-წვირმი-იფარი-ადიში-უშგული-შხარა-ქორულდი,26-31.10.2010

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 05 ნოე 2010, 01:19

ზემო სვანეთი ბევრი ქართველისთვის გამორჩეული და ლამაზი ადგილია.
მათ შორის ვარ მეც.
მინდა, რომ ყველა ქართველმა იცნობდეს ამ კუთხეს არამხოლოდ ფოტოებით.
ამ გასვლაში 6 ნი ვიყავით -

1. დონ (მანქანით)
2. ხრუხუნა
3. ანანო
4. მარიშკა
5. ინა-უნა
6. გამარჯობა საქართველო


გოგოები 1ლად იყვნენ სვანეთში და როგორც მათი გადმოცემით ვიცი, აღფრთოვანებულნი დარჩნენ.
ჩვენი მოგზაურობა 2010 წლის ღვინობისთვის 26-31ში შედგა.

გასვლა 1 კვირით ადრე დაიგეგმა.
ეს გეგმის ბმულია:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=4617&start=0
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
მესტია-წვირმი-იფარი-ადიში-უშგული-შხარა-ქორულდი,26-31.10.2010

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 05 ნოე 2010, 01:33

მესტიის ზემოთ მდებარე თითქმის ყველა ღირსშესანიშნაობა ვნახეთ.
ამინდმაც გვარიანად შეგვიშალა ხელი.
ბოლო 3 დღე გადაუღებლად წვიმდა.
26ში დილით დათქმულ დროს შევიკრიბეთ.
დონის მარჯვე მძღოლობამ 3 სთზე უკვე მესტიაში ჩაგვიყვანა.
ამინდი შესანიშნავი იყო და ამიტომ, მესტიის ცენტრიდან 15 კმში მდებარე
ქორულდის ტბებზე ავედით.
დაახლოებით 2700 მეტრზეა ზღვის დონიდან.
თავად მესტია, თუ სწორად მახსოვს, 1500 მეტრამდეა ზღვის დონიდან.
ვიდრე შეღამდებოდა, სოფელ წვირმისკენ ავიღეთ გეზი.
ეს სოფელი მესტია-უშგულს შორის მდებარეობს და ქალაქიდან 22 კმთია დაშორებული.
ღამით დავრჩით, მასპინძელი არაჩვეულებრივი გვყვავდა. გემრიელი ვახშმითა და თბილი ღუმელით დაგვიხვდა.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
მესტია-წვირმი-იფარი-ადიში-უშგული-შხარა-ქორულდი,26-31.10.2010

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 05 ნოე 2010, 02:11

27 ღვინობისთვის დილა მზიანი გაგვითენდა. წვირმის მაცხოვრის ტაძრისკენ ავიღეთ გეზი.
ეს სოფელი ფერდობებზე ლამაზადაა გაშლილი. თუმცა, ბევრი კოშკი არ არის შემორჩენილი.
მაცხოვრის ტაძარი სოფლის გულშია და მრავალ სიწმინდეს ინახავს.
კარი, როგორც წესია და თუ დარწმუნდებიან, რომ მომლ20ველი ხარ, მაშინღა გააღებენ.

უწინ ბარის მაცხოვრებლები, მეფეები თუ საეკლესიო პირები გაჭირვებისას საგანძურს სვანეთში ინახავდნენ.
სვანები პათ პატიოსნად ინახავდნენ და ასე შემოგვირჩა ქართული შედევრები.
მე19-მე20 საუკუნეებში,
როდესაც სვანეთი 1000 ურჯულოსთვის ხელმისაწვდომი გახდა, სიწმინდეთა მოპარვა დაიწყეს. ეს გახდა ტაძრების საგულდაგულოდ დაკეტვის 1-1 მიზეზი.

წვირმში 7 ტაძარია, 1-1 სოფლის შესასვლელში მდებარეობს და მთავარანგელოზის სახელზეა. მას წვირმელი კორძაიები მეურვეობენ.
ტაძარს იშვიათად აღებენ, რომელიღაც მახვშის კეთილგანწყობაზე ყოფილა დამოკიდებული.
მარიამობისთვის დასაწყისში ტაძრის დღეობას აღნიშნავენ. მთელი წვირმი იკრიბება და ლხენა იმართება.
წვირმიდან იფარში წავედით
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
მესტია-წვირმი-იფარი-ადიში-უშგული-შხარა-ქორულდი,26-31.10.2010

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 05 ნოე 2010, 02:51

იფარში ვიდრე ჩავიდოდით, ეს მოწმენდილი ცა მოულოდნელად მოთეთრდა.
წვიმა გვენიშნა.
იფარი 3 ნაწილიანი სოფელია - მარცხნივ (მესტიიდან) ბოგრეში, შუა ნაწილი ნაკიფარი, მარჯვენა, ზედა სოფელი კი ზეგანია.
ნაკიფარში სვანეთის გამორჩეული ტაძარი მდებარეობს, შესანიშნავი ფრესკებითა და იშვიათი სიწმინდეებით.
ტაძრის აღმოსავლეთის ფასადი ცხოველთა ამობურცული გამოსახულებებითაა შემკული.
3წუხაროდ, ტაძარი, სადაც მამა თეოფანე მსახურობს, დაკეტილი დაგვიხვდა.
სოფლიდან 1 კმში სვანეთის 1ად1 გუმბათიანი ტაძარი მდებარეობს, რომელსაც ფეხს ეძახიან.
ინა-უნამ, ხრუხუნამ და მე იქითკენ გავწიეთ, დონი, ანანო და მარიშკა ნაკიფარში დარჩნენ, ბავშვებისა
და იქაური გარემოს გადაღება უნდოდათ (რა გადახდათ, იმედია, დაწერენ).
ჩვენ ტაძარი ძნ მოგვეწონა.
აქ 1 ღვთისმსახურია, დედა ნინო, იქვე მდებარე 1ად-1 სახლში ცხოვრობს. დილის სთებში სოფელ
წვირმის სკოლაში ქართულის გაკვეთილების ჩასატარებლად ტყე-ტყე ადის და შუა დღით ბრუნდება.
ჩვენ ადგილზე არ დაგვიხვდა.
შარშან აკურთხეს. თუმცაღა, მუდამ იქ ცხოვორბდა.
ტაძარსა და სახლს შორის 5ოდე მეტრია.
დედა ნინოს წინაპრები და ნათესავნი ტაძრის ეზოში არიან დაკრძალულნი.
თავად ტაძარი ავარიულია. თურმე, იშვიათად აღებენ იმის გამო, რომ ქვა ცვივა.
დედა ნინოს ნათესავი ქალები ვნახეთ. ვისაუბრეთ, ხილზე დაგვპატიჟეს და 1 სთში იფარში დანარჩებთან შესახვედრად ჩავედით.
გზად შესანიშნავი ხედები იშლებოდა, შემოდგომის საფარი, რასაკვირველია, ყვითელ-ყვითელი.
იფარიდან ადიშის მიმართულებით წავედით
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
მესტია-წვირმი-იფარი-ადიში-უშგული-შხარა-ქორულდი,26-31.10.2010

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 07 ნოე 2010, 01:20

ადიში ღრუბელში გახვეული დაგვიხვდა.
მზიანი სოფელი მაინც სხვაა.
უმზეიდ ციოდა კიდეც.
ამ სოფელში ავალიანების კოშკია, სადაც ადიშის სახარებით ცნობილი ხელნაწერი ინახებოდა.
შემდეგ ეს წიგნი მესტიის ეთნოგრაფიულ მუზეუმში მოხვდა.
ახლაც იქ არის.
ადიშს უწინ ჰადიში ერქვა. აქ მრავალი ეკლესიაა.
3 მათგანს გამოვარჩევდი, ზომით პატარებს, მაგრამ მდიდრულს ფრესკებით.
მთავარანგელოზის ტაძრიდან ადიში ხელისგულივით მოჩამს.
უწინ ქალებს არ უშვებდნენ.
ახლა აკრძალვა მოხსნილია.
ეს ის შემთხვევაა, როდესაც ტაძარი არ იკეტება.
ფრესკები ქართულია. არ იგრძნობა ბიზანტიური გავლენა. სახეები ქართულია, ჩვენთვის დამახასიათებელი.
ასევე არ იკეტება წმინდა გიორგის ტაძარი.
ჩრდილოეთის ფასადზე 2 წმინდა მეომარია - წმინდა გიორგი და თევდორე არიან გამოსახულნი. სვანური ეკლესიები ფასადის მოხატულობითაც არიან ცნობილნი.
შიდა მხარეც ქართული ხასიათიათ არის მოხატული.
ამ დროს კარტოფილის აღებითაა დაკავებული განახევრებული სოფელი.
9 ოჯახიღა ცხოვრობს იფარიდან 9 კმით დაშორებულ სოფელში.
ადიშიდან უშგულში ფეხით გადასვლაც შეიძლება.
მოლაშქრეთა საყვარელი გეზია.
საღამო ჟამს გეზი უშგულისკენ ავიღეთ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
მესტია-წვირმი-იფარი-ადიში-უშგული-შხარა-ქორულდი,26-31.10.2010

Post by guruli » 07 ნოე 2010, 01:33

GAMARJOBA SAKARTVELO
ქ 1 ღვთისმსახურია, დედა ნინო, იქვე მდებარე 1ად-1 სახლში ცხოვრობს. დილის სთებში სოფელ
წვირმის სკოლაში ქართულის გაკვეთილების ჩასატარებლად ტყე-ტყე ადის და შუა დღით ბრუნდება.
ჩვენ ადგილზე არ დაგვიხვდა.
შარშან აკურთხეს. თუმცაღა, მუდამ იქ ცხოვორბდა.
ტაძარსა და სახლს შორის 5ოდე მეტრია.
დედა ნინოს წინაპრები და ნათესავნი ტაძრის ეზოში არიან დაკრძალულნი.
ახლახანს რომელიღაც არხზე იყო გადაცემა მაგ ქალზე...
კარგი რეპორტაჟი იყო.

User avatar
khrukhuna
მაწანწალა
Posts: 586
Joined: 16 ივნ 2008, 12:37
Location: tbilisi
Contact:
მესტია-წვირმი-იფარი-ადიში-უშგული-შხარა-ქორულდი,26-31.10.2010

Post by khrukhuna » 08 ნოე 2010, 21:41

მადლობა ამ მოგზაურობის თითოეულ მონაწილეს ლამაზი დღეებისთვის..
ხოდა ამ ლამაზი მოგზაურობის ფოტოებს მე დავდებ:
ანგელოზის ტბა

Image
Image


User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
მესტია-წვირმი-იფარი-ადიში-უშგული-შხარა-ქორულდი,26-31.10.2010

Post by lama » 08 ნოე 2010, 21:52

GAMARJOBA SAKARTVELO
khrukhuna

ლამაზესია ჩემი სვანეთი

გაიხარეთ

ულამაზესი ფოტოებია :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში



User avatar
khrukhuna
მაწანწალა
Posts: 586
Joined: 16 ივნ 2008, 12:37
Location: tbilisi
Contact:
მესტია-წვირმი-იფარი-ადიში-უშგული-შხარა-ქორულდი,26-31.10.2010

Post by khrukhuna » 08 ნოე 2010, 23:09

სოფელი წვირმი
მაცხოვრის სახელობის ტაძარი
Image
Image
მთავარანგელოზის სახელობის ტაძარი
Image

გოგა
Image

ანანო და მარიშკა
Image




ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]