თბილისი - უშგული 2010, სოლო მოგზაურობა ფეხით

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
Lahil
ბილიკზე მოარული
Posts: 97
Joined: 11 სექ 2007, 13:53
თბილისი - უშგული 2010, სოლო მოგზაურობა ფეხით

Post by Lahil » 27 ოქტ 2010, 13:05

მოგესალმებით ყველას, ვინც ზაფხულის ცხელ დღეებში მგულშემატკივრობდა სხვადასხვა სოციალურ ქსელებსა (FB) და ფორუმებზე.
წარმოიდგინეთ რომ შინაგანად მართლა ვგრძნობდი თქვენს მხარდაჭერას.

მსგავსს თემას თბილისის ფორუმზეც ნახავთ,ძალიან მგულშემატკივრობდნენ ისინიც მთელი ამ ხნის განმაბვლობაში
უბრალოდ თემის ბმულად დადება სხვა ფორუმზე უხერხულად მიმაჩნია
ამიტომ გადავწყვიტე რომ იყოს ორივეგან.

როგორც იქნა "დავამონტაჟე" ციფრული ფოტოაპარატით გადაღებული ვიდეობი ერთ მთლიან კოლაჟად.
მაქსიმალურად ყურებადი რომ გამოსულიყო ამიტომ მინიმუმამდე შევამცირე - გამოვიდა 70 წთ.
ნელ-ნელა დავდებ სურათებსაც და შევეცდები მოგითხროთ მოგზაურობის დეტალები.

ჩემი მოგზაურობა დაიწყო 22 ივლისს დილის ექვს საათზე აბაკელიას ქუჩიდან (მთაწმინდა).
იდეა გასვლამდე 3 თვით ადრე მომივიდა და მაშინათვე შევუდექი ინტენსიურ ვარჯიშს.
დავუბრუნდეთ გასვლის დღეს...
საოცარი სიწყნარე იყო თბილისის ქუჩებში როცა გრიბოედოვიდან რუსთაველზე და შემდეგ კი ელბაქიძის დაღმართს ჩავუყევი.
აქა იქ თუ შეამჩნევდით მეეზოვეების ნარინჯისფერ სილუეტებს. ყველაფერი მიუთითებდა იმისკენ რომ
რაღაც "რომანტიული" (არ ვიცი ბრჭყალებში ჩავსვა თუ არა რომანტიული) იწყებოდა ჩემს ცხოვრებაში.
თბილისის გასასვლელამდე 3 საათი მოვანდომე სწრაფი სიარულით. არადა ჩემი ნაბიჯებით მინიმუმ 5 კილომეტრს გავდივარ, ხშირად 6-იც მივლია :D
ახლობლების რჩევები გამახსენდა - ისინი მთხოვდნენ რომ დიღმის გასასვლელიდან დამეწყო მოგზაურობა. რატომ უნდა მოიმატო ზედმეტი კილომეტრებიო.
მე კი ვეუბნებოდი მათ, უშგულამდე რამდენიმე ასეული კილომეტრი უნდა გავიარო და 15-ოდე კილომეტრი რა სალაპარაკოათქო :)

ეს კი ჩემი პირველი შესვენების ადგილი, ალბათ ხვდებით სადაც არის:)
ამოვალაგე დედაჩემის სახელდახელოდ გამოცხობილი ჭიშდვარები, ხაჭაპურები და კატლეტები :)
პირველი დღე იყო და მადაც ნორმალური მქონდა.

Image


მცხეთას რომ გავცდი ავტობანზე ჩემს წინ ჯიპი გაჩერდა, მანქანიდან გადმოვიდა პიროვნება,
მივხვდი რომ ფორუმელი მთასვლელი mamababu იგივე დათო სააკაძე იყო.
კიდევ ერთხელ ამიხსნა თუ თუ როგორი არაკეთილგონივრულია 15 კილოგრამიანი ზურგჩანთით მგზავრობა ამხელა გზაზე.
მითხრა ფოთში მივდივარ და თუ გინდა გაგიყოლებო :D
ყოველმხრივ ძალიან სასიამოვნო ადამიანი აღმოჩნდა!
დავემშვიდობე და გავაგრძელე გზა.

სოფელ წეროვანს რომ მივუახლოვდი ფეხის ტერფებმა პირველი გამაფრთხილებელი სიგნალი მომცა.
როგორც შემდეგ აღმოჩნდა ეს იქნება ჩემი მოგზაურობის აქილევსის ქუსლი.
ახლავე გეტყვით საქმე რაში იყო და რა ფუნდამენტური შეცდომები
მაქვს დაშვებული ჩემი გამოუცდელობის და სიჯიუტის გამო.

1. მეცვა ახალი სალაშქრო ფეხსაცმელი (მოუთელავი)
მაგრამ რაც არ უნდა მოთელილი ყოფილიყო იმ პაპანაქება სიცხეში
აჯობებდა სალაშქრო სანდლები მცმოდა

2. არ მეცვა სათანადო წინდი (ნასკები) - (ამაზე ისევ ვისაუბრებ შემდგომში)

3. ამხელა გზაზე მაქსიმუმ 10 კგ უნდა მქონოდა ტვირთი.

4. დღეში უნდა გამევლო 25 - 30 კმ. მე ხშირად 40 - 45 და მეტსაც დავდიოდი.

5. ჩქარი ტემპით დავდიოდი

ამ ყველაფერმა განაპირობა ის რომ სოფელ გოროვანს რომ მივუახლოვდი,
თუმცა თავად სოფელს ვერანაირად ვერ მიუახლოვდები, რადგან ავტობანიდან
კარგა გვარიანად არის დაშორებული, ანუ იმის თქმა მინდა რომ გოროვნის ტრაფარეტს რომ გავცდი
მარჯვენა ქუსლზე და ტერფებზე წყლულები გამისკდა, ისინი წარმოიქმნება ფეხის გადახურებისა და სინთეტიკური "ნასკების" ხახუნის შედეგად.
ტკივილი ისეთი აუტანელი არის რომ, წარმოიდგინეთ ტერფებზე გაქვთ სითხით სავსე ბალიშები და ისინი უცბად სკდება. (ძაან მწარეა)
ვხვდები რომ ვეღარ ვაგრძელებ სვლას, ვფიქრობ რა ვქნა?! ახლოს არანაირი სოფელი, წყალიც მხოლოდ რამდენიმე ყლუპიღა მაქვს დარჩენილი.
ძლივს ჩავგორდი ავტობანიდან გრუნტის გზაზე და ჩამოვჯექი, ვფიქრობ პირველივე დღესვე რა საშინელებები მომდისთქო.
ამოვიღე კოლხური მალამო და წავისვი, ოდნავ დამიამა.
უცბად თავში მომივიდა აზრი, აქვე ხომ არ გამეშალა კარავი და ხვალამდე იქნებ
მომეშუშებინა წყლულებითქო. მაგრამ უწყლოდ ხომ ვერ გავძლებდი მეორე დილამდე
ასე რომ ეს იდეა იმ წუთსვე გამოვრიცხე და ვაი ვაგლახით გავაგრძელე გზა.

ამ სურათზე კიდევ მშვენივარად გამოიყურება ფეხი,
იმასთან შედარებით რაც მერე დამემართება!
Image


Image


ცოტა ხანი უნდა დაგტოვოთ, სამსახურში ვარ და აქაურობაც მისახედია :D

მალე დავბრუნდები და გავაგრძელებ თემას მანამდე კი

გთავაზობთ მოგზაურობის რუქას და ვიდეო კოლაჟს რომელიც 9 ნაწილად ავტვირთე იუტუბზე.

Image

მგონი საინტერესო უნდა იყოს
http://www.youtube.com/watch?v=cOhujAPdFVo

http://www.youtube.com/watch?v=7x_Cd74zc0k

http://www.youtube.com/watch?v=315gAIFxMl0

http://www.youtube.com/watch?v=OVcoXzbGBp4

http://www.youtube.com/watch?v=3lH27gnUgog

http://www.youtube.com/watch?v=AjES-G0TYE8

http://www.youtube.com/watch?v=qPuFHLmE3Is

http://www.youtube.com/watch?v=Y8UMLtsjTAw

http://www.youtube.com/watch?v=ylkePlGV9OU
ლაჰილზე ისევ დიდებული და
სავსე მთვარეა..
და ყველაფერი ზღაპრული და
იდუმალია-

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
თბილისი - უშგული 2010, სოლო მოგზაურობა ფეხით

Post by Mta Mkvarebia » 27 ოქტ 2010, 13:46

Lahil
ველოდებით რეპორტაჟის გაგრძელებას, ეჭვი არ მეპარება, რომ ძალიან საინტერესო და განსხვავებული რეპორტაჟის მხილველები გავხდებით :D
Image

User avatar
Lahil
ბილიკზე მოარული
Posts: 97
Joined: 11 სექ 2007, 13:53
თბილისი - უშგული 2010, სოლო მოგზაურობა ფეხით

Post by Lahil » 27 ოქტ 2010, 15:35

გავაგრძელე გზა მაგრამ, ძალიან ცუდად ვარ. ძლივს დავდივარ, წყალი საერთოდ აღარცერთი ყლუპი არ მაქვს დარჩენილი.
არც ვიცი დღეს სადამდე მივაღწევ. აუტობანს რომ ვუყურებ რაღაც ძალიან გრძელი მეჩვენება :)
ასე ფიქრებში გავიარე კარგა მანძილი და ხელმარჯვნივ შევამჩნიე გზა რომელიც მოშორებით სოფელში ჩადიოდა.
გზაზე სამი ქალი მოდიოდა, მათ დანახვაზე ეგრევე გადავედი ბანიდან და მივესალმე.
პირველი შეკითხვა იყო: "თქვენს სოფელში წყალი მოდის?" :) დიახო, ერთერთ მაცხოვრებელს სახლის წინ აქვს ჭაბურღილი
და კარგი წნევით მოდისო. მოკლედ გადავწყვიტე ამ სოფელში არამარტო წყალი დამელია არამედ დავბანაკებულიყავი.
ასე აღმოვჩნდი სოფელ ძველ ქანდაში. წყალი მართლაც გემრიელი აქვთ.
ამასობაში გამახსენდა რომ ჩემს მეზობელს სახლი სოფელ მუხრანში ჰქონდა.
გამოვიკვლიე მისი ადგილმდებარეობა და სოფლელების ახსნით დავადექი მუხრანისკენ გადასასვლელ მოკლე გზას.
ხო მართლა ამ სოფელში 80% ასირიელები ცხოვრობენ. იქაურმა ქართველებმა
ძალიან კარგად დაახასიათეს ეს ხალხი.

ძველი ქანდის ქუჩებში :)

Image


ე.ი ამ ძველი ქანდიდან უნდა გადავსულიყავი პატარა ქანდაში, იქიდან კი მუხრანში მაგრამ, სადღაც სურათზე რომ ვარ იმ ადგილიდან გზა ამერია და პატარა ქანდაში საერთოდ ვერ აღმოვჩნდი ისე მივადექი გრძელი გზით მუხრანს...

მუხრანის გადასახვევამდე რომ მივაღწიე უკვე ძალიან მტკიოდა ორივე ტერფი და მხრები ამხელა ზურგჩანთისგან....
მაგრამ ჯერ მეზობლის სახლამდე კიდევ 4 კილომეტრი იყო დარჩენილი.
რთული იყო პირველივე დღე... წონის და წყლულების გამო.

რათქმაუნდა ძალიან თბილად მიმიღეს ჩხუტიაშვილების ოჯახმა.
ისე ქართლელებს რომ ვუყურებ ემოციები არის შემდეგნაირი:
საუკუნეების წინ რომ იბრძოდნენ ათასი მომხდურის წინააღმდეგ, აი ასეთი ტიპებისგან შემდგარი ჯარი უნდა ჰყოლოდა მეფეს მაშინაც... :D
ხოო კახელებზეც იგივე შემიძლია ვთქვა !!!

ეს კი ის ჩემი მასპინძელი მუხრანული ოჯახი

Image
ლაჰილზე ისევ დიდებული და
სავსე მთვარეა..
და ყველაფერი ზღაპრული და
იდუმალია-

User avatar
Lahil
ბილიკზე მოარული
Posts: 97
Joined: 11 სექ 2007, 13:53
თბილისი - უშგული 2010, სოლო მოგზაურობა ფეხით

Post by Lahil » 27 ოქტ 2010, 16:21

საღამოს წავისვი კოლხური მალამო და დაგადავწყვიტე მომდევნო დღე არსად გავსულიყავი. რადგან მართლა ცუდად მქონდა საქმე :)
მივიღე გადაწყვეტილება, 3 კაციანი კარავი რომელიც მე მქონდა და რომელიც 4,5 კგ-ს იწონიდა დამეტოვებინა მუხრანში.
მივხვდი რომ ტყუილა არ მაფრთხილებდა mamababu
საერთოდაც იკითხავთ რა ჯანდაბად უნდოდა ამხელა კარავიო და მართალიც იქნებით.
უბრალოდ ვიხელმძღვანელე პრინციპით რომ, მოდი ჯერ კიდევ უხმარ ახალთახალ კარავს ჩემს ასეთ მოგზაურობაში წავიყოლიებ,
მერე რა რომ ბევრს იწონის...
არადა ძალიან ვცდებოდი.
შემდეგ დღეს გავაგრძელე გზა მხოლოდ 10 კილოგრამი ზურგჩანთით რადგან
4.5კგ კარავი მუხრანში იყო, ხოლო 0.5 კგ საგზალი შეჭმული :)
ე.ი უნდა გენახათ როგორ დავფარფატებდი შემსუბუქებული ტვირთით.
ხალისი დამიბრუნდა ...
ლაჰილზე ისევ დიდებული და
სავსე მთვარეა..
და ყველაფერი ზღაპრული და
იდუმალია-

User avatar
Lahil
ბილიკზე მოარული
Posts: 97
Joined: 11 სექ 2007, 13:53
თბილისი - უშგული 2010, სოლო მოგზაურობა ფეხით

Post by Lahil » 27 ოქტ 2010, 16:55

მეორე დღეს გორისკენ მიმავალ ავტობანზე რომ გადმოვუხვიე, ვიღაც მოხუცი ქართლელი მომღიმარი სახით მომესალმა
Guten tag-ო :)
კარგი დასაწყისი იყო.
ცოტა ხანში ვიგრძენი რომ მეორე ფეხზეც მიღვივდებოდა წყლულის კერა.
საბოლოოდ შედეგი ის იყო რომ გამისკდა და ახლა უკვე ორივე ფეხის ტერფები და ქუსლები ყოველ
ნახევარ საათში თუ არა ერთ საათში უნდა გამენიავებინა და გადამეხვია. (კაშმარ) :D ახლა მეცინება თორე.... მაშინ?! :)
შევეცდები რიკოთს იქით მოგონებებში ხშირად არ ვახსენო წყლულები. თუმცა თითქმის მთელი გზა ტკვილიანი იყო.
ჩემი ტვინი ერთნაირად აღიქვამდა ტკივილს და წყურვილს. ხო რაც შეეხება საკვებს. მადა თითქმის არ მქონდა.
სიცხე გფიტავს და სულ წყალზე ხარ ორიენტირებული. სულ წყალს ეძებ, ქართლის ავტობანიდან მოგეხსენებათ რა შორს არის
სოფლები, სადღაც იქით ჰორიზონტზე ამიტომ მაქსიმალურად ვზოგავდი წყალს და ყლუპ-ყლუპით ვსვამდი თუმცა ძალიან მწყუროდა.

Image
ლაჰილზე ისევ დიდებული და
სავსე მთვარეა..
და ყველაფერი ზღაპრული და
იდუმალია-

User avatar
Lahil
ბილიკზე მოარული
Posts: 97
Joined: 11 სექ 2007, 13:53
თბილისი - უშგული 2010, სოლო მოგზაურობა ფეხით

Post by Lahil » 27 ოქტ 2010, 17:38

ქართლის ბევრ დასახლებას (ვგულისხმობ ავტობანის გასწვრივ მდებარე სოფლებს) აწუხებს უწყლობის პრობლემა.
უმეტესწილად ჭაბურღილები აქვთ მაგრამ ყველგან არ მუშაობს ეს სისტემა.
როცა სოფელ ხურვალეთის გადასახვევთან მივედი, ვიფიქრე აქ ჩასვლას აზრი არა აქვს. სახელიდან გამომდინარე
ალბათ წყალი არ ექნებათთქო :) (ხურვალეთი – ყველაფერი ხურს– მხურვალე და ა.შ)
წყალზე უარს ვინ მეტყოდა მაგრამ მაინც გადავწყვიტე გზა არ დამეგრძელებინა და განვაგრძე სვლა.
ცოტა ხანში იქვე სოფელ ნადარბაზევის ყანები გამოჩნდა და ერთ–ერთ მათგანში გლეხი შევნიშნე რომელიც
ხბოს აძოვებდა. შორიდანვე შევძახე კეთილო კაცო წყალი მოდის თქვენ სოფელშითქო?
ხოლმე პირდაპირ წყლის თხოვნას ვარჩევდი თავშივე ასეთი შესავლი გამეკეთებინა :)
ხელით მანიშნა ჩამოდიო და მეც გახარებული ჩავძვერი ავტობანიდან და გადავკვეთე ყანა.
ამ ადამიანმა სოფლის ცენტრში მიმიყვანა სადაც თურმე ამ ერთი წყლის წერტილიდან საზრდოობს 80 კომლი.
სპეციალურ ბორბლიან საგორებელზე დგამენ 20 ლიტრიან ბიდონებს და ასე ეზიდებიან სახლში. :(

Image

ეს კი ადგილობრივი ბირჟა (ცისფერ კეპიანი ჩემი დამხვედრ-გამცილებელია )


Image
ლაჰილზე ისევ დიდებული და
სავსე მთვარეა..
და ყველაფერი ზღაპრული და
იდუმალია-

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
თბილისი - უშგული 2010, სოლო მოგზაურობა ფეხით

Post by Archil » 28 ოქტ 2010, 00:30

აქედან გგულშემატკივრობდით.

გურულისგან ვგებულობდით შენს ამბავს.

მოუთმენლად ველით თხრობის გაგრძელებას
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თბილისი - უშგული 2010, სოლო მოგზაურობა ფეხით

Post by guruli » 28 ოქტ 2010, 01:10

ოჰო, რა კაი თემა გახსნილა. :D
მაგრამ ახლა ვნახე და ვიდეოებს ხვალიდან თუ ჩავუჯდები.

User avatar
Lahil
ბილიკზე მოარული
Posts: 97
Joined: 11 სექ 2007, 13:53
თბილისი - უშგული 2010, სოლო მოგზაურობა ფეხით

Post by Lahil » 28 ოქტ 2010, 13:55

ნადარბაზევის ისტორიაც ჩავიარეთ და დავადექი გორისკენ გზას.
დარჩენილი იყო 17 კმ.
ბევრი ვიარე თუ ცოტა, მივადექი წყაროს წყალს (ზღაპარივით ვყვები არა? :D )
ძალიან ცივი და გემრიელი იყო, აქვე გავიცანი აი ეს ბიჭი რომელიც თბილად გამესაუბრა
და მთხოვა ჩემი სურათი "სადმე ინტერნეტში" მოახვედრეო :)
მეც ვუსრულებ თხოვნას და აი ისიც

Image



Archil
guruli

:) დიდი მადლობა!!!!
ლაჰილზე ისევ დიდებული და
სავსე მთვარეა..
და ყველაფერი ზღაპრული და
იდუმალია-

User avatar
Lahil
ბილიკზე მოარული
Posts: 97
Joined: 11 სექ 2007, 13:53
თბილისი - უშგული 2010, სოლო მოგზაურობა ფეხით

Post by Lahil » 28 ოქტ 2010, 15:44

აქვე ვიყიდე ორი ცალი ნაყინი რადგან ვგრძნობდი რომ მომშივდა. არადა ერთიც ძლივს დავამთავრე.
ეს მოგზაურობის მეორე დღეა, როგორც იცით "მკვლელი" კარავი მუხრანში მაქვს დატოვებული.
ასე რომ გორში გასათენებელ ადგილზე საზრუნავი მქონდა.
ქალაქის გადასახვევს რომ მივუახლოვდი დამირეკა ჩემმა მეგობარმა და მითხრა იქვე რომპეტროლის ბენზოგასამართი სადგურია
და სთხოვე სადმე ახლოს გაგათენებინონ ღამეო.
არადა ლამას დეიდასთან მთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი საერთო ნათესავი
ღამის გათევას :)

მივედი ვთხოვე ერთ-ერთს, პარალონიც მაქვს და "სპალნიკიც" და სადმე თქვენს ტერიტორიაზე დავრჩებითქო.
ძალიან კარგი ბიჭი აღმოჩნდა გიორგი

Image

მან იქვე მდგარ უფუნქციო კაფე ოაზისისკენ წამიყვანა და ადგილიც მიმიჩინა :)

უკარვოდ დარჩენილი მოგზაურისთვის მართლაც ოაზისი იყო ასეთი თავშესაფარი :D

Image

ეს კი ჩემი სახელდახელოდ მოწყობილი ბანაკი :)

Image
ლაჰილზე ისევ დიდებული და
სავსე მთვარეა..
და ყველაფერი ზღაპრული და
იდუმალია-

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
თბილისი - უშგული 2010, სოლო მოგზაურობა ფეხით

Post by lama » 28 ოქტ 2010, 16:07

Lahil
გაიხარე ძმაო :)

ვამაყობ შენით :)

ისე დეიდა კი გელოდებოდა გორში გაუგია, რომ იქ აპირებდი დარჩენას, მაგრამ...
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Lahil
ბილიკზე მოარული
Posts: 97
Joined: 11 სექ 2007, 13:53
თბილისი - უშგული 2010, სოლო მოგზაურობა ფეხით

Post by Lahil » 28 ოქტ 2010, 17:18

მადლიერების გრძნობით აღმსჭვალულმა ღამე სნიკერსი და ბანანი გადავუტანე გიორგის:)
ისე შეწუხდა, პირიქით ვაპირებდით შენს დაძახებას სავახშმოდო. მე ვუთხარი დიდი მადლობა ჯიგარო
მადა საერთოდ არ მაქვსთქო... (8 კილო დავიკელი მოგზაურობის პერიოდში)
ხო გასტრონომიას რაც შეეხება; არის ზოგადად მიღებული აზრი რომ ფიზიკური დატვირთვების დროს
აუცილებელია კარგი კვება. მართალიც არის მაგრამ როცა თქვენ დღეში 40 კილომეტრს გადიხართ, ძალიან
გიქვეითდებათ მადა. ძალით ჭამას იმიტომ რომ საკვები აუცილებელია, სჯობს მცირედი მიიღოთ.
მე სნიკერსს რომ ვყიდულობდი ერთი ლუკმის შემდეგ გადაგდება მინდოდა ხოლმე იმდენად მიმსუყებდა გულს.
ასე რომ თუ ვინმე გადაწყვეტს შორ დისტანციებზე სიარულს, ვურჩევდი რომ თავს ძალა არ დაატანონ და მიიღონ იმდენი რამდენსაც ორგანიზმი მოსთხოვს

ამასობაში ღამის 12 საათიც დადგა და შევძვერი "სპალნიკში", დაძინებით რას დავიძინებდი. ფეხები მეწვოდა და ავტობანზე მოძრავი მანქანების ხმა პირდაპირ ყურთან ვიბრირებდა.

Image


პირველი საათისთვის როცა რაღაცნაირ ბურანში ვიყავი, ნაბიჯების ხმა მომესმა, ორი სამი წამი დამჭირდა იმის მისახვედრად რომ ვიღაც ჩემსკენ მოემართებოდა.
გამარჯობა ლევან,
ამოვყავი თავი და გაკვირვებით დავუწყე თვალიერება უცნობს.
მან გამიღიმა და აი ასე პირდაპირ გამომიცხადა სამხედრო ჰოსპიტალში უნდა წაგიყვანოო :)
თურმე ერთ-ერთ ფორუმელს (tissot) თავისი გორელი ახლობელი გამოუგზავნია ჩემს დასახმარებლად :)
მან მანქანით ჩამიყვანა ჰოსპიტალში სადაც გახსნილი წყლულები ბეტადინის ხსნარით დამიმუშავეს.
ექიმმა ირაკლიმ პირაპირ მითხრა რომ შენი ფეხების წამალი და მკურნალობა არის მხოლოდ არ სიარულიო.
თორემ შეიძლება ამ სიცხეში ინფექცია შეგეჭრას და მოკლედ ცუდი შედეგები დაგიდგესო.
როცა ვუთხარი ეგ გამორიცხულია ხვალ 46 კილომეტრი მაქვს გასავლელი ხაშურამდეთქო. ისე შემომხედა თითქოს,
ის უკვე აღარ ელეპარაკებოდა ნორმალურ ადამიანს და თავის მხრივ დაასრულა რჩევა დარიგებების მოცემა.
ერთი კი დაამატა რომ ყოველ ერთ საათში მაინც ბეტადინის ხსნარით დაიმუშავე ფეხებიო.
ნუ მე რა მეთქმის მადლობის მეტი ამ ექიმის მიმართ.
წამოვედით...
გზაში ჩემმა კეთილმა გამცილებელმა ბეტადინის ხსნარი და ბამბა მიყიდა, (ფულიც არ გამომართვა) და დამაბრუნა ოაზისში.
აი ასე გაოცებული დამტოვა ჩემს ფიქრებთან მხოლოდ.
ამ ისტორიას ვუწოდე ამბავი 21-ე საუკუნის კეთილ სამარიტელზე და დაწყლულებულ ნაგვემ მგზავრზე. :)

Image


მესამე დილა კი ასეთნაირი პროცედურებით დაიწყოდა და პრინციპში მთელი მოგზაურობის განმავლობაში ასეთნაირადვე გრძელდებოდა.


Image

Image



lama
გაიხარე კახა!!! :) დიდი მადლობა
ლაჰილზე ისევ დიდებული და
სავსე მთვარეა..
და ყველაფერი ზღაპრული და
იდუმალია-

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
თბილისი - უშგული 2010, სოლო მოგზაურობა ფეხით

Post by Archil » 28 ოქტ 2010, 19:40

Lahil

ფეხები ყველაზე მნიშვნელოვანია ლაშქრობისას. ხელი შეიძლება გტკიოდეს, მაინც ივლი, გაწვიმდეს და გციოდეს, (არაყს ჩაურტყამ და გეშველება), წელი გქონდეს გაშეშებული (ამ ზაფხულს ჯუთის უღელტეხილი მასე გადავიარე), მარა ფეხი თუ ვერ მოძრაობს, მაშინ უკვე ვეღარ მიდიხარ წინ.

ფეხის მოვლა მნიშვნელოვანია, დაწყებული ფეხსაცმლით, წინდით და დასვენება-დაბანვა-მოვლით. ლაშქრობისას ბევრჯერ წყალში გამიტოპავს იმისათვის, რომ ფეხი გამეგრილებინა. ანდა შეიძლება მცირე ხნით გაჩერებები და ფეხსაცმლის გახდა, რომ დაისვენოს ფეხმა.

წინდები აუცილებელია !!! თუნდაც სანდლებით მიდიოდე. ფეხზე ტყავის გადახეხვას იწვევს წინდების გამოუყენებლობა და მერე წყლულები ჩნდება. მაგათ მორჩენას კი დრო სჭირდება. წყლულით სიარული კი ანელებს სვლის სისწრაფეს.

ამ ლაშქრობამ ბევრი რამე გასწავლა ალბათ.

ისე, ზურგჩანთა პირველ ორ დღესაა მძიმე, მერე უკვე ვეღარც გრძნობ მის სიმძიმეს.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Lahil
ბილიკზე მოარული
Posts: 97
Joined: 11 სექ 2007, 13:53
თბილისი - უშგული 2010, სოლო მოგზაურობა ფეხით

Post by Lahil » 28 ოქტ 2010, 20:21

Archil
ხო ჩემო არჩილ, ე.ი ამ მოგზაურობამ ძალიან ბევრ რამეზე დამაფიქრა,
ჩავთვალოთ რომ ამ მსვლელობაში ჩემი პლიუსი იყო მხოლოდ 2.

1. ფიზიკურად არ ვიღლებოდი
2. რადაც არ უნდა დამჯდომოდა უშგულამდე ვაპირებდი მიღწევას, თუნდაც ფეხის ძვლებზე მეარა.

დანარჩენი ყველაფერი ჩემს წინააღმდეგ მუშაობდა... კიდევ ვიმეორებ ჩემი გამოუცდელობის და დაუდევრობის გამო!!!

ადამიანს რაღაც პერიოდები აქვს როცა გარკვეული ობსესიით არის მოცული.
აი მე მაგალითად, თბილისში რაც ჩამოვედი, მთელი დღეების განმავლობაში ვკითხულობ წინდებზე მასალებს, ვუყურებ სპეციალურ ვიდეოებს, ვადრებ სხვადასხვა ბოჭკოსგან დამზადებულ წინდებს, ვეცნობი უამრავ რეცენზიებს დასავლელი ჰაიკერების მიერ დაწერილს... ისეთი ტკივილები გადავიტანე რომ...

Image
Image
ლაჰილზე ისევ დიდებული და
სავსე მთვარეა..
და ყველაფერი ზღაპრული და
იდუმალია-

User avatar
Lahil
ბილიკზე მოარული
Posts: 97
Joined: 11 სექ 2007, 13:53
თბილისი - უშგული 2010, სოლო მოგზაურობა ფეხით

Post by Lahil » 29 ოქტ 2010, 00:03

გათენდა მოგზაურობის მესამე დილა.
ეს დღე იქნება არამარტო ამ მსვლელობის განმავლობაში როგორც ყველაზე რთული
არამედ, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ შავ დღედ ჩაითვლება.
დილის 06:30-ზე გავუქექი გზას, გავიარე გორის რკინის ხიდი და ავუყევი დიდ აღმართს რომელიც
თითქმის რუისის მისასვლელებამდე გრძელდება.
სოფელ ორთაშენში ერთ-ერთ ოჯახს მივადექი წყლაზე.
ძალიან ალალი და ხალასი იუმორის ხალხი აღმოჩნდნენ, კარგ ხასიათზე დამაყენეს :)
კარგი წყალიც დამალევინეს, აი ისინიც

Image

Image

ეს არის ტრასის გასწვრივ გზა სადაც ფეხებს ვასვენებდი. ძალიან პაპანაქება იყო

Image

Image

Image

სოფლებში ხალხს აინტერესებდათ ჩემი მოგზაურობის მიზეზები.
როცა ისინი გებულობდნენ რომ სვანეთში მივდიოდი ფეხით
თითქმის უმეტესობას ჰქონდა ასეთი ტიპის კითხვა: "ჩათქმული გაქვს?" - "არა არ მაქვს ჩათქმული, უბრალოდ მივდივარ" - ამას უკვე ვეღარ ხვდებოდნენ რა ძალა მედგა :)...
როგორც არ უნდა ყოფილიყო კეთილ სურვილებს არავინ იშურებდა და გულიანად დამილოცავდნენ გზას.

ხელმარცხნივ რომ ზის ბიჭი, ერთ-ერთია ვისი ლოცვის სიტყვები თითქმის უშგულამდე ჩამესმოდა!
თბილისელი ყოფილა და სოფელ რუისში დედულეთში იყო ჩამოსული. როგორც მითხრა ერისთავის ქუჩაზე ვცხოვრობ ნახალოვკაშიო... რაღაცნაირი ქართველი.... ჯიგარი!!!!
ქუჩა იმიტომ ვახსენე რომ ამხელა ფორუმზე შეიძლება ვინმეს მეზობელი იყოს და ჩემგან გადაეცით დიდი მოკითხვა :)

Image

ცოტა ხანში ტკივილებმა ექიმი ირაკლი გამახსენა :)
წყლულების ისეთი წვა დამეწყო რომ ძლივს ვადგამდი ფეხს.
ვცდილობდი მარჯვენა ფეხი მალევე ამეღო მიწიდან რადგან ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მტკიოდა.
არასწორმა სიარულმა მუხლზე მიიღო გადამეტებული დატვირთვა და უცბად ერთ მომენტში ვიგრძენი რომ რაღაც ჩამეღვარა,
სიმწრისგან შევჩერდი და უკვე ნაბიჯს ვეღარ ვადგამდი...
მოხდა ის რომ მარჯვენა მუხლის სახსარი და უკანა მყესები "ჩამეკეტა" ასე ვიტყოდი - სამედიცინო ენაზე არ ვიცი რას დააქმევდნენ ამას.

ვდგევარ შუა რუისში და სიმწრისგან არანორმალურივით მეღიმება და ცას ვუყურებ.
როგორც იქნა გავაგრძელე გზა მაგრამ კუს ნაბიჯებით.
უკვე სრულიად სხვა ფიზიკური შესაძლებლობის ადამიანი გავხდი...
ახლა მარჯვენა მუხლის პრობლემა დამემატა რომელმაც წყლულების ტკვილი გადაფარა, იცით რა?! ცოტა მეუხერხულება სულ ტკივილი, ტკივილი - ამაზე რომ ვწერ მაგრამ,
წარმოიდგინეთ ჩემი მოგზაურობა იყო ტკივილის, წყურვილის და დასახულისკენ სწრაფვის ნაერთი.
გპირდებით რომ ხაშურს იქით მოგონებებში ნაკლებად ვახსენო ტკივილები (ნუ ძალიან იშვიათად :) )
წყლის დასალევად რომ ვჩერდებოდი ან ფეხების გასანიავებლად შემდეგ უკვე ადგილიდან დაძვრა ძალიან მიჭირდა, ამიტომ ვცდილობდი არ შევჩერებულიყავი და მყესები სულ გახურებული მქონოდა!
განსაკუთრებულ ქრისტიანად ვერ ვთვლი თავს, პირიქით უფროა სამწუხაროდ, მაგრამ ჩემს მდგომარეობაში ბევრი ურწმუნოც მოჰყვებოდა ლოცვას.
ხოდა აი მეც თითქმის განუწყვეტლივ ვევედრებოდი უფალ იესოს და ღვთისმშობელს რომ სულ ოდნავ დაემებინათ.
იცით რა ხდებოდა ამ დროს?! თითქოს რაღაცას უხილავი ძაფით ვყავდი ჩაბმული და მივყავდი, საოცარი შეგრძნება მეუფლებოდა. ბოლო 35 კილომეტრი თითქმის ცალ ფეხზე ვიარე, რადგან მარჯვენას მხოლოდ დასაფიქსირებლად ვდგამდი.
ქარელის გადასახვევთან რომ მივედი მგონია რომ ალბათ 20 კილომეტრი მაქვს დარჩენილი ხაშურამდეთქო.
ადგილობრივებს ვეკითხები და მეუბნებიან რომ ზუსტად 28 არისო... ფსიქოლოგიურად ძალიან მოქმედებს ასეთი ცვლილების მოსმენა. თან ჩემს მდგომარეობაში. კაი...
სოფელ აგარას ტრაფარეტი რომ გამოჩნდა მეგონა უკვე ხაშურში ვიყავი :) ისე გამიხარდა.
შესასვლელშივე შევეკითხე ერთ-ერთს, რამდენია ხაშურამდეთქო ოჰ ბევრი 15-იო :) მეთქი არაუშავს,
შუა სოფელში შეკითხვა გავიმეორე და იქ უკვე 18-იო. დავიზაფრე !!!
აგარის გასასვლელში მდებარე მშრალი ხიდიდან დავლანდე ხაშური, თუმცა სამწუხაროდ ეს მხოლოდ მირაჟი ყოფილა :)
(ვერასდროს ვერ ვიფიქრებდი ეს ქალაქი ასე თუ მომწყურდებოდა :D ) დიახ დიახ მწყუროდა! :yes:
გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ ლოგიკურად გამოვითვალე. ალბათ ასე 7 კმ იქნება დარჩენილითქო,
ამის ანალიზს რომ ვაკეთებდი იქვე ბირჟასთან მივედი რათა გადამემოწმებინა ჩემი ვერსია.
მათ პირველ რიგში ლუდზე მიმიწვიეს მაგრამ სამწუხაროდ არ ვსვამდი გზაზე.
ჯიგარო ხაშურამდე რომ არ მოგატყუოთ 18 კმ არის დარჩენილიო.
წარმოიდგინეთ მე რა მომივიდოდა.
სამწუხაროდ მერე ირკვევა რომ ისინი მართლები იყვნენ.
(ო ეს დაუსრულებელი ქართლის გზები)

Image

მივუყვები ხეივანს რომელსაც ბოლო არ უჩანს. შორს სადღაც ჰორიზონტზე ვხედავ ტრასის ორივე მხარეზე გადაჭიმულ დიდ ტრაფარეტს რომელზეც უეჭველი მგონია რომ ხაშური აწერია.
რომ არ მოგატყუოთ ამ ტრაფარეტამდე ზუსტად ერთი საათი ვიარე და რომ მივაღწიე ხაშურის მაგივრად აღმოჩნდა 2003 წლის საარჩევნო რეკლამის მკრთალი კვალი.

აქ წერია "დავიბრუნოთ ანაბრები, დავიბრუნოთ საქართველო, დავიბრუნოთ პენსიები"

იმ დღეს რამდენიმე მირაჟი გამიქრა......!!!! :(

უკვე ძალიან ცუდად ვიყავი ყველანაირად და ასე დამწუხრებულმა განვაგრძე გზა.

Image

მივდიოდი მაგრამ ხაშურს ვერ ვუახლოვდებოდი.
გზაში დამიღამდა სრულიად.
როდესმე ჩემი პოსტიც ხომ უნდა დავასრულო და ამიტომ მოკლედ დავწერ რომ მივაღწიე ხაშურამდე სადაც ჩემი მეგობარი
პაკო დამხვდა და წამიყვანა სახლში.
აბანოში როგორ შევედი და როგორ მოვახერხე ბანაობა მიკვირს, ისეთი გაშეშებული ვიყავი.
ფეხებს საერთოდ ვეღარ ვამოძრავებდი.
იმ საღამოს ვერანდაზე დიდი რომანიტიული ვახშამი იყო გაშლილი მაგრამ ჩემი სხეული სრულიად შეუსაბამო! :)

მეგობრებო დროებით, ხვალ გავაგრძელებ...
ლაჰილზე ისევ დიდებული და
სავსე მთვარეა..
და ყველაფერი ზღაპრული და
იდუმალია-

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]