Page 1 of 6

მწვანე ტბა-ოქროს ციხე და ასპინძის რ/ნის ძეგლები, 23-24.10.10

Posted: 26 ოქტ 2010, 04:09
by GAMARJOBA SAKARTVELO
1. რეგიონი:
მთიანი აჭარა, ხულოს რაიონი
სამცხე-ჯავახეთი, ადიგენი-ასპინძის რაიონები

2. მარშუტის დასახელება:
1ლი დღე:
თბილისი-ახალციხე-ქვემო ენთელი-შოყა-ოქროს ციხე-ადიგენი-ზარზმა-გოდერძის უღელტეხილი
მწვანე ტბა-ადიგენი-ასპინძა

მე2 დღე:
ასპინძა-ვარძია-ვანის ქვაბები-თმოგვის ციხე-ზემო თმოგვის ტაძარი-ხერთვისი-ახალქალაქი-წალკა-წყნეთი-თბილისი

3. ხანგრძლივობა:
2 დღე

4. სირთულე:
მარტივი

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
მინიბუსი 500 ლარი
სასტუმრო საუზმით 25 ლარი
დამატებით ვახშამი 10 ლარი

6. მონაწილეთა რაოდენობა
მძღოლიანად 18

7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი
GAMARJOBA SAKARTVELO

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
ოქროს ციხე
ქვემო ენთელი, შოყა, ბოლაჯური
მწვანე ტბა
გოდერძის უღლეტეხილის საზაფხულო სოფლები
ვარძია
სოფელი ვარძია
ვანის ქვაბები
სოფლები ვარძია და თმოგვი
თმოგვის ციხე
ზემო თმოგვის ტაძარი
სოფელი თმოგვი

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
679 კმ

10. ფეხით გავლილი მანძილი:
ოქროს ციხე
3კმ
მწვანე ტბა
9 კმ
დანარჩენგან მცირე

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:

ოქროს ციხე
ციხე-გალავანი და დამხმარე ნაგებობები
მწვანე ტბა
ტბა, ტყე, აჭარელთა საზაფხულო საცხოვრებლები
ვარძია
ქვაბულები, საიდუმლო გასასვლელები, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი მეფე თამარის ფრესკით, საწნახელი
ვანის ქვაბები
2 ტაძარი, რომელთაგან ყველაზე მაღლა სართულზე მდებარე გუმბათიანია და კედლები დამშვენებულია :ვეფხისტყაოსნის:
სტროფებითა და უჩვეულო ნახატებით. იქვეა 1 ნატაძრალი და მრავალი ქვაბული
თმოგვის ციხე
ციხე-გალავანი, ნატაძრალი, რამოდენიმე გამოქვაბული
ზემო თმოგვის ტაძარი
ტაძარზე მრავალი წარწერაა. 3ხრეთის კედელზე მზის საათია

12. საბანაკე ადგილები:
ოქროს ციხე
ციხის ძირთან, იქ, სადაც მთავარი შესასვლელია
ციხეში დაბანაკება ქვათაცვენის გამო, მიზანშეუწონელია

მწვანე ტბა
ტბის ნაპირებთან
ვარძია
კომპლექსის ძირში, მტკვრის პირას
ვანის ქვაბები
ახლო-მახლოს დიდი არაფერია
თმოგვის ციხე
ციხესთან
ზემო თმოგვის ტაძარი
ტაძართან ახლოს და იქვე, ნასოფლარში

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
ოქროს ციხე
სოფლებში
მწვანე ტბა
სოფლებში
ვარძია
ბილეთების სალაროსთან
ვანის ქვაბები
შესასვლელთან
თმოგვის ციხე
არ არის
ზემო თმოგვის ტაძარი
ნასოფლარში

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
ყველგან საჭიროა კგ და დაცურების საწინააღმდეგო ძირიანი ფეხსაცმელი

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
მწვანე ტბა
ზამთრის გარდა ნებისმიერ დროს.
ზამთარში თოვლდიდობაა

16. რისკები, საფრთხეები:
ციხეებთან ქვათაცვენა, აგრეთვე, მოუხერხებელი მისასვლელი-შესასვლელები

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების
შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს

ოქროს ციხე
გზადაა საფარა, რაბათის ციხე, ჭულე-ზარზმის მონასტრები, ზანავის ციხე
მწვანე ტბა
სოფელი ბეშუმი
ვარძია
ვანის ქვაბები
თმოგვის ციხე
ზემო თმოგვის ტაძარი
გზადაა ზემო ვარძიისა და წუნდის ტაძრები

18. პირობები სხვა და სხვა აქტივობისთვის
მწვანე ტბა
თევზაობა.
ცურვა მორევების გამო, მიზანშეუწონელია
ვარძია
ნავჯომარდობა მდინარე მტკვარზე

19. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
მწვანე ტბასთან საგრძნობი შეფერხებებია.
დანარჩენგან ყველა ოპერატორი გამართულად მუშაობს

20. სასარგებლო საკონტაქტო ინფო
ასპინძის საოჯახო სასტუმრო :ჩიკო:
893 906405
ვარძიის კომპლექსის დირექტორი ვალოდია ზაზაიძე
899116207

21. რუკა, ჯი-პი-ეს-მონაცემები
ყველგან ურუკოდ ადვილად მიისვლება.
გოდერძის უღელტეხილი-მწვანე ტბის 6.5 კმიანი მონაკვეთი მონიშნულია.

22. სიმაღლე ზღვის დონიდან
ოქროს ციხე
1550-1640ის ფარგლებში
მწვანე ტბა
2120-2220ის ფარგლებში
ვარძია
1250-1350ის ფარგლებში
ვანის ქვაბები
1400-1500ის ფარგლებში
თმოგვის ციხე
1560-1650ის ფარგლებში
ზემო თმოგვის ტაძარი
1880-1950ის ფარგლებში

23. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით
8.5

24. სასარგებლო ბმულები
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=4615&start=0
ამ ბმულზეა სხვა მსგავსი გასვლების თემებიც

მწვანე ტბა-ოქროს ციხე და ასპინძის რ/ნის ძეგლები, 23-24.10.10

Posted: 26 ოქტ 2010, 04:14
by GAMARJOBA SAKARTVELO
გასვლის მონაწილეები:

1. leo1
2. ინა-უნა
3. დათო
4. თამარი-ხევი
5. Mta Mkvarebia
6. კარველების + სანდრო
7. GAMARJOBA SAKARTVELO
8. ნაია
9. ამიგო
10. კარვის მეგობარი გიორგი
11. anano
12. იანო
13. NINUCA
14. იაკო
15. კაკატული
16. კაკატულის სოფო
17. ტომა-თომა

მწვანე ტბა-ოქროს ციხე და ასპინძის რ/ნის ძეგლები, 23-24.10.10

Posted: 26 ოქტ 2010, 04:28
by GAMARJOBA SAKARTVELO
სა20რად კგ გასვლა გამოვიდა.
დავიწყოთ იმით, რომ შეხვედრის ადგილზე ყველა დროულად მოვიდა და მესხეთისკენ მალევე გავეშურეთ.
ვნახეთ ყველაფერი, რაც გეგმაში გვქონდა.
რაც მთავარია, შედგა 1ლი კარავული გასვლა მწვანე ტბის მიმართულებით.
ეს ჩემი 1-1 საყვარელი ადგილია საქართველოში.
მართალია, მწვანე ნისლის გამო, ამ გასვლაში არ დაგვენახა და რძისფერი საბანი თავით-ბოლომდე ჰქონდა
გადაფარებული, მაგრამ გზა ბევრმა უკვე ისწავლა და აქეთ უკვე სხვა კარავული გასვლების დაგეგმვაც შეიძლება.
ცხადია, იქ ზამთარში მისვლა შეუძლებელია.
უფრო მეტიც, იგრიკას (აპრილი) ბოლომდე გოდერძის უღელტეხილზე ჯერ კიდევ დიდი თოვლია.

ამინდი სწორედ ისეთი იყო, როგორსაც სამომავლო გეგმაში ვწერდი - მზიანი იყო, ალაგ-ალაგი ღრუბლებით და
საღამოს პირს მსუბუქი წვიმა, რომელსაც ხელი არც მე2 დღის გასვლაში შეუშლია.
ლამზი და კოხტა გასვლა გამოვიდა.
აგრეთვე, ეს იყო 1ლი შემთხვევა, სადაც გასვლის არც 1 მონაწილეს, არ ჰქონდათ 1ჯერადი ჭურჭელი.

მესხეთში ბორჯომით წავედით და წალკით დავბრუნდით.
უღლეტეხილიდან წყნეთამდე გზა ნისლიანი იყო და მგზავრობას ართულებდა.
ამის გამო, თბილისში ღამის 1ლის ნახევარზე ჩამოვედით

მწვანე ტბა-ოქროს ციხე და ასპინძის რ/ნის ძეგლები, 23-24.10.10

Posted: 26 ოქტ 2010, 05:07
by GAMARJOBA SAKARTVELO
1ლ დღეს ჯერ ოქროს ციხე ვნახეთ
Image

Image

შესანიშნავი ამინდი იყო.
ამ ციხეზე სოფელ ბოლაჯაურიდანაც მიდის გზა და მეზობელი სოფელ ქვემო ენთელიდანაც.
ბოლო სოფელი შოყაა.
სამანქანე გზა ძლიერ დაზიანებულია და ფეხით გასავლელი ცალი გზა 1,5 კმია

ოქროს ციხე შორიდან
Image

მწვანე ტბა-ოქროს ციხე და ასპინძის რ/ნის ძეგლები, 23-24.10.10

Posted: 26 ოქტ 2010, 05:12
by GAMARJOBA SAKARTVELO
ოქორს შემოდგომა ოქროს ციხიდან
Image

Image

Image

მწვანე ტბა-ოქროს ციხე და ასპინძის რ/ნის ძეგლები, 23-24.10.10

Posted: 26 ოქტ 2010, 05:14
by GAMARJOBA SAKARTVELO
გოდერძის უღელტეხილი-მწვანე ტბის გზა
Image

Image

ეს კიდევ ნისლში ჩამალული ტბა
Image

Image

გოდერძის უღელტეხილიდან მწვანე ტბამდე 6.5 კმია.
მისასვლელად მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანებია ვარგისი.

მწვანე ტბა-ოქროს ციხე და ასპინძის რ/ნის ძეგლები, 23-24.10.10

Posted: 26 ოქტ 2010, 05:17
by GAMARJOBA SAKARTVELO
მიმწუხრის ჟამს
Image

მწვანე ტბა-ოქროს ციხე და ასპინძის რ/ნის ძეგლები, 23-24.10.10

Posted: 26 ოქტ 2010, 05:21
by GAMARJOBA SAKARTVELO
მე2 დღეს გასვლა ვარძიით დავიწყეთ
Image

Image

მწვანე ტბა-ოქროს ციხე და ასპინძის რ/ნის ძეგლები, 23-24.10.10

Posted: 26 ოქტ 2010, 05:24
by GAMARJOBA SAKARTVELO
ვარძიიდან ვანის ქვაბებისკენ გადავინაცვლეთ, რომელიც 3 კმში მდებარეობს.

Image

Image

Image

გუმბათიან ტაძარზე :ვეფხისტყაოსნის სტროფებია დაწერილი და უჩვეულო ნახატებია.
აი, 1-1 მათგანი
Image

მწვანე ტბა-ოქროს ციხე და ასპინძის რ/ნის ძეგლები, 23-24.10.10

Posted: 26 ოქტ 2010, 05:28
by GAMARJOBA SAKARTVELO
შემდეგ აღმართიან გზას დავადექით და თმოგვის ციხის გავლით ზემო თმოგვის ტაძართან მივედით.
Image

Image

გზიდან ულამაზესი ხედები იშლებოდა.
ხელის გულივით ჩანდა თმოგვის ციხე
აი, 1 ზედხედი
Image

მწვანე ტბა-ოქროს ციხე და ასპინძის რ/ნის ძეგლები, 23-24.10.10

Posted: 26 ოქტ 2010, 05:30
by GAMARJOBA SAKARTVELO
როდესაც ტაძრიდან ვბრუნდებოდით,
ხედებმა ისე გადაგვრიეს, რომ თმოგვის ციხემდე ფეხით ჩასვლა გადავწყვიტეთ.
აი, კიდევ 1 ზედხედი
Image

ეს კი ახლოდან
Image

მწვანე ტბა-ოქროს ციხე და ასპინძის რ/ნის ძეგლები, 23-24.10.10

Posted: 26 ოქტ 2010, 05:31
by GAMARJOBA SAKARTVELO
ეს კიდევ კარაველი გოგონები ვანის ქვაბებთან
Image

მწვანე ტბა-ოქროს ციხე და ასპინძის რ/ნის ძეგლები, 23-24.10.10

Posted: 26 ოქტ 2010, 10:50
by Mta Mkvarebia
GAMARJOBA SAKARTVELO
შენი გულისა, მაინც მოასწარი არა თემის გახსნა? თან როგორ დეტალურად და ინფორმატიულად. რა ყოჩაღი ხარ! :)

ფოტოები კიდევ როგორც ყოველთვის გეხერხება ხოლმე, ისეთია ;).

მწვანე ტბა-ოქროს ციხე და ასპინძის რ/ნის ძეგლები, 23-24.10.10

Posted: 26 ოქტ 2010, 11:21
by Tengo
ძალიან ლამაზი გასვლა იყო უდავოდ! მომენატრა თქვენთან ერთად ბორიალ-ბოდიალი!

მწვანე ტბა-ოქროს ციხე და ასპინძის რ/ნის ძეგლები, 23-24.10.10

Posted: 26 ოქტ 2010, 11:25
by დათო
ძალიან კარგი გასვლა იყო. განსაკუთრებით კი ნისლი მწვანე ტბის გზაზე და თმოგვის ციხე :)