ბანა, ჭულე, ზარზმა 2-3/10/10

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
ბანა, ჭულე, ზარზმა 2-3/10/10

Post by namcecuna » 05 ოქტ 2010, 11:27

მოგესალმებით ყველას :)

ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის და ძალიან მოკლედ მოგითხრობთ ამ გასვლის შესახებ, იმედია სხვები შეავსებენ ფოტოებით და შთაბეჭდილებებით :)

2 ოქტომბერს, დილის 7 საათზე აჭარასთან შეკრებილი 19 კარაველი და მათი პლიუსები წივწივამ და კიკიმ-მისმა დიიიდმა ძაღლუკამ-გაგვაცილეს :)))

ქალაქიდან 8 საათზე გავდით და გავუდექით გზას ძალიან ლამაზი ზღაპრის შესახვედრად :)

საკმაოდ მხიარული და საკვებით დახუნძლული 2 საათიანი მგზავრობის შემდეგ შევედით ახალციხეში და დავათვალიერეთ რაბათის ძალიან საინტერესო მუზეუმი .

შემდეგ მოვინახულეთ ზარზმა, ჭულე და უამინდობის გამო-საფარას ნაცვლად გეზი ავიღეთ აბასთუმნისაკენ -სადაც დავბანაკდით კიდეც, ობსერვატორიის საოცარ ტერიტორიაზე.
ძალიან დიდი სურვილი გვქონდა ღამით თანავარსკვლავედები დაგვენახა ობსერვატორიის ტელესკოპიდან, მაგრამ მოღრუბლული ცა მთელი ძალისხმევით გვიწევდა წინააღმდეგობას, წვიმდა, წვიმდა, წვიმდა დაუსრულებლად. :(

დილის 9 საათზე გავეშურეთ ვალეს მიმართულებით და მზემაც გამოანათა :)

3 საათი გავიდა, სანამ ბანას მიმზიდველი და თბილი კონტურები გამოჩნდებოდნენ. იდგა ისევ ისეთი, მარტოსული, დაღლილი, მონატრებული, თითქმის დანგრეული და სტკიოდა, ძალიან სტკიოდა ყველა დაკარგული ლოდი და კენჭი, თითოეული მეტრი-ჩვენგან რომ აშორებდა... მძიმე იყო, ძალიან მძიმე და თბილი ის ძალიან მცირე დრო, რაც ბანას მოსაფერებლად გავატარეთ მის წიაღში...


ძალიან მიმძიმს ტაოზე საუბარი, წერა, კითხვა...

მრჩება მხოლოდ იმედი და სასწაულის მძაფრი მოლოდინი, რომ ადრე თუ გვიან, ჩვენ დავბრუნდებით, ის ძეგლები და მიწები დაბრუნდებიან და...

იქ საქართველო იგრძნობა... იქ საქართველოა და იქნება... მე ამის მჯერა :)



ფოტოები არ მაქვს, ამიტომ თემას გასვლის მონაწილეებს გადავულოცავ, გასალამაზებლად და გასამრავალფეროვნებლად :)


1. ნინი-ა
2. ნინი -ა +
3. ნამცეცუნა -
4. ნამცეცუნა +
5 .პატაჰპუტინა
6. პატაპუტნას + მაკა
7. Mari_kela
8. ნუსა
9. თამუნა_გუდარეხი
10. თამუნა_გუდარეხის + მაკა
11.თამუნა_გუდარეხის + თეო
12. დათო იამანიძე
13. L/F
14.კაპპა
15. KAKH-ELI
16. tusho+
17. tusho+ მარი
18. tusho+მარიშა
19. tusho+ხათო

დიდი მადლობა ყველას, ვინც იღებდა, ვერ იღებდა თუ არ იღებდა მონაწილეობას ამ გასვლაში :)


სულ გავლილი მანძილი 920 კმ .

მაპატიეთ თემის არასტანდარტულად გახსნა :)
:oops: :oops: :oops:

p.s

ხედი ბანადან. ავტორი ნუსა ... :)
nusa wrote:
Image
Last edited by namcecuna on 06 ოქტ 2010, 14:11, edited 1 time in total.
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
tusho+
ბოდიალა
Posts: 207
Joined: 23 ივლ 2010, 09:01
Location: საქართველო, თბილისი
ბანა, ჭულე, ზარზმა 2-3/10/10

Post by tusho+ » 05 ოქტ 2010, 11:48

namcecuna
ჩემი + თიკო ვინ იყო იქნებ გამახსენო, მე ვერ ვიხსენებ ვერავის :)

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
ბანა, ჭულე, ზარზმა 2-3/10/10

Post by namcecuna » 05 ოქტ 2010, 16:23

tusho+

ხოოო, ალბათ შემეშალა , მომწერე და ჩავასწორებ :)
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
Teo_Giorgobistve
ბილიკზე მოარული
Posts: 86
Joined: 09 აგვ 2010, 16:54
ბანა, ჭულე, ზარზმა 2-3/10/10

Post by Teo_Giorgobistve » 06 ოქტ 2010, 11:01

შემოდგომის სიცივის მიუხედავად ორი არაჩვეულებრივი დღე იყო.

დიდი მადლობა ყველას.

თამუნა გუდარეხის+ თეო :)

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ბანა, ჭულე, ზარზმა 2-3/10/10

Post by qvevri » 06 ოქტ 2010, 11:48

სულ ერთი სურათი გადაიღეთ :?:

User avatar
tusho+
ბოდიალა
Posts: 207
Joined: 23 ივლ 2010, 09:01
Location: საქართველო, თბილისი
ბანა, ჭულე, ზარზმა 2-3/10/10

Post by tusho+ » 06 ოქტ 2010, 12:32

Teo2011
გილოცავ შენს 1 პოსტს კარავზე

User avatar
tusho+
ბოდიალა
Posts: 207
Joined: 23 ივლ 2010, 09:01
Location: საქართველო, თბილისი
ბანა, ჭულე, ზარზმა 2-3/10/10

Post by tusho+ » 06 ოქტ 2010, 12:37

Image

User avatar
tusho+
ბოდიალა
Posts: 207
Joined: 23 ივლ 2010, 09:01
Location: საქართველო, თბილისი
ბანა, ჭულე, ზარზმა 2-3/10/10

Post by tusho+ » 06 ოქტ 2010, 12:39

Image

თამარ მეფე
Image
Last edited by tusho+ on 09 ოქტ 2010, 09:07, edited 1 time in total.

User avatar
tusho+
ბოდიალა
Posts: 207
Joined: 23 ივლ 2010, 09:01
Location: საქართველო, თბილისი
ბანა, ჭულე, ზარზმა 2-3/10/10

Post by tusho+ » 06 ოქტ 2010, 12:44

ამ გუმბათზე (ახალციხე) ნახევარმთვარის სიმბოლოს გრიგოლ ორბელიანი 5 საათი უმიზნებდა ზარბაზანს და ბრძოლის წინ ერთი გასროლით ჩამოხსნა ზარბაზნით.
Image

ზარზმა
Image

ჩვენ ზარზმაში
Image

ჭულეს მონასტერი
Image

User avatar
tusho+
ბოდიალა
Posts: 207
Joined: 23 ივლ 2010, 09:01
Location: საქართველო, თბილისი
ბანა, ჭულე, ზარზმა 2-3/10/10

Post by tusho+ » 06 ოქტ 2010, 12:51

ჭულეს მონასტერთან პატარა ლამაზი ჩანჩქერი
Image

Image

ჭულე ზემოდან
Image

Image

User avatar
tusho+
ბოდიალა
Posts: 207
Joined: 23 ივლ 2010, 09:01
Location: საქართველო, თბილისი
ბანა, ჭულე, ზარზმა 2-3/10/10

Post by tusho+ » 06 ოქტ 2010, 12:59

ღამე აბასთუმანში დავრჩით, პირველად გავატარე ღამე კარავში. საშინლად შემცივდა!!!!! იმედია შემდეგი კარავში ძილი უფრო "ტკბილად" გამახსენდება :)
Image

გავიარეთ პატარა დაბა თუ სწორედ მახსოვს გულე თუ რაღაც ერქვა, ყავა ვერსად დავლიეთ თუმცა ჩაი რამდენიც გვინდოდა.
Image

საჩაიეში ვიღაც ბავშვი ტუფლებს წმენდით იყო დაკავებული
Image

ეს ამ დაბის "რუსთაველია". მთავარი ქუჩა
Image
Image

User avatar
tusho+
ბოდიალა
Posts: 207
Joined: 23 ივლ 2010, 09:01
Location: საქართველო, თბილისი
ბანა, ჭულე, ზარზმა 2-3/10/10

Post by tusho+ » 06 ოქტ 2010, 13:14

ბანას ირგვლივ
Image
Image

ბანა
Image
Image
Image

User avatar
tusho+
ბოდიალა
Posts: 207
Joined: 23 ივლ 2010, 09:01
Location: საქართველო, თბილისი
ბანა, ჭულე, ზარზმა 2-3/10/10

Post by tusho+ » 06 ოქტ 2010, 13:27

ბანას გარშემო ლამაზი ხედებია ძალიან. არის დიდი კლდეები და არის სიმწვანეც, მთებიც მდინარეც. და ოდესღაც ეს გრანდიოზული ეკლესიაც ამშვენებდა აქაურობას.
Image
Image

ეს შედარებით შემონახული კედელია. დერეფანი გადის კედლებს შორის
Image

რათქმა უნდა სანთელიც დავანთე
Image

Image

ესეც ჯგუფური ფოტო
Image

Image

ბანას დავემშვიდობეთ დროებით
Image

გზაში გაწვიმდა და ცისრტყელები გვაცილებდნენ მთელი გზა საზღვრამდე
Image

ვალეს გამშვები პუნქტი 8 საათამდე მუშაობს, ჩვენ 19:55-ზე მივედით, რომ არ მიგვესწრო ღამის თენება საზღვრის იქით მოგვიწევდა. აქ ეს ეს არის ვკვეთთ საზღვარს. ლამაზი მოგზაურობა იყო
Image

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
ბანა, ჭულე, ზარზმა 2-3/10/10

Post by namcecuna » 07 ოქტ 2010, 13:49

საინტერესოა, რა სჭირს ამ თემას :(
წამო, ზღაპარში ...
Image

Iako.
მაწანწალა
Posts: 523
Joined: 07 მაი 2009, 23:06
ბანა, ჭულე, ზარზმა 2-3/10/10

Post by Iako. » 07 ოქტ 2010, 18:18

ყოჩაღ, თუშო, ყოჩაღ :)
რამდენი დღეა ველოდები (თ) რეპორტაჟს და შენ იყოჩაღე.
როგორც მივხვდი ბანასთან არ გაგითევიათ ღამე არა?
გეხვეწებით დაწვრილებით აღწერეთ რააა და ბევრი სურათი დადეეეეთ

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]