დიდი მესხეთი - აბულის ციხე, შაორი, სამსარის მონასტერი

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Eh_Dato
ბოდიალა
Posts: 239
Joined: 11 იან 2006, 14:53
Location: თბილისი
დიდი მესხეთი - აბულის ციხე, შაორი, სამსარის მონასტერი

Post by Eh_Dato » 09 ოქტ 2010, 12:08

სხვა თემაში ვნახე Nephros-ს დაწერილი
დიდი ინტერესით წავიკითხე და ჩავთვალე ამ თემაში გადმოტანაც ურიგო არ იქნებოდა.

// სოფ. შაორი – სოფელ ფარვანასთან. დავთრის დროს უკვე გაუკაცრიელებული სოფელია. თანამედროვე რუკებზე (რუსულ სპეცრუკებზე) არ არის აღნიშნული. სამაგიეროდ ასეთი პუნქტი – შაორი (Chaori) აღნიშნულია ვახუშტის ატლასზე (#12) და Description-ისადმი დართულ რუკაზე ფარავნის ტბის ჩრდილოეთის მიმართულებით და რამდენიმედ დაშორებით. 1923 წელს გამოსულ „საქართველოს ისტორიულ რუკაზე“ სოფელი შაორი არ არის აღნუსხული, მაგრამ ამ ზონაში იქ აღნიშნულია (ამ სოფლის კიდევ ჩრდილოეთით) მთა შაორი. შაორის სახელით ცნობილი სოფლის გარდა ცნობილი ყოფილა აგრეთვე შაორის ციხე და შაორისწყალი: „კვალად ამ ტბას (ფანავრის) ერთვის წყარო შაორისა, მდინარედ გამომდინარი კლდიდამ...“, „ხოლო შაორის მთის თხემსა ზედა დგას ციხე დიდროვანის ლოდითა ნაშენი...“, „კვალად არს შავნაბადი შაორსა და თავკვეთილს შუა. ი.როსტომაშვილის ცნობით ამ შაორის ციხეს შემდეგში დარქმევია „ქოროღლის ციხე“. ავტორ სავსებით სამართლიანად შენიშნავს, რომ ამ ციხეს უნდა დაუბრუნდეს თავისი ძველი და ქართული სახელი „შაორის-ციხე“.
ამრიგად, შაორი მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტია, რომელიც დაცულია მის თავზე მდებარე შაორის ციხით. ამასთან დაკავშირებით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ათონის მონასტრის #53 ეტრატის ხელნაწერი, რომელიც აფხაზთა მეფის ბაგრატისა და ქართველთა კურაპალატის ბრძანებით არის დაწერილი „დასაბამიდგან წელთა ხქზ, ქრ-კსა: სკბ: ... (1002წ) შორს ...ხელითა აკვილა მტბევრისაითა, დაწერილ უნდა იყოს ფარავნის ტბის სანახებში მდებარე ამ ჩვენ შაორში.

წყარო: ს. ჯიქია. გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი. წიგნი III. გამოკვლევა. თბილისი, 1958, გვ. 349


ნ------------
შაორის სიმაგრე ფარავნის ტბის სიახლოვესაა, მის ჩრდილო–დასავლეთ მყოფ კლდოვან მტაზე, 2752. სიმაღლეზე ზღვის დონიდან. მას იხსენიებს ვახუშტი ბატონიშვლი, რომელიც წერს, რომ ფარავნის ტბასო „ერთვის წყარო შაორისა, მდინარედ გადმომდინარე კლდიდამ და სავსე არს კალმახითა. ხოლო შაორის თხემსა ზედა დგას ციხე დიდროვანის ლოდითა ნაშენი“. (იხ.: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, თ. ლომოურისა და ნ. ბერძენიშვილის რედაქციით, თბ., 1941, გვ. 43).
შაორის ციხის აშენება დასახლებული პუნქტებიდან მოშორებით, განპირობებული უნდა იყოს მთის მიუვალობით და მორენული ღვარით, რომლითაც დაფარულია თხემი და მთის კალთები. ე.ი. სიმაგრისათვის საშენი მასალა აქ ადგილზევეა. ამ ქვების შერჩევით და ერთმანეთზე მორგებით შესაძლებელია საკმაოდ მყარი კედლების ამოყვანა. [ჯავახეთის სხვა] სიმაგრეებთან შედარებით, შაორზე გაცილებით რთული ნაგებობანი, ჯერაც კარგად იკითხება. ქვედა გალავანში დაყოლებული შესასვლელით ავდივართ სიმაგრის იმ ნაწილში, რომელიც ამავე მთის უფრო დაბალ თხემზეა მოწყობილი. გალავნის შიგნით აქ რამდენიმე სათავსია. ლოდოვანებზე სიარულის გასაადვილებლად აქედან ზევით, სამ მეტრამდე სიგანის ბრტყელი ქვებით ნაწყობი გზა მიემართება, რომლის გასწვრივ სამალავი ბლინდაჯებია გამართული. სიმაგრის მთავარ ნაწილს ე.წ. „ზედა ციხე“ წარმოადგენს. ესაა გალავანი ერთი, დაბალი შესასვლელით, რომლის შიგნითაც მიშენებულია ერთი, ან ორსართულიანი სადგომები. მათი რაოდენობა ორ ერთეულს აღემატება. მშრალად ნაწყობი კედლის სიმაღლე ზოგან 4 მ–ია, სიგანე 3 მ–მდე აღწევს. გალავნის შიდა სადგომთა უმეტესობას ცალკე შესასვლელი აქვს, ზოგს კი ერთმანეთთან კარი აკავშირებს.
გალავნის გარეთაც კარკნალში დარან–სამალავთა მთელი ჯგუფია. არსად ცანს საისრე–სამზერები, წყალიც მთის ძირში იქნებოდა. სადრაც იქვე უნდა ყოფილიყო სოფ. შაორი, რომლის სახელს მიიღებდა მთაცა და სიმაგრეც. [...] მოსახლეობის მიერ შაორის სიმაგრის გამოყენებაზე შემდგომ ხანებში მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ XIX საუკუნის მიწურულს იქაურ ერთ სენაკში ორი ქვაჯვარი უნახავთ (იხ.: ლ. მელიქსეთ–ბეგი, მეგალითური კულტურა საქართველოში, თბ., 1938, გვ. 72).
სარო მიჩნეულია „ქალაქურ დასახლებად“. რას წარმოადგენდა სოციალური თვალსაზრისით შაორი და აბული – ეს ჯერ კიდევ საკვლევია, მაგრამ ისინი რომ მუდმივი საცხოვრებლები ყოფილიყვნენ, ნაკლებ სავარაუდოა (ბუნებრივი პირობების გამო). ისინი შეიძლება წარმოვიდგინოთ ტომობრივ ბელადთა დროებით თავშესაფრად შიშიანობის დროს, სადაც თავს აფარებდა მისი მხლებლებ-მსახურებისა და მოსახლეობის ნაწილი. შესაძლოა, აქვე ტარდებოდა საკულტო რიტუალებიც, რასაც არქეოლოიური შესწავლა თუ გაარკვევს.

წყარო: დ. ბერძენიშვილი, ჯავახეთის ძველი სიმაგრეები. ჯავახეთი. ისტორია და თანამედროვეობა. ახალციხე. 2002წ. გვ. 181-203.//

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
დიდი მესხეთი - აბულის ციხე, შაორი, სამსარის მონასტერი

Post by Tamari-ch. » 09 ოქტ 2010, 13:04

Eh_Dato

http://saunje.ge/index.php?option=com_c ... =1&lang=ka

http://saunje.ge/index.php?option=com_c ... =1&lang=ka

http://saunje.ge/index.php?option=com_c ... =1&lang=ka
:wink:

მეგობრებო –
თუ წინააღმდეგი არ იქნებით –
საუნჯეს დავამატებდი თქვენი გასვლის ფოტოებსაც..
:)

პმ–ით მომწერეთ ფოტოს ავტორთა სახელი და გვარი.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
დიდი მესხეთი - აბულის ციხე, შაორი, სამსარის მონასტერი

Post by Naia » 16 ნოე 2010, 10:29

გუშინ ჩვენს პრეზიდენტსაც მოუნახულებია აბულის ციხე. შვეულმფრენიდან გადაღებული კადრები აჩვენეს. ულამაზესი იყო, 3 თუ 4 გალავნიანი ციხე ყოფილა. გაისად ექსპედიცია გამოვუშვად და აქაურობა გამოვიკვლიოთო...

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
დიდი მესხეთი - აბულის ციხე, შაორი, სამსარის მონასტერი

Post by Tamari-ch. » 16 ნოე 2010, 17:36

Naia
სადმე გეგულება ამის ვიდეოკადრები?
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
დიდი მესხეთი - აბულის ციხე, შაორი, სამსარის მონასტერი

Post by Makena » 16 ნოე 2010, 18:14

Naia
პრეზიდენტის აბულზე ასვლა ვგონებ საფუძველს ჩაუყრის ამ ძეგლის სათანადოდ გამოკვლევას. :) როგორც მითხრეს დღეს უკვე ყოფილა მკვლევართა ექსპედიცია.
მითუფრო სასიხარულოა ამ ძეგლის პოპოლარიზაცია რამდენადაც კარავზე ჩაეყარა აბულის ციხის მოძებნას და პოპულარიზაციას საფუძველი :)

User avatar
აცაბაცა
იეტი
Posts: 1760
Joined: 27 ივნ 2005, 13:02
Location: ირმის ნახტომი
დიდი მესხეთი - აბულის ციხე, შაორი, სამსარის მონასტერი

Post by აცაბაცა » 18 ნოე 2010, 10:52

ოოოო დიდო ათაბაგო!!!!

რამე ვქმნათ სანამ თოვლები მოსულა..... წავიდეთ აბულზე მამაძაღლი!!!
ჩაისუნთქე! ამოისუნთქე! ჩაისუნთქე! ჩაისუნთქეეეეე!

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
დიდი მესხეთი - აბულის ციხე, შაორი, სამსარის მონასტერი

Post by Naia » 18 ნოე 2010, 11:23

Tamari-ch. wrote:Naia
სადმე გეგულება ამის ვიდეოკადრები?
თამთა, 15 ნოემბრის საინფორმაციო გამოშვებებში სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის სიუჟეტი ნახე. ბოლოში გაუშვეს.

Makena
პრეზიდენტის აბულზე ასვლა ვგონებ საფუძველს ჩაუყრის ამ ძეგლის სათანადოდ გამოკვლევას. როგორც მითხრეს დღეს უკვე ყოფილა მკვლევართა ექსპედიცია.
მითუფრო სასიხარულოა ამ ძეგლის პოპოლარიზაცია რამდენადაც კარავზე ჩაეყარა აბულის ციხის მოძებნას და პოპულარიზაციას საფუძველი
მეც ეგრე მგონია და ძალიან მიხარია. ასეთი ძეგლი აუცილებლად უნდა იქნას შესწავლილი.

ისე, მეც ვემხრობი აცას. წავიდეთ სანამ თოვლი მოსულა :)

User avatar
აცაბაცა
იეტი
Posts: 1760
Joined: 27 ივნ 2005, 13:02
Location: ირმის ნახტომი
დიდი მესხეთი - აბულის ციხე, შაორი, სამსარის მონასტერი

Post by აცაბაცა » 18 ნოე 2010, 11:28

თოვლი მოსულა
რა ხანია გელოდები
გამოდი გარეთ
ერთად ავიხდინოთ ოცნებააააა
ჩაისუნთქე! ამოისუნთქე! ჩაისუნთქე! ჩაისუნთქეეეეე!

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
დიდი მესხეთი - აბულის ციხე, შაორი, სამსარის მონასტერი

Post by Archil » 18 ნოე 2010, 15:21

აცაბაცა


მამაძაღლი კი არა და მამაძალი


ვერ ისწავეს კარტული ცერა კიტხვა :lol: :lol: :lol: :lol:

ვაბშემტა
გუდ აიდეა !!!
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
დიდი მესხეთი - აბულის ციხე, შაორი, სამსარის მონასტერი

Post by Tamari-ch. » 18 ნოე 2010, 17:36

თამთა, 15 ნოემბრის საინფორმაციო გამოშვებებში სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის სიუჟეტი ნახე. ბოლოში გაუშვეს.
აუფ ვერ ვნახე
რომელ არხზე?
ან იმ არხს არ აქვს ვიდეოჩანაწერი?
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
დიდი მესხეთი - აბულის ციხე, შაორი, სამსარის მონასტერი

Post by Makena » 18 ნოე 2010, 17:51

აცაბაცა
თანამშრომელი გავგზავნე დასაზვერად აბულზე, აბულის ციხეზე მიმავალი გზის მარკირებას ვიწყებთ 3 მხრიდან - განძანიდან, ეშტიადან და სოფ. აბულიდან.
თუ თოვლი არ არის და მიისვლება შეიძლება წასვლაზე ფიქრი :)

User avatar
zika
იეტი
Posts: 1466
Joined: 27 მაი 2008, 16:53
Location: Tbilisi
დიდი მესხეთი - აბულის ციხე, შაორი, სამსარის მონასტერი

Post by zika » 19 ნოე 2010, 11:46

სურათებით აღვფთოვანდი, ამ ადგუილის ნახვა მინდა რახანია და ვერცერთხელ ვერ მოვახერხე,
მთავრობამ მოინახულა მეკი ვერა :lol: :lol: :lol:
თუ წახვალთაცაბაცა ერთი ადგილი შემინახე რა..... :oops: :oops: ეგება შევძლო და წამოვიდე :wink:
мир идет навстречу Вам во Всем.

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
დიდი მესხეთი - აბულის ციხე, შაორი, სამსარის მონასტერი

Post by Makena » 29 იან 2011, 20:55

აბული გვიხმობს!
თოვლს რომ აიღებს და დათბება წავალთ, ამჯერად ბოლომდე მიგვიშვებს 8)
თუ შევძლებთ და მომზადებული წავალთ, შეიძლება დიდი აბულის გარშემო მდებარე ტბებიც ვნახოთ :wink:
Last edited by Makena on 29 იან 2011, 23:59, edited 1 time in total.

User avatar
ეკატო
მაწანწალა
Posts: 434
Joined: 12 ივლ 2010, 21:07
დიდი მესხეთი - აბულის ციხე, შაორი, სამსარის მონასტერი

Post by ეკატო » 29 იან 2011, 23:08

მოვიხიბლე რეპორტაჟით :)

თქვენთან ერთად რამდენი საოცარი ადგილის ნახვა მელის წინ, მიხარია :) :roll:

User avatar
ეკატო
მაწანწალა
Posts: 434
Joined: 12 ივლ 2010, 21:07
დიდი მესხეთი - აბულის ციხე, შაორი, სამსარის მონასტერი

Post by ეკატო » 29 იან 2011, 23:08

მოვიხიბლე რეპორტაჟით :)

თქვენთან ერთად რამდენი საოცარი ადგილის ნახვა მელის წინ, მიხარია :) :roll:

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]