დიდი მესხეთი - აბულის ციხე, შაორი, სამსარის მონასტერი

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
jaba picxelauri
ბოდიალა
Posts: 156
Joined: 15 ივლ 2008, 22:32
დიდი მესხეთი - აბულის ციხე, შაორი, სამსარის მონასტერი

Post by jaba picxelauri » 05 ოქტ 2010, 01:43

სალამი ყველას, როგორ ხართ ხალხო?
მე პირადად ჯერ კიდევ ვერ გავიაზრე სად ვიყავი და რა დავათვალიერე
მე ასეთი სილამზე არასდროს მინახავს. დიდი მადლობა თამაზზს ასეთი ჯიპტურის მოწყობისათვის.
დიდი მადლობა გოგას რომ ვანის ქვაბები გვირჩია და აი მაგან დახურა რა!!! ჩემი უსაყვარლესი ადგილი გახდა ნახვის შემდეგ.

დიდი მადლობა ყველას, ყველას, ყველას!!!

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დიდი მესხეთი - აბულის ციხე, შაორი, სამსარის მონასტერი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 05 ოქტ 2010, 02:19

შესანიშნავი გასვლა იყო.
ზოგი1 რამ მეც 1ლად ვნახე.
მადლობა მაკენას მშვენიერი გეზისთვის.
ჯიპ-ტურის მონაწილე მძღოლები, სასურველია, შემდეგში ტექნიკურად უფრო მზად იყვნენ.
მე ნაიას ეკიპაჟის წევრი ვიყავი.
არაჩვეულებრივი მძღოლია.
წვიმის გამო, მე2 დღის გეგმის ბოლო ნაწილი - თბილისში ტაბაწყურით დაბრუნება, შევცვალეთ.
სამსარის ნახვის შემდეგ, ტური, პრაქტიკულად, დასრულებულად გამოცხადდა.
ამიტომ, ეკიპაჟებმა თავად გადაწყვიტეს თბილისში დაბრუნებამდე რა ენახათ.
ჩვენ ხანჩალის ტბაზე წავედით.
ჩემი საყვარელი ტბაა. ვივახშმეთ და ყველა გამვლელ სომეხს ვეპატიჟებოდით.

აღფრთოვანებული ვარ შაორით, რომელიც, ჩემი აზრით, ციხე კი არა, წარმართული საკულტო ნაგებობა უნდა ყოფილიყო.
აბულის ციხეზე მისვლა ძნ მინდოდა, მაგრამ უკან დაბრუნების მიზეზით, აღარ მივედი.
თან, აშკარად, ჯობდა, რომ იქაურობა სიბნელის ჩამოწოლამდე დაგვეტოვებინა.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დიდი მესხეთი - აბულის ციხე, შაორი, სამსარის მონასტერი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 05 ოქტ 2010, 02:32

აბულზე მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანებით მიისვლება.
დანარჩენგან დაბალძირიანი მანქანებიც მივა.
შაორთან მანქანა მთის ძირში ჩერდება და მაღალი მთის დიდლოდიანი კალთაა ასავლელი.
შაორი ფარავნის ტბის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. მიისვლება ფოკიდანც და ტამბოვკა-ასპარადანაც.
ეს იმიტომ, რომ ფარავნის ტბას წრიული გზა გასდევს.
აბულის ციხეზე მიისვლება როგორც ახალქალაქი-ხოსპიოდან, ასევე ფოკადან ან განძანიდან.
სოფლების ბოლოდან სამანქანო გზა მკვეთრი აღარ არის, მაგრამ ნიშნულის - აბულის მთის მიგნება შესაძლებებლია.
აბულის მთის თავი ლოდუხვიანია და მეზობელი მთებისგან ადვილად გამოირჩევა.
მთიდან ნინოწმინდა-ახალქალაქის თითქმის 85% ჩანს. მათ შორის, პასკიას, ფარავნის, ხანჩალის ტბები.

შაორიც და აბულიც ზღვის ზონიდან 2700-3000 მეტრის ფარგლებშია.
კგ ამინდში შესაძლებელია თბილისის დანახვა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დიდი მესხეთი - აბულის ციხე, შაორი, სამსარის მონასტერი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 05 ოქტ 2010, 02:36

დანარჩენ ძეგლებს, ბარალეთს, კოთელიას, სამსარს, მეღრეკს და ა.შ, რაც შეეხება,
მდებარეობს ახალქალაქი-ბარალეთი-ტაბაწყურის მე12-14 კმტებში, და ბარალეთის გადასახვევიდან.
მიისვლება ყველანაირი მანქანით
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დიდი მესხეთი - აბულის ციხე, შაორი, სამსარის მონასტერი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 05 ოქტ 2010, 02:37

ნაიას მადლობა შესანიშნავი რეპორტაჟისთვის.
მთაშენკასაც, ჩვეულებისამებრ, კგ რეპორტაჟი გამოუვა.
კიდევ 1ხელ გმადლობთ ყველას
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
დიდი მესხეთი - აბულის ციხე, შაორი, სამსარის მონასტერი

Post by lama » 05 ოქტ 2010, 10:56

Mta Mkvarebia
გაიხარე აუცილებლად დავდებ და მოვყვები შთაბეჭდილებებსაც :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
დიდი მესხეთი - აბულის ციხე, შაორი, სამსარის მონასტერი

Post by Makena » 05 ოქტ 2010, 12:53

Tamari-ch.
ჩემს პირველ პოსტში დავწერე თუ როგორ შეიძლება მისვლა იმ ძეგლებთან რომლებიც ჩვენ გავიარეთ.

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
დიდი მესხეთი - აბულის ციხე, შაორი, სამსარის მონასტერი

Post by Makena » 05 ოქტ 2010, 13:02

GAMARJOBA SAKARTVELO
შაორი შესაძლებელია ადრეულ პერიოდში მართლაც საკულტო ნაგებობა ყოფილიყო, რომელიც მოგვიანებით გადააკეთეს ციხესიმაგრედ.

User avatar
vasso
ბოდიალა
Posts: 108
Joined: 19 აგვ 2008, 21:34
Location: tbilisi
დიდი მესხეთი - აბულის ციხე, შაორი, სამსარის მონასტერი

Post by vasso » 05 ოქტ 2010, 13:32

ნაიამ სწორად აღნიშნა , იმის გამო, რომ დაბალი ძირი ქონდა მანქანას, ნელა მოძრაობდა და ყველას აფერხებდა გამოვეთიშეთ ჯიპ-ტურს,ისედაც დაგვიანების გამო ბევრი გალოდინეთ ,რისთვისაც ყველა მონაწილეს სათითაოდ გიხდით ბოდიშს :oops: დიდი მადლობა ორგანიზატორებს შაორმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა გული დამწყდა აბულზე(იდეაში აბულის სანახავად წამოვედი) , სამაგიეროდ ვნახეთ ხანჩალის ულამაზესი ტბა ნაგლისთან და ქსოვრელთან ერთად იქვე დავრჩით კარავში და მეორე დღეს ვარძიისკენ დავიძარის , უკანა გზაზე კი მონადირეს და ჯაბას ეკიპაჟები შეგვხვდნენ გაგვიხარდა ნაცნობი ხალხის დანახვა . რამდენიმე ფოტოს შემოგთავაზებთ
...







ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]