დიდი მესხეთი - აბულის ციხე, შაორი, სამსარის მონასტერი

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
დიდი მესხეთი - აბულის ციხე, შაორი, სამსარის მონასტერი

Post by Makena » 03 ოქტ 2010, 21:33

ჯიპტური შედგა, თავიდანვე ნათელი იყო რომ საინტერესო და სატავგადასავლო გასვლა იქნებოდა, ასეც მოხდა... მიუხედავად იმისა რომ გრაფიკიდან ამოვვარდით და ამინდმაც აგვირია, მაინც ვნახეთ ყველა ის ძეგლი რომელიც განსაკუთრებულად საინტერესო იყო, ავედით შაორის ციხეზე რომელიც 2750 დგას, მივედით საოცარ და მისტიურ აბულის ციხესთან სადაც ძალიან ცოტა თუ მისულა საერთოდ, ვნახეთ სამსარის კლდეში ნაკვეთი გუმბათოვანი ეკლესია და ნამონასტრალი... ასევე ვნახეთ კოთელიას, ბარალეთის, რღტილას ერკლესიები, მეღრეკის სამონასტრო კომპლექსი.

რთულია აბულთან მისვლა... დავაგვიანეთ აბულისკებ წასვლა, აბული მოქუფრულიყო და გვიმზერდა, ჩვენ კი იმ გვარისა ვართ ვისაც უკან დახევა არა სჩვევია, ჰოდა წავედით, დიდ და პატარა აბულს შორის გავიარეთ, უზარმაზარი სივრცე რომლის შეგრძნებაც ყოველთვის სასიამოვნოა გადაიშალა ჩვენს წინაშე.
უკვე ბინდდებოდა როდესაც ჩვენი ჯიპების კოლონა მცირე აბულის მწვერვალსა და აბულის ციხეს შორის არსებულ მინდვრის უნაგირს მიუახლოვდა რომლის სიმაღლე 2700 მეტრია. წამოვიდა წვიმა და სეტყვა, გამუდმებით ელავდა, გავარდა მეხი, ჩვენ მაინც ჯიუტად მივიწევდით წინ და მივედით კიდეც.
ასე 300-400 მეტრში მივუახლოვდით და სურათები გადავუღეთ, ციხეზე გადასვლა აღარ ესწრებოდა, ბინდდებოდა, ასერომ ამჯერად მხოლოდ შევხედეთ შორიახლოდან და ამით დავკმაყოფილდით ეხლა იქ შეიძლება თოვლიც დევს...

აბულზე მისასვლელი გზა მაღალი სირთულისაა, გასათვალისწინებელია რომ ამ გზაზე 1 მანქანით წასვლა არ შეიძლება რადგან დაზიანების შემთხვევაში ვერავინ დაგეხმარება, აქ მანქანები არ მოძრაობენ. მანქანა ტექნიკურად კარგ მდგომარეობაში უნდა იყოს, აუცილებელია ბაგირი, ,,პერემიჩკები", საწვიმარი, თბილი ტანისამოსი. თუ გაწვიმდა ტალახდება და როგორც ყინულზე ისე სრიალებს საბურავები.

მარშრუტის სიგრძე 600-700 კმ ს შეადგენს.

ასეთ მარშრუტებზე კარგია ,,რაციის" ქონა, რადგან ზოგიერთ მონაკვეთებში მობილური არ იჭერს.

მადლობა ყველა მონაწილეს! განსაკუთრებით მძღოლებს რომელთაც მიუხედავად რთული გზებისა და ტექნიკური პრობლემებისა კარგად გაართვეს თავი ასეთი სერიოზული მარშრუტის გავლას.

როგორ მივიდეთ შაორზე - სოფელ ფოკაში სკოლასთან უნდა გადაუხვიო და სოფელ ასფარასკენ მიმავალ გზას უნდა დაადგე, ფარავანი მარჯვენა მხარეს რჩება, მალე წინ შაორის მთა გამოჩნდება, ერთ მონაკვეთში მკვეთრად მარცხნივ უნდა მოუხვიო, შემდეგ მარჯვნივ და პირდაპირ მთა და მთა უნდა გადახიდე მანქანით მინდვრის გზაზე, ჯერ მაღლა ადის მინდორი, შემდეგ კი დაბლა მთის ძირამდე ეშვება, თუ მშრალია ჩვეულებრივი მანქანითაც მიხვალთ, თუ ნაწვიმარია ჯიპია საჭირო.

როგორ მივიდეთ აბულის ციხესთან - თავიდანვე დავწერ რომ აბულის ციხესთან ძალზედ რთულია მისვლა თუ ნამყოფი არ ხარ ამიტომ არ გირჩევთ გამყოლის გარეშე წასვლას. მისასვლელად 2 გზაა : 1 სოფელ განძანიდან ან ფოკადან უნდა წახვიდეთ გზაზე რომელიც დიდ და მცირე აბულს შორის გადის, ამ შემთხვევაში მცირე აბული მარცხნივ რჩება, მას ფაქტიურად წრეს ვარტყავთ და ისე ავდივართ მინდორმინდორ, აქ გზები ხშირად იცვლის ადგილს რადგან მხოლოდ თივისთვის ამოდიან და დიდი მანქანები სადაც უნდა იქ ავლებენ ახალ გზებს, ამიტომ ზუსტად სად უნდა გადაუხვიოთ ამის დაწერა შეუძლებელია. მეორე ვარიანტია სოფელ აბულიდან ასვლა, ამ შემთხვევაში აბულის ციხე მარჯვნივ რჩება და ისევ იგივე მინდვრებით მარჯვნივ უნდა ახვიდეთ. აბულზე მხოლოდ სერიოზული ჯიპით მიისვლება, ამ გასვლამაც დაგვანახა რომ გაუმართავი მანქანით იქ წასვლა არ ღირს.
ბალახებში ქვებია ამოჩრილი და დაბალი მანქანა შეიზლება ემსხვერპლოს ამ ქვებს, ასე მოუვიდა ჩვენტან მომავალ სუბარუ ფორესტერს რომელმაც კარტერი დაარტყა და ზეთი დაღვარა, ასევე მნიშვნელოვანია კარგი საბურავები რადგან ნაწვიმარზე მანქანა სრულიად უკონტროლო ხდება.

როგორ მივიდეთ სამსარში - ასპინძიდან ახალქალაქში მიმავალ გზაზე მარცხნივ უნდა გადავუხვიოთ მანამ სანამ ახალქალაქში შევალთ, გაივლით სოფელ კოთელიას, ბარალეთთან მარჯვნივ ჩაუხვევთ, ბარალეთში კიდევ მარჯვნივ მოუხვევთ და გაივლით ღრტილას, გააგრძელებთ გზას სოფელ პატარა სამსარისკენ, გზაზე მარჯვენა მხარე მეღრეკის სამონასტრო კომპლექსის ნანგრევებს ჩაუვლით რომელიც თუ არ იცით სად არის ძნელად შესამჩნევია, არ მისული სოფელ პატარა სამსარამდე ჩაუხვევთ მარჯვნივ და ასე 2-3 კილომეტრში პატარა მდინარის კანიონში მარცხნივ სამსარის ნამონასტრალს მიადგებით. აქ ჩვეულებრივი მანქანით მიისვლება, თუმცა გზა საკმაოდ ცუდია.
Last edited by Makena on 05 ოქტ 2010, 12:34, edited 3 times in total.

User avatar
keto
იეტი
Posts: 1881
Joined: 04 მაი 2006, 23:01
Location: Tbilisi, Georgia
დიდი მესხეთი - აბულის ციხე, შაორი, სამსარის მონასტერი

Post by keto » 03 ოქტ 2010, 21:47

სანამ დაისვენებ, მშვიდობიანად დაბრუნებას გილოცავთ! :)
Keep Smiling...

anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
დიდი მესხეთი - აბულის ციხე, შაორი, სამსარის მონასტერი

Post by anano » 03 ოქტ 2010, 22:20

მეც გილოცავთ, მშვიდობიტ დაბრუნებას და ველი რეპორტაჟს!
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
დიდი მესხეთი - აბულის ციხე, შაორი, სამსარის მონასტერი

Post by Naia » 04 ოქტ 2010, 00:06

Makena
თამაზ, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა! შაორზე და აბულზე შეყვარებული ვარ. მე მანდ, განსაკუთრებით აბულზე, კიდევ დავბრუნდები!

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
დიდი მესხეთი - აბულის ციხე, შაორი, სამსარის მონასტერი

Post by Nephros » 04 ოქტ 2010, 01:50

Makena
მარტო აბულისკენ მიმავალმა გზამ დამარწმუნა, რომ ნამდვილი ჯავახთუფალი ხარ!
ნანახისა და განცდილის გაზიარების უნარი საუკეთესო თვისებაა ადამიანისთვის. ჰოდა, მადლობა ამ ყოველივეს ზიარებისთვის.

პს. მე არ დამწყდა გული, რომ აბულზე წვიმდა, ქუხდა და ელავდა. ასეთი აბული უფრო შთამბეჭდავი იყო.
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
amigo
მაწანწალა
Posts: 954
Joined: 08 აპრ 2005, 15:22
დიდი მესხეთი - აბულის ციხე, შაორი, სამსარის მონასტერი

Post by amigo » 04 ოქტ 2010, 08:31

ყოჩაღები ხართ.

ველით შთაბეჭდილებებს სულმოუთქმელად.

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
დიდი მესხეთი - აბულის ციხე, შაორი, სამსარის მონასტერი

Post by Archil » 04 ოქტ 2010, 08:34

ე ბიჯო, დავწყდი ლოდინით... დაიწყოს ვინცხამ :lol:

რო ვერ წამოვედი, მაიც მეყოფა სანანებლად და თქვენ კიდო მიმატებთ...
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
დიდი მესხეთი - აბულის ციხე, შაორი, სამსარის მონასტერი

Post by Naia » 04 ოქტ 2010, 10:39

Nephros wrote:Makena
მარტო აბულისკენ მიმავალმა გზამ დამარწმუნა, რომ ნამდვილი ჯავახთუფალი ხარ!
ნანახისა და განცდილის გაზიარების უნარი საუკეთესო თვისებაა ადამიანისთვის. ჰოდა, მადლობა ამ ყოველივეს ზიარებისთვის.

პს. მე არ დამწყდა გული, რომ აბულზე წვიმდა, ქუხდა და ელავდა. ასეთი აბული უფრო შთამბეჭდავი იყო.
გეთანხმები! უფრო მისტიურ ელფერს სძენდა იქაურობას

არჩილ

არჩილ, გვაცალე ბატონო. მე პირადად 1 სთ-ის წინ გავიღვიძე... ახლა ვიწყებ ფოტოების გადაწერას კომპში

User avatar
meleksa
იეტი
Posts: 2161
Joined: 14 ივლ 2009, 21:16
Location: წინაპართა ნაკვალევი..
დიდი მესხეთი - აბულის ციხე, შაორი, სამსარის მონასტერი

Post by meleksa » 04 ოქტ 2010, 10:47

გილოცაააავთთ :):)
Image

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
დიდი მესხეთი - აბულის ციხე, შაორი, სამსარის მონასტერი

Post by Makena » 04 ოქტ 2010, 11:46

Naia
Nephros
დიდი მადლობა!
მართლაც საოცრად საინტერესო ტური იყო, აბული კი მართლაც მისტიური, ერთის მხრივ მიმზიდველი და მეორეს მხრივ საშიში... ადვილად არავის უშვებს ახლოს, აბულის გზაზე ყოველთვის ხიფათია ჩასაფრებული რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის აბულის უძველეს ციხეს.
ჩვენ კიდევ დავბრუნდებით აბულზე ! :)
მადლობა ყველა მონაწილეს რადგან ძალზედ რთული და ხიფათიანი გზა გავიარეთ და რაც მთავარია მინიმალური დაზიანებებით.

ტურის შესახებ ინფორმაციას მალე დავდებ, მე ჯერჯერობით ფოტოებს ვერ ვტვირთავ ამიტომ ვისაც სურვილი აქვს ფოტოების ატვირთვა შეუძლია დაიწყოს.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
დიდი მესხეთი - აბულის ციხე, შაორი, სამსარის მონასტერი

Post by Tamari-ch. » 04 ოქტ 2010, 11:50

Makena
პირველი გვერდი შეავსეთ რა -
კილომეტრაჟებით
რუკებით, მარშრუტი და ა.შ.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Fiona
ბილიკზე მოარული
Posts: 70
Joined: 08 იან 2009, 10:04
დიდი მესხეთი - აბულის ციხე, შაორი, სამსარის მონასტერი

Post by Fiona » 04 ოქტ 2010, 12:04

მართლაც საინტერესო გასვლა იყო.. აბულმა მომხიბლა!!!
ყოჩაღ, მაკენა, ყოჩაღ!!! :D :D

Iako.
მაწანწალა
Posts: 523
Joined: 07 მაი 2009, 23:06
დიდი მესხეთი - აბულის ციხე, შაორი, სამსარის მონასტერი

Post by Iako. » 04 ოქტ 2010, 12:20

თამაზ დიდი მადლობა, გაიხარე ამისთანა მშვენიერი გასვლის ორგანიზებისათვის.
მე პირველად ვიყავი მანდეთ და შთაბეჭდილებებისგან ვერ ვსუნთქავ.
თავისებური სილამაზის მხარეა, ისეთი სხვაგან რომ არსად მინახავს.
ნეტავი შესაძლებლობა იყოს იქ ხშირად ჩასვლის.

ცოტა გულდამძიმებული კი ვარ იქაური დემოგრაფიის გამო :(

აქვე მინდა გამოცანა შემოგთავაზოთ:
რას ნიშნავს სიტყვა "მერსელო"?:)

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
დიდი მესხეთი - აბულის ციხე, შაორი, სამსარის მონასტერი

Post by Naia » 04 ოქტ 2010, 13:32

კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ლამაზი, საინტერესო და თავგადასავლებით აღსავსე გასვლა იყო.

ვაკის რომპეტროლთან შეკრება დილის 7 საათიდან დავიწყეთ. გავედით 7.45 სთზე შემდეგი შემადგენლობით:

1. მაკენა და მისი ეკიპაჟი
2. ფიონა;
3. კახა;
4. ნეფროსი
5. კოლხი გოგო

2. ნაია და მისი ეკიპაჟი
2. გამარჯობა საქართველო
3. ნაიას + შორენა
4. მთა მყვარებია
5. ტომა

3. მონადირე და მისი ეკიპაჟი
2. მარმენიო
3. ლიბრა
4. ლედი
5. ნინი_85

4.nagli და მისი ეკიპაჟი
1. ნაგლი
2.ქსოვრელი
3.ნაგლის+

6. ჯაბა ფიცხელაური და მისი ეკიპაჟი
2. შალვა
3. ნასილა
4. ლილიკა


7. ლეოს და მისი ეკიპაჟი
2. კარაველების + გიორგი (რომელიც უკვე ინდიანა ჯონსის სახელით დარეგისტრირდა)
3. იაკო
4. ლეოს +

8. დონი და მისი ეკიპაჟი
2. ქებურიუსი
3. დონის +
4. მარიშკა

9. ეჰ-დათო (მეგობრის მანქანით) და მათი 4-კაციანი ეკიპაჟი

თუ ვინმე გამომრჩა შემისწორეთ

მოგვიანებით, უკვე ფარავნის ტბასთან ვასოს ეკიპაჟიც წამოგვეწია.

ამ გასვლის დასაწყისში სულ 10 მანქანის ეკიპაჟი იყო.

ჩვენი მარშრუტი წალკაზე გადიოდა. ვმოძრაობდით საკმაოდ ნელა და ერთმანეთს ველოდებოდით. მაგრამ მაინც მოგვიწია შეფერხებები ტექნიკური გაუმართაობებისა და თბილისიდან დაგვიანებით გამოსული ვასოს ეკიპაჟის ლოდინის გამო.

სრული შემადგენლობით ფარავნის ტბასთან შევიკრიბეთ. ამინდი კარგი იყო, მაგრამ დროდადრო ტბას ღრუბლები გადაეფარებოდა ხოლმე

ფარავნის ტბა და მისი შემოგარენი

Image

Image

Image

Image

Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
დიდი მესხეთი - აბულის ციხე, შაორი, სამსარის მონასტერი

Post by Naia » 04 ოქტ 2010, 13:44

ფარავანს შემოვუარეთ და მინდვრების გავლით შაორის ციხისკენ გავემართეთ. ნელ-ნელა ვიღებდით სიმაღლეს. უკან კი ფარავნის ტბის უმშვენიერესი ხედები იშლებოდა.

Image

Image

Image
Last edited by Naia on 04 ოქტ 2010, 14:54, edited 1 time in total.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]