ჯუთა-არხოტი-წინხადუ-ბარისახო

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ჯუთა-არხოტი-წინხადუ-ბარისახო

Post by Bernar » 29 სექ 2010, 20:34

პირველ რიგში მოგესალმებით! :)

ეს უკვე მეოთხე ლაშქრობაა რომელიც ამ ზაფხულს შედგა ჩვენი მონაწილეობით და რომლის შესახებაც მინდა რომ მოგიყვეთ. როგორც სათაურიდან ჩანს წელს მეორედ მოვიარეთ არხოტი და კიდევ ერთხელ დავლაშქრეთ კალოთანის უღელტეხილი (ყველაზე შთამბეჭდავი უღელტეხილი რომელზეც ვყოფილვარ)!

ყველაფერი კი ასე დაიწყო:

ამ ზაფხულისათვის 2 ლაშქრობას ვგეგმავდი. ერთს არხოტში სადაც მარტო ახალგაზრდები ვაპირებდით წასვლას და მეორეც არღუნ-ანდაქის (მუცო-შატილი) ხეობაში სადაც ტრადიციულად დედაჩემი, მამაჩემი და კიდევ რამოდენიმე უფროსიც უნდა წამოსულიყო. თუმცა იმის გამო, რომ ივლისის დასაწყისში ფეხი მწარედ გადამიბრუნდა, ორი ლაშქრობის იდეა ჩაიშალა. ამიტომ უნდა გადაგვეწყვიტა არხოტში წავსულიყავით თუ მუცოში და შატილში. იმის გამო, რომ მამაჩემი არ იყო შატილში ნამყოფი უფროსები შატილის ვარიანტს უფრო ემხრობოდნენ, თან იცოდნენ, რომ არხოტში ორი საკმაოდ მძიმე უღელტეხილი ექნებოდათ გადასავლელი. თუმცა მე პირადად იმდენად მენატრებოდა არხოტი და ჭიმღის კლდეები, რომ მთელი წელი ფსიქოლოგიურად ვემზადებოდი არხოტში სამოგზაუროდ. ამიტომ მშობლები გაგებით მოეკიდნენ ჩემს განწყობას და საბოლოოდ არხოტში მოგზაურობა გადავწყვიტეთ.

ახლა რაც შეეხება ჩვენი ლაშქრობის შემადგენლობას. როგორც ყოველთვის როდესაც სავარაუდო სია ჩამოვწერეთ ლამის ერთი თაბახის ფურცელი გაივსო, თუმცა როცა საქმე საქმეზე მიდგა, სულ 12-ნი მოვგვროვდით:

1. მე
2. მერაბი (ჩემი ძმა)
3. დედაჩემი
4. მამაჩემი
5. ბექა (ჩვენი ახლო მეგობარი და ნათესავი)
6. ავთო ბიძია (ჩვენი ნათესავი)
7. გურამი (დედაჩემის ნათლული)
8. ქრისტინე (გურამის და)
9. გიორგი
10. ირაკლი
11. გიორგი მეიშვილი
12. ყარამანი

ბექა და ავთო ბიძია ალბათ გემახსოვრებათ სამი წლის წინანდელი არხოტის ლაშქრობიდან :)

რაც შეეხებათ ლაშქრობის დანარჩენ წევრებს: გურამი და ქრისტინე დედაჩემის დაქალის შვილები არიან და ამიტომ ჩვენი ძალიან ახლობლები. გიორგი და ირაკლი კვირიკაშვილები ალბათ გემახსოვრებათ შარშანდელი თუშეთის ლაშქრობიდან. ხოლო გიორგი მეიშვილი და ყარამანი გურამის კლასელები და მამაჩემის მოსწავლეები არიან. ასე რომ საკმაოდ კარგი შემადგენლობა შევიკრიბეთ და მოუთმენლად ველოდით ჩვენი წლევანდელი მოგზაურობის დაწყებას.

ლაშქრობა სულ 8 დღიანი გამოგვივიდა: 5 აგვისტოს წავედით და 12 აგვისტოს ჩამოვედით. რაც შეეხება ლაშქრობის მარშრუტს: თბილისიდან დაქირავებული მარშუტკით ჯუთაში ავედით და იქიდან ფეხით გადავედით არხოტში. ხოლო არხოტიდან კალოთანის უღელტეხილით ჯერ წინხადუში და შემდეგ ბარისახოში ჩავედით. ბარისახოდან კი იმავე მარშუტკას დავურეკეთ და თბილისში წამოვედით.

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ჯუთა-არხოტი-წინხადუ-ბარისახო

Post by Mta Mkvarebia » 29 სექ 2010, 20:52

როგორც ჩანს, მორიგი საინტერესო რეპორტაჟი გველოდება. :D

Bernar

აბა გისმენთ :)
Image

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ჯუთა-არხოტი-წინხადუ-ბარისახო

Post by Bernar » 29 სექ 2010, 20:56

მაშ ასე, გათენდა 5 აგვისტოც. როგორც იქნა მოვიდა ის დღე რომელსაც მთელი წელი ველოდებოდით. ყველაფერი კარგის დასაწყისი განსაკუთრებით სასიამოვნოა, როდესაც წინასწარ ტკბები მომავლის ემოციებით!

მარშუტკა დანიშნულ დროზე მოვიდა ჩვენს კორპუსთან. ბექა წინა დღეს ჩამოვიდა ჩვენთან და ამიტომ პირველები ჩვენ ავედით მარშუტკაში. შემდეგ ნელ-ნელა ჩამოვკრიბეთ ხალხი თბილისის სხვადასხვა უბნებიდან და დავადექით საქართველოს სამხედრო გზას ჯუთაში ჩასასვლელად. მზიანი და სასიამოვნო დილა იყო და ყველანი ძალიან კარგ ხასიათზე ვიყავით. ამას მოწმობს ეს ორი სურათი:

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

ასე სამ საათნახევარში უკვე სნოში ვიყავით, სადაც მცირე ხნით შევჩერდით, რადგან პატრიარქის რეზიდენციაში ახლად აშენებული ეკლესიის ნახვა გვინდოდა. როდესაც მარშუტკიდან ფეხი ჩამოვდგი პირველი რაც დავინახე ეს მყინვარწვერი იყო. ძალიან ლამაზი სანახავი იყო და უნდა გამოვტყდე, რომ სნოდან პირველად ვხედავდი მყინვარწვერს, რადგან მანამდე სნოში ორჯერ ვიყავი და ორივეჯერ ნისლი ფარავდა მის თოვლიან კალთებს. აი ისიც:

Image

Uploaded with ImageShack.us

ეს კი პანორამა (5 კადრიანი თუ სწორად მახსოვს):

Image

Uploaded with ImageShack.us

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ჯუთა-არხოტი-წინხადუ-ბარისახო

Post by Bernar » 29 სექ 2010, 21:09

სანამ ეკლესიაში შევიდოდით, არე-მარე მოვათვალიერეთ:

საყოველთაოდ ცნობილი სნოს ციხე

Image

Uploaded with ImageShack.us

ეს კი სნოს ცენტრში მდგარი მემორიალი

Image

Uploaded with ImageShack.us

ეს კი ის ეკლესიაა რომლის მონახულებაც გვინდოდა:

Image

Uploaded with ImageShack.us

ეკლესიის ეზოში ჯერ კიდევ მიმდინარეობდა სამუშაოები, თუმცა თავად მონასტერი ღია იყო მრევლისათვის. ამიტომ ჩვენც შევედით ეკლესიაში და უფალს არხოტის მშვიდობიანად მოვლა შევთხოვეთ.
ამის შემდეგ რამოდენიმე სურათი გადავიღეთ მონასტრის ეზოში და შემდეგ გავემართეთ ჯუთისაკენ.

აქ ყარამანი და მე ვართ (ფოტო გიორგის გადაღებულია):

Image

Uploaded with ImageShack.us

ესენი კი ერთობლივი ფოტოებია (გიორგის გადაღებულია ორივე):

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ჯუთა-არხოტი-წინხადუ-ბარისახო

Post by Bernar » 29 სექ 2010, 21:44

სნოდან ჯუთამდე დაახლოებით ნახევარ საათში ავედით. ჯუთაში დიდი მადლობებით დავემშვიდობეთ ჩვენს მძღოლს და მცირე წახემსების შემდეგ ჩვენი ბარგის დალაგება-ჩალაგებას შევუდექით. როდესაც ეს ყველაფერი მოვითავეთ, დავადექით არხოტისაკენ მიმავალ გზას. შეგახსენებთ, რომ ჯუთაში ორი ხეობა ერთდება: ერთი ჭაუხებიდან მოდის, ხოლო მეორე არხოტისთავისღელის (3287 მ) და საძელის (3056 მ) უღელტეხილებიდან. ამჯერად ჩვენ მეორე ხეობას უნდა ავყოლოდით რათა არხოტისთავისღელის (3287 მ) უღელტეხილით არხოტში გადავსულიყავით. არხოტისთავისღელის უღელტეხილს არხოტელები ჯუთის უღელტეხილად მოიხსენიებენ ხოლმე. წინა ლაშქრობისას არხოტში როშკიდან გადავედით, ასე რომ ჯუთის უღელტეხილზე პირველად მივდიოდით!

ესეც ჩვენ, ჯუთას ვტოვებთ ნელ-ნელა: (ორივე გიორგის ფოტოა)

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

დღეის გეგმით სადმე უნდა დავბანაკებულიყავით უღელტეხილთან ახლოს, ხოლო მეორე დღეს კი არხოტში გადავსულიყავით.

ეს ჯუთა მოვიტოვეთ უკან

Image

Uploaded with ImageShack.us

წინ მივიწევთ ნელ-ნელა

Image

Uploaded with ImageShack.us

მამაჩემი და დედაჩემი (დედაჩემს მამაჩემი ეფარება :D:D:D ) ტრადიციულად ბოლოს მოდიან, უკან ვინმე რომ არ გაგვექცეს! :D

Image

Uploaded with ImageShack.us

ესეც ჩვენი პირველი შესვენება და ავთო ბიძია:

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

ხეობაში რომელსაც აღმა მივყვებოდით, მდინარე ჯუთა მოედინება. თვითონ ჯუთის ხეობა საკმაოდ წააგავს სნოს ხეობას. ხეობა საკმაოდ ფართეა (სნოს ხეობის მსგავსად და განსხვავებით ჭაუხებიდან ჩამომავალი ხეობისგან), მიუხედავად იმისა, რომ ცალი მხრიდან რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მდებარე კავკასიონის ქედი ესაზღვრება საკმაოდ მაღალი მწვერვალებით, ხოლო მეორე მხრიდან ჯუთისა და ჭაუხის ხეობების გამყოფი ქედი. მდინარე ჯუთის ხეობა სიფართოვეს მწვერვალ როშკახორხის ძირამდე ინარჩუნებს. შემდეგ კი ხეობა ნელ-ნელა ვიწროვდება და ადის კავკასიონის მწვერვალების კალთებამდე.

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ჯუთა-არხოტი-წინხადუ-ბარისახო

Post by Bernar » 02 ოქტ 2010, 19:00

ჯუთიდან ასე 4 კილომეტრის გავლის შემდეგ მესაზღვრეებს მივადექით. აქ მთავრდებოდა სამანქანო გზა, რომელიც შლაგბაუმითაც კი იყო ჩაკეტილი :)

სასაზღვრო პუნქტთან ცოტა ხნით შესვენება მოგვიწია, რადგან პირადობის მოწმობების გარეშე არ გაგვატარებდნენ. ჩვენც გადავეცით ჩვენი მოწმობები და სანამ მესაზღვრეები შესაბამის ოქმს შეადგენდნენ კიდევ ერთხელ გემრიელად დავისვენეთ. :)

ესეც სასაზღვრო პუნქტი და შლაგბაუმი:

Image

Uploaded with ImageShack.us

როდესაც ყველა აუცილებელი ფორმალობა დავიცავით, გზა განვაგრძეთ. პირველ დღეს გეგმის მიხედვით როშკახორხის ძირში უნდა დავბანაკებულიყავით სანამ ბილიკი მარცხნივ შეუყვებოდა ვეშაწყაროს ხეობას. თუმცა როგორც მესაზღვრეებმა გვირჩიეს, ჯობდა თუ კიდევ მაღლა ავიწევდით და საძელის უღელტეხილის ძირში გავათევდით ღამეს სადაც რამოდენიმე მესაზღვრე მორიგეობდა ხოლმე. არ იყო ცუდი იდეა რადგან ამით შემდეგი დღისათვის საკმაო მანძილს მოვიგებდით: შემდეგ დღეს ხომ არხოტისთავისღელის (3287 მ) უღელტეხილი უნდა გადაგვევლო.

ასე რომ მადლობებით დავემშვიდობეთ მესაზღვრეებს და განვაგრძეთ გზა.
ხეობაში ყველა მხარეს ძალიან კარგი პეიზაჟები იშლებოდა:

ეს როშკახორხია (3562 მ)

Image

Uploaded with ImageShack.us

რუსეთ-საქართველოს საზღვარი

Image

Uploaded with ImageShack.us

ეს უფრო ახლოდან

Image

Uploaded with ImageShack.us

როშკახორხს ვუახლოვდებით:

Image

Uploaded with ImageShack.us

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ჯუთა-არხოტი-წინხადუ-ბარისახო

Post by Bernar » 02 ოქტ 2010, 19:20

ესეც მეორე პანორამა. როგორც ჩანს ხეობა ნელ-ნელა ვიწროვდება და ბილიკიც უკვე ფერდობს მიუყვება

Image

Uploaded with ImageShack.us

ისევ საზღვრის მონაკვეთი

Image

Uploaded with ImageShack.us

მალე ბილიკი და მდინარე ძალიან დაუახლოვდნენ ერთმანეთს და მივხვდით, რომ ფეხის დასველებას ვერ ავცდებოდით

Image

Uploaded with ImageShack.us

ზოგირთმა ჩვენგანმა მალევე გადაკვეთა მდინარე, თუმცა უფროსები თავიდან ფერდობს მიჰყვნენ იმ იმედით, რომ სადმე ფონს მოძებნიდნენ თუმცა ამაოდ დაშვრნენ.

Image

Uploaded with ImageShack.us

ბოლოს მათაც გადაწყვიტეს ფეხის დასველება :)

Image

Uploaded with ImageShack.us

მდინარის გადალახვის შემდეგ კარგა მოზრდილ მყინვარს მივადექით. გვალვების მიუხედავად საკმაოდ კარგად შემოუნახავს თავი :)

Image

Uploaded with ImageShack.us

დედაჩემი და ქრისტინე მყინვარის ფონით

Image

Uploaded with ImageShack.us

ესეც ყარამანი

Image

Uploaded with ImageShack.us

ეს უკვე მომდევნო მყინვარია

Image

Uploaded with ImageShack.us

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ჯუთა-არხოტი-წინხადუ-ბარისახო

Post by Bernar » 02 ოქტ 2010, 19:29

ეს მყინვარს რომ გადავდიოდი უკან მოვიხედე და მომეწონა როგორც ჩანს :)

Image

Uploaded with ImageShack.us

გურამი და გიორგი მეიშვილი გველოდებიან

Image

Uploaded with ImageShack.us

მყინვარი მეორე მხრიდან

Image

Uploaded with ImageShack.us

მეორე მყინვარზე გადასვლა აღარ მოგვიწია, ბილიკი ამჯერად ზემოდან უვლიდა მდინარეს.

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ჯუთა-არხოტი-წინხადუ-ბარისახო

Post by Bernar » 02 ოქტ 2010, 19:43

მალევე მივადექით იმ ადგილს სადაც გეგმით ვაპირებდით დაბანაკებას. აქედან მესაზღვრეებამდე უკვე აღარ რჩებოდა დიდი მანძილი და ამიტომ ბოლო სერიოზული შესვენება გადავწყვიტეთ. თან ცოტა წახემსებაც არ გვაწყენდა :)

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

კარგი ადგილი იყო დასასვენებლად

Image

Uploaded with ImageShack.us

ქვაზე ასვლა პირველად გიორგის მოაფიქრდა :)

Image

Uploaded with ImageShack.us

შემდეგ დანარჩენებმაც მიბაძეს

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

ძროხებს დასცხათ როგორც ჩანს და მყინვარის სიგრილეს ისრუტავდნენ

Image

Uploaded with ImageShack.us

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ჯუთა-არხოტი-წინხადუ-ბარისახო

Post by Bernar » 02 ოქტ 2010, 19:49

ბექა და ავთო ბიძია

Image

Uploaded with ImageShack.us

დედაჩემი და მამაჩემიც ამოვიდნენ

Image

Uploaded with ImageShack.us


Image

Uploaded with ImageShack.us

ესეც მე

Image

Uploaded with ImageShack.us

გიო სურათს უღებს ვიღაცას

Image

Uploaded with ImageShack.us

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ჯუთა-არხოტი-წინხადუ-ბარისახო

Post by Bernar » 02 ოქტ 2010, 19:54

მამაჩემს ნამეტანი მოსწონს მზის სათვალე :)

Image

Uploaded with ImageShack.us

ავთო ბიძია

Image

Uploaded with ImageShack.us

წახემსების დროც მოსულაააა :)

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ჯუთა-არხოტი-წინხადუ-ბარისახო

Post by Bernar » 02 ოქტ 2010, 19:58

იქაური პეიზაჟების ნახვაც არ გვაწყენს :)

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

ამ ქედის უკან კი ჭაუხებია, თუმცა დღეს მათი ნახვის ბედნიერება არ გვექნებოდა

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ჯუთა-არხოტი-წინხადუ-ბარისახო

Post by Bernar » 05 ოქტ 2010, 16:49

დრო საკმარისზე მეტი გვქონდა, თუმცა დიდხანს მაინც არ დაგვისვენია. ზანტად წამოვდექი და წასვლის წინ ეს სურათი გადავიღე:

Image

Uploaded with ImageShack.us

ამჯერად ბილიკი მარცხნივ შედიოდა ვეშაწყაროს ხეობაში, ხოლო ასე 2 კილომეტრის შემდეგ ბილიკი ორად იყოფა: მარჯვნივ როშკაში ჩადის საძელის უღელტეხილის გავლით, ხოლო პირდაპირ თუ ივლით არხოტის მიწაზე დაადგამთ ფეხს. ჩვენ სადღაც გადასახვევთან უნდა დავბანაკებულიყავით.

ეს ფოტოები გიორგის გადაღებულია:

დედაჩემი და მამაჩემი

Image

Uploaded with ImageShack.us

ეს კი ირაკლია იგივე ზღნაჩვი :D

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ჯუთა-არხოტი-წინხადუ-ბარისახო

Post by Bernar » 05 ოქტ 2010, 17:11

ცოტა ხნის შემდეგ დასასვენებლად ჩამოვჯექი და თან გადავწყვიტე დედაჩემს და მამაჩემს დავლოდებოდი. ახალგაზრდები მალე წამადგნენ თავზე:

წინ ზღნაჩვი მოდიოდა

Image

Uploaded with ImageShack.us

მომწონს ეს კადრები :)

Image

Uploaded with ImageShack.us

როდესაც დედაჩემს და მამაჩემს თვალი მოვკარი, გზა განვაგრძე.

ხეობა უფრო და უფრო საინტერესო ხდებოდა. მარცხენა მხრიდან საკმაოდ დამრეცი ფერდობი დაგვყურებდა. მისგან ჩამოცვენილ ლოდებს შორის კი ბილიკი მიიკლაკნებოდა. მალევე წამოვეწიე წინ წასულებს. ბილიკი უკვე უშუალოდ მდინარის პირს მიჰყვებოდა. ხეობას ეტყობოდა რომ დასაბანაკებელ ადგილთან მალე უნდა ავსულიყავით. ასეც აღმოჩნდა: როდესაც მცირედით მაღლა ავიწიეთ და მდინარის პირას ერთერთი მესაზღვრე გამოჩნდა. მისალმება-გაცნობის შემდეგ გაირკვა რომ ხსენებული მესაზღვრე ახიელში ჩვენი მასპინძელი ნაროზაულების ოჯახის ერთერთი წევრი გურამ ნაროზაული ყოფილა. ამან და მესაზღვრეების თბილმა დახვედრამ ძალიან გაგვახარა. მაგრამ იმ დღეს მხოლოდ სასიამოვნო რამეები კი არ ხდებოდა! როდესაც გურამ ნაროზაულთან გასასაუბრებლად მივდიოდი, მან უცებ უკან მიმანიშნა რომ ქვიდან, რომელზეც ჩანთა მქონდა დატოვებული, წყალში რაღაც ჩავარდაო. უკან მოვიხედე და ჩანთა რომ თავის ადგილას დავინახე კი გამიკვირდა, მაგრამ მერე უცებ დამარტყა თავში: ფოტოაპარატი!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
სასწრაფოდ მივვარდი იმ ადგილზე და წყლიდან კარგა გემრიელად გაჟღენთილი აპარატი ამოვიღე. ეგრევე ამოვიღეთ ბატარეები მოკლე ჩართვა რომ არ მომხდარიყო. პირველადი დათვალიერების შემდეგ შევატყვეთ, რომ წყალს სადაც კი შეიძლებოდა ყველგან შეეღწია. ობიექტივი და ეკრანი სულ წყლის წვეთებით იყო დაფარული.
რას ვიზამდი. წამოვიღე ნაწილ-ნაწილ დაშლილი აპარატი და სანამ კარვებს ვშლიდით მზეს მივაფიცხე იქნებ ცოტათი მაინც შველოდა რამე.

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ჯუთა-არხოტი-წინხადუ-ბარისახო

Post by Bernar » 05 ოქტ 2010, 17:17

ბანაკი მესაზღვრეებთან ახლოს დავეცით. უკვე საღამოვდებოდა და ყველას მოგვშიებოდა. ჩვენც არ დავაყოვნეთ და გემრიელად შევექეცით ვახშამს:

Image

Uploaded with ImageShack.us

მაგარ განცხრომაში ვართ, ოღონდ ერთი კი გამიკვირდა: გიორგის არ შიოდა სურათების გადასაღებად რომ მოიცალა? :D:D:D

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

ესეც გიორგი

Image

Uploaded with ImageShack.us

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]