თავკვეთულა, ვარძია, ზემო ვარძია, კარწახი საღამო ფარავანი ბერთა

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
თავკვეთულა, ვარძია, ზემო ვარძია, კარწახი საღამო ფარავანი ბერთა

Post by Naia » 15 სექ 2010, 23:18

keto
ულამაზესი ფოტოებია! ყველა მომეწონა!!! იქაურობა ასე ლამაზი არ მინახავს

User avatar
keto
იეტი
Posts: 1881
Joined: 04 მაი 2006, 23:01
Location: Tbilisi, Georgia
თავკვეთულა, ვარძია, ზემო ვარძია, კარწახი საღამო ფარავანი ბერთა

Post by keto » 15 სექ 2010, 23:30

Naia

განათება იყო ძალიან კარგი. მე ლაშქრობებში როგორც წესი ამინდი არ მიმართლებს ხოლმე, მაგრამ ეს ულამაზესი დღეები იყო :)
Keep Smiling...

doroTea
ბოდიალა
Posts: 268
Joined: 25 თებ 2007, 22:11
Location: Tbilisi
თავკვეთულა, ვარძია, ზემო ვარძია, კარწახი საღამო ფარავანი ბერთა

Post by doroTea » 15 სექ 2010, 23:41

ქეთოს და ნინუცას ფოტოების მერე ცოტა უხერხულია, მაგრამ მაინც დავდებ ;)


მტკვარიდან თავკვეთულამდე...

Image

მე და მაიკო მტკვარზე არ გადავედით... სამაგიეროდ, თავკვეთულას მოპირდაპირე "მთის წვერზე" მოვკალათდით და მტკვრის ხეობით ვტკბებოდით :)

Image

Image

ზემო ვარძიის ტაძარი...

Image

მტკვრის ნაპირი, სადაც დავბანაკდით

Image

საღამოს ტბა.. მაგდასთან და ნინუცასთან ერთად

Image

ისე იდგა, არ შემეძლო, რომ არ გადამეღო :)

Image

საღამოს ტბის საოცრება...
Image

ბობოქარი ფარავნის ტბა...ულმაზეს!

Image

უკვე მშვიდი ფარავანი :)

Image
eZie sasufeveli RvTisa!

User avatar
აცაბაცა
იეტი
Posts: 1760
Joined: 27 ივნ 2005, 13:02
Location: ირმის ნახტომი
თავკვეთულა, ვარძია, ზემო ვარძია, კარწახი საღამო ფარავანი ბერთა

Post by აცაბაცა » 16 სექ 2010, 10:06

Mta Mkvarebia wrote:აცაბაცა
აცა, ვერ დამაჯერებ, რომ ის ხალხი, ვინც თემის გახსნას ითხოვდა (მათ შორის შენც), მხოლოდ ბუნების და ძეგლების ფოტოებს ელოდა. ეს საკითხი არაერთხელ განგვიხილავს კარავზე და მივედით შეთანხმებამდე, რომ ყველაფერი უნდა დაიდოს თემაში, ძეგლებიც, ბუნებაც, და ლაშქრობის მონაწილეთა ფოტოებიც, მათ შორის ნახტომშიც, ჰაერში და წყალში, მაგრამ ეს მხოლოდ იმის მერე, რაც თემის პირველ წერილებში შესაბამისად მოცემული აღწერილობა და სასარგებლო რჩევები იქნება მოცემული, გასვლის ღირშესანიშნავი ფოტოების თანხლებით. თუ დააკვირდები თემების უმრავლესობა ასე იხსნება დღეს. ჰოდა თუ თქვენ მხოლოდ ბუნება და ძეგლები გინდათ ამ თემებში იხილოთ ხალხის გარეშე, ნუ გაგიკვირდებათ, რომ მალე საერთოდ აღარავინ გახსნის თემას და საბოლოოდ ყველა პირწიგნაკზე გადაინაცვლებს.
მომიტევეთ მაგრამ მე როცა განვიცდიდი თემას სტატისტიკა ამგვარი იყო 10 ფოტოდან 8 იყო ხტუნაობა და ორი ძეგლი, ჩემის ღრმა, უზენაესი და ყოვლისმომცველი აზრით კი უნდა ყოფილიყო პირიქით!
ჩაისუნთქე! ამოისუნთქე! ჩაისუნთქე! ჩაისუნთქეეეეე!

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
თავკვეთულა, ვარძია, ზემო ვარძია, კარწახი საღამო ფარავანი ბერთა

Post by Archil » 16 სექ 2010, 10:38

აცაბაცა

ნუ ხარ კრიტიკული

ამათი საქმე ხტუნაობაა, ძეგლების ნახვა კი არა და...

ჰოდა რისთვისაც იყვნენ წასულები, იმის სურათები დადეს, ზეც ოლია :)


იე, რა გინდა, ზოგი მართლა კარგი სურათი გამოსულა, ძეგლებისას ვგულისხმობ და ბუნებას...
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
თავკვეთულა, ვარძია, ზემო ვარძია, კარწახი საღამო ფარავანი ბერთა

Post by Mta Mkvarebia » 16 სექ 2010, 10:42

Keto

ძალიან მაგარი ფოტოებია. ღირდა ლოდინი :wink:

აცაბაცა

მომიტევეთ, ბატონო გიორგი, რა ბმულებიც ახლა უნდა დავდო (თავკვეთულაზე გადასვლა) იქ ძეგლი მხოლოდ 1 ჩანს და ისიც იკარგება მდინარეში გადამავალი ზღვა ხალხის ფონზე, მაგრამ თქვენი ინტერესის გარდა სხვა ხალხის ინტერესიც უნდა გავითვალისწინო, (მიუხედავად იმისა რომ უზურპატორი ვარ :) ), რომლებიც სულმოუთქმელად ელოდებიან ამ ბმულებს :) .
ჰოდა ჩემი აპარატი თუ გაცოცხლდა, ან თუ ოდესმე მექნება ისევ ფოტოაპარატი და თუ ჩემი გადაღებული ფოტოები მექნება ასარჩევად აქ დასადებად და არა სხვისი გადაღებული, პირობას გაძლევთ კვალინდებურად მოგაყრით ხაშლამასავით ბუნებისა და ძეგლების ფოტოებს 200-200 ეგზემპლარად, როგორც ეს ადრე ხდებოდა! და ხალხის ფოტოების სანახავად კი პირწიგნაკზე მოგიწევთ შესვლა :)

თავკვეთულაზე გადასვლა. გიორგიმ გადაიღო:

http://www.youtube.com/watch?v=hK48o3wp ... re=channel

http://www.youtube.com/watch?v=CAJp4vRC ... re=related
Image

User avatar
აცაბაცა
იეტი
Posts: 1760
Joined: 27 ივნ 2005, 13:02
Location: ირმის ნახტომი
თავკვეთულა, ვარძია, ზემო ვარძია, კარწახი საღამო ფარავანი ბერთა

Post by აცაბაცა » 16 სექ 2010, 11:23

პირწიგნაკის დედაც!!!

მე მინდა, რომ ჩემს ერთადერთ საყვარელ ფორუმზე ვნახო ეგ სურათები და ვერ გავიგე რატომ არ ტვირთავენ!!!!!!!!!!!!

რა მაგრები არიან ძალიან და საერთო ტრადიცია არ მოქმედებს მაგათზე თუ რააააააააა :twisted: :twisted: :twisted: :twisted: :twisted: :twisted:
ჩაისუნთქე! ამოისუნთქე! ჩაისუნთქე! ჩაისუნთქეეეეე!

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
თავკვეთულა, ვარძია, ზემო ვარძია, კარწახი საღამო ფარავანი ბერთა

Post by Naia » 16 სექ 2010, 11:30

აცაბაცა
აცა. ხალხმა ძლივს ფოტოების დადება დაიწყო კარავზე და საყვედურს როგორ ეუბნები? :)

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
თავკვეთულა, ვარძია, ზემო ვარძია, კარწახი საღამო ფარავანი ბერთა

Post by Mta Mkvarebia » 16 სექ 2010, 11:32

აცაბაცა
აცა, ჩამოყალიბდი, სიხარულო, რა გინდა :) , ვეღარ გაგიგე. მეც მინდოდა ჩემს საყვარელ და ერთადერთ ფორუმზე არანაკლებ საყვარელი და ძვირფასი თანაფორუმელების ფოტოებიც დამედო, მაგრამ შენი რისხვა დავიმსახურე, ახლა დაგპირდი ხალხის ფოტოებს პირწიგნაკზე ავტვირთავ თუკი ოდესმე ფოტოაპარატი მექნებათქო და ისევ გაგვიბრაზდი, რაშია საქმე? :D

პირწიგნაკზე კიდევ იმიტომ ვტვირთავ ჩემს გადაღებულ ყველა ფოტოს 5-5 ალბომად, და აქ დადებისგან იმიტომ ვიკავებ თავს, რომ იგივე არ გეთქვა შენ ან სხვა ვინმეს და დათვლა არ დაგეწყო ახტომის დადახტომის რამდენი ფოტო გადაგვიღია :) . ჰოდა ვეღარ გავიგე რა გინდათ, მაგრამ ფოტოების ოდესმე ატვირთვის ხალისი კი დამიკარგეთ :D .
Image

User avatar
აცაბაცა
იეტი
Posts: 1760
Joined: 27 ივნ 2005, 13:02
Location: ირმის ნახტომი
თავკვეთულა, ვარძია, ზემო ვარძია, კარწახი საღამო ფარავანი ბერთა

Post by აცაბაცა » 16 სექ 2010, 11:43

პირიქით ხალხის სურათები არ მინდა რომ ბევრი იყოს მეთქი ბუნება და ძეგლებიიიიიიიი და საერთოდ რა გინდა მშია და ვატრაკებ ჰე ჰე :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol:
ჩაისუნთქე! ამოისუნთქე! ჩაისუნთქე! ჩაისუნთქეეეეე!

User avatar
L-O-M-I
იეტი
Posts: 1170
Joined: 02 ივლ 2008, 10:53
თავკვეთულა, ვარძია, ზემო ვარძია, კარწახი საღამო ფარავანი ბერთა

Post by L-O-M-I » 16 სექ 2010, 11:59

აცაბაცა
:D :D მშიერ კუჭზე მეც ვიღრინები :D :D :D

keto
იმიტომ მასლოკინებდა ვითომ? :P

pataputina
მალადეც :!: ამ ფოტოზე დავეცი!

Image
Last edited by L-O-M-I on 16 სექ 2010, 12:00, edited 1 time in total.

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
თავკვეთულა, ვარძია, ზემო ვარძია, კარწახი საღამო ფარავანი ბერთა

Post by lama » 16 სექ 2010, 12:00

L-O-M-I
ეს

თბილისი-ახალქალაქის ახალი გზაა?
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში


User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
თავკვეთულა, ვარძია, ზემო ვარძია, კარწახი საღამო ფარავანი ბერთა

Post by namcecuna » 16 სექ 2010, 13:34

ლიკა, დიდი მადლობა თემის ასე მშვენივრად გახსნისთვის, მე ამას როდის მოვაბამდი თავს არ ვიცი :oops:

კიდევ დიდი მადლობა ყველას -ვინც მონაწილეობა მიიღო ამ გასვლაში, აუცილებლად უნდა ავღნიშნო რომ ძალიან კარგი ადამიანები გავიცანი ამ დღეს და მათთან ერთად კიდევ ბევრგან წავიდოდი :)

მემაპატიეთ წარამარა რომ "გდავდექი"-ს გავიძახოდი და უნაკლოდ დაგეგმილი რომ არ იყო ეს გასვლა, თავს ისევ ზანგი მონობით გავიმართლებ :oops:


გეგმიდან გადახვევმა მართლა გაამართლა, მართალია ვანის ქვაბები და თმოგვის ციხე მიუწვდომელი დარჩა ისევ ჩემთვის, მაგრამ, როგორც ვნახეთ, ნამდვილად ღირდა. ძააალიან ბევრჯერ ვყოფილვარ ფარავნის და საღამოს ტბებზე მაგრამ შემოდგომით არასოდეს და ასეთი ფარავანი მე არ მინახავს.. . დაუვიწყარი იყო :)


LOMI შენმა გზებმა სასიამოვნოდ გვატარა და მართლა ხშირად გახსენებდით იმ დღეს :)))

იმედია მალე წალკის გზაც დასრულდება და უფრო დიდ სიამოვნებას მივიღებთ :)


ნინის და ქეთოს ფოტოებით აღფრთოვანებული ვარ, ძალიან კარგად გიმუშავით გოგოებო :)


აცაბაცააა, მე კი მივხვდი შენი მშიერი კუჭის წუწუნს მაგრამ ნუ შეაშინე ეს ხალხი, სულ აღარ დებენ ფოტოებს :D

აბა, ველი გაგრძელებას, მიყვარხართ და თქვენ წარმოიდგინეთ მენატრებით კიდევაც :))))

შეიძლება შიგადაშიგ ჩაგერთოთ :)
წამო, ზღაპარში ...
Image


ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]