Page 3 of 5

21-27.09 ტობავარჩხილი 2010, ანუ ღმერთებთან აგარაკზე.

Posted: 01 სექ 2010, 22:18
by Sh.Samkharadze
ტობავარჩხილს კიდევ ვნახავ, არასოდეს დავბერდები,
ოჩოკოჩმა თქვენ მოგიძღვნათ, ტობას კოხტა ჩანჩქერები.
Image

Uploaded with ImageShack.us
Image

Uploaded with ImageShack.us

21-27.09 ტობავარჩხილი 2010, ანუ ღმერთებთან აგარაკზე.

Posted: 01 სექ 2010, 22:20
by z g a r b i
Sh.Samkharadze wrote: ტობას ცქერით დამეღალა თვალები,
ამირანას მოენატრა ძღაბები.
Uploaded with ImageShack.us
Image
რწყილები როგორ იყვნენ? მოიკითხე?

21-27.09 ტობავარჩხილი 2010, ანუ ღმერთებთან აგარაკზე.

Posted: 01 სექ 2010, 22:20
by Sh.Samkharadze
გაგრძელება იქნება ! :))

21-27.09 ტობავარჩხილი 2010, ანუ ღმერთებთან აგარაკზე.

Posted: 01 სექ 2010, 22:21
by z g a r b i
აჰა, დადეს ჩემი ხათრით ნისლიანი ფოტოც :oops:

21-27.09 ტობავარჩხილი 2010, ანუ ღმერთებთან აგარაკზე.

Posted: 01 სექ 2010, 22:22
by NeoZ
Sh.Samkharadze

შესანიშნავი რეპორტაჟია. მომავალი წლის გეგმებში უნდა ჩავსვა :) ძალიან მომინდა მეც ტობაზე წასვლა.

21-27.09 ტობავარჩხილი 2010, ანუ ღმერთებთან აგარაკზე.

Posted: 01 სექ 2010, 22:23
by Sh.Samkharadze
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
Sh.Samkharadze wrote:
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
Sh.Samkharadze wrote:18 მსურველიდან, მხოლოდ ექვსნი ვესტუმრეთ ღმერთებს. თუმცა ისინი იქ არ დაგვიხვდნენ, წალენჯიხელმა ოჩოკოჩმა გვითხრა თხილის ჩასაბარებლად არიან წასულებიო ზუგდიდს. თუ კაი ფასი არ შეაძლიეს, თურქეთში წავიღებთო ამ თხილს. 4 დღეა არ ამოსულან, ალბათ თურქეთს წავიდნენ. ააა
ეს თქვა და ჩლიქებზე დაიხედა, რქები უკან გადაიგდო და ნისლს შეერია.
გაჩერდი ახლა, რა უნდა ტობავარჩხილზე თხილს?
ნანჯორზე ჩაუყრიათ ორი წლის წინ. პირველი მოსავალი იყო და ბაღნებიზა უნდოდა რაცხა. აააყ...
შესანიშნავი პასუხია.
თხრობის სტილსაც თუ არ დაკარგავ, შესანიშნავი საკითხავი რეპორტაჟი გამოგივა

გაიხარე გამარჯობა საქართველო, მადლობა შექებისთვის :)

21-27.09 ტობავარჩხილი 2010, ანუ ღმერთებთან აგარაკზე.

Posted: 01 სექ 2010, 22:50
by Sh.Samkharadze
z g a r b i wrote:Sh.Samkharadze

შენ ჯონი ხარ თუ ჯონის ტყუპისცალი? :shock:

მოკლედ ეს ნიკა არ მოასვენეთ ხო? :lol:
ჯერ იყო ტობაზე მისულებს დააფრინდით თავზე, მერე ქოხში ჩასულებს მიადექით :lol:

არჩილ
მიშა იქ სასტუმროს ააშენებს და ლიმონკა გამზადებული მიდევს აქ :lol:
ან იმას ავაფეთქებ, ან თავს ავიფეთქებ :D :lol:

რაარი ერთი ნისლი მაინც ვერ ვნახე ფოტოებში, სად გაყარეთ, რა აწყენინეთ ამისთანა??

დაგვანებე ზღარბი თავი (მეგრული კილოთი) :D :D

21-27.09 ტობავარჩხილი 2010, ანუ ღმერთებთან აგარაკზე.

Posted: 01 სექ 2010, 23:00
by ARCHILI
z g a r b i wrote:Sh.Samkharadze

შენ ჯონი ხარ თუ ჯონის ტყუპისცალი? :shock:

რას ამბობ, ჯვარი სწერია :lol: :lol: :lol:

21-27.09 ტობავარჩხილი 2010, ანუ ღმერთებთან აგარაკზე.

Posted: 01 სექ 2010, 23:38
by Wanderer
ARCHILI
ეს რა გამარტივებულა ტობას დალაშქვრა, მალე მიშა მანდ სასტუმროს ააშენებს და მშვიდობით, ტობავარჩხილის თავგადასავლებო და სირთულეებო...

პირველი გასვლა მაინც სხვა იყო რა, ექსტრიმითა და თავგადასავლებით სავსე...

მაშინდელი გასვლის პიონერები დამეთანხმებიან ნამდვილად.
+1. უნდა მოვასწრო და წავიდე მომავალ წელს კიდევ ერთხელ სანამ ექსკავატორები დაუმონტაჟებიათ და რუსთაველის გამზირივით გამხდარა იქაურობა. :D

21-27.09 ტობავარჩხილი 2010, ანუ ღმერთებთან აგარაკზე.

Posted: 02 სექ 2010, 01:37
by zuradiver
ტობავარჩხილის ამბავი
დაუწერ-დაუსტამბავი


კარველები პლიუსებით
გაემგზავრნენ ლაშქრობაში-
„ოხოჯე“, „ტობავარჩხილი“,
„დიდიღელე“, „კალიაში“.

რომ ჩავიდნენ სოფელ მუხურს,
მათ დაუდგათ ავი დღენი,
აღარც მანქანა გამოჩნდა,
აღარც კაცი ვინმე ცხენით.

აქ ქართული პარლამენტი
მოსაგონი გახდა მაშინ,
როცა ჩვენი კარველები
ჩაწვნენ დებატების ზღვაში.

მაშინ ზურამ გადაწყვიტა:
ჩამისხედით პიკაპ-ავტოს,
თქვენს იდეებს ვერ მივიღებ,
დამიჯერეთ მხოლოდ მარტოს.

რა ავიდნენ სიმაღლეზე
და მიადგნენ წყაროს, ბილიკს,
ვინ იცოდა?! იქ დაიწყო
„ტკივილები მათი კბილის“.

კაცმა, ერთი ორს რომ უდრის,
ვერ აუწყო სიარული,
სატირელი რომ არ იყოს,
იქნებოდა მხიარული.

როგორც იქნა, გაიარეს
ორი მესამედი გზისა,
ცას აჰხედეს - უღამდებათ,
„დედა არ აიყვანს შვილსა“.

ჯონიმ, როგორც მეთაურმა
გვითხრა, რომ აქ გავჩერდებით,
ზურამ კიდევ იჯიუტა -
განაცხადა: არ ვჩერდები!

ხამს კარველი კარველისთვის,
თავი ჭირში არ დამრიდად,
ლადომ ჯონის განუცხადა:
ზურასთან ვარ გზად და ხიდად!

ზურას ლადო შეუერთდა,
არ მიატოვა ღამეში,
არ უნდოდათ, რომ ის ღამე,
იქ გაეთიათ კარვებში.

როგორც იქნა, ღამის ორზე
ორივე მიადგნენ ტბასა,
„ოხოჯე“ - უზენაესი,
სიმშვიდით იწონებს თავსა.

დაღლილებმა მოისვენეს,
დღე გაუთენდათ მზიანი,
დილის „ოხოჯეს“ ნახვაზე -
ემოციები ხმიანი...

მე „ოხოჯეზე“ ღამე მივედი
და მთვარე ცაზე ობლად კიდია,
მაგრამ, უეცრად ისე გათენდა,
რომ დროის გასვლა არ გამიგია.

„ოხოჯეს“ ღამე - ფიქრი მოთმენის...
უცებ გათენდა და ტანში მათოვს,
ემოციების მცვივა ფოთლები,
ტბის პირას ვდგავარ ეულად, მარტო...





P.S. ხალხი ბრძენია, ის განსჯის
ვისი სჯობია ყალმები,
შოთას ლექსია თუ ჩემი
ხელი-ხელ საგოგმანები...





21-27.09 ტობავარჩხილი 2010, ანუ ღმერთებთან აგარაკზე.

Posted: 02 სექ 2010, 01:52
by lama
zuradiver
:D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D



შენ გაიხარე :)

მაგარი ლექსია :)

ბრავოოოოოოოოოო

21-27.09 ტობავარჩხილი 2010, ანუ ღმერთებთან აგარაკზე.

Posted: 02 სექ 2010, 10:52
by GAMARJOBA SAKARTVELO
პროსტა და მუსლი არ გვინდა, თუ შეიძლება.
შესანიშნავ თხრობას არ უხდება ეგეთი სიტყვები.

ეს ბმული იმის შესახებ, თუ როგორ იგეგმებოდა ეს გასვლა:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... 8&start=90

21-27.09 ტობავარჩხილი 2010, ანუ ღმერთებთან აგარაკზე.

Posted: 02 სექ 2010, 12:32
by zuradiver
დიდ მადლობას გიხდი ლამა,
ეგ შეფასება მეამა. :D

21-27.09 ტობავარჩხილი 2010, ანუ ღმერთებთან აგარაკზე.

Posted: 02 სექ 2010, 12:39
by georgevna
ძალიან კარგი ფოტოებია, მაგარი გასვლა გქონიათ :)

21-27.09 ტობავარჩხილი 2010, ანუ ღმერთებთან აგარაკზე.

Posted: 02 სექ 2010, 12:59
by ARCHILI
zuradiver


შოთა...

უპს...

შოთა კიარადა ზურა...

რა მინდოდა მეთქვა, ბოლოსდაბოლოს შენი კარაველი ნათლია ხომ ვარ :wink: ეს შესანიშნავად გაწყობილი ლექსი ხუმრობა არაა, ხომ იცი...

:)