21-27.09 ტობავარჩხილი 2010, ანუ ღმერთებთან აგარაკზე.

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

Sh.Samkharadze
ბილიკზე მოარული
Posts: 23
Joined: 26 ივლ 2010, 22:55
21-27.09 ტობავარჩხილი 2010, ანუ ღმერთებთან აგარაკზე.

Post by Sh.Samkharadze » 01 სექ 2010, 20:38

ორი მონადირე წაგვადგა თავს, ბინდის პირზე. მათი თხოვნით სახელებსა და გვარებს არ ვასახელებთ. პროსტა რა არის იცი სიმონ ?? ახლაა ??
რაღაც ისეთი ამბავია, რომ კრძალავენ სიმონ ჯიხვებზე სანადიროდ ნუ დადიხართო კაცო. ხო და ბრატ გამიგე სწორად ჩვენ სახელებს ნუ დაწერ შანთუხი და ზელიმხანი ვართო აააყ...
Image

Uploaded with ImageShack.us
მე გარეთ მეძინა, ცელოფან გადაფარებულს. დილით ცელოფანი რომ გადავიხადე საძილე ტომარა დილის ცვარით დანამული ბადრიჯანივით იყო, მზემ მალე გაგვაშრო და
გავუყევით ქართველი სიზიფეები ცაშკიბულის უღელტეხილისაკენ მიმავალ აწოლილ აღმართს.
Image

Uploaded with ImageShack.us
Image

Uploaded with ImageShack.us
Image

Uploaded with ImageShack.us
Image

Uploaded with ImageShack.us
Image

Uploaded with ImageShack.us
Image

Uploaded with ImageShack.us
მივწექი თბილ-თბილ ქვაზე დაღლილი ჯოჯოსავით
Image
ბიჭებმაც დაისვენეს, რომლებიც მათი სიცოცხლის პირველ, ლაშქროაში იყვნენ(ირაკლი და დათო).
ჯერ მე მწყევლეს და მერე თავ ბედი იწყევლეს, აქ სად წამოგვიყვანეო, ამხელა აღმართებს ვინ აკეთებსო, ვის რაში უნდაო.
Uploaded with ImageShack.us
Image

Uploaded with ImageShack.us
Last edited by Sh.Samkharadze on 02 სექ 2010, 00:01, edited 4 times in total.

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
21-27.09 ტობავარჩხილი 2010, ანუ ღმერთებთან აგარაკზე.

Post by ლეონტი » 01 სექ 2010, 20:54

კარგი ფოტოებია, მოგინდება კაცს (ქალს,ბავშვს) წასვლა.

Sh.Samkharadze
ბილიკზე მოარული
Posts: 23
Joined: 26 ივლ 2010, 22:55
21-27.09 ტობავარჩხილი 2010, ანუ ღმერთებთან აგარაკზე.

Post by Sh.Samkharadze » 01 სექ 2010, 21:03

უღელ ტეხილზეც აფრიალდა ტობას დროშა და გამოუჩნდა პატარა ტობას ყურის მწვანე ბიბილო, დასვენებულები და გამოძინებულები დაგვიხვდნენ, ღამის ურჩობით დაღლილი ზურაბი და ვლადიმერი.
ზურას ბევრი ურბენია ანკესით, ტბის გარშემო მაგრამ თევზი ვერსად უნახავს, თეთრი სანტეს პარკის გარდა, სადაც თევზის კონსერვები იყო ჩადებული. ოჩოკოჩს გადმოუკიკინებია ქარაფიდან, აქ თევზი ძმაო ომიანობის დროს დინამიტით გაწყვიტესო, სვანმა რიბაკებმა.

Image

Uploaded with ImageShack.us

იმ საღამოს როდესაც ყველანი, ერთად შევიყარეთ, კონიაკი დავლიეთ და ისეთი ბუტერბროტები გავაკეთეთ, დონალდ მაკდონალდსი შურისაგან საფლავში შამფურივით იტრიალებდა, მე მგონი დონალდის წყევლამ გაჭრა და მეორე დღეს, ზურასა და ჩვენს ორ ჩვილ მოლაშქრეს სტომაქი ასტკივდათ. დასტაქარი ვერ ვუშოვნეთ აქეთ ვეცით, იქით ვეცით და ოჩოკოჩი გამახსენდა ბოლოს.
ნაღდი გადავუხადე მუცლის ტკივილის წამალი რომ ამოეტანა ჩქვალერიდან, მაგრამ მოტეხა და ალბათ იმ ფულით წვერი გაიპარსა და ბატაში ახლად შემოსული პრიალა ლაქის ჩლიქები იყიდა. ბიჭებმაც აღარ დაუცადეს ოჩოკოჩის ამოტანილ წამალს და მუხურისაკენ დაეშვნენ.
Image

Uploaded with ImageShack.us
Image

Uploaded with ImageShack.us
Image

Uploaded with ImageShack.us
Image

Uploaded with ImageShack.us
Image

Uploaded with ImageShack.us
Image

Uploaded with ImageShack.us
Image

Uploaded with ImageShack.us
Image

Uploaded with ImageShack.us
Last edited by Sh.Samkharadze on 01 სექ 2010, 22:34, edited 1 time in total.

Sh.Samkharadze
ბილიკზე მოარული
Posts: 23
Joined: 26 ივლ 2010, 22:55
21-27.09 ტობავარჩხილი 2010, ანუ ღმერთებთან აგარაკზე.

Post by Sh.Samkharadze » 01 სექ 2010, 21:12

დავრჩით ოთხნი დიდსა და პატარა ტობას შუა: მე, შოთა, ლადო და ოქროსბალნიანი ოჩოკოჩი. უღელტეხილს ახალი გადასულები იყვნენ ჩვენი სტომაქ მტკივანები, როდესაც ორი ადამიანი შევამჩნიეთ კლდეზე, ისე იყურებოდნენ გეგონება ოჩოკოჩმა შეაშინაო სადღაც
. ჩვენ გამოქვაბულში ვისხედით და სადილს ვამზადებდით ჩამოვიდნენ ტბის პირას, აქეთ იქეთ აცეცებდნენ თვალებს, საკარვე ადგილს ეძებდნენ, ამ დროს დავბღავლეთ ზევიდან: ამოდით ხალხი არა ხაართ ??
პატარა წავიხემსოთ თქო. მე ხახვის რჩევას შევუდექი, შოთამ წყალი მოადუღა და ლადო წამოწვა. მედუქნის ცოლივით კოტრიალობდა ის დღეები. ჩვენი ორი სტუმარიც გვესტუმრა და
ჰოი საოცრებავ N67 თავის ბანოვანთან ერთად, აღიმართა ჩვენს წინ. იყო ხვევნა კოცნა მოკითხვა სიხარული, წარსულის გახსენება სამ-სამი ჭიქით, ტობელების, ტობასი და მომავალი ტობელების სადღეგრძელო.
Image

Uploaded with ImageShack.us
Image

Uploaded with ImageShack.us
Image

Uploaded with ImageShack.us
Image

Uploaded with ImageShack.us
Image

Uploaded with ImageShack.us
Last edited by Sh.Samkharadze on 01 სექ 2010, 22:39, edited 2 times in total.

Sh.Samkharadze
ბილიკზე მოარული
Posts: 23
Joined: 26 ივლ 2010, 22:55
21-27.09 ტობავარჩხილი 2010, ანუ ღმერთებთან აგარაკზე.

Post by Sh.Samkharadze » 01 სექ 2010, 21:15

საღამო ხანს, ნისლები აიშალნენ ეგრისიდან, ჩვენ ფოტოებს ვიღებდით.
შემდეგ ურმის თვალივით ამოგორდა მთვარე. აქ ბედნიერების განსაზღვრებასაც მივაგენით,
იყო ტობა ვარჩხილზე და უყურებდე ნისლებისს ვალსს და ამომავალ მთვარეს.
Image

Uploaded with ImageShack.us
Image

Uploaded with ImageShack.us
Image

Uploaded with ImageShack.us
Last edited by Sh.Samkharadze on 02 სექ 2010, 00:02, edited 2 times in total.

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
21-27.09 ტობავარჩხილი 2010, ანუ ღმერთებთან აგარაკზე.

Post by lama » 01 სექ 2010, 21:24

Sh.Samkharadze
გაიხარეთ ძალიან საინტერესოდ აღწერთ :)

ჯიგრები ხართ :)



ისე ავღნიშნავ, რომ ჯონის ხელწერაც აშკარად ეტყობა რეპორტაჟს :)

ასე განაგრძეთ :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

Sh.Samkharadze
ბილიკზე მოარული
Posts: 23
Joined: 26 ივლ 2010, 22:55
21-27.09 ტობავარჩხილი 2010, ანუ ღმერთებთან აგარაკზე.

Post by Sh.Samkharadze » 01 სექ 2010, 21:30

და მზე დაიბადა ტობაზე.
ნაშუადღევს აჭრელდა უღელტეხილის კლდეები, ქუთაისელ-მუხურელ მოგზაურთა საზოგადოება ამოვიდა ტობას სანახავად, დედაკაცები დაღლილები ჩანდნენ, ზოგი ქუთაისს ნატრობდა ზოგი,
ყავას და ზოგიც კი დიდი ტობავარჩხილის ნახვას. მე იმდენი ვილაპარაკე ტობავარჩხილის უკიდეგანობასა და მშვენიერებაზე, რომ უკან წასვლის მსურველები წინ წავიყვანე.
ასე შევუდექით მეორე უღელტეხილს, გზა და გზა ოჩოკოჩი ქვებს აგორებდა, წყალს გვიმღვრევდა მაგრამ მაინც შევძელით და ტობაც გამოჩნდა.

Image

Uploaded with ImageShack.us
Image

Uploaded with ImageShack.us
Image

Uploaded with ImageShack.us
Image

Uploaded with ImageShack.us
Image

Uploaded with ImageShack.us
Image

Uploaded with ImageShack.us
Image

Uploaded with ImageShack.us

ტობა ვარჩხილმა დატოვა თავისი კვალი, ქუთაისელის ხელზე.
Image

Uploaded with ImageShack.us
Image

Uploaded with ImageShack.us
Last edited by Sh.Samkharadze on 01 სექ 2010, 22:42, edited 2 times in total.

Sh.Samkharadze
ბილიკზე მოარული
Posts: 23
Joined: 26 ივლ 2010, 22:55
21-27.09 ტობავარჩხილი 2010, ანუ ღმერთებთან აგარაკზე.

Post by Sh.Samkharadze » 01 სექ 2010, 21:31

lama wrote:Sh.Samkharadze
გაიხარეთ ძალიან საინტერესოდ აღწერთ :)

ჯიგრები ხართ :)



ისე ავღნიშნავ, რომ ჯონის ხელწერაც აშკარად ეტყობა რეპორტაჟს :)

ასე განაგრძეთ :)
მე ჯონის ხმა ჩამესმის და ხელწერა ნამდვილად ჩემია :D :D

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
21-27.09 ტობავარჩხილი 2010, ანუ ღმერთებთან აგარაკზე.

Post by ARCHILI » 01 სექ 2010, 21:34

ეს რა გამარტივებულა ტობას დალაშქვრა, მალე მიშა მანდ სასტუმროს ააშენებს და მშვიდობით, ტობავარჩხილის თავგადასავლებო და სირთულეებო...

პირველი გასვლა მაინც სხვა იყო რა, ექსტრიმითა და თავგადასავლებით სავსე...

მაშინდელი გასვლის პიონერები დამეთანხმებიან ნამდვილად.

:)
Image

Sh.Samkharadze
ბილიკზე მოარული
Posts: 23
Joined: 26 ივლ 2010, 22:55
21-27.09 ტობავარჩხილი 2010, ანუ ღმერთებთან აგარაკზე.

Post by Sh.Samkharadze » 01 სექ 2010, 21:34

ტობაზე გადავედით, ცოტა წავიხემსეთ, ცოტაც ჩავურტყით, ოჩოკოჩმაც დაგვილია ორი ჭიქა და მერე კლდე-კლდე წავიდა ჩლიქის ცეცებითა და ყვანცალით. გზა და გზა თოვლს ეხუტებოდა ნაბახუზევზე ცივი მსიამოვნებსო. ოჩოკოჩისა რაღა გითხრათ და ჩვენ კი ჭითაგვალასკენ წავედით, ოქროს ფერი დაისი რომ გადაგვეღო.

Image

Uploaded with ImageShack.us
Image

Uploaded with ImageShack.us
Image

Uploaded with ImageShack.us
Last edited by Sh.Samkharadze on 01 სექ 2010, 21:51, edited 1 time in total.

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
21-27.09 ტობავარჩხილი 2010, ანუ ღმერთებთან აგარაკზე.

Post by lama » 01 სექ 2010, 21:34

Sh.Samkharadze wrote:
lama wrote:Sh.Samkharadze
გაიხარეთ ძალიან საინტერესოდ აღწერთ :)

ჯიგრები ხართ :)



ისე ავღნიშნავ, რომ ჯონის ხელწერაც აშკარად ეტყობა რეპორტაჟს :)

ასე განაგრძეთ :)
მე ჯონის ხმა ჩამესმის და ხელწერა ნამდვილად ჩემია :D :D
მეც ეგრე ვარ, რომ ვკითხულობ ჯონისეულს ბევრს ამოვიცნობ ხოლმე და..

გაიხარეთ :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
21-27.09 ტობავარჩხილი 2010, ანუ ღმერთებთან აგარაკზე.

Post by Int3lig3nt » 01 სექ 2010, 21:58

მაგარი რეპორტაჟია :).
ველი გაგრძელებას.
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
21-27.09 ტობავარჩხილი 2010, ანუ ღმერთებთან აგარაკზე.

Post by Archil » 01 სექ 2010, 22:02

ამ სიგანის სურათებს ნუ დებთ.

რაიკალზე შეიძლება წინასწარ დათვალიერების სურათის გაკეთება სასურველი სიგანის, ჰოდა რომ დაუწკაპუნებ,გამოვა დიდი სურათი. მე მაგალითად მასე ვშვები.

იმაჟშეკს არა აქვს მაგი მგონია.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

Sh.Samkharadze
ბილიკზე მოარული
Posts: 23
Joined: 26 ივლ 2010, 22:55
21-27.09 ტობავარჩხილი 2010, ანუ ღმერთებთან აგარაკზე.

Post by Sh.Samkharadze » 01 სექ 2010, 22:07

დიდებული ფოტოები გამოვიდა, მე და ჩემმა ღმერთმა, დილით ოჩოკოჩი ჩამოვიდა, მიუსლი მოვუდუღეთ, მერე სურათები დავათვალიერებინეთ მოეწონა.
კარგად გადაგიღიათო, სკაიპი მოგვცა დამამატეთ ochokoch_chitagvaleli53 ო.
სურათები აუცილებლად გამომიგზავნეთ, ოდნოებზე უნდა დავდოო.
ბევრი გვეხვეწა დარჩითო, ღმერთებიც მალე დაბრუნდებიანო, ცივ ლუდსა და მიწისთხილს ამოიტანენო, ბავშვს დაგიკლავთო.
მოგლედ მეგრულ პონტში მაგრად იაფერისტა, ტობაზე მეოთხედ ვიყავი და მე რას მამატყუებდა.
წამოვედით, ის კი ჩვენს მიერ ნაჩუქარ ასტრას ახჩოლებდა და შიგა და შიგ პპპუუპუუო ასე შობოდა, თუთუნის ფინჩხების ენიდან მოსაცილებლად.
ჩვენ იმ დღეს ორი უღელტეხილი გადმოვიარეთ და ნიკასა და თაკოს ცეცხლისაგან გამთბარ ქოხს შევაფარეთ თავი, თხემით ტერფამდე გალუმპულებმა.
ნიკა დატრიალდა ცეცხლს სულ საბერველივით უბერავდა,
მე ლადოს და შოთას ალა პუგაჩოვას კონცერტზე გვეგონა თავი ისეთი ბოლი იდგა ქოხში, რომ თვალი გათენებამდე ვერ გავახილეთ.
ნიკამ და თაკომ დილა ადრიან გამოგვაცილეს და ტობა ვარჩხილზე ლაშქრობაც წარსულად იქცა.
Image

Uploaded with ImageShack.us
Image

Uploaded with ImageShack.us
Image
ტობას ცქერით დამეღალა თვალები,
ამირანას მოენატრა ძღაბები.
Uploaded with ImageShack.us
Image

Uploaded with ImageShack.us
Image

Uploaded with ImageShack.us

ასეთ დღეში გვქონდა ფეხები :))
Image

Uploaded with ImageShack.us
Last edited by Sh.Samkharadze on 02 სექ 2010, 00:10, edited 3 times in total.

User avatar
z g a r b i
იეტი
Posts: 1531
Joined: 21 ნოე 2007, 11:42
Location: ტყე
21-27.09 ტობავარჩხილი 2010, ანუ ღმერთებთან აგარაკზე.

Post by z g a r b i » 01 სექ 2010, 22:17

Sh.Samkharadze

შენ ჯონი ხარ თუ ჯონის ტყუპისცალი? :shock:

მოკლედ ეს ნიკა არ მოასვენეთ ხო? :lol:
ჯერ იყო ტობაზე მისულებს დააფრინდით თავზე, მერე ქოხში ჩასულებს მიადექით :lol:

არჩილ
მიშა იქ სასტუმროს ააშენებს და ლიმონკა გამზადებული მიდევს აქ :lol:
ან იმას ავაფეთქებ, ან თავს ავიფეთქებ :D :lol:

რაარი ერთი ნისლი მაინც ვერ ვნახე ფოტოებში, სად გაყარეთ, რა აწყენინეთ ამისთანა??
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]