Page 1 of 5

21-27.09 ტობავარჩხილი 2010, ანუ ღმერთებთან აგარაკზე.

Posted: 01 სექ 2010, 18:35
by Sh.Samkharadze
ჩვენ გვიყვარს ყველა ქართველი,
ჩვენ გვიყვარს ყველა კარველი !

რეპორტაჟის ავტორები: ჯონი კაპანაძე და შოთა სამხარაძე

(ჯონის მოთხრობილი, შოთას დაწერილი)


18 მსურველიდან, მხოლოდ ექვსნი ვესტუმრეთ ღმერთებს. თუმცა ისინი იქ არ დაგვიხვდნენ, წალენჯიხელმა ოჩოკოჩმა გვითხრა თხილის ჩასაბარებლად არიან წასულებიო ზუგდიდს. თუ კაი ფასი არ შეაძლიეს, თურქეთში წავიღებთო ამ თხილს. 4 დღეა არ ამოსულან, ალბათ თურქეთს წავიდნენ. ააა
ეს თქვა და ჩლიქებზე დაიხედა, რქები უკან გადაიგდო და ნისლს შეერია.

21-27.09 ტობავარჩხილი 2010, ანუ ღმერთებთან აგარაკზე.

Posted: 01 სექ 2010, 18:45
by Sh.Samkharadze
რომ ავედით, ექვსნი ვიყავით იქ:
1. zuradiveri
2. irakli
3. dato
4. karavi87
5. Sh.Samkharadze
6. joni

თბილისიდან დილის 6 საათზე ზურასა და ლადოს მანქანებით წავედით მუხურს.

21-27.09 ტობავარჩხილი 2010, ანუ ღმერთებთან აგარაკზე.

Posted: 01 სექ 2010, 18:54
by GAMARJOBA SAKARTVELO
Sh.Samkharadze wrote:18 მსურველიდან, მხოლოდ ექვსნი ვესტუმრეთ ღმერთებს. თუმცა ისინი იქ არ დაგვიხვდნენ, წალენჯიხელმა ოჩოკოჩმა გვითხრა თხილის ჩასაბარებლად არიან წასულებიო ზუგდიდს. თუ კაი ფასი არ შეაძლიეს, თურქეთში წავიღებთო ამ თხილს. 4 დღეა არ ამოსულან, ალბათ თურქეთს წავიდნენ. ააა
ეს თქვა და ჩლიქებზე დაიხედა, რქები უკან გადაიგდო და ნისლს შეერია.
გაჩერდი ახლა, რა უნდა ტობავარჩხილზე თხილს?

21-27.09 ტობავარჩხილი 2010, ანუ ღმერთებთან აგარაკზე.

Posted: 01 სექ 2010, 19:01
by karavi87
მაგარი მოგზაურობა გამოვიდა

21-27.09 ტობავარჩხილი 2010, ანუ ღმერთებთან აგარაკზე.

Posted: 01 სექ 2010, 19:04
by Sh.Samkharadze
ჩვენ სურამში შევიძინეთ, პურები და ნაზუქები,

Image

Uploaded with ImageShack.us

და ტობადან ჩამოვედით, გამხდრები და ნასუქები.


Image

Uploaded with ImageShack.us

21-27.09 ტობავარჩხილი 2010, ანუ ღმერთებთან აგარაკზე.

Posted: 01 სექ 2010, 19:12
by Sh.Samkharadze
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
Sh.Samkharadze wrote:18 მსურველიდან, მხოლოდ ექვსნი ვესტუმრეთ ღმერთებს. თუმცა ისინი იქ არ დაგვიხვდნენ, წალენჯიხელმა ოჩოკოჩმა გვითხრა თხილის ჩასაბარებლად არიან წასულებიო ზუგდიდს. თუ კაი ფასი არ შეაძლიეს, თურქეთში წავიღებთო ამ თხილს. 4 დღეა არ ამოსულან, ალბათ თურქეთს წავიდნენ. ააა
ეს თქვა და ჩლიქებზე დაიხედა, რქები უკან გადაიგდო და ნისლს შეერია.
გაჩერდი ახლა, რა უნდა ტობავარჩხილზე თხილს?
ნანჯორზე ჩაუყრიათ ორი წლის წინ. პირველი მოსავალი იყო და ბაღნებიზა უნდოდა რაცხა. აააყ...

21-27.09 ტობავარჩხილი 2010, ანუ ღმერთებთან აგარაკზე.

Posted: 01 სექ 2010, 19:16
by Sh.Samkharadze
აჯამეთის ტყეში, ცოტა წავიხემსეთ.
Image

Uploaded with ImageShack.us

21-27.09 ტობავარჩხილი 2010, ანუ ღმერთებთან აგარაკზე.

Posted: 01 სექ 2010, 19:24
by GAMARJOBA SAKARTVELO
Sh.Samkharadze wrote:
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
Sh.Samkharadze wrote:18 მსურველიდან, მხოლოდ ექვსნი ვესტუმრეთ ღმერთებს. თუმცა ისინი იქ არ დაგვიხვდნენ, წალენჯიხელმა ოჩოკოჩმა გვითხრა თხილის ჩასაბარებლად არიან წასულებიო ზუგდიდს. თუ კაი ფასი არ შეაძლიეს, თურქეთში წავიღებთო ამ თხილს. 4 დღეა არ ამოსულან, ალბათ თურქეთს წავიდნენ. ააა
ეს თქვა და ჩლიქებზე დაიხედა, რქები უკან გადაიგდო და ნისლს შეერია.
გაჩერდი ახლა, რა უნდა ტობავარჩხილზე თხილს?
ნანჯორზე ჩაუყრიათ ორი წლის წინ. პირველი მოსავალი იყო და ბაღნებიზა უნდოდა რაცხა. აააყ...
შესანიშნავი პასუხია.
თხრობის სტილსაც თუ არ დაკარგავ, შესანიშნავი საკითხავი რეპორტაჟი გამოგივა

21-27.09 ტობავარჩხილი 2010, ანუ ღმერთებთან აგარაკზე.

Posted: 01 სექ 2010, 19:26
by Sh.Samkharadze
შარშანდელი ტრადიციისათვის, არც წელს გვიღალატია და შურუბუმუს ვესტუმრეთ. ისევ ნესტი და გაურემონტებელი კედლები დაგვხვდა.
Image
Image

Uploaded with ImageShack.us
ხიდი ისევ ყანყალებდა მოხუცის პროტეზივით.
Uploaded with ImageShack.us
Image

Uploaded with ImageShack.us

ეს ერთ-ერთი სავარაუდო, საცდელი მღვიმეა, არქიპო სეთური რომ ათხრევინებდა ხალხს. დაუწუნებია მის დროზე ამ ნესტში მკვდარი კაცი რავა იქნებაო, ხედავ არქიპოს ჰუმანიზმს ? არა არა ადრინდელი ყველაფერი ჯობდა... ეჰ არქიფოსნაირ პატრონს რო არ დააფასებ კაცი, კი ხარ ღირსი გყავდეს დღევანდელი.

ttp://img651.imageshack.us/g/dsc0010xc.jpg/

21-27.09 ტობავარჩხილი 2010, ანუ ღმერთებთან აგარაკზე.

Posted: 01 სექ 2010, 19:43
by Sh.Samkharadze
ხობის წყალი, ჩინელებს ჩამოყოლია ლუგელამდე ტრაქტორით, ფეხი არ დამისველდებაო, მუხურში ასე ამოწუწული ხო არ გავივლიო, ჩემით ამაყობენ ბოლო ბოლო. პირველად მუხურში ჩავდივარ და ხობის წყალი ვინ დამარქვა, იმის ფანტაზია გაბეროს ღომმა და იონჯამ.
Image

Uploaded with ImageShack.us
იმ საღამოს, ხობის წყალი კოცონთან გავაშრეთ, სენაკში ნაყიდი ნემიროვი დავალევინეთ, ცოტა სასმელი, რომ მოეკიდა აეშალა ლაპარაკის საღერღელი, ხალხი არ იყოთ თუ ჩემი სათავეები არა ნახოთო. ახლა ფოთში გავრბივარ, პაწა საქმე მაქ, თხილის ამბავზე ღმერთები მინდა გავაცილო თურქეთს და თუ მოიცდით, ქე ამოვა ტობაზე წვიმის სახით, თხევად მდგომარეობაში. დანაქადნები შეასრულა, იმ ოჯახაშენებულმა და მართლაც დაგვაჟია ბოლო დღეს, ისე დაგვაჟია რომ ყოველ თხუთმეტ წუთში ტრუსიკს ვიწურავდით, ფროიდები რომ არ გაციებულიყო.
Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

გამთენიისას ყაზარმაში ჩაბერებული, ჯარისკაცებივით ავიზლაზნეთ ცოტა წავიღმურძლეთ და გზას გავუდექით ზურას მანქანით. დიდებული რამე გამოდგა, პულსი არ აჩქარებია მითსუბიშ ლ200სს. ისე ავიდა 300მ დან 1800მ მდე, ანუ იმ ადგილამდე საიდანაც, ტობასკენ მიმავალი საცალფეხო ბილიკი იწყება. მძღოლს ისე ემორჩილებოდა მანქანა როგორც, მუსლიმი ქალი ქმარს.

Image

Uploaded with ImageShack.us

21-27.09 ტობავარჩხილი 2010, ანუ ღმერთებთან აგარაკზე.

Posted: 01 სექ 2010, 19:56
by Sh.Samkharadze
მეორე ქოხი, ცოტა მოწყენილი დაგვიხვდა შარშანდელი ძღაბები და კოჩები რომ ვერ დაინახა, მიიხურა კარები და იყო მისთვის. არ შეგვიშვა ჩვენც ხვეწნა აღარ დაგვიწყია და მესამე ქოხისაკენ გავწიეთ, გავწიეთ კი არა გავბობღდით და იმდენ ხანს ვიარეთ, რომ ლამის მეორედ მოსვლა წამოგვეწია გზაში. რის ვაი ვაგლახით, მივჩოლფოტდით ქოხამდე, არც მრავალ რიცხოვანი თხის რემა დაგვხვედრია და არც ჭრელ ჭრელი, ძაღლების დინასტია.
Image

Uploaded with ImageShack.us
Image

Uploaded with ImageShack.us
Image

Uploaded with ImageShack.us
Image

Uploaded with ImageShack.us
Image

Uploaded with ImageShack.us
Image

Uploaded with ImageShack.us

21-27.09 ტობავარჩხილი 2010, ანუ ღმერთებთან აგარაკზე.

Posted: 01 სექ 2010, 19:58
by Mta Mkvarebia
GAMARJOBA SAKARTVELO wrote: შესანიშნავი პასუხია.
თხრობის სტილსაც თუ არ დაკარგავ, შესანიშნავი საკითხავი რეპორტაჟი გამოგივა
:D
მეც ასე მგონია, რომ რაღაც ძალიან საინტერესო რეპორტაჯი გველოდება წინ. აბა თქვენ იცით. არ გაგვიცრუოთ იმედები:wink:
თან "რაჭველებმა" უკვე შეგვაჩვიეს გამორჩეულ რეპორტაჟებს ამ სეზონზე და... :D

21-27.09 ტობავარჩხილი 2010, ანუ ღმერთებთან აგარაკზე.

Posted: 01 სექ 2010, 19:58
by ARCHILI
ნაცნობი ადგილები

:)

21-27.09 ტობავარჩხილი 2010, ანუ ღმერთებთან აგარაკზე.

Posted: 01 სექ 2010, 20:06
by Sh.Samkharadze
Image

Uploaded with ImageShack.us
გზად დაისმა მოგვისწრო. მზის სხივები ვარდისფრათ ირეკლებოდა, ატმოსფეროში. საოცარი პეიზაჟი გადაიშალა მონადირეების ქოხიდან, ორი ურჩი ქე გამოგვერია ბანაკში, ზურა დაივერი და კარავი87. ჯონის გარეშე მოინდომეს ფონს გასვლა, გავიდნენ კიდეც მაგრამ ვაი იმ გასვლას, იარეს ღამე და დიდ ხანს. ალები და ოჩოკოჩები ახელებდნენ გზა და გზა, შეშინებულები გადავიდნენ ცაშკიბულის უღელტეხილს, პატარა ტობასთვის ხელის ცეცებით მიუგნიათ.
Image

Uploaded with ImageShack.us
Image

Uploaded with ImageShack.us
Image

Uploaded with ImageShack.us
Image

Uploaded with ImageShack.us

ტანი გქონდეს უსპეტაკეს თოვლისა,
ჰიგიენა უპირველეს ყოვლისა.
Image

Uploaded with ImageShack.us

21-27.09 ტობავარჩხილი 2010, ანუ ღმერთებთან აგარაკზე.

Posted: 01 სექ 2010, 20:10
by ARCHILI
თქვენ ნაღდად ტობაზე იყავით?

:lol: :lol: :lol:

ეგეთი კრიალა ცა ტობაზე ჩვენ არ გვახსოვს..

:lol: :lol: :lol: :lol: