შოვი 2010 (რაჭა ჩემი სიყვარული)

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
konstantine
იეტი
Posts: 1243
Joined: 23 ივნ 2008, 22:40
Location: Katitsvera
შოვი 2010 (რაჭა ჩემი სიყვარული)

Post by konstantine » 29 აგვ 2010, 02:13

მოგესალმებით ყველას შოვიდან პირდაპირი ჩართვით.

უპირველეს ყოვლისა მინდა მოგილოცოთ მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაული. მრავალს დაესწარით თქვენთვის საყვარელ ხალხთან ერთად. ღვთისშობლის მფარველობა არ მოგკლებოდეთ...

რაც შეეხება თვითონ გასვლას, გადავწყვიტეთ რომ ეს რეპორტაჟი ყოფილიყო განსხვავებული დანარჩენებისგან. ანუ რომ აბრალებენ რაჭველებს ნელები ხართო, ჩვენ "ლაივში" ვხსნით თემას მიუხედავად იმისა, რომ ხვალ მოვდივართ თბილისისკენ.

ჩვენი შთაბეჭდილებები რამდენიმე ნაწილად არის დაყოფილი.
ამ ეტაპზე შემოგთავაზებთ რამოდენიმე დღის კოლაჟს.

თუ როგორი სირთულის იყო გასვლა, ვინ იყვნენ წევრები, რა მანძილი დავფარეთ და ა.შ. თვითონ ორგანიზატორი მოგითხრობთ მოგვიანებით.
konstantine

'74' '37' '29' '27' '01'

User avatar
konstantine
იეტი
Posts: 1243
Joined: 23 ივნ 2008, 22:40
Location: Katitsvera
შოვი 2010 (რაჭა ჩემი სიყვარული)

Post by konstantine » 29 აგვ 2010, 02:28

იყო ერთი ჩვეულებრივი დღე, როცა ჯნოსიმ (გიგა რაზმაძე) დამირეკა და მითხრა: - ხომ არ წავსულიყავით ზემო რაჭაში სალაშქროდ 1 კვირით? ნელ-ნელა დავიწყეთ ამ წამოწყებისთვის ხორცის შესხმა. გადაწყდა, რომ 21-ში უნდა გავსულიყავით დილას, 6 საათზე. რამდენიმე დღით ადრე დავიწყეთ საჭირო ნივთების მოძიება (საძილე ტომრები, ქვეშაგები, კარვები და ა.შ). ბოლო დღეს კი შევიძინეთ საკვები პროდუქტები. თითოეულ საათს ვითვლიდით, თუ როდის მოვიდოდა გასვლის დრო. დადგა 21 აგვისტო, დილის 7 საათი...

Image

I დღე
გასვლის ადგილი, როგორც შევთანხმდით იყო სააკაძის მოედანი. დაიწყო ხალხმა ნელნელა მოსვლა დათქმულ ადგილას... სასიამოვნო მოულოდნელობა იყო ჩვენი მეგობარი თამუნია გუდარეხის მოსვლა ჩვენს გასაცილებლად. ძალიან საყვარელი ადამიანია მინდა გითხრათ. ნუ გასვლა როგორც ყოველთვის ცოტათი დაგვიანდა, ჩემი მეგობრის პლიუსის გამო (ძილი ყვარებია თურმე). როგორც იქნა დაიძრა ჩვენი მინიბუსი რაჭის მიმართულებით. თავიდან დაახლოებით პირველი ორი საათი უმეტესობას ეძინა მინიბუსში. პირველი გაჩერება გვქონდა რიკოთის უღელტეხილზე, მენაზუქე დეიდას მაღაზიასთან.

Image

გემრიელად მივირთვით ნაზუქები, იქვე თონის პურები მოვიშველიეთ, მოვიკალით შიმშილის წყურვილი და გავაგრძელეთ გზა. არ დაგავიწყდეთ, რომ მინიბუსში გვყავდა ქართული ფოლკლორული ანსამბლის წევრები. იყო დიდი მოლხენა და ამბავი ჩვენს მინიბუსში... სად იყო და სად არა შევედით ზესტაფონში. და რა ხდება: უეცრად, ამირანმა და ლაშამ გადაწყვიტეს, რომ თმებისგან გათავისუფლებულიყვნენ (ბოდიალობას რომ მოვეშვა ვიტყვი, თავი გადაიხოტრეს რა). სამწუხაროდ, სახელი არ მახსოვს აღნიშნული სილამაზის სალონის.

Image

Image

სამკრეჭაოში რომ დაამთავრეს კრეჭაობა, შევუყევით გზას რაჭისკენ. მივუახლოვდით თერჯოლის გადასახვევს და გავწიეთ ტყიბულისკენ. ნუ გზაზე რომ ფანტასტიური ბუნება იყო ამაზე ისეთს ვერაფერს დავწერ თქვენ რომ გაგაკვირვოთ. ტყიბულში გავჩერდით ბაზართან, ამასობაში ვიხელთე დრო და მოვინახულე ჩემი მეგობარი და მოგვარე გიორგი... დროის სიმცირის გამო გემრიელად ვერ გამოველაპარაკე, მაგრამ მაინც გამიხარდა იმ ადამიანის ნახვა.

შევუდექით რიგით მეორე, ნაქერალას უღელტეხილის გზას. თბილისში ხანგრძლივი, ცხელი ამინდების მიერ დახრუკულებმა, პირველად შევიგრძენით სიგრილის ფასი. თითქმის ნაქერალას ყველაზე მაღალ წერტილზე რომ ვიყავით, ჩამოწვა ნისლი, შევანელეთ სვლა, სად იყო და სად არა ჩვენს მინიბუსს შეექმნა ტექნიკური პრობლემები. ჩვენც მეტი რა გვინდოდა და გამოვეფინეთ უღელტეხილზე. დავიწყეთ ფოტოსესია, დაახლოებით გადავიღეთ 70-მდე სურათი.

Image

ფერიცვალების შემდეგ იქაური ბუნება ისე იცვლის ფერს რომ, თითქმის თითოეული ხის ფოთლების ფერი სხვადასხვაა. იყო ფერთა ულამაზესი პალიტრა (რას ბოდიალობ დაწერე რა გარკვევით). შემდეგ ჩვენი მინიბუსის მძღოლმა გააკეთა მანქანა და დავიწყეთ სვლა. გზად ვნახეთ ულამაზესი ტაძარი ნიკორწმინდა (უკანა გზაზე შევალთ აუცილებლად). მზერა მოგვაპყრო გამვლელებს (ჩვენ რა). სად იყო და სად არა ჩავედით ამბროლაორში (ქვემო რაჭის ცენტრი). ცოტა შევისვენეთ, წყაროს წყალი შევსვით და გავაგრძელეთ მსვლელობა ზემო რაჭისკენ. ბევრგან მიბოდიალია, ხევსურეთი, ყაზბეგი, სვანეთი, თუშეთი, ყველგან არის ერთმანეთისგან განსხვავებული ბუნება. შესაბამისად აქაც განსხვავებული ბუნება დაგვხვდა. არ ჩამოუვარდება სილამაზით ზემოთ აღნიშნულ კუთხეებს. თავისთავად არ შემიძლია არ აღვნიშნო მინერალური წყლები, რომლებიც გვხვდებოდა გზად. სწორედაც რომ ერთ-ერთ მინერალურ წყალთან- „ნაპერწკალა“- ასე არს მისი სახელი, წამოგვეწივნენ ჩვენი მეგობრები: ილია, ლადო (ბუტკუცუნა), გიგი (idler) და ზვიადი (backi). დავაგემოვნეთ მჟავე წყლები და შევუყევით გზას. ამ სიმღერ-სიმღერაში ქე მივედით ონში ბოშო. ვიყიდეთ ძალიან მნიშვნელოვანი ნივთი: ბურთი და როგორც იქნა 40 წუთში ვიყავით შოვის პანსიონატის შესასვლელთან. ჩამოვედით მშვიდობით, გადმოვალაგეთ ჩვენი ზუგზაკები, დავისვენეთ ცოტახანი და დავიწყეთ კარვების დაცემა მიწაზე.

Image

რაღა დაგიმალოთ და მართლაც რომ მშვენიერ ადგილას დავბანაკდით, ჩვენი მეგობრების ნაწილმა გადაწყვიტა კოტეჯში ყოფნა. საღამოსკენ ავაგიზგიზეთ ცეცხლი და შემოვუსხდით ყველანი. პირველ დღეს ცოტა მორიდებულად ვიყავით ერთმანეთთან. ცეცხლთან საუბრისას აღმოვაჩინეთ არანორმალურად ძალიან მაგარი იუმორის პატრონი, დათო (გვარად მურაჩაშვილი). უმეტესობას ვიცნობდი ადრეული გასვლებიდან. ბევრი ვიხალისეთ იმ ღამეს და დაახლოებით პირველ საათზე გავწიეთ ჩვენი კარვებისკენ.
konstantine

'74' '37' '29' '27' '01'

anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
შოვი 2010 (რაჭა ჩემი სიყვარული)

Post by anano » 29 აგვ 2010, 03:36

ველი გაგრძელებას.... სულმოუთქმელად...
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

User avatar
konstantine
იეტი
Posts: 1243
Joined: 23 ივნ 2008, 22:40
Location: Katitsvera
შოვი 2010 (რაჭა ჩემი სიყვარული)

Post by konstantine » 29 აგვ 2010, 04:22

II დღე

საერთოდ, როცა კარავში ვათევ ღამეს, ეს უპატრონო მეღვიძება 7-8 საათზე. დაისვენე შე კაცო ცოტა და იძინე სანამ შეგიძლია. რაც არის, არის. მოკლედ, გავიღვიძე როგორც ვთქვი 7-8 საათისკენ დიაპაზონში. რამოდენიმე მეგობარი უკვე დამხვდა გამოღვიძებული და ამ ყველაფერთან ერთად ცეცხლიც ჰქონდათ დანთებული.

Image

რომ იცოდეთ, დილით ძალიან ცივა, მიუხედავად იმისა, რომ შუადღეს კარგი სიცხე იცის. www.karavi.ge-ზე თუ გაქვთ წაკითხული „სამომავლო გეგმებში“ ამ გასვლის თემა, ეწერა, რომ მეორე დღეს უნდა მოგვენახულებინა ბუბას მთა. გასვლა იყო დათქმული 10:00 საათზე. ვინაიდან და რადგანაც რაჭაში ვართ და ზოგს უყვარს დილის ძილი, დავაგვიანეთ 45 წუთით. ამდენი მძაფრსიუჟეტიანი დილის პროცედურების მერე, დავადექით ბუბას მთისკენ გზას. გზა მთისკენ იწყებოდა კოტეჯების ზემოდან.

Image

თავიდან თითქოს ნორმალური გზა იყო, მაგრამ მალევე შეგვეცვალა წარმოდგენა: დაიწყო მარა რა დაიწყო აღმართები.

Image

აღმართებს რომ მიუყვებოდით, გზაზე წამოგვეწია ბუტკუცუნა (ლადო) თავის მეგობრებით. მათი ერთი წევრი შეუძლოდ გახდა და მიბრუნება მოუწია. დანარჩენები კი შემოგვიერთდნენ და ერთად განვაგრძეთ მსვლელობა. 2 საათი მოვანდომეთ აღმართებიან ბილიკზე სიარულს. წინ მიუძღოდა ჯნოსი (გიგა) მოლაშქრეებს, ბოლოში კიდევ ვინმე რომ არ დაგვჩენოდა, ჩამკეტის მოვალეობას ვასრულებდი. აღმართების სერია რომ მორჩა, ცოტა ამოვისუნთქეთ, მერე იყო ვაკე სასიარულო. გზადაგზა გვხვდებოდა წყაროები.

Image

Image

მოვიმარაგებდით წყალს და ვაგრძელებდით გზას ბუბასკენ. თანდათან სიმაღლეზე ავდიოდით, ამასობაში ქე არ გავედით ალპურ ზონაში? მივიხედეთ, მოვიხედეთ და სადღაა ტყე (ტიტუ, ტიტუ). ჩვენი ეკიპაჟის რიცხვი იზრდებოდა, გზად შეგხვდა ლეონტი თავისი ლამაზი ოჯახით. როგორც იქნა ავედით ბუბას მთის ძირში. ცოტა შევისვენეთ, მოვედით აზრზე, ვიცანით ერთმანეთი (უი შენც აქ ყოფილხარ?).

შემდეგ უკვე გავაგრძელეთ მსვლელობა მყინვარ „თბილისა“-სკენ. ბოლო რამდენიმე კილომეტრი იყო ძალიან დამღლელი. მზე იყო ზენიტში, აცხუნებდა როგორც შეეძლო. ჩვენი მეგობარი თამუნია ცოტა შეუძლოდ გახდა. რაღა დაგიმალოთ და მეც ჯიშიანად შემეშინდა უარესად არ გახდესთქო. ჩემთან ერთად მოდიოდა ბუტკუცუნა (ძალიან მაგარი კაცი).
-ლადო, ცუდად არის საქმე, თამუნას ფერი ვერ აქვს როგორიც უნდა ჰქონდეს. რაცხა უნდა ვიღონოთ.
-კარგი, რა ვქნათ? იქნება ცოტა დაისვენოს და ძალები აღიდგინოს.
-მოდი ამ ხესთან გავჩერდეთ. რას იტყვი?
-კარგი.

ერთხმად გადაწყდა, რომ უნდა დაგვესვენა. მართლაც ერთი დიდი ხე ავირჩიეთ ჩრდილით, მივუსხედით და დავისვენეთ. ჩანთიდან ამოვალაგეთ საგზალი და ცოტა შევჭამეთ. კიტრი ყოფილა მაგარი კაცი ლაშქრობაში ნუ იტყვი რა. ერთ კილო კიტრს მუსრი გავავლეთ. თამუნია მოვიდა ხასიათზე, 10 წუთი კიდევ დავისვენეთ და გავაგრძელეთ გზა რათა დავწეოდით დანარჩენებს.
ცოტა უკან დავბრუნდები და ვიტყვი რომ, როცა მოვდიოდით, ერთ ადგილას მოსახვევი შეგვეშალა და არასწორი მიმართულებით დავიწყეთ მოძრაობა. ამ არასწორმა მარშრუტმა, დაგვაკარგინა 2-3 საათი დანიშნულების ადგილზე მისასვლელად. ბოლო აღმართს როცა მივუყვებოდით, ზოგი აღმართს მიდიოდა, ზოგი დაღმართს, მაგრამ ფაქტია, რომ მაინც ბოლო ვიყავი და ყველას ვხედავდი (რას ბლატაობ შეჩემა).

ავედით როგორც იქნა. აი ეგ იყო გამარჯვება. მე პირადად გავშალე პარალონი და დავბღლარძუნდი ზედ. დანარჩენებს ჰქონდათ გაშლილი საგზალი და მიირთმევდნენ საჭმელს. ავტეხეთ სურათების გადაღება ბუნების ფონზე. გავშალე ჩემი დროშა (სადაც დავბოდიალობ სულ თან დამაქვს). ლამაზი სურათები გამოვიდა. ამ დროს მე და ჯნოსი ვთათბირობდით გავლილ გზაზე და რიგ დეტალებზე.

Image

Image

Image

Image

ის იყო უნდა გავსულიყავით და რა ხდება: გაუთვალისწინებელი მდგომარეობა (ჩეპეს რომ ეძახიან რუსები). გვაკლია ერთი მოლაშქრე. გავკიოდით მის სახელს: აბა დათო სად ხარ? დავიწყეთ გლობალური ნერვიულობა, რამე ხომ არ მოუვიდა. რომ არ შემოგვღამებოდა, ხალხმა დაიწყო უკან გზაზე დაბრუნება. მე და ბუტკუცუნა დავრჩით. ველოდებოდით როდის დაბრუნდებოდა. ვიცადეთ ასე საათნახევარი და შემდეგ უკვე ჩვენც გავტრიალდით უკანა გზაზე. თან გზადაგზა ვნერვიულობთ სად უნდა წასულიყო ნეტავ. ლადომ გაიხსენა ბილიკი როგორც უნდა ამოვსულიყავით ნორმალურად. დაახლოებით 1 საათში დავეწიეთ ჩვენს წინ წასულ მოლაშქრეებს. იმათაც არ იცოდნენ დაკარგული კაცის ბედი (მაგ დროს ასე გვეგონა). უკვე უნდა დაგვეწყო დაღმართებზე სიარული რომ ვცადე ბედი და დავურეკე დაკარგულ კაცს (დათოს), ქე არ გავიდა? აიღო ტელეფონი:

-ცოცხალი ხარ ტო?
-კი რა იყო?
-რაღა რა იყო შეკაცო რა აღარ ვიფიქრეთ... სად ხარ ახლა?
-დანგრეული ქოხი რომ არის მანდ.
-მიდი მიდი აუჩქარე და დაგვეწიე.

აუ მე დავითის ხმა გამიხარდა, რავიცი რა უნდა ეჩუქნათ, ეგრე რომ გამხარებოდა. მერე დანარჩენ ხალხს შევეხმიანე და ვუთხარი: ვიპოვნე, ვიპოვნე ხალხო.... დიდ დაღმართს დაშვებული ვიყავით. შუა გზაზე გავჩერდი და დაველოდე. ამოვიდა ჩემთან ბაცკი (ზვიადი). ერთად ველოდებოდით. სად იყო და სად არა გამოჩნდა დავითი. შევიკრიბეთ და დავეშვით ქვემოთ. დავეწიეთ ჩვენიანებს. პირველად შემხვდა დავითა და ვერიკო. ვერიკოს სიარულისგან ფეხები ტკიოდა. დავითთან მოვილაპარაკეთ და დავიწყეთ მუშაობა პრობლემაზე, რომელსაც ერქვა: „როგორ ჩავიყვანოთ ვერიკო ბანაკამდე“. დაახლოებით 300 მეტრი ვატარეთ ხელში აყვანილი. ქვემოთ გველოდებოდა დარჩენილი ხალხი. ერთად შევიკრიბეთ და გავაგრძელეთ მოძრაობა. უკვე ნახევარი საათის შეგვიანებული იყო. ფანრებით, მობილურებით და ყველაფრით რაც შუქს ანათებდა, ვინათებდით გზას.
გავედით სწორ გზაზე, აი მანდ ამოვისუნთეთ. ვერიკო აინტერესებდა გზის ხანგრძლივობას.

-აუ რა მანძილი დარჩა?
-20 წუთში მივალთ - ეუბნება უკვე მეთოთხმეტედ (დათო)
-ვერიკო, ნუ ნერვიულობ, მალე მივალთ (კოსტია)

როგორც იქნა მივედით კოტეჯებში, მოვედით აზრზე, გავაცნობიერეთ მომხდარი და გაგვიხარდა მშვიდობით რომ ჩამოვედით. დავანთეთ ცეცხლი, შემოვუსხედით ირგვლივ და დავიწყეთ ჩვენი აზრების გაზიარება.

Image

ამ დღეს უკვე ყველა ერთმანეთისთვის ძალიან ახლობელი იყო. პირველად მოლაშქრეებმა ნახეს, როგორ ვუდექით გვერდში ერთმანეთს. თუ ვინმე შეუძლოდ გახდებოდა, ან თავის ტვირთს ვეღარ ატარებდა, ჭრილობა თუ ვინმეს ექნებოდა, იქვე გამოცდილი ექიმებივით აღმოვუჩენდით დახმარებას. იმ დღეს მალევე დავიშალეთ და გავწიეთ ნაწილმა კარვებისკენ და ნაწილმა თავიანთი კოტეჯებისკენ.
konstantine

'74' '37' '29' '27' '01'

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
შოვი 2010 (რაჭა ჩემი სიყვარული)

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 29 აგვ 2010, 05:15

konstantine
აი, ყოჩაღ შენ და თანამოლაშქრეებსაც.
თანაც, რა არარაჭული ჩართვაა. პირდაპირ ხაზზე ხართ.
მოკითხვები ხალხს.
მშვენიერი რეპორტაჟია, კგ ქართულით დაწერილიც, მააგრამ 1გან :პარალონი: და :რუგზაკი: მინც გაგპარვიაააააა.

სიამოვნებით გავეცნობი თქვენს მომდევნო შთაბეჭდილებებს.
დაკიდევ, შოვიდან ბუბას მთამდე რამდენი კმია? სწორად ვამბობ, რომ 7 კმ?
მანდ სულ აღმართებია და ამის გამო, შეიძლება ადამიანს ეგონს, რომ გზა გრძელია
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
konstantine
იეტი
Posts: 1243
Joined: 23 ივნ 2008, 22:40
Location: Katitsvera
შოვი 2010 (რაჭა ჩემი სიყვარული)

Post by konstantine » 29 აგვ 2010, 17:00

GAMARJOBA SAKARTVELO

გაიხარე გოგა,
მანძილს რაც შეეხება შოვიდან ბუბას მთამდე იქნება სადღაც 10 კმ....
konstantine

'74' '37' '29' '27' '01'

User avatar
konstantine
იეტი
Posts: 1243
Joined: 23 ივნ 2008, 22:40
Location: Katitsvera
შოვი 2010 (რაჭა ჩემი სიყვარული)

Post by konstantine » 29 აგვ 2010, 17:29

III დღე

ირიჟრაჟა... დილა, როგორც ყოველთვის კისკისით დაიწყო. მოლაშქრეების გაღვიძება მეოთხე კარვის ბინადართ - კისკისელას (თაკო - ლაშას პლიუსი) და მის თანამოკისკისეს სინდიკოს (ნინი) ევალებოდათ, ისინიც მშვენივრად ართმედნენ თავს ამ ფუნქციას. დილის კოცონი ავაგიზგზეთ, ვისაუზმეთ და დავკალით საზამთრო, იგივე ბედი ეწია ნესვსაც.

საზამთროს ჭამით დაღლილებმა, გადავწყვიტეთ მდინარეში გაგრილება. ნაწილმა ბანაკში დარჩენა და ხის ჩრდილში დასვენება გადაწყვიტა. ლუდი მოვიმარაგეთ და მდინარეს შევესიეთ. ცივმა ჭანჭახმა ვერ გატეხა ჩვენი ბიჭები. შემდეგ შევუდეგით წყლის გამაჯანსაღებელ ვარჯიშებს.

სწორედ ამ წუთებში გაიღვიძა ლადოში სიყვარულის დიდმა გრძნობამ. მან მუხლმოდრეკით,წყალში მდგარმა და გულზე ცეცხლმოკიდებულმა სთხოვა ხელი კისკისელას. გაფაციცებით ვადევნებდით მომხდარს თვალყურს:
-ჩემო მზეო და მთვარევ, მე მინდა გახდე ჩემი „გულის ბატარეიკა“!

ამ დროს თაკომ თვალები მორცხვად ძირს დახარა, წამით ყველა გაირინდა და აი პასუხიც: - ბიჭოვ მე რას მეკითხები, მიდი კითხე ლაშარელას!

Image

ლადო ასმაგად ბედნიერი იყო, კისკისელას მოციმციმე თვალების შემყურე, თუმცა მის გამხედვაში სიმორცხვე შეიმჩნეოდა. მოლაშქრეების უმრავლესობამ მოვლენებს წინ გაუსწრო და ახალგრძნობაგაღვივებულ წყვილს გზა დაულოცა.

მდინარეზე მხიარული განწყობა მატულობდა. ჭანჭახიდან შოვის აპოლონი ამოხტა და გაიმართა ფოტოსესიობა. ვიცეკვ-ვიხტუნავეთ და კარგად დაღლილები გავემართეთ ბანაკისკენ.

Image

ბიჭებმა ფეხბურთის თამაში გადაწყვიტეს. ამ თამაშზე ბუტკუცუნამ კიდევ ერთხელ დაუმტკიცა ‘’გულის ბატარეიკას’’ თავისი გრძნობები და ოთხი გოლი მიუძღვნა. თვითონ თამაშს რაც შეეხება ძალიან დაძაბულად მიმდინარეობდა. არცერთი გუნდი არ თმობდა პოზიციებს. ხან ვუტანდით გოლებს, ხანაც კარში ვიღებდით. მაგრამ მაინც პაწა იღბალი ჩვენსკენ იყო და გავიმარჯვეთ.

Image

დავიწყეთ მზადება გრანდიოზული ქორწილისათვის. ბანაკი საქორწინო ფუსფუსმა მოიცვა. ლია დედიმ ყვავილებით მოგვამარაგა და შეუდგა საქორწინო თაიგულის მზადებას, გვირგვინებზე ნინია ზრუნავდა. ულამაზესი გვირგვინი და თაიგული გამოვიდა. ფატაზეც ვიზრუნეთ და პატარძალი გამოვპრანჭეთ. სიძის მოსვლამ ბანაკი აახმაურა.

Image

სიმღერებით გავაცილეთ სიძე-პატარძალი საქორწინო დარბაზისკენ.ახალდაქორწინებულები ხელისმომკიდეებთან ერთად ტრადიციულად ხანჯლების (ჩანგლების) ჩხარუნით და ვისია-ვისიას თანხლებით მივაცილეთ ნეფე-დედოფლის მაგიდამდე. სუფრას უძღვებოდა ვიეტნამელების „ენერჯაიზერი“ დათო (ციცოდ წოდებული), რომლის სადღერგძელოების თქმის დროს თვით ჭანჭახიც კი ჩერდებოდა.

Image

ახალადდაქორწინებულების დალოცვას სადედოფლო ცეკვა მოყვა. პაპარაცებიც არ გვასვენებდნენ. შოვში ყოფნისას გვპატრონოდა შოვის მოურავი - გელა. მის საპატივცემულოდ დავდგით ფერხული. რა თქმა უნდა იცეკვა პატარძალმაც, არ დააყოვნა სიძემაც. რაჭულს მოჰყვა აჭარული, მრავალჟამიერი, შარათინი და სხვები.
როგორც ყოველთვის სუფრაზე იყო დებატები შემდეგ თემაზე:
-დედოფლის მხრიდან: „ორივე ლამაზები არიან, მაგრამ გოგო მაინც ჯობია“.
-ნეფეს მხრიდან: „რა ლამაზები არიან ეს დალოცვილები, მაგრამ ბიჭი ჯობია“.

Image

საბოლოოდ მივაღწიეთ კონსესუსს, ორივე ანგელოზები არიან (აღარ უნდა ამას ბევრი ბურტყუნი). დაინიშნა პენლები: დედოფლის თაიგულის სროლის დრო. დედოფლის ნატრყორცნი თაიგული ჩინებულად მოიგერია თამუსიამ.

Image

ქორწილი დაბადების დღეში გადაიზარდა. იუბილარი მელანო ამ დროს ტკბილ სიზმრებს ხედავდა.

-ჯნოსი, ბიჯო 12 -ის წუთებია, რაცხა უნდა ვქნათ.
-ვააახ, როგორ გაგვეპარა დრო.
-ლაშა, შუშხუნებზე გაგაზე შენს გახარებას.
-ჯნოს, სანთლები უნდა ამ ამბავს.
-ნინიკო, რაღაცნაირად ტორტი უნდა გავაკეთოთ, თუ გინდა ბუშმალა ვიშოვნოთ, ან საზამთრო ან რაიმე ხილი, რამენაირად ამ ყველაფრისგან რომ ავაწყოთ ტორტი.
-ბაცკი, სადარაჯოზე შენ ხარ რომ გვამცნო იუბილარის მოახლოვება.
-ხალხებო, რომ შემოვა კარებში დავცხეთ სიმღერა. აბა მანამდე ყრონტი გავახუროთ.

გადის 20 წუთი...

-აბა გამომართვით შუშხუნები 2-2 ცალი თითომ.
-ნინიკო გთხოვ ტორტს ჩაარჭო სანთლები (ჩვენმა ნინიკომ იმისთანა ტორტი გააკეთა, არ ჩამოუარდებოდა თბილისში რომ ნამცხვრების სახლებია, თუ უკეთესი არა).

ერთ-ერთი მოქმედი გმირი იყო მარიკა, რომელსაც მოტყუებით უნდა გამოეყვანა მელანო, ვითომ ჯნოსი დათვრა და ჩაეძინაო ვერ ვაღვიძებთ ვერაფრის დიდებით იქნებ რაღაც იღონო. მშვენივრად შეასრულა თვის საქმე მარიკამ და მელანო გამოემართა ჩვენსკენ. ბაცკიმ გვამცნო მოახლოება მელანოსი და მოგვცა ნიშანი. ვინ სანთელს ანთებდა, ვინ ტორტს ალამაზებდა, ვინ კიდევ შუშხუნებს აგიზგიზებდა, ასევე ვინ სიმღერისთვის ემზადებოდა კაცმა არ იცის. როგორც კი შემოვიდა დავაგუგუნეთ მომენტალურად, მზე შინა და მზე გარეთა. მინდა გითხრათ გაუხარდა, თან ძალიან. ბედნიერი სახე ჰქონდა.

Image

Image

ასეთი ჟრიამულ-მხიარულობით დავიშალეთ ამ მშვენიერ დღეს, გავსწიეთ ჩვენ- ჩვენი კარვებისკენ და თბილად მივიძინეთ.

P.S. რეპორტაჟი მომზადებულია შაორიდან.
konstantine

'74' '37' '29' '27' '01'

User avatar
Nino M
მაწანწალა
Posts: 311
Joined: 16 ივლ 2008, 14:27
Location: Tbilisi
შოვი 2010 (რაჭა ჩემი სიყვარული)

Post by Nino M » 29 აგვ 2010, 19:06

თქვენ გენაცვალეთ!!! ძალიან კარგევბი ხართ!
კოკა შენს ,,ლეპტოპს" ეკუთვნის სიგელი გმირობისათვის:)
ძალიან გამეხარდა გუშინ თქვენი ხმის გაგონება,
და მელანოს ვულოცავ დაბადების დღეს, ვუსურვებ სიხარულითა და ბედნიერებით სავსე ცხოვრებას!!!! გკოცნი საყვარელო მელანია :D
გვიყვარდეს ერთმანეთი!!!

User avatar
Nino M
მაწანწალა
Posts: 311
Joined: 16 ივლ 2008, 14:27
Location: Tbilisi
შოვი 2010 (რაჭა ჩემი სიყვარული)

Post by Nino M » 29 აგვ 2010, 19:06

თქვენ გენაცვალეთ!!! ძალიან კარგევბი ხართ!
კოკა შენს ,,ლეპტოპს" ეკუთვნის სიგელი გმირობისათვის:)
ძალიან გამეხარდა გუშინ თქვენი ხმის გაგონება,
და მელანოს ვულოცავ დაბადების დღეს, ვუსურვებ სიხარულითა და ბედნიერებით სავსე ცხოვრებას!!!! გკოცნი საყვარელო მელანია :D
გვიყვარდეს ერთმანეთი!!!

User avatar
marmenio
მაწანწალა
Posts: 545
Joined: 13 აგვ 2009, 17:08
შოვი 2010 (რაჭა ჩემი სიყვარული)

Post by marmenio » 29 აგვ 2010, 19:06

konstantine
რა კარგად წერ კოსტა. იუმორით გაჯერებულია. ბევრი ვიცინე. :D

უკვე მომენატრა თქვენთან ყოფნა. მიყვარხართ .

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
შოვი 2010 (რაჭა ჩემი სიყვარული)

Post by ARCHILI » 29 აგვ 2010, 19:22

ამირანის თავისათვუს რა გიქნიათ ეს...

:lol: :lol: :lol: :lol: :lol:
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
შოვი 2010 (რაჭა ჩემი სიყვარული)

Post by Archil » 29 აგვ 2010, 20:56

კარგები ხართ, როგრო მინდოდა წამოვსულიყავი და თქვენთან ერთად ვყფილიყავი. ვისაც ვიცნობ ხო ვიცი რა ჯიგრები არიან, ახლები კიდევ ახალი სიხარული ჰყოლია კარავს

მაგრებოოო :)
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
შოვი 2010 (რაჭა ჩემი სიყვარული)

Post by Mta Mkvarebia » 29 აგვ 2010, 21:15

konstantine
რა კარგები ხართ! :*

მიხარია რომ ასეთი კარგი მოგზაურობა გამოგივიდათ.
ქორწილის ამბებზე ბევრი ვიხალისე, გამოგადგა გამოცდილება არა? ;)
ველი გაგრძელებას :D
Image

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
შოვი 2010 (რაჭა ჩემი სიყვარული)

Post by lama » 29 აგვ 2010, 22:44

თქვენ გაიხარეთ :) ძალიან მაგრები ხართ :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
konstantine
იეტი
Posts: 1243
Joined: 23 ივნ 2008, 22:40
Location: Katitsvera
შოვი 2010 (რაჭა ჩემი სიყვარული)

Post by konstantine » 29 აგვ 2010, 23:40

გაიხარეთ ხალხნო....

დარჩენილია კიდევ 5-6 დღის რეპორტაჟი....
მერე ნახეთ მოლხენა...
konstantine

'74' '37' '29' '27' '01'

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]