შოვი 2010 (რაჭა ჩემი სიყვარული)

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
შოვი 2010 (რაჭა ჩემი სიყვარული)

Post by Tamusia » 04 სექ 2010, 21:45

ყოჩაღ აღმწერ-მთხრობელებს :D მეც გიერთდებით :)

ბუბას მთისკენ მიმავალნი

Image

Image

დედა ფუტკარი (მგონი)

Image

ბუბას მთის იქით რომ მთაა, იმაზე ავედით

Image
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
შოვი 2010 (რაჭა ჩემი სიყვარული)

Post by Tamusia » 04 სექ 2010, 21:54

მამისონისკენ...

ქალბატონი ლია ჩაყურებს ხრამს

Image

აბა, დოლზე კვრაში მნახე ვინა ვააარ...

Image

ტკბილი მოგონებები :)

Image

ეპიზოდები რაჭველი მთიბავების მგზავრობიდან

Image

Image
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
შოვი 2010 (რაჭა ჩემი სიყვარული)

Post by Tamusia » 04 სექ 2010, 22:06

მამისონისკენ, უკვე მხოლოდ ქვეითად

Image

როცა მივედით ადგილამდე, სადამდეც მისვლა ნებადართული იყო, ზოგი მიდამოს ათვალიერებდა, ზოგი პოზირებდა, მე კი ბალახებში ვიყავი წამოწოლილი და...

Image

Image

ამ ახალგაზრდას უკვე იცნობთ :)

Image

რომ იცოდეთ, რა ძნელი გზა ადის მამისონზე, თითქმის თუშეთის უღელტეხილს გავს, ესენი კი უძველესი სატვირთო მანქანებით და უგაცვეთილესი საბურავებით დადიან...

Image
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
შოვი 2010 (რაჭა ჩემი სიყვარული)

Post by Tamusia » 04 სექ 2010, 22:26

ეპიზოდი სახელად "კატიწვერა"

ამირანი

Image

ჩვენმა მეგზურმა გვითხრა, დიდ ბალახებში სიარულს, ჯობია მდინარეს ავუყვეთო და ჩვენც ვასრულებდით მითითებას

გოგოები

Image

ბიჭები

Image

გადაყავი აბა ხელი, ჩქარა მიდიხაარ? :D

Image
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
konstantine
იეტი
Posts: 1243
Joined: 23 ივნ 2008, 22:40
Location: Katitsvera
შოვი 2010 (რაჭა ჩემი სიყვარული)

Post by konstantine » 04 სექ 2010, 22:30

Tamusia wrote:დედა ფუტკარი (მგონი)

Image

ხო ხო რამხელააა,

გამო აქეთ თამუსია, არ ჩაგახრამუნოს
konstantine

'74' '37' '29' '27' '01'

User avatar
konstantine
იეტი
Posts: 1243
Joined: 23 ივნ 2008, 22:40
Location: Katitsvera
შოვი 2010 (რაჭა ჩემი სიყვარული)

Post by konstantine » 04 სექ 2010, 22:31

დაბინტული დავითი რა მაგარი კაცია...
konstantine

'74' '37' '29' '27' '01'

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
შოვი 2010 (რაჭა ჩემი სიყვარული)

Post by Tamusia » 04 სექ 2010, 22:37

მინდვრები გადაჭედილი იყო ასეთი და სხვა უმშვენიერსი ყვავილებით

Image

Image

ჩვენ კი ნელ-ნელა წინ მივიწევდით

Image

Image

Image

ჩვენი მეგზური, ვანო

Image

Image
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
შოვი 2010 (რაჭა ჩემი სიყვარული)

Post by Tamusia » 04 სექ 2010, 22:58

როგორც ხედავთ, პეიზაჟი შეიცვალა

ეკა და მარი

Image

მენანო

Image

ნელ-ნალა ავედით ბოლო, ყველაზე ციცაბო მონაკვეთზე. ზედ უღელტეხილზე ვიქეიფეთ წვიმის ქვეშ ბოლო ხმაზე სიმღერებით და წვიმის თითქმის გადაღებისას დავიწყეთ დაშვება ტბისკენ

ისევ მენანო

Image

განწყობა გვქონდა გენიალური

მე და მონადირე, რომელიც ამბობდა, აქ მინდა დავრჩეო :D

Image

ტაშეეეე

Image

ფოტოებსაც ეტყობა, რომ უკვე ბინდდებოდა

ისევ მეგზური

Image

ჩვედით ტბასთან

Image

რამდენადმე მოღრუბლულობისა, მოვიხიბლეთ ხედებით, ვიპოზიორეთ და გავუგექით გზას, რომელიც დილის 6 საათამდე გაგრძელდა ჯერ აღმართ-დაღმართებში, მერე ტყე-ტყე და ბოლოს მცირე მონაკვეთით ასფალტზე.

ეს იყო განსაკუთრებული, რეკორდული და დაუვიწყარი :D

მე ერთადერთი ვიყავი, ვინც გზაში ამბობდა გავჩერდეთ და აქ დავიძინოთო, თქვენ წარმოიდგინეთ არავინ დამთანხმდა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგი გზადაგზა თვლემდა, და ზოგი 5-10 წუთიან სიზმრებს ნახულობდა დროდადრო ჩამოჯდომისას :D
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
konstantine
იეტი
Posts: 1243
Joined: 23 ივნ 2008, 22:40
Location: Katitsvera
შოვი 2010 (რაჭა ჩემი სიყვარული)

Post by konstantine » 04 სექ 2010, 23:00

აი ბოლო სურათი, მომეწონა ყველაზე....
მალადეც გადამღებს...
konstantine

'74' '37' '29' '27' '01'

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
შოვი 2010 (რაჭა ჩემი სიყვარული)

Post by Tamusia » 04 სექ 2010, 23:19

konstantine :) არადა სულ შემთხვევით გამოვიდა

მრავალძალში

Image

Image

Image

სამწუხაროდ აპარატის ელემენტები მიჯდებოდა და ბევრი რამ ვერ გადავიღე, მათ შორის ის მცირე ბანაკი ბუჩქების ჩრდილში, რომელშიც მე, ალექსამ, შალვამ და მონადირემ გავატარეთ მთელი დღე და საიდანაც მთელი დღე გავყურებდით მთებს და მაინც ვერ ვკმარობდით :)
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
ninininuca
მაწანწალა
Posts: 336
Joined: 08 ივლ 2009, 08:22
შოვი 2010 (რაჭა ჩემი სიყვარული)

Post by ninininuca » 04 სექ 2010, 23:40

მრავალძარში მზის ამოსვლა იქნება ულამაზესი :) მინდააააააააა
Image

User avatar
konstantine
იეტი
Posts: 1243
Joined: 23 ივნ 2008, 22:40
Location: Katitsvera
შოვი 2010 (რაჭა ჩემი სიყვარული)

Post by konstantine » 05 სექ 2010, 11:37

კიიი,
აი მანდ პანორამა გამოგივა...
შეიძლება აღფრთოვანებისგან ცუდად გახდე
konstantine

'74' '37' '29' '27' '01'

User avatar
ninia
მაწანწალა
Posts: 326
Joined: 10 ივლ 2007, 02:18
შოვი 2010 (რაჭა ჩემი სიყვარული)

Post by ninia » 05 სექ 2010, 14:57

რაჭავ და რაჭველებო ძალიან მომენატრეთ :oops:
ისე ლამაზად და საინტერესოდ წერთ მე რაღა დავამატო არ ვიცი, მაგრამ შევეცდები ჩემი შთაბეჭდილებებიც გაგიზიაროთ :)

დავიწყებ იმით, რომ ეს ლაშქრობა ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული იყო. თუმცა სახლში ეს რომ ვთქვი მაპასუხეს - შენ სულ მაგ ტექსტით გვიბრუნდებიო. რა თქმა უნდა საქართველოს ყველა კუთხე, ყველა მიწის ნაგლეჯი თავისებურად ლამაზია, მაგრამ ამ გასვლში გამაოცა არა მარტო ხედებმა და ბუნების საოცრებებმა, არამედ იმ ხალხმაც, რომელთან ერთადაც გავატარე ეს ულამაზესი 9 დღე. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ერთი დიდი, ტკბილი ოჯახი ვიყოთ.

21 აგვისტო
ბარგი ჩვეულებისამებრ ბოლო წუთებში ჩავალაგე, მეშინოდა არაფერი დამრჩესთქო, მაგრამ თავს ვიმშვიდებდი, საძილე ჩანთაშია და სხვა დიდ პრობლემას არც არაფერი წარმოადგენმეთქი. ზურგჩანთა მოვიკიდე და გავიქეცი. ჩანთის სიმძიმემ უკან გადამწონა, მაგრამ მასე რომ არ მომხდარიყო ის უფრო გამიკვირდებოდა :lol: დედამ დამლოცა და გავიფიქრე, ვიცი რომ ძალიან ინერვიულებ,მაგრამ ნუ გეშინია, თვითონაც გაგიხარდება ისეთი კმაყოფილი დავბრუნდებითქო :)
ზოგი 6-ზე, ზოგიც 7 საათზე შევიკრიბეთ სააკაძის მოედანზე, ავბარგდით ტრანსპორტში და გავეშურეთ შოვისკენ. ძილმორეულები ჩვენი ბიჭების ტკბილმა ხმამ გამოგვაფხიზლა. კახაც (მძღოლი) ჩვენს განწყობაზე ზრუნავდა და ნაირ-ნაირ ამბებს გვიყვებოდა რაჭასა და რაჭველებზე. გზიდან ხედები უფრო და უფრო საინტერესო ხდებოდა. ნაქერალადან ულამაზეს პეიზაჟს ველოდით, მაგრამ ნისლმა დაგვასწრო მისვლა, ისიც თავისებურად ალამაზებდა იქაურობას. შემდეგ უკვე ნაპერწკალაზე შევჩერდით მჟავე წყლების გასასინჯად და ჩვენი ხალისიანი თანამოლაშქრეებიც: ილია, ლადო, ზვიადი და გიგი წამოგვეწივნენ. გზა განვაგრძეთ, დრო მალე გაგვეპარა და ვერც გავიგეთ შოვში ისე შევედით. საბანაკე ადგილს დიდხანს ვარჩევდით და ბოლოს კოტეჯებთან ახლოს, ძველი სასტუმროს გვერდით გადავწყვიტეთ კარავ-ქალაქის დადგმა. კოსტამ პირველ რიგში დროშა აღმართა. მე და თამუსია ჩვენმა უსაყვარლესმა ადამიანმა - ,,ლია დე"-მ (ქალბატონი ლია) შეგვიფარა :) შებინდებულზე კოცონიც ავაგიზგიზეთ (მე განსაკუთრებით :lol: ) ამ საღამოს ჯერ კიდევ მორიდებული სახეებით შევყურებდით ერთმანეთს, როგორც კოსტამ აღნიშნა :) მოგვიანებით ჩვენი მეგობრებიც შემოგვიერთდნენ კოტეჯებიდან, სტუმრებიც გვყვავდა - ლეონტი, მისი უსაყვარლესი ოჯახით. იყო ლამაზი სადღეგრძელოები და სიმღერები. წინა ღამის უძილოებს ტკბილად დაგვეძინა :)


22 აგვისტო
დილით ჩვენი საყვარელი კისკისელას (თაკო) კისკისმა გამომაღვიძა. ავდექი და პირველ რიგში ბანაკის მიდამოები მოვირბინე. მიტოვებული სასტუმრო ძალიან მომეწონა და კარგა ხანს ვათვალიერებდი. ლია დეიდა გაცნობის დღიდან დედასავით ზრუნავდა თითოეულ ჩვენგანზე. სუფრაც მისი თაოსნობით გაიშალა. ვისაუზმეთ, კარვები ავშალეთ, ბარგი კოტეჯში დავტოვეთ და სტუმრებთან ერთად (ლეონტი ოჯახით და კიდევ ერთი საყვარელი ოჯახი მეზობელი კოტეჯიდან) გავეშურეთ ბუბას მთისკენ. უკვდავების წყაროსთან შევჩერდით, წყარო დავაშრეთ :D და გზა განვაგრძეთ. აღმართები არ მთავრდებოდა და ამიტომ ხშირად ვისვენებდით. გზადაგზა ფოტოებსაც ვიღებდით. ისეთი ლამაზი სანახავი იყო ბებერი ხეები :) მტვრიანი, გაშავებული ბამბებივით ეკიდა ხავსი. ნელ-ნელა ალპურ ზონაში ავდიოდით, გზადაგზა მოცვიც გვხვდებოდა, მერე უკვე დეკაც. თბილისას მთას ვუახლოვდებოდით. ლოდებზე ხტუნაობით კარგად გავერთეთ და ვერც შევამჩნიეთ ისე შევედით ულამაზესი, ვარდისფერი ყვავილების ზღვაში (ცოტა კი გაგვეთელა :oops: )შეგვითრია, მაგრამ მალევე გამოვფხიზლდით და ისევ ზემოთ ავუყევით ბილიკს, არა ბილიკს არა, ბალახებს ვეჭიდებოდით და ისე ავდიოდით თბილისაზე. ულამაზესი პანორამა დაგვხვდა. წინ უზარმაზარი, დათოვლილი კლდის მასივები, გარშემო კი ამწვანებული, ალაგ-ალაგ გახუნებული მთები. კარგა ხანს ვტკბებოდით ამ სილამაზის შემყურე. სასიამოვნო სიგრილეც იყო და ზოგმა წაუძინა კიდეც. ნელ-ნელა ყველანი შევგროვდით. კოსტამ რა თქმა უნდა დროშა ააფრიალა :) მერე დაიწყო ფოტოსესიობა. წავიხემსეთ და გადავწყვიტეტ უკან მალევე დავბრუნებულიყავით, რომ არ დაგვღამებოდა. ლადომ და კოსტამ გზად დაკარგული დათოს დაბრუნებას დაველოდებითო და იქვე დარჩნენ (კოსტას დეტალურად აქვს აღწერილი დათოს დაკარგვა-გამოჩენის ამბები და მე აღარ მოვყვები). ბილიკი ორად იყოფოდა, ნაწილი ქვემოთ დაეშვა, ნაწილმა კი ზემოთ გადავწყვიტეთ გავყოლოდით ბილიკს. პატარ-პატარა ნაპრალები ხშირად გვხვდებოდა და გზა არც ისე მარტივად გვეჩვენებოდა, რა ვიცოდით წინ რა გველოდა :lol: მერე ბილიკები ისევ შეერთდა და ერთად განვაგრძეთ სიარული :) თუმცა ალექსს (ქსოვრელი) ეს გზა კარგა ხნის გავლილი ჰქონდა და ალბათ უკვე კოცონიც დანთებული ექნებოდა :)
წინ მე, გიგი, ილია, ლაშა და თაკო მივდიოდით. მერე რამდენიმე საეჭვო ფაქტს მოჰყვა საინტერესო აზრები და დაიწერა სცენარი საშინელებათა ფილმის, მთავარ როლში მე ავღმოჩნდი :lol: როლი ისე გავითავისე ბოლოს საკუთარი თავის მე თვითონ მეშინოდა :lol: იმდენი ვიცინეთ, ბანაკამდე როგორ მივედით ვერც კი გავიგეთ. შინ დაბრუნებულებს კოცონი და ცხელი ჩაი ძალიან გვესიამოვნა. სიმღერებითა და დათოს იუმორით გამხიარულებულები ჩვენ-ჩვენი კარავ-კოტეჯებისკენ გავიფანტეთ :)
დანარჩენს მოგვიანებით გავაგრძელებ :arrow:

User avatar
ninininuca
მაწანწალა
Posts: 336
Joined: 08 ივლ 2009, 08:22
შოვი 2010 (რაჭა ჩემი სიყვარული)

Post by ninininuca » 05 სექ 2010, 15:59

ნიიიი გაგრძელებას ველიიი :)
Image

User avatar
konstantine
იეტი
Posts: 1243
Joined: 23 ივნ 2008, 22:40
Location: Katitsvera
შოვი 2010 (რაჭა ჩემი სიყვარული)

Post by konstantine » 05 სექ 2010, 16:15

ვააახ, შენ გაიხარე ნინიკო....
ხომ გეუბნებით ანგელოზი არის თქო... :)
konstantine

'74' '37' '29' '27' '01'

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]