6/16.08 სვანეთობა 2010

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
tamunia_ch
ბილიკზე მოარული
Posts: 24
Joined: 10 სექ 2009, 17:09
6/16.08 სვანეთობა 2010

Post by tamunia_ch » 07 სექ 2010, 00:04

ძილის წინ
Image

დილა თუშფალანგით და სიმღერების თანხლებით გათენდა
Image

Image
Butterfly

User avatar
tamunia_ch
ბილიკზე მოარული
Posts: 24
Joined: 10 სექ 2009, 17:09
6/16.08 სვანეთობა 2010

Post by tamunia_ch » 07 სექ 2010, 15:54

დილის ბირჟა
Image

Image


ვუკრავთ ვისაც რაზე შეგვიძლია, თუმცა ჯონის ხო ყველაფერზე დაკვრა შეუძლია. ნერვების გარდა :D
Image

Image

ბაქარის ლეგენდარული გიტარა გევიდა გაღმა, ჩაბარდა პატრონს :D
Image

Image

Image
Butterfly

User avatar
tamunia_ch
ბილიკზე მოარული
Posts: 24
Joined: 10 სექ 2009, 17:09
6/16.08 სვანეთობა 2010

Post by tamunia_ch » 07 სექ 2010, 15:56

ამასობაში ცეკვაც გახურდააა
Image

Image

Image

შალახო
Image

სვანური
Image

Image

Image
Butterfly

User avatar
tamunia_ch
ბილიკზე მოარული
Posts: 24
Joined: 10 სექ 2009, 17:09
6/16.08 სვანეთობა 2010

Post by tamunia_ch » 07 სექ 2010, 16:00

ლეგენდარული ხორუმი კახამ დაიწყო
Image

გიორგი შემოუერთდა
Image

აიწყო კიდეც
Image

საბოლოოდ კი გადმოიხარა და თხლაშააან
Image
Butterfly

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
6/16.08 სვანეთობა 2010

Post by lama » 15 სექ 2010, 14:45

სვანეთობა 2010
(ავტორი: ჯონი კაპანაძე)

Image

იუჯითში ატყდა ღელვა,
ტობას ჰქონდა დებულება.
სვანეთობა იწყებოდა
ხალხს მოუნდა შვებულება.

ექვს აგვისტოს შეიკრიბნენ
ბაქანს უმძიმს ხალხის მასა,
ჩვენმა ლამამ ეს ლაშქრობა
ძვირი სულ არ დააფასა.

ერთ ვაგონში რომ მოთავსდნენ
წვრილად ჩანდა ლიანდაგი,
ლაშქრობაში მიდიოდნენ
მეგი, მოზო, კიდევ შმაგი.

იხითხითეს, იკისკისეს,
და ჩავიდნენ ზუგდიდამდე.
მეგი გზაში მიაწყევლეს
ტყემალს ტლეკდე, სუპსა ჭამდე.

და აუხდათ ყოველივე
იმ ქალისგან წყევლად თქმული,
კუბდარს რომ არ მივძრომოდით
გაგვძვრებოდა ალბათ სული.

რომ დავრეკეთ, ჩვენი ლამა
ხაიშს იდგა თავის რაზმით.
ხუდონს უკან ჩამობრუნდა
ხშირი სუნთქვით, კუჭზე სპაზმით.

ნაწილმა გზა გააგრძელა
ეცერს დაგვხვდნენ „ბირჟის“ სკამზე,
გამბარდია არიგებდა
„შპროტ - ტუშონკას“ ყველა კაცზე.

შეეფინენ ეცერის ველს,
ჭრელად ჩანდნენ ვით თხის რემა.
ჩვენში დარჩეს მოზოსაგან
კი მეკუთვნის ერთი ცემა.

მეზერის მთას რომ ავედით,
ატყდა სურათების ღება.
ხალხმა ტანზე შემოიცვა
არ ეწადათ გაციება.

მოათრევდა მწვანე ლეიბს
გასაბერსა ის საწყალი.
ეს ნინიკოს ტახტი იყო
რას არ გააკეთებინებს ქალი.

მე ლაჰილის სილამაზემ
ძალზედ მაგრად დამაბოლა,
გაოგნებული ვუყურებდი
ბაქომ როგორ ჩამიქროლა.

პირველი დღეც ჩამობნელდა
კოცონს შევრჩით ექვსი ლოთი.
ლექსს ვამბობდით, არაყს ვსვამდით
ვინ გვაღირსა პური, შოთი.

დაგვათენდა, და საუზმეს მალე მოვრჩით.
მივეყარეთ ყველა ჩრდილში,
მე ბრელოკებს ვარიგებდი,
სიზმრად მახსოვს როგორც ძილში.

მერე მოხდა თლა მთავარი,
გავიცანით ყველამ ყველა.
გადაცემა მე მიმყავდა
ბევრგან ლამა წამეშველა.

გამოყ - მათემატიკოსი
გაგვერია მარაქაში.
გვყავდა ორი ჟურნალისტი
ერთს რეზინა ჰქონდა ტანში.

დაღმართ - დაღმართ წოლა დგომით
ქე ჩავედით მჟავე წყლამდე.
ჩვენი სიცილ, ღრეჯვა, მანჭვა
ადიოდა მეცხრე ცამდე.

ბეჩოს ვიყიდეთ ლუდები.
მაზერს გვიცადეს სწრაფებმა,
კუჭის პრობლემა მოგვიხსნა
ჩვენ გამზარდიას ფაფებმა.

შდგრასაკენ გავემართეთ,
გვსურდა დოლსა გაგვეტოპა,
ფეხს წაიძრეს ტუფლ-სანდალი
მხოლოდ ზაზამ დაასტოპა.

იდინამ, რომ იგრძნო საფრთხე
თავს დაატყდა ჩვენი წყენა
და გავრიყეთ ვით ალუდა
გააჩერა წამსვე ენა.

სად მიდიხართ თქვე ქათმებო,
ამ მდინარის ღმერთს აქვს შიში.
არა უნდა გაგვეტოპა
და გვენახა ფიში-ფიში.

მშიერ ქეთოს რომ შევხედე
აღარ ედო ფერი-ფური.
მესაზღვრესთან მივიჭერი
და ვითხოვე ერთი პური.

იმან ხაჭაპური მომცა
ააშენებს ღმერთი დიდად,
ზვავზე ტობა მივაწერეთ
და დავბრუნდით უკან მშვიდად.

გზად კაცებმა ვიბანავეთ,
მეგი იღებს შიშველ სხეულს.
მჟავე წყლებით გავიჭყიპეთ
ტუალეტში ვხმარობ შვეულს.

გაიშალა მერხთა სუფრა
დაწყებითის პირველ კლასში.
ის საღამო გავატარეთ
ყავის, ჩაის, ლუდის სმაში.

დანდო ყვება ანეგდოტებს
კახელებზე, ოსზე, სვანზე
უცაბედად შემოვიდა
ჩვენი "იდი" გიტარაზე.

ბლომად ვჭამეთ ანაკომი
ვინ გვაღირსა ტოლმა, ბაჟი.
იქ ბაქარმა შეიძინა
მდედრობითი ტრილიაჟი.

ავიბარგეთ, ავიზლაზნეთ
ბეჩოს უნდა დავრჩეთ დღესო,
იქ ფეხბურთი ითამაშეს
თერძი გაიჩითა ბესო.

ბევრს ისვამდა ფერუმარილს
მაზერს დაიბანა თმები.
განმუხურში ლევანს ჰკითხა
ვისია ეს „შორწიკები“.

მიდგა, მოდგა ჩვენი ხალხი
აიკრიბა ლუდის ფული.
ყველა სასმელს ნატრულობდა,
მისდიოდა ყველას გული.

მოიტანეს ბლომად „პევა“
სმა წავიდა გარღვევამდე.
მოზო ისე გაილეშა,
ვერ მივიდა „სპალნიკამდე“.

იმ დღეს იმ ხალხს
თითქმის ყველას დაეკარგა გასაღები,
იეღოვა გვეუბნება თქვენ იყავით შვილნო კარგად
მე მომსტყვნია კეთილები.

სისხამ დილით კვლავ განახლდა
პევის სმა და ტაშ ფანდურა.
სიმღერის თქმა, ცეკვა, როკვა
არჩილმა კვლავ დაგვაპურა.

უცებ გაისმა გრგვინვის ხმა,
ჩანგომ დაკარგა კედები.
ბევრი ეძება ვერ ნახა,
გულში გვაგინა დედები.

დაიგო ჭირის ლოგინი
თავს აღარ იღებს ნაცრიდან.
თმას იშლის, სახეს იხოკავს,
ისმის ვაება კარვიდან.

(დატირება)
- როგორ მიყვარდით კედებო
- თქვენგან არ მახსოვს მაზოლი,
- ახლა სად უნდა გეძებო
(ქორო)
- მკითხავი ნახეთ ანზორიიი.

დოლრას რიყეზე დაუხვდათ
ანზორი ყოვლის ამხსნელი
გველი გყავთ ხალხნო ბანაკში,
ეროვნებით სჩანს ქართველი.

მეტი ვერა რა ვერ უთხრა
ჭირი ეტაკოს ანზორსა,
სანდლები ფეხზე ჩაიცვა
თავს აკვლევინებს მაზოლსა.

მეც გულმა ვეღარ გამიძლო
ვერ შევძელ მეტის ატანა,
კედები გამოუჩინე,
დამწყევლეს, როგორც სატანა.

ლატალს ჩავედით იმ დღესვე
ტუალეტს მიდის თამარი.
გზად მოძალადე დაუხვდა,
ლამის შეუხსნა ქამარი.

მერე მესტია, უშგული,
რინგზე გველგესლას ეპოქა.
სხვას მერე დავწერ, გაისად,
მგონი ამჯერად გვეყოფა.
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Jnosy
იეტი
Posts: 1716
Joined: 31 მარ 2005, 11:53
Location: თბილისი
Contact:
6/16.08 სვანეთობა 2010

Post by Jnosy » 15 სექ 2010, 14:59

:))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))
ვაიმე...
იმეტყველე გამართული ქართულით!!!

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
6/16.08 სვანეთობა 2010

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 18 სექ 2010, 00:40

tamunia_ch wrote:ეს ესაა დავბანაკდით და სუფრაც თავისით გაიშალა :)

ლუდის ბოთლების წვიმაც კი გვქონდა ბეჩოში :D :D :D
Image

Image
აუფ, რა ოდენობის პოლიეთილენია.
საწყალი ბუნება.
რა ბედი ეწიათ ცარიელ ბოთლებს?
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
6/16.08 სვანეთობა 2010

Post by lama » 18 სექ 2010, 01:21

GAMARJOBA SAKARTVELO
დაიწვნენ!!!
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
6/16.08 სვანეთობა 2010

Post by lama » 21 სექ 2010, 09:45

შდგრასკენ!!!

Image
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]