სვანეთი 3-8.08.10.

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
სვანეთი 3-8.08.10.

Post by Mta Mkvarebia » 10 აგვ 2010, 12:15

1. რეგიონი:
ზემო სვანეთი

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი –მესტია, მესტიის მუზეუმი- ლაღამი-კალა-კვირიკე-უშგული, მურყმელი, მაცხოვრის ეკლესია, უშგულის მუზეუმი-შხარას ძირი და ენგურის სათავე-ლამარია-იფარი, ნაკიფარის წ. გიორგის ეკლესია-მულახი-წანერის ხეობა და ჩანჩქერი-მესტია-ჭალადის მყინვარი-ლატალი, მაცხვარიში, იანაში, -ლენჯერი, მაცხოვრის სახელობის ეკლესია-ბეჩო, სოფელ უშხვანარის ღვთისმშობლის შობის ეკლესია-ეცერი, ფხოტრერის ეკლესია- ზუგდიდი, დადიანების სასახლე და მუზეუმი-ხობი, ხობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტერი-თბილისი

3. ხანგრძლივობა:
6 დღე და 5 ღამე

4. სირთულე:
ნაწილობრივ იოლი, ნაწილობრივ რთული. ეს გასვლა ლაშქრობის ელემენტებსაც შეიცავდა. ყველაზე რთული მონაკვებეტი წანერის ხეობაში ცანჩქერზე ჩასასცველი გზა იყო, სადაც დაახლოებით 300 მეტრის სიმაღლიდან ზოგ ადგილას 90%-იანი კუთით დავეშვით მდინარისკენ. ასვლა და ჩამოსვლას მაღალ მცენარეებზე მოჭიდებით ვახერხებდით. თავი ჯუნგლებში გვეგონა :)

შხარის და ჭალადის მყინვარების მარშრუტის დასაწყისი უადვილესია, სამანქანო გზაზე მიდიხარ დაახლოებით 2 საათი, მერე მყინვარს რომ უახლოვდები, ლოდებზე გიწევს ხტუნაობა.
ჭალადის მყინვარის მარშრუტზე, სანამ ტყეში შეხვალ, დაკიდებულ ხიდზე უნდა გადახვიდე.

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
255 ლარი ყველაფრის გათვალისწინებით (მგზავრობის, ღამისთევის და კვების, მძღოლის ღამისთევის, მესტიის, უშგულის და ზუგდიდის მუზეუმების ბილეთების, ორ მარშრუტზე დაქირავებული მეგზურის, საღამოობით ვახშამზე დასაყოლებელი ლუდის და უკანა გზაზე ქუთაისთან რესტორანში მირთმეული ხინკლის ჩათვლით :) )
,მათ ვინც ცხენი იქირავა დამატებით გადაიხადა თანხა, მაქსიმუმ 35 ლარი.
აქედან: 1000 ლარი მგზავრობის ფასია:
170 ლარი კი ღამისთევის. უშგულში ღამისთევა 3-ჯერადი კვებით 50 ლარი დაგვიჯდა, კალაში, მულახში, მესტიასა და ლენჯერში კი 30 ლარი.

6. მონაწილეთა რაოდენობა
19 ადამიანი:

1. ბამბინა
2. ნაიას + , თეა
3. მთაშენკა
4. ტომა
5. გამარჯობა საქართველოს + , ლიკა
6. დელ
7. დელ + , მორიდებული გიორგი
8.თებრო
9. ნიმფა
10. კარველების + , სამი გიორგის გასარჩევად, როგორც ხშირად ვეძახდით წითელი, ხანდახან ყვითელი გიორგი ;)
11.კაკატული
12. კაკატულის+
13.კაკატულის+ თათია
14.Stranger
15. იაკო
16. იაკო + ანი
17. იაკო + ნინი
18. იაკო + ანჯელა
19. GIORGI- BUNTURI , აქტიური, მხიარული და როგორც ხშირად ეძახდნენ დედას სიხარული გიორგი :D

7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი
ნაია, ცოტა მეც ვეხმარებოდი.

8. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
თბილისი- მესტია 460 კმ;
მესტია-უშგული 45 კმ.
მთლიანი მარშრუტის მანძილი: დაახლ. 1100 კილომეტრი

9. ფეხით გავლილი მანძილი:
უშგული-შხარას ძირი და ენგურის სათავე- 3 საათის გზა (სვანეთში ყველა მანძილს საათების მიხედვიტ ზომავენ ;) ), დაახლოებით 8 კმ ერთი გზა, ანუ ორი გზა- 16 კმ ,
მულახი-წანერის ხეობა და ჩანჩქერი, როგორც გვითხრეს 3 კმ უნდა ყოფილიყო, მაგრამ სულ მცირე 6კმ იქნებოდა ერთი გზა, ანუ ორი გზა - 12 კმ.
მესტია-ჭალადის მყინვარი და მესტიის წალის სათავე - დაახლოებით 7-8 კმ ერთი გზა, ანუ 14-16 კმ.

10. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
სოფელ ლატალის მაცხოვრის სახელობის ეკლესია; მესტია; მესტიის მუზეუმი; ხერგიანის მუზეუმი; სოფელი უშგული; ლამარიას ტაძარი, უშგულის მუზეუმი და ასევე საქართველოს უმაღლესი მწვერვალი შხარა (5068 მ.); ენგურჰესის კაშხალი, დადიანების სასახლე

11. საბანაკე ადგილები:
სოფლებთან დაბანაკება ყველგან შესაძლებელია

12. სასმელი წყალი მარშრუტზე:
ბევრ ადგილას გვხვდება, არის მჟავე წყლებიც მესტია-მულახის გზაზე, შხარის მყინვარის გზაზე, და ბეჩოში

13. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
ქუდი, სათვალე, მზისგან დამცავი ნელსაცხებელი,პირადი ჰიგიენის ნივთები, თბილი ტანსაცმელი, ეკლესიებში შესასვლელად გოგოებს ქვედაბოლო და თავსაბურავი, ბიჭებს კი გრძელი შარვალი დასჭირდებათ..

14. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
მაისის ბოლოდან - სექტემბრის ბოლომდე

15. რისკები, საფრთხეები:
ისეთივე საფრთხეები, რაც სხვა ადგილას მოგზაურობისას.

16. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
მაგთი, ყველგან იჭერს, თუმცა ზოგჯერ უჭირს
ჯეოსელი კი ადგილ-ადგილ ვერ იჭერს

17. სასარგებლო საკონტაქტო ინფო
დავით რატიანის საოჯახო სახლი "ლილეო", მისი მეუღლე ნანული რატიანი უშგულის მუზეუმის დირექტორია, 899912256, ძალიან სასიამოვნო და გულთბილი მასპინძელია
ეკა ჯაფარიძე, მესტია 899729900, ამ საოჯახო სასტუმროსიც სასიამოვნო გარემოა, პირდაპირ ცენტრში მდებარეობს.
ლენჯერი: ნუნუ გულედანი 890905148 და მისი შვილი მარიკა ნანსყანი 898457408, მათ სასტუმრო სახლს "ენგური" ჰქვია, ქალბატონი ნუნუც გულთბილი მასპინძელია. ლენჯერში მეორე ნაწილი ნანი და ზურა გულედანების ოჯახში დავბინავდით. მათი საოჯახო სასტუმრო "ირაკლი" მესტიის შესასვლელთან, ე.წ. "სოკოს უბანში" მდებარეობს. ტ: 895 405490 898 278892
ეს საკონტაქტო ინფორმაცია კიდევ წინა თემიდან გადმოვიტანე:
მარეხ ნიჟარაზე (აქირავებს ოთახს)
899 653022 (უშგული)
ნინო (მისი შვილი)
898646239
სასტუმრო სახლი "უშგული"
899 974873
სოფელი ჩვიბიანი, უშგულში
www.hotelushguli.ge

თუ მეგზური დაგჭირდათ, მიხეილ ხერგიანის ძმიშვილს, ბესო ხერგიანს დაუკავშირდით: 893669022 ჩვენ მან ჭალადის მყინვარზე აგვიყვანა და ჩვენს თვალწინ წამებში აირბინა ნაშალზე და კლდიდან დაგორებული უცხოელი გადაარჩინა.
მეგზურის მომსახურება საშუალოდ 50 ლარი ღირს.

18.სასარგებლო ბმულები
http://www.svaneti.ru/
http://www.ewpnet.com/georgia/ushguli.htm

სვანეთში კარვული გასვლების ბმულები:

უ "დონ-ლამა" ზესი - სვანეთის ტური16-20.06.09
სვანეთი 29 ივლისი - 6 აგვისტო, 2008
სვანეთობა 2008
სვანსვან :ც
თავისუფალი ხევი - სვანეტი : )
ზემო სვანეთი
ექსპედიცია ზემო სვანეთში - 02.09.07-07.09.07
ქვემო სვანეთი
სვანეთი - LIVE 23.08 - 03.09
სვანეთი.....სვანეთი....
"დიდი გასეირნება" 11-15 აპრილი 2008, იმერეთი-სვანეთი-აჭარა
სვანეთი თოვლი დაბადების დგე და მაიტა ნასოსი! : D
სვანეთიდან ბრუნდებიან!
Last edited by Mta Mkvarebia on 10 აგვ 2010, 13:57, edited 2 times in total.
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
სვანეთი 3-8.08.10.

Post by Mta Mkvarebia » 10 აგვ 2010, 12:18

ცნობები სვანეთის შესახებ:

სვანეთი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მოიცავს კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებს და მდინარეების ენგურისა და ცხენისწყლის ზემოწელს. ისტორიულ სვანეთში შედიოდა აგრეთვე ე. წ. აფხაზეთის სვანეთი (მდინარე კოდორის ზედა ნაწილი), სამეგრელოს, ზემო რაჭისა და ლეჩხუმის მოსაზღვრე რეგიონები.

ადრინდელ საუკუნეებში სვანეთი კოლხეთის სამეფოს შემადგენელი ნაწილი იყო, შემდეგ ეგრისის სამეფოსი. XI-XV საუკუნეებში ერთიანი საქართველოს საერისთავო იყო. როდესაც საქართველო დაიშალა სამეფო-სამთავროებად, სვანეთიც რამდენიმე ნაწილად გაიყო: თავისუფალ, სადადეშქელიანო და სადადიანო სვანეთად.

ამჟამად სვანეთი ორ ნაწილად იყოფა, ზემო და ქვემო სვანეთად. მათ ჰყოფს მაღალი სვანეთის ქედი ლატფარის ზეკარით. ზემო სვანეთი შეიცავს მდინარე ენგურის ხეობას სათავიდან სამეგრელოს საზღვრამდე, ხოლო ქვემო სვანეთი — ცხენისწყლის ხეობას სათავიდან მურის ხიდამდე (ქ. ცაგერის სიახლოვეს).

თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ზემო სვანეთი შედის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის რაიონში, ქვემო სვანეთი — რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მხარის ლენტეხის რაიონში. სვანეთის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ქართველია, კერძოდ მათი ეთნოგრაფიული ჯგუფი — სვანები.

თავისუფალი სვანეთი, ზემო სვანეთის უბატონო თემებისათვის მეფის რუსეთის ადმინისტრაციის მიერ პირობითად შერქმეული სახელწოდება; გაჩნდა მას შემდეგ, რაც 1853 წელს ზემო სვანეთი მეფის რუსეთის ხელისუფლებას დაემორჩილა. ცენტრი - სოფ. ლალხორი. "თავისუფალი სვანეთი" ტერიტორიულად მოიცავდა მდინარე ენგურის ზემო დინების აღმოსავლეთ ნაწილს, ბალის ქედიდან უშგულის ჩათვლით, ლატალის, ლენჯერის, მესტიის, მულახის, წვირმის, იფარის, ადიშის, კალისა და უშგულის თემებს

უშბა - ორთავიანი მწვერვალი მესტიის რაიონში, სვანეთის კავკასიონზე. მდებარეობს იალბუზის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის პატარა შტოზე. სიმაღლე 4700 მ. აგებულია გრანიტებით. უშბის ფერდობებიდან ეშვება მყინვარები: გულის, უშბის. განვითარებულია ალპინიზმი.მასზე პირველი ასვლა განხორციელდა 1934 წელს ალექსანდრე ჯაფარიძის ხელმძღვანელობით


მესტია (ყოფილი სეტი), დაბა, მესტიის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მესტიის ქვაბულში, მდინარეების მესტიაჭალასა და მულხრის ნაპირებზე ზღვის დონიდან 1500 მ, თბილისიდან 456 კმ, ზუგდიდიდან 128 კმ (უახლოესი რკინიგზის სადგური). დაბის სტატუსი მიენიჭა 1968 წელს. მოსახლეობა 2.6 ათასი (2002).

ნოტიო ჰავაა, იცის ცივი ზამთარი და ხანმოკლე ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 5,7°C, იანვრის 6,4°C, ივლისის 16,4°C. აბსოლუტური მინიმალური - 35°C, აბსოლუტური მაქსიმალური 35°C. ნალექები 1035 მმ წელიწადში.

მესტია ქართული ხუროთმოძღვრებისა და ეთნოგრაფიის ერთ-ერთი ღირშესანიშნავი ძეგლია. აქ კარგადაა შემონახული შუა საუკუნეების საერო, საკულტო და თავდაცვითი ნაგებობები. საკულტო ნაგებობათაგან აღსანიშნავია: მაცხოვრის (მაცხვარიშ) ქვით ნაგები ორსართულიანი ეკლესია (XIII-XIV სს.), რომლის კედლებსაც მაღალოსტატურად მოხატული ფრესკები ამკობს; ღვთისმშობლის (ლამარია) ეკლესია (განვითარებული შუა საუკუნეები) მოხატულობითა და წარწერეით; სეტის მთავარანგელოზთა (თარნგზელ) და ფუსტის ეკლესიები. შემონახულია აგრეთვე სვანური სახლ-სიმაგრეები - გალავნით შემოზღუდული ერთიანი კომპლექსი, რომელშიც შედის კოშკი, მასზე მიდგმული სახოვრებელი (მაჩუბი) და სამეურნეო დანიშნულების სხვა შენობები.

მესტია მდიდარია მატერიალური კულტურის ძეგლებით. მათგან აღსანიშნავია სვიმონ მესვეტის ხატი (XI ს., მაცხოვრის ეკლესია), საკურთხევლის წინა ჯვარი და მაცხოვრის ხატი (მთავარანგელოზთა ეკლესია). მესტიის სვანეთის ისტორილ ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცულია ქართული ჭედური ხელოვნების მრავალი ღირსშესანიშნავი ნიმუში, ძველი ქართული ენისა და მწერლობის უძველესი ძეგლები (ადიშის ოთხთავი, 897, და სხვა).

დაბაში არის ადმინისტრაციული, კულტურის (სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, მიხეილ ხერგიანის ძეგლი (1974, მოქანდაკე ვ. ონიანი, არქიტექტორი ვ. ცინცაძე)), განათლების, ჯანდაცვის და ტურიზმის (ტურბაზა, ტურისტული სასტუმრო) დაწესებულებები



თეთნულდი - მწვერვალი სვანეთის კავკასიონზე მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მდ. ენგურის სათავეებში, მესტიის რაიონში. სიმაღლე 4852 მ. აგებულია ძირითადად ძველი კრისტალური ქანებისაგან. 3000 მ-ს ზემოთ დაფარულია მუდმივი თოვლით. თეთნულდი გამყინვარების დიდი ცენტრია. მის ფერდობზე ეშვება მყინვარები: წანერი, ადიში და სხვა საერთო ფართით 46 კვ. კმ.

თეთნულდზე პირველად 1930 წელს ავიდნენ (ხელმძღვანელი ალექსანდრე ჯაფარიძე). თეთნულდზე ალპინისტ სიმონ ჯაფარიძის დაღუპვასთან დაკავშირებით მწვერვალის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე გაშიშვლებულ კლდეს "ჯაფარიძის მოწმეები" ეწოდა
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
სვანეთი 3-8.08.10.

Post by Mta Mkvarebia » 10 აგვ 2010, 12:18

უშგული — თემი მესტიის მუნიციპალიტეტში. შედგება 4 სოფლისგან: ჟიბიანი, ჩვიბიანი, მურყმელი, ჩაჟაში.

უშგული მდებარეობს შხარას ძირას, ენგურისა და შავწყალა-ქვიშარას შესართავთან. უშგულის თემის სიმაღლე მერყეობს ზღვის დონიდან 2060 მეტრიდან 2200 მეტრამდე. ამ მონაცემებით უშგული ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებად მიიჩნევა.

უშგული შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებით უკავშირდება მესტიასა და ლენტეხს. ლენტეხთან დამაკავშირებელი გზა გადის ზაგაროს უღელტეხილზე, რომელიც წელიწადში მხოლოდ სამ თვესაა გახსნილი, ხოლო დანრჩენი დროის მანძილზე თოვლით იფარება. უშგული ზვავსაშიშ ზონაში მდებარეობს. 1987 წელს დიდი ზვავის გამო ადგილობრივი მხოვრებლები ეკომიგრანტებად იქცნენ, ძირითადად, ქვემო ქართლში. ამჟამად თემში დაახლოებით 70 კომლი სახლობს.
უშგულთან ახლოს, ენგურის სათავეებთან მოდის მინერალური წყალი.
ისტორია
უშგული ბუნებრივი მდებარეობის გამო მოწყვეტილი იყო დანარჩენ სვანეთს. უახლოეს თემში, კალაში, რომელიც 7 კილომეტრში მდებარეობს, გადასვლაც კი საკმაო სირთულეს წარმოადგენდა. ხალხის მეხსიერებაში შემორჩენილია ლეგენდა დევის ნაშენზე, ეს არის კლდე, რომლესაც, ლეგენდის თანახმად, ენგურის ხეობა ჩაუკეტავს და სოფელი იტბორებოდა. კატასტროფის თავიდან ასარიდებლად უშგულიდან და კალადან დაძრულა ორი ვერძი, რომლებიც საპირისპირო კუთხეებიდან დასჯახებიან კლდეს და დაუნგრევიათ.

უშგულის ეტიმოლოგიას ”უშიშარ გულს” უკავშირებენ. ისტორიულად, უშგული უბატონო თემი იყო. უშგულში გაბატონების მსურველი 7 თავადი მოკლეს. მათ შორის უკანასკნელი იყო ფუთა დადეშქელიანი, რომელიც უშგულის ლამარიაში მთელმა სოფელმა ერთად მოკლა.

ღირსშესანიშნაობები

უშგულის თემი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. ხშირია ტიპური სვანური თავდაცვითი კოშკები. მათი რაოდენობა ამჟამად 30-მდეა.

უშგულის ღირსშესანიშნაობებია:

უშგულის ლამარია
უშგულის არქეოლოგიური მუზეუმი
თამარ მეფის საზაფხულო და საზამთრო კოშკები
მაცხოვრის სახელობის ეკლესია - სოფელ მურყმელში
წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესია - სოფელ მურყმელში
მაცხოვრის სახელობის ეკლესია - სოფელ ჩვიბიანში
მაცხოვრის სახელობის ეკლესია - სოფელ ჟიბიანში
წმ. გიორგის სახელობის ეკლესია - სოფელ ჟიბიანში
ეკლესია - სოფელ ჩაჟაშში

ჟიბიანი მდებარეობს კავკასიონის სამხრეთით, მდინარე ენგურის მარცხნივ, ზღვის დონიდან 2100 მეტრზე. 2002 წლის აღწერით სოფელში ცხოვრობს 164 კაცი.
ჟიბიანი სვანურად ნიშნავს ზემო სოფელს.
ჟიბიანში დგას სამი ეკლესია. შუა საუკუნეების მაცხოვრის სახელობის ეკლესია დგას სოფელში ერთადერთ ხიან ადგილას. ეკლესია ბაზლიკის ტიპისაა, აღმოსავლეთით გამოყოფილი აქვს საკურთხევლის აფსიდი. შესასვლელი დასავლეთის მხრიდანაა.

სოფელის განაპირას დგას წმინდა გიორგის ეკლესია ”ჯგრაგ”. ეკლესია განვითარებული შუა საუკუნეებისაა, ბაზილიკის ტიპის. ეკლესიას გარს არტყია გალავანი.

სოფლის ჩრდილოეთით დგას სვანეთის დიდი სალოცავი - უშგულის ლამარია.

ჩვიბიანი, ჩუბიანი (სვანურად ქვემო სოფელი) მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთით, მდინარე ენგურის მარცხნივ, ზღვის დონიდან 2080 მეტრზე, ჩაჟაშიდან 0,5 კმ. 2002 წლის აღწერით სოფელში ცხოვრობს 58 კაცი.

სოფელში დგას მაცხოვრის სახელობის შუა საუკუნეების ეკლესია. ეკლესია დარბაზულიტიპისაა და შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. ყოველ 3 აგვისტოს იმართება სახალხო დღესსასწაული ლივსხვარი, რომელზეც ერთი წლის მონაცვლეობით ერთმანეთს აჯიბრებენ ვერძებსა და ხარებს, საბოლოოდ გამარჯვებულსაც და დამარცხებულსაც აუცილებლად დაკლავენ.

მურყმელი მდებარეობს მდინარე ენგურის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 2040 მეტრზე, ჩაჟაშიდან 0,5 კმ. 2002 წლის აღწერით სოფელში ცხოვრობს 32 კაცი.
მურყმელი სვანურად ნიშნავს კოშკების სოფელს (მურყვამ - კოშკი). გასული საუკუნის 80-იან წლებში სოფელში 80-მდე სვანური საბრძოლო კოშკი იდგა, ამჟამად შემორჩენილია 10-მდე კოშკი. სოფელში დგას ორი ეკლესია.
XI საუკუნით დათარიღებული მაცხოვრის ეკლესია დარბაზული ტიპისაა. ეკლესიის კედლებზე ჩანს ფრესკების არსებობის კვალი. ეკლესიაში შენახულია აშენების დროინდელი ანალოღია. სამრეკლოზე ჰკიდია XIX საუკუნის ზარი რუსული წარწერით.

შუა საუკუნეების წმინდა ბარბარეს ეკლესია დგას სოფლის განაპირას. ეკლესია დარბაზული ტიპისაა. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს, საიდანა მიშენებული აქვს დამხმარე სათავსო.

ჩაჟაში მდებარეობს მდინარეების ენგურისა და შავწყალა-ქვიშარას შესართავთან, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე, მესტიიდან 45 კმ. 2002 წლის აღწერით სოფელში ცხოვრობს 34 კაცი.
ჩაჟაში სვანურად ნიშნავს ცხენების სადგომს (ჩაჟ - ცხენი). ლეგენდის თანახმად, უშგულში ასული თამარ მეფე ცხენებს ამ სოფელში აჩერებდა.
ამჟამად ჩაჟაში მუზეუმადაა გამოცხადებული. უშგულის თემის სოფლებიდან ყველაზე მეტი სვანური კოშკი ჩაჟაშშია შემორჩენილი. სოფელში არის უშგულის არქეოლოგიური მუზეუმი.

სოფლის სამხრეთით, მთაზე დგას XII-XIII საუკუნეების ციხე-სიმაგრე, რომელიც შედგება გალავნისა და სამი კოშკისაგან. მათგან ორი სანახევროდ დანგრეულია, ხოლო ერთი თითქმის პირვანდელი სახითაა შემონახული. ციხე უშგულის ოთხივე სოფელს გადაჰყურებს. გადმოცემის თანახმად, ეს თამარ მეფის საზამთრო რეზიდენცია იყო.

სოფლის ახლოს დგას ასევე შუა საუკუნეების კოშკი, რომელსაც თამარ მეფის საზაფხულო კოშკს უწოდებენ. რეზიდენცია, სავარაუდოდ მოიცავდა მეორე კოშკსაც, რომლის მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი და ეკლესიას. ეკლესია დარბაზული ტიპის იყო. შენობაში შეიმჩნევა საკურთხევლისა და კანკელის კვალი.

სოფელში დგას შუა საუკუნეების ეკლესია დარბაზული ტიპისა. ეკლესია შემორტყმული აქვს გალავანი. დასავლეთის მხრიდან მიშენებული აქვს სტოა. სტოაში შესასვლელი სამხრეთის მხრიდანაა.
უშგულის ლამარია - IX-X საუკუნეების ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია სვანეთში, უშგულის თემში.

ლამარია, მარცვლეულის ნაყოფიერების, მეწვეული საქონლისა და ხელსაქმის მფარველი სვანური ქალღვთაება. მისი კულტი აღმოცენდა ძვ. აგრარული ქალღვთაებისა და ქრისტიანული მარიამ ღვთისმობლის კულტის შერწყმის შედეგად. ქრისტიანობის გავლენით ქალღვთაების ძვ. სახელი გაქრა და შესაბამისი ქრისტიანი წმინდანის სახელით შეიცვალა. სვანების წარმოდგენით, ლამარიას ღვთაებათა პანთეონში უკანასკნელი ადგილი ეჭირა. ლამარიას დღეობები ძირითადად ახალი წლისა და ადრესაგაზაფხულო დღესასწაულთა ციკლს ემთხვეოდა. მის სახელობაზე დიასახლისი სპეციალურ კიდობანში ინახავდა საუკეთესო მარცვლის ფქვილს, რომელსაც ლამარიას კულტმსახურების დროს იყენებდნენ. მაგ., ახალი წლის ციკლის ერთ-ერთ დღესასწაულზე, შუშხვამის ღამეს აცხობდნენ საგანგებო, შუაში გახვრეტილ, დისკოსებურ ქიმებიან კვერს, რომელიც ოჯახის წევრთა კეთილდღეობისათვის იყო განკუთვნილი და წლის ბოლომდე კერის თავზე ეკიდა. ლამარიას სახელობისად ითვლებოდა საგაზაფხულო დღეობა ლილაშუნე-თესლობა. ამ დღეს აცხობდნენ ხარისა და სახვნელის გამოსახულების კვერებს, აწყობდნენ ტაბლაზე ან სპეციალურ მრგვალ კვერზე, ე. წ. კალოზე, და ლამარიას წირავდნენ.

ლამარიას ეკლესია და კოშკიეკლესია მდებარეობს სოფელ ჟიბიანის ჩრდილოეთით, ამაღლებულ ბორცვზე. ეკლესიას შემორტყმული აქვს გალავანი, რომელიც დასავლეთის მხრიდან სრულდება სვანური კოშკითა და ორი დამხმარე ნაგებობით. ეკლესია ბაზილიკის ტიპისაა. დასავლეთით აქვს სტოა, რომელსაც შესასვლელი სამხრეთის მხირიდან აქვს. ეკლესიაში შემორჩენილია ფრესკები, ასევე XIX საუკუნის რუსული სერობის ხატი.

ეკლესიის ეზოში დგას ქვის დიდი სკამი. გადმოცემის თანახმად ამ სკამზე მოკლეს უშგულის დაპყრობის მსურველი თავად - ფუთა დადეშქელიანი


შხარა - ორთავიანი მწვერვალი მესტიის რაიონში, სვანეთის კავკასიონზე. იგი წარმოადგენს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის უმაღლეს მწვერვალს და მდებარეობს მის ცენტრალურ ნაწილში. სიმაღლე 5068 მ. აგებულია გრანიტისა და კრისტალოვანი ფიქალისაგან. ჩრდილოეთის მხრიდან მყინვარი ბეზენგია, სამხრეთიდან - მყინვარი შხარა. საბჭოთა ალპინისტები შხარაზე პირველად ავიდნენ 1933 წელს.
1963 წელს შხარაზე მწვერვალიდან დაშვების დროს ტრაგიკულად დაიღუპა ცნობილი მთამსვლელი და ფოტოხელოვანი გურამ თიკანაძე
Image

User avatar
kakatuli
ბოდიალა
Posts: 196
Joined: 23 სექ 2008, 10:31
Contact:
სვანეთი 3-8.08.10.

Post by kakatuli » 10 აგვ 2010, 12:29

ყოხაღ, ლიკუშ, რამდენი გიშრომია! საღამოსკენ ჩემს ფოტოებს შევაშველებ შენს ნამუშევარს..

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
სვანეთი 3-8.08.10.

Post by Mta Mkvarebia » 10 აგვ 2010, 12:47

საინტერესო მოგზაურობა გამოგვივიდა სვანეთში. მონაწილეთა ნაწილმა ეს მხარე პირველად ნახა და ყველა მართლა მოიხიბლა. სანამ რეპორტაჟს შემოგთავაზებთ, მოკლედ გაგაცნობთ ჩვენი მოგზაურობის მარშრუტს და რამდენიმე ფოტოსაც დავდებ:

I დღე:
დილის 5 საათზე შევიკრიბეთ სამთო ქიმიასთან და რამდენიმე წუთის მერე გავემართეთ სვანეთისკენ. წივწივამ და მირანდამ გაგვაცილეს და სასიამოვნოდ გაგვაკვირვეს :D. წივწივას სურპრიზი- ნაყინი ჰქონდა მოტანილი და სულ თავის ხელით გვაჭამა :wink: . დამღლელი გზის შემდეგ მესტიაშიც ჩავედით, სანამ მუზეუმი დაიკეტებოდა, მოვასწარით იქ დაცული ღირშესანიშნაობების და სიწმინდეების ნახვა, მუღალის ეკლესიაც მოვინახულეთ და გავემართეთ კალაში. სადაც გვიან ღამით დავბინავდით. იმ დღეს 16 საათი მოგვიწია მინიბუსში ჯდომა და ძალიან დავიღალეთ.

II დღე:
მოვინახულეთ კვირიკეს სახელობის ეკლესია, იქ დაცული ხატები, ჯვრები სხვა სიწმინდეები, და ულამაზესი ფრესკები, შემდეგ უშგულისკენ გავემართეთ. ჯერ მურყმელში გავისეირნეტ, მაცხოვრის სახელობის ეკლესიაც ვნახეთ, მერე უშგულის მუზეუმი დავათვალიერეთ. შემდეგ საოჯახო სასტუმროში დავბინავდით და საღამოს კი სოფელში გავისეირნეთ.

III დღე:
ის დღე შხარას მყინვარის და ენგურის სათავის მონახულებას დავუთმეთ. ნაწილი ფეხით, ნაწილი კი ცხენებით გავემართეთ მყინვარისკენ. იქიდან დაბრუნებულებმა ლამარია მოვილოცეთ (მანამდე ცხენოსნები მდინარის მეორე ნაპირზე გადავიდნენ და ლამაზი ტბა ნახეს), მერე ადგილობრივ ლუდის ბარში დავისვენეთ ;) , სანამ მეორე ნაწილი ჩაბარგდებოდა და გამოვემართეთ მულახისკენ. გზად იფარში შევიარეთ და ნაკიფარის წმინდა გიორგის ეკლესია ვნახეთ წმ. გიორგის წამების ცნობილი ფრესკებით. წვირმის მონახულება სამწუხაროდ ვერ მოვასწარით.

IV დღე:
მულახში დაბინავებულებმა, მეგზურის დახმარებით წანერის ხეობაში გავისეირნეთ და შემდეგ წანერის ჩანჩქერიც ვნახეთ. ამ მარშრუტის სირთულეზე ზემოთ უკვე ვწერდი :). შემდეგ გამოვემართეთ მესტიისკენ და ქალაქის ცენტრში დავბინავდით.

V დღე:
გეგმა შევცვალეთ და ქორულდის ტბების მონახულების ნაცვლად ჭალადის მყინვარისკენ გავემართეთ ასევე მეგზურის თანხლებით. როგორც აღმოჩნდა ტბებამდე მანქანას მისვლა გაუჭირდებოდა, არც ადგილობრივი ორხიდიანი მანქანების დაქირავება გვირჩიეს, ბოლომდე მაინც ვერ ადიანო, ძარიანი მანქანით ასვლა საშიშია მკვეთრი აღმართებია და შეიძლება გადნმოცვივდეთო. ფეხით კიდევ დაღლილები ვიყავით და შეიძლებოდა ნაწილს გაჭირვებოდა მაგ მარშრუტის გავლა და დროშიც ვერ ჩავეტეოდით. ჭალადის მყინვარით ყველა მოიხიბლა, გზად მრავლად გვხვდებოდა ჟოლოს ბუჩქები და მისი უგემრიელესი ნაყოფით ვიკოკლოზინებდით ყელს :D. იქიდან დაბრუნებულებმა ლატალის (მაცხვარიში, იანაში) და ლენჯერის (მაცხვარიში) ეკლესიები მოვინახულეთ.

VI დღე:
გამოვემართეთ თბილისისკენ. გზად ბეჩოში შევიარეთ, უშხვანარის ეკლესია ვნახეთ, მერე ეცერში ფხოტრერის ეკლესია ვინახულეთ, ბარჯასთან სიახლოვეს ჩანჩქერთან შევისვენეთ. დადიანების სასახლე-მუზეუმი დავათვალიერთ, შემდეგ ხობის დედათა მონასტერი მოვილოცეთ, ქუთაისთან რესტორანში შევყოვნდით, ჩვენდა გასაკვირად გემრიელი ხინკალი დავაგემოვნეთ ხაჭაპურთან და ლუდთან ერთად და ღამის 2-ის ნახევარზე თბილისში ჩამოვედით.

ეს იყო ორიოდე სიტყვით ჩვენი მოგზაურობის შესახებ. შუალედებში რომ ძალიან ვხალისობდით და ვერთობოდით, ამაში ხომ ეჭვი არ გეპარებათ? ;) ამის შესახებ კი მონაწილეთა რეპორტაჯებიდან და ფოტოებიდან შევიტყობთ :D.

ჯერ კი ღირშესანისნაობების რამდენიმე ფოტოს დავდებ:
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
სვანეთი 3-8.08.10.

Post by Mta Mkvarebia » 10 აგვ 2010, 12:51

უშგული, მურყმელი
Image

Image

Image

Image

Image

უშგული


Image

Image

Image

Image

Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
სვანეთი 3-8.08.10.

Post by Mta Mkvarebia » 10 აგვ 2010, 12:54

ლამარია

Image

Image

Image

Image


ხედები უშგულის მუზეუმიდან:

Image

Image

ლენჯერი


Image

Image

Image


Image


სადღაც გზაში
Image

Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
სვანეთი 3-8.08.10.

Post by Mta Mkvarebia » 10 აგვ 2010, 12:56

მულახი:

Image

Image

Image

Image

ნაკიფარის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია:

Image

უშბას ფონზე უშხვანარის ღვთისმშობლის შობის ტაძარი:
Image

Image

გზად ჭალადის მყინვარისკენ
Image

Image

Image


Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
სვანეთი 3-8.08.10.

Post by Mta Mkvarebia » 10 აგვ 2010, 12:58

ჭალადის მყინვარი
Image

Image

Image

Image


შხარის მყინვარისკენ:
Image
Image
Image

Image

Image

Image

Image

Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
სვანეთი 3-8.08.10.

Post by Mta Mkvarebia » 10 აგვ 2010, 12:58

Image

Image

Image

Image

ენგურის სათავე:
Image

წანერის ხეობა:
Image
Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
სვანეთი 3-8.08.10.

Post by Mta Mkvarebia » 10 აგვ 2010, 13:00

ულმაზესი ფრესკები და ხატები

ნაკიფარის (იფარის თემში) წმ. გიორგი:
Image

Image

მუღალის ეკლესია:
Image

Image

ლენჯერის მაცხოვრის სახელობის ეკლესია:
Image

Image


Image

Image

ლატალის იონა წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესია, იანაში:
Image

Image


Image

ლატალის მაცხოვრის სახელობის ეკლესია
Image
Last edited by Mta Mkvarebia on 10 აგვ 2010, 14:06, edited 1 time in total.
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
სვანეთი 3-8.08.10.

Post by Mta Mkvarebia » 10 აგვ 2010, 13:01

მუღალის ეკლესია:
Image

Image

Image

Image

Image

ნაკიფარის (იფარის) ეკლესია:
Image

Image

მურყმელის მაცხოვრის სახელობის ეკლესია
Image


Image


კალა, კვვირიკე
Image

მუღალი
Image
Last edited by Mta Mkvarebia on 10 აგვ 2010, 14:16, edited 2 times in total.
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
სვანეთი 3-8.08.10.

Post by Mta Mkvarebia » 10 აგვ 2010, 13:02

მუღალი
Image

Image

Image

მურყმელი

Image

Image

კალას კვირიკეს სახელობის ეკლესიამ გაგვაოცა

Image

Image

Image

Image

Image

Image

მაჩვიბი
Image

Image

დადიანების სასახლე:
Image


სხვა ფოტოებს მერე დავდებ.
Last edited by Mta Mkvarebia on 10 აგვ 2010, 14:19, edited 2 times in total.
Image

Iako.
მაწანწალა
Posts: 523
Joined: 07 მაი 2009, 23:06
სვანეთი 3-8.08.10.

Post by Iako. » 10 აგვ 2010, 13:39

გაიხარე ლიკო, ვისიამოვნე ძალიან.
ერთი დიდი სათხოვარი მაქვს: გეხვეწები ფრესკებს ეკლესიების სახელებიც დაურთე რაააა,
იმდენი ვნახეთ და თან ისეთი ემოციებით, რომ სულ ერთმანეთში ამერია, ანდა მინდა არასოდეს არ ამოვიდეს ჩემი გონებიდან ეს ეკლესიები და ფრესკები.
თუ ძალიან არ დაგტვირთავს რა თქმა უნდა.

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
სვანეთი 3-8.08.10.

Post by Int3lig3nt » 10 აგვ 2010, 13:46

მომავალ წელსაც გავიმეოროთ რა ეს გასვლა.
მეც მინდა :(.
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]