Page 2 of 6

სტეფანწმინდა, საბერწე, მეტეო, სამება 2010.31.07-1/2.08

Posted: 03 აგვ 2010, 21:50
by Tamusia
Image

Image

Image

Image

Image

სტეფანწმინდა, საბერწე, მეტეო, სამება 2010.31.07-1/2.08

Posted: 03 აგვ 2010, 22:06
by Tamusia
გადავიარეთ თოვლები და ყინულები. ნაპირი სავსე იყო მიწიანი ყინულით და დიდი ნაპრალებით

Image

რამდენიმე ხანი მოვანდომეთ გადასასვლელი ადგილის პოვნას, ჩავუარეთ ამას და გავედით სამშვიდობოს

Image

და აი აღმართი, რომელსაც ეწოდება ბოღმა, არ გაგიჭირდებათ მიხვდეთ რატომ

Image

შევუყევით ბოღმას. სულ მალე გამოჩნდნენ ის გამყოლები, რომლებმაც წეღან ჩაგვიარეს, მოაცილებდნენ მოგზაურ-მთასვლელებს

Image

Image

Image

Image

სტეფანწმინდა, საბერწე, მეტეო, სამება 2010.31.07-1/2.08

Posted: 03 აგვ 2010, 22:20
by Tamusia
ჩვენ ნელ-ნელა ზევით მივიწევდით. მე მივდიოდი ნელა. წინა დღესთან შედარებით, როგორც იტყვიან "გამეხსნა" და უფრო ადვილად დავდიოდი, მაგრამ აღმართში მაინც ვერ ვილაღებდი

შალვა თან მიცდიდა და თან მთიელდებოდა :)

Image

Image

ვინც არ იცნობთ, იცოდეთ, ის ნამდვილი ჯენტლმენტია :)

Image

და, როგორც იქნა, ავედით

Image

სტეფანწმინდა, საბერწე, მეტეო, სამება 2010.31.07-1/2.08

Posted: 04 აგვ 2010, 08:08
by shalva
Tamusia

თამუსიააააა მაგარი სურათები მაგარი რეპორტაჟი მაგარი ხალხი :*:*:*

მაგარი გასვლაა 8)

გააგრძელე :arrow:

სტეფანწმინდა, საბერწე, მეტეო, სამება 2010.31.07-1/2.08

Posted: 04 აგვ 2010, 09:22
by konstantine
მაგრები ხართ....

სტეფანწმინდა, საბერწე, მეტეო, სამება 2010.31.07-1/2.08

Posted: 04 აგვ 2010, 11:23
by Ninukala
სამივე ძალიან ყოჩაღები ხართ.... :)

სტეფანწმინდა, საბერწე, მეტეო, სამება 2010.31.07-1/2.08

Posted: 04 აგვ 2010, 11:26
by Tamusia
shalva

მაგარიც ხარ და უარესიც :D

მეტეოსთან მიახლოვებულეს ბაქო და ლაშა შეგვეგებნენ

თეთრი წარწერა კი იუწყება, კარავი ერთი ღამე 5 ლარიო. დაგიზუსტებთ, რომ 5 ლარი კარვის გასაშლელი ადგილი ღირს

Image

ჩვენ თვალწინ მშვენიერი კარვული დასახლებაც გადაიშალა

Image

Image

იქაური ყოფის ელემენტები

Image

დურბინდი

Image

სტეფანწმინდა, საბერწე, მეტეო, სამება 2010.31.07-1/2.08

Posted: 04 აგვ 2010, 12:00
by Tamusia
შევარჩიეთ საკარვე ადგილი და წავიხემსეთ

Image

მალევე კარავი გავშალეთ და მცირე ხნით დავისვენეთ. უკან ღრუბლებში მყინვარი იმალება

Image

ხედი ჩვენი აივნიდან

Image

და მცირე ხნის შემდეგ გავუყევით გზას, სავარაუდოდ, ზღვის დონიდან 4000 მეტრზე მდებარე სამების ეკლესიისკენ

Image

სტეფანწმინდა, საბერწე, მეტეო, სამება 2010.31.07-1/2.08

Posted: 04 აგვ 2010, 12:16
by Tamusia
გზა. აქაც ბილიკი ადის

Image

Image

Image

Image

ამ დროს მყინვარი ისევ ღრუბლებში იმალებოდა, მაგრამ მაინც ჩანდა, თანაც სულ ახლოს

Image

სტეფანწმინდა, საბერწე, მეტეო, სამება 2010.31.07-1/2.08

Posted: 04 აგვ 2010, 12:25
by Tamusia
გამოჩნდა

Image

Image

აქ ხევსურეთში გარდაცვლილთა სულებისთვის ფსალმუნი წავიკითხეთ და სამების მადლს შევავედრეთ მათი სულებიც და მათი ახლობლებიც

Image

Image

Image

სტეფანწმინდა, საბერწე, მეტეო, სამება 2010.31.07-1/2.08

Posted: 04 აგვ 2010, 12:39
by betqila
ყოჩაღ, საქებარ სიტყვებს არ დაიშურებს სიტყვაძვირი კაციც კი თქვენთვის.
მეც მომინდა ისე ძლიერ მანდ ასვლა, რომ სურათებს რომ ვხედავდი გული შემეკუმშა. კიდე ბევრ ესეთ კარგ წარმატებულ ლაშქრობას გისურვებთ მეგობრებო.

სტეფანწმინდა, საბერწე, მეტეო, სამება 2010.31.07-1/2.08

Posted: 04 აგვ 2010, 13:51
by Tamusia
ყველას მადლობა შექებისთვის

Image

რადგან ცაზე ოდნავ მუქი ღუბელი გამოჩნდა, დიდხანს აღარ დავყოვნდით და დავეშვით ქვევით, თუმცა ამინდი არ შეცვლილა

Image

40 წუთში ჩამოვედით, 10-15 წუთი შუაგზაში დასვენებიანად

Image

საქმე არაფერი გვქონდა, გარდა იმისა, რომ არაფერი გვეკეთებინა. მხოლოდ შალვა კერავდა თავის ფეხსაცმელს და თან გაოცებული იყო: ჩვენს პოლონელ მეზობლებს ფეხსაცმლის შესაკეთებელი ყველა ხელსაწყო ჰქონიათ წამოღებული, შალვაც იჯდა და მათ მიერ ნათხოვნი რაღაცეებით მუშაობდა.

უნდა გითხრათ, რომ ბანაკის ჰაერში ტრიალებდა სრული იდილია, რომელიც ვრცლად იშლებოდა იქაურ უკიდეგანო სივრცეებში

Image

მოსახლეობას შეადგენდნენ უკრაინელები, პოლონელები და ბელორუსები

Image

სტეფანწმინდა, საბერწე, მეტეო, სამება 2010.31.07-1/2.08

Posted: 04 აგვ 2010, 14:07
by Tamusia
მზე ჩავიდა, მოსაღამოვდა

Image

კი არ აცივდა, ყინვა დაიწყო. სასწრაფოდ ვივახშმეთ და თქვენ წარმოიდგინეთ 8 საათზე შავწექით საძილეებში, გარეთ უბრალოდ ვერ გავჩერდით

Image

დილა გათენდა ისევ მზიანი

ამ დროს აი ჯაან მარიაჟული ფოტოს გადაღება მინდოდა და ოდნავი ეჭვიც არ მქონდა, რომ ელასტიკები მქონია ამოჩაჩული. ესეც რომ არ იყოს, მარიაჟულად პოზირების ნიჭი მაინც არ მეტყობა, ყოველშემთხვევაში აქ :)

Image

ავლაგდით, ჩავლაგდით, ცოტა დავყოვნდით...

Image

და წამოვედით

სტეფანწმინდა, საბერწე, მეტეო, სამება 2010.31.07-1/2.08

Posted: 04 აგვ 2010, 15:22
by Ninukala
ყოჩაღები... :)

სტეფანწმინდა, საბერწე, მეტეო, სამება 2010.31.07-1/2.08

Posted: 04 აგვ 2010, 16:06
by guruli
ყოჩაღები ხართ, ყოჩაღ!!!
კარგი ფოტოებია.