სტეფანწმინდა, საბერწე, მეტეო, სამება 2010.31.07-1/2.08

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
სტეფანწმინდა, საბერწე, მეტეო, სამება 2010.31.07-1/2.08

Post by Tamusia » 03 აგვ 2010, 12:13

1. რეგიონი:
ადმინისტრაციულად - მცხეთა-მთიანეთი, ყაზბეგის რაიონი.
კუთხე: ხევი

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-ყაზბეგი-გერგეტი-საბერწე-მეტეო-სამება

3. ხანგრძლივობა:
3 დღე

4. სირთულე:
რთული

5. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
სოფელი გერგეტი, დაბა სტეფანწმინდა,

6. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
თბილისი-ყაზბეგი -150 კმ+გერგეთის სამებამდე

7. ფეხით გავლილი მანძილი:
კილომეტრებში მანძილის შესახებ ინფორმაცია არ მომეპოვება

შემიძლია გითხრათ მხოლოდ, რომ გერგეთის სამებიდან საბერწემდე, ნელი ტემპით და შესვენებებით, ავედით 5საათსა და 30 წუთში.

საბერწედან მეტეომდე მოვანდომეთ დაახლოები 4 საათი

მეტეოდან სამებამდე - 1 საათი

დაბრუნებისას, მეტეოდან გერგეთის სამებამდე ჩამოვედით 3 საათსა და 30 წუთში. ასეთ სხვაობას განაპირობებს აღმართი ასვლისას და დაღმართი ჩამოსვლისას

8. სანახავი და ყურადღება მისაქცევი ობიექტები:
ალექსანდრე ყაზბეგის საგვარეულო ეკლესია და იქვე მდებარე მუზეუმი ყაზბეგში,
გერგეტის სამება ულამაზესი მთიანი, მათ შორის - მყინვარწვერიანი ხედებით
მყინვარწვერის მთელი მიმდებარე ტერიტორია.
დაახლოებით, ზღვის დონიდან 4000 მეტრზე მდებარე სამების, მცირე, ლითონის ეკლეცია

9. საბანაკე ადგილები:
გერგეთის სამების მიმდებარე ტერიტორია
საბერწე
მეტეო
და მთელი მარშრუტის მანძილზე სადაც თქვენ გაგიხარდებათ :)

10.სასმელი წყალი მარშრუტზე:
გერგეთის სამებასთან და სასურველია აიღოთ, ვინაიდან საბერწემდე აღარ შეგხვდებათ. საბერწესთან ჩამოედინება მდინარეც, რომლის წყალიც ისმევა და ბანაკში ახლოს წყაროც არის. მეტეოზე ასევე წყაროებია

11. საჭირო აღჭურვილობა, რეკომენდაციები:
აუცილებლად თბილი ტანსაცმელი და საძილე ნებისმიერ სეზონზე.
გამძლე სპორტული ფეხსაცმელი, უმჯობესია ბათინკი, რომლიც ყინულზე არ სრიალებს.

12. პირობები ფიჭვური კავშირგაბმულობისთვის:
ზოგან იჭერს, ზოგან არა. მეტეოდან და 4000 მეტრზე მდებარე სამებიდან დარეკვა შესაძლებელია

13. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში,
შეიძლება ამ გასვლის ფარგლებში ინახოს:


ყაზბეგის რაიონი ბუნებისგან ისე უხვად არის გალამაზებული, მრავალი დღეც არ იქნება საკმარისი სრულად სანახავად.
ახლო-მახლოს კი შეიძლება ინახოს:
ყუროს მთა იქვე, დარიალის ხეობა (ყაზბეგიდან 18-20კმ), თრსუსოს ხეობა (20 კმ), სნოს (6კმ) კოშკი და ეკლესიები, მათ შორის
საქართველოში ვახტანგ გორგასლის სახელობის 1ად1 ეკლესია, აგრეთვე, აჩხოტის ეკლესია (4კმ), სიონის ეკლესია
ძველი კოშკით (5კმ), ხოლო ფანშეთის კოშკები თერგის მარცხენა სანაპიროს (4 კმ)

14. ლაშქრობისას გავლილი უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან:
4000 მეტრი
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
Ledi
მაწანწალა
Posts: 628
Joined: 21 მარ 2010, 15:55
Location: ალუბლების ქუჩაზე :)
სტეფანწმინდა, საბერწე, მეტეო, სამება 2010.31.07-1/2.08

Post by Ledi » 03 აგვ 2010, 12:17

ეს თემა დღეს ვნახე, მაგრამ კვირას მეც ვიყავი გერგეტში.
რათქმაუნდა ამ მარშუტის შესახებ მაშინ არაფერი ვიცოდი, მაგრამ რომ იცოდეთ რამდენი გათვალიერეთ კარაველებო, იმედი მქონდა რომელიმე თქვენთაგანს მაინც ვნახავდი და რომ მცოდნოდა მართლა იქ იყავით ხომ სულ ფრენა ფრენით ამოვიდოდი. :( მთელი გზა ჩემი თვალებიც და გულიც თქვენ გაძებდათ :!:

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
სტეფანწმინდა, საბერწე, მეტეო, სამება 2010.31.07-1/2.08

Post by Tamusia » 03 აგვ 2010, 12:20

Ledi
კვირას გერგეთში არ ვყოფილვართ :)

გასვლის მთავარი ღირსშესანიშნაობა

Image
Last edited by Tamusia on 21 ივლ 2014, 21:27, edited 1 time in total.
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
Na-tia
მაწანწალა
Posts: 471
Joined: 31 ივლ 2008, 14:34
სტეფანწმინდა, საბერწე, მეტეო, სამება 2010.31.07-1/2.08

Post by Na-tia » 03 აგვ 2010, 13:00

Tamusia
მაგარია :D იცი რა მაინტერესებს? ერთი ღამე საბერწეზე დაბანაკდით და მეტეოზე მეორე დილით ახვედით ალბათ ხო?

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6820
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
სტეფანწმინდა, საბერწე, მეტეო, სამება 2010.31.07-1/2.08

Post by guruli » 03 აგვ 2010, 13:05

რა მაგრობაა!!! ყოჩაღ, ვინც იყავით.

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
სტეფანწმინდა, საბერწე, მეტეო, სამება 2010.31.07-1/2.08

Post by Tamusia » 03 აგვ 2010, 13:15

შაბათს დილით, 31 ივლისს, 6 საათსა და 10 წუთზე მე, ნაგლი33( იგივე აჩი) და შალვა დავიძარით გაგარინის მოედნიდან სტეფანწმინდის მიმართულებით ნაგლი33-ის ყველგანმავალი 06-ით.

8.30-ზე უკვე სტეფანწმინდაში ვიყავით

შემდეგ მანქანითვე ავედით გერგეთის სამებაზე, მანქანა მონასტერთან დავტოვეთ და გავემართეთ მყინვარწვერის მიმართულებით

Image

ეს ძაღლი რამდენიმე ხანს გვაცილებდა

Image

გზაში

Image

მე პირველ დღეს საკმაოდ მიჭირდა სიარული, უცებ ვიღლებოდი და ხშირ-ხშირად მიწევდა დასვენება, თუმცა 3-5 წუთში მზად ვიყავი გზის გასაგრძელებლად. მივუყვებოდი აღმართს და ალბათ სიცოცხლის მანძილზე უკვე ცხრაას მეჩვიდმეტეჯერ ვგმობდი საკუთარ თავს, რომელიც ფეხებს არ ასვენებს. ვფიქრობდი, რა მინდა, რითი ვერ ვისვენებ, რას დავეხეტები-მეთქი. ეს სიარულის სირთულე ორკვირიან სახლში ჯდომას დავაბრალე. აკლიმატიზაციის მომენტიც არის, მოგეხსენებათ

Image

Image
Last edited by Tamusia on 04 აგვ 2010, 10:14, edited 1 time in total.
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
სტეფანწმინდა, საბერწე, მეტეო, სამება 2010.31.07-1/2.08

Post by Tamusia » 03 აგვ 2010, 15:19

ნელ-ნელა მივიწევდით ზევით, ყაზბეგს და გერგეთს კი ქვევით ვტოვებდით. ყველაზე სწრაფად შალვა დადიოდა და დროდადრო გველოდებოდა

Image

ნიშამდე, რომელთანაც აღმართი მთავრდება, ორი მატყუარა ადგილია: გგონია რომ მიხვედი, მორჩა აღმართი, მაგრამ ახვალ ქედზე, რომელსაც ხედავ და თურმე იმის შემდეგ კიდევ აღმართია :)

როგორც იქნა ავედით

Image

Image

აქედან საბერწემდე ძალიან ნელაც რომ იარო, სადღაც 1 საათის გზაა. უნდა გაუყვეთ ბილიკს, რომელიც მოგიყვანთ დანიშნულების ადგილამდე. ნახევარსაათიანი შესვენების შემდეგ ჩვენც მას მივყევით

Image
Last edited by Tamusia on 03 აგვ 2010, 16:11, edited 1 time in total.
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
სტეფანწმინდა, საბერწე, მეტეო, სამება 2010.31.07-1/2.08

Post by Tamusia » 03 აგვ 2010, 15:48

გადავლახეთ პატარა მდინარე და ავედით საბერწეზე. ცოტა დავისვენეთ. შემდეგ კარავი გავშალეთ და წავიხემსეთ.

მე შევძვერი საძილეში და შევუდექი დასვენებას. დროდადრო გავყურებდი ხედს, რომელიც ჩვენი კარვიდან იშლებოდა და რაღაც მომენტში მივხვდი, გავსებული ვიყავი იქაური ჯანსაღი და როგორც მეჩვენებოდა, მსუყე ჰაერით, რომლის სუნთქვაც ძალიან მომწონდა. ამავე მომენტში მივხვდი, რაოდენ ამაო იყო ჩემი სულ ცოტახნისწინანდელი ფიქრები იმაზე, რომ ცხრაას მეტვრამეტეჯერ აღასრსად წავიდოდი

Image

ამასობაში ჩვენს მახლობლად პოლონელი მოგზაური დაბანაკდა. როგორც აღმოჩნდა, მოუმზადებლად წამოსვლის გამო გაციებულიყო. ბიჭებმა მიიპატიჟეს და ჭაჭა მიართვეს. მეორე დღეს ჩვენი პოლონელი ამტკიცებდა ჭაჭა საუკეთესო სამკურნალო საშუალებააო :D

Image

ამასობაში დავისვენე, მოვსულიერდი, გამოვედი კარვიდან და მთელი საღამო ლაპარაკში გავიყვანე :)

დასაძინებლად ადრე დავწექით, როგორც კი ჩამობნელდა, ვინაიდან ძალიან ციოდა და გარეთ ყოფნა ჭირდა, თან მეორე დღეს ადრე ვაპირებდით მეტეოსკენ გზის გაგრძელებას

ეს ჩვენი ბანაკია

Image
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
სტეფანწმინდა, საბერწე, მეტეო, სამება 2010.31.07-1/2.08

Post by Tamusia » 03 აგვ 2010, 16:04

დილა გათენდა მზიანი

ინტელას მრავალჭირნახული კარავი :)

Image

Image

Image

Image

Image

Image

ავლაგდით, მოვემზადეთ, ვიპოზიორეთ და გავუდექით გზას

Image
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
nagli33
მაწანწალა
Posts: 585
Joined: 25 მაი 2010, 21:21
სტეფანწმინდა, საბერწე, მეტეო, სამება 2010.31.07-1/2.08

Post by nagli33 » 03 აგვ 2010, 17:14

Tamusia

ისეთი ინტერესით ვკითხულობ...

კიდევ მომინდა წასვლა :D :D :D :D :D

User avatar
nagli33
მაწანწალა
Posts: 585
Joined: 25 მაი 2010, 21:21
სტეფანწმინდა, საბერწე, მეტეო, სამება 2010.31.07-1/2.08

Post by nagli33 » 03 აგვ 2010, 17:17

Tamusia wrote: ეს ძაღლი რამდენიმე ხანს გვაცილებდა

Image
ამ ძაღლს ნაპრალა 2 დავარქვით :D

User avatar
nagli33
მაწანწალა
Posts: 585
Joined: 25 მაი 2010, 21:21
სტეფანწმინდა, საბერწე, მეტეო, სამება 2010.31.07-1/2.08

Post by nagli33 » 03 აგვ 2010, 17:21

ამ უცხოელს (პოლონელს) მე და შალვამ "სოსოიას რუსი" დავარქვით :D

Image

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
სტეფანწმინდა, საბერწე, მეტეო, სამება 2010.31.07-1/2.08

Post by Tamusia » 03 აგვ 2010, 20:54

nagli33 :)

Image

Image

Image

Image

Image
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
სტეფანწმინდა, საბერწე, მეტეო, სამება 2010.31.07-1/2.08

Post by Tamusia » 03 აგვ 2010, 21:09

გზაში გვხვდებოდნენ უცხოელი მთასვლელები და მოგზაურები, მათ შორის წყვილებიც. როგორც ჩანს, მყინვარწვერი და მისი მიმდებარე ტერიტორია რომანტიკულ ადგილადაც ითვლება :)

ესენი მეტეოზე აპირებდნენ ასვლას და ვინაიდავ საღამოს მოიღრუბლა, გზა აღარ განაგრძეს, აქ დაბანაკდნენ

Image

Image

Image

კაი ტანი გაქ შენ
Image

ხო, ალბათ უკვე მიხვდით, რომ პოლონელმა მეზობელმა ჩვენთან ერთად განაგრძო გზა. მყინვარზე აპირებდა ასვლას

Image
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
სტეფანწმინდა, საბერწე, მეტეო, სამება 2010.31.07-1/2.08

Post by Tamusia » 03 აგვ 2010, 21:34

გადავიარეთ ბილიკები, ქვები და გადავედით ყინულზე

ეს ყინული გახლავთ მყინვარის ენად წიდებული მყინვარი, რომლიდანაც თერგის ერთ-ერთი შენაკადი იღებს სათავეს. ალბათ გსმენიათ, რომ მასზე უამრავი ნაპრალია

ჩვენ ისეთი მხრიდან მივადექით, რომ რამდენიმე მათგანზე მოგვიწია გადავლა

მასშტაბის აღსაქმელად დააკვირდით კაცს ზევით

Image

Image

ამასობაში ჩაგვიარეს ადგილობრივმა გამყოლებმა და ჩვენც უკეთ მივხვდი, გეზი საით უნდა აგვეღო. თუ დააკვირდებით, მეტეოსაც დაინახავთ

Image

Image

Image

Image
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]