გულდა-თუშ-ულები, თუშეთი 15-19.07.10.

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
გულდა-თუშ-ულები, თუშეთი 15-19.07.10.

Post by Mta Mkvarebia » 22 ივლ 2010, 18:31

1. რეგიონი: კახეთის მხარე, ახმეტის რაიონი (თუშეთი),

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-ალვანი-აბანოს უღელტეხილი (2850 მ)-ომალო-დოჭუ(გომეწრის ხეობა)- ბოჭორნა (გომეწრის ხეობა)-დიკლო, დიკლოს ნაციხარი-შენაქო (ჩაღმა თუშეთი)-ქუმელაურთა- ორეთის ტბა (2600მ. ზღვის დონიდან)-დართლო(პირიქითი თუშეთი)-კვავლო(პირიქითი თუშეთი)-ჭეშო(პირიქითი თუშეთი)-კესელოები- აბანოს უღელტეხილი-თელავი-თბილისი


3. ხანგრძლივობა:

5 დღე და 4 ღამე
ნაწილისთვის 4 დღე და 3 ღამე


4. სირთულე:

იოლი, მანქანით გადაადგილების პარალელურად საფეხოსნო მარშრუტებიც გვქონდა: დიკლოს ნაციხარის და დოჭუს მონახულება, დართლოდან ფეხიტ ასვლა კვავლოში, ასევე გვქონდა საცხენოსნო მარშრუტი ორეთის ტბისაკენ, რომელიც ჩემთვის საფეხოსნო აღმოჩნდა ;)

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება

შეკვეთილი ტურის ღირებულება იყო 345 ლარი 5დღისათვის და 290 ლაროი 4 დღისათვის, ამ ტანხაში შედიოდა ტრანსპორტით გადაადგილება თბილისიდან თბილისამდე, კვება, ცხენები, ვისაც კარავსი რამის თევა არ უნდოდა ერტ რამესი დამატებით 25 ლარს იხდიდა სასტუმროში.

6. მონაწილეთა რაოდენობა
17 ადამიანი:

1. kotetbeli (5 დღით, 8 კაციანი კარავი)
2. kotetbeli+ gomecari (5 დღით)
3. მარმენიოს და ხათუნა (4 დღით)
4. Toma (5 დღით)
5. ნა_კა (5 დღით )
6. ნინი 85 (4 დღით)
7. მთა მყვარებია (5 დღით)
5. ხრუხუნა (5 დღით)
9. ლილიკა (4 დღით)
10. მარი_ჯაფო (5 დღით)
11. Falcon (5 დღით )
12. გვალვას და ნინო (5 დღით)
13. ნიმფა (4 დღით)
14. Ledi-ს და შორენა (5 დღით)
15. კოტეტბელის + ელისო(5 დღით)
16. კოტეტბელის + გიორგი(5 დღით)
17. ლილიკას + რუსკა (4 დღით)

7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი
გომეწარი და კოტეტბელი

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
ძირითადად დასახლებულ სოფლებში გვიხდებოდა მოძრაობა

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
მანქანით მთლიანად გავლილი მანძილი -528კმ + თუშეთში მანძილი შიდა გზებზე აქედან:
თბილისი-თელავი - 160კმ
თელავი-სოფელი ფშაველი-32კმ
სოფელი ფშაველი - ომალო-72 კმ. ამ მონაკვეთზე იმდენად ცუდი გზაა, რომ მის დაფარვას მანქანა დაახლოებით 4 საათს ანდომებს. გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ ორხიდიანი ავტომობილით.

10. ფეხით გავლილი მანძილი: ზოგიერთ დღეს მცირე, დიკო-დიკლოს ნაციხარი დაახლ. 5 კმ (ორი გზა) , დართლო-კვავლოც დაახლოებით ასევე, ომალო-ორეტის ტბა - 20 კმ (ორი გზა)

11. სანახავი და ყურადღება მისაქცევი ობიექტები:
თითქმის ყველა სოფელში კოშკები, ლამაზი სახლები, ხატები და სალოცავები, რომელთან მიახლოებაც ქალისთვის კი არა მამაკაცისთვისაც კი არ შეიძლება, ულამაზესი სოფელი დართლო, კოშკებით და დანგრეული ეკლესიით, სადაც ასევე არ შეიძლება ქალის მიახლოება.

12. საბანაკე ადგილები: ყველგან მშვენიერი საბანაკე ადგილებია, თუმცა ზოგიერთი სასტუმროს ეზოში ან სიახლოვეს ბანაკის დასაცემად სასტუმროს მეპატრონის ნებართვაა საჭირო. ასევე დაცულ ტერიტორიებზე კოცონის დანთება მხოლოდ განსაზღვრულ ადგილებშია შესაძლებელი. (სასტუმროს ტერიტორიაზე ან ახლოს დაბანაკება სასმელი წყლის გამოა მიზანშეწონილი)

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
ყველა სოფელში, სხვაგან იშვიათად. თუმცა გვხვდება მთიდან ჩამომდინარე პატარა ნაკადულები, რომელიც სასმელად ვარგისია. წყალი

14. საჭირო აღჭურვილობა, რეკომენდაციები:
საწვიმარი და გამოსაცვლელი სამოსი, მოცურებისგან დამცავი ფეხსაცმელი, მზისგან დამცავი ნელსაცხებლები, ძალიან თბილი ტანსაცმელი და საძილე, განსაკუთრებით თუ შემოდგომის დასაწყისში აპირებთ თუშეთში გამგზავრებას.
კიდევ აუცილებელი აღჭურვილობაა სამთო ან ჩვეულებრივი ხის ჯოხი, რაც ძალიან გამოგადგებათ ამ და მსგავს მარშრუტებზე.

15. სასარგებლო საკონტაქტო ინფო: თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მისამართი:
ახმეტის რ-ნი, სოფელი ომალო
ტელ: 899 98 24 17
ვებგვერდი: www.tushetipa.ge
დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის მისამართი:
თბილისი, გულუას ქ.6
ტელ./ფაქსი: 75 23 55
ელ.ფოსტა: info@dpa.gov.ge
ვებ-გვერდი: www.dpa.gov.ge

საოჯახო სასტუმროები თუშეთში:
"თუშეთი" (სოფელი ომალო) მეპატრონე ვაჟა შაბალაიძე
"დართლო" (სოფელი დართლო) ტელ:893 444 229
"სამციხე" (სოფელი დართლო) ტელ:899 11 89 93
"კრუისკარი" (სოფელი დოჭუ) ტელ:899 28 56 47
"დოჭუ" (სოფელი დოჭუ) ტელ: 899 53 33 98
"ომალო-2005" (სოფელი ომალო) ტელ: 899 67 22 43
"ლამატი" (სოფელი ვერხოვანი) ტელ: 899 700 378
'ჯიქი" (სოფელი ჭეშო) 899 67 42 10


16. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება ამ გასვლის ფარგლებში ინახოს

მთელი თუშეთი ღირშესანიშნავი ადგილია, თუ დრო გაქვთ და გზაც მიდის ბევრი საინტერესო რამის ნახვა შეიძლება.

17. რუქა: მოგვიანებით დავდებ ბმულს.

18.გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
როცა კი გზა გახსნილია, მთელი ის პერიოდი. მთაში გაზაფხულიც, ლამაზია, ზაფხულიც და შემოდგომაც. თუმცა გაითვალისწინეთ რომ იქ გაზაფხული ივლისის დასაწყისში დგება :)

19. რისკები და საფრთხეები
თუ უწვრილეს საცალფეხო ბილიკების მარშრუტს აირჩევთ, სერპანტინებად რომ სერავს მთებს, სიფრთხილე გმართებთ, რომ ფეხი არ ჩაგიცდეთ და არ ჩაიჩეხოთ სადმე.

20.პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის

ომალოში მაგთიც იჭერს და ჯეოსელიც. მაგთის 3 ანძაა თუშეთში. მაგთი დართლომდე იჭერს, შემდეგ ხეობის სიღრმეში ადგილ-ადგილ, გირევში კი მხოლოდ მესაზღვრეების ეზოში, ისიც ერთ წერტილში.

21.ლაშქრობისას გავლილი უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან
საფეხოსნო - საცხენოსნო მარშრუტისას- ორეთის ტბა 2600 მეტრზე, მანქანით კი გავიარეთ უმაღლესი სამანქანო უღელტეხილი საქართველოში- აბანოს უღელტეხილი (მისი უმაღლესი წერტილი-ცერი- თითქმის 2900 მეტრი.

22. სასარგებლო ბმულები მსგავს გასვლებზე:

თუშეთი 18-21 სექტემბერი (თუშეთი)
თუშეთი 3-11 აგვისტო
თუშეთიდან ხევსურეთში აწუნთის უღელტეხილით 1-8.08.09. (თუშეთი)
ჩემი შემოდგომის შემოდგომა (2008) (თუშეთი)
დართლო-"ჩემი " სოფელი 10.2008. (თუშეთი)
ვინამ თქვა თუშთა დალევა, ნაპირ მოტეხა ცისია... 21-24.09.08 (თუშეთი)
თუშეთი, 2008 წლის 5-8 სექტემბერი
ორეტზე გატუსჰმეცხვარებულნი : ) (თუშეთი) 08.08.
მეაც გავთუშდ, მეაც... 2008 წლის 1-5 აგვისტო (თუშეთი)
თუშეთის რეპორტაჟი გოგასგან
იქ, სადაც ალაზანი ბობოქრობს თავნება; თუშეთი-2007
aTi dge fexiT alvanidan Shatilamde : ) (თუშეთი)
თუშეთი - ომალო, შენაქო, კესელო, ხედები ვერტმფრენიდან
თუშეთი. 11-14 აგვისტო 2007
თუშეთი. 5-7 ოქტომბერი 2007
თუშეთიდან ხევსურეთში - 30.07 - 06.08
თუშური შთაბეჭდილებები



დაწვრილებითი ცნობები თუშეთის შესახებ წინა წლის თემაში სეგიზლიათ ნახოთ:

თუშეთიდან ხევსურეთში აწუნთის უღელტეხილით 1-8.08.09. (თუშეთი)
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
გულდა-თუშ-ულები, თუშეთი 15-19.07.10.

Post by Mta Mkvarebia » 22 ივლ 2010, 18:35

დაუვიწყარი 5 დღე გავატარეთ თუშეთში. იქიდან დაბრუნება არავის გვინდოდა, შესანიშნავი ხალხი შევიკრიბეთ, შესანიშნავმა და პროფესიონალმა მძღოლებმა გვატარეს იმ საშიშ გზებზე და შესანისნავი მასპინძლები დაგვხვდნენ ომალოში.
სანამ დეტალურ რეპორტაჟს შემოგთავაზებდეთ, მოკლედ მოგიყვებით ჩვენს მარშრუტზე, რამდენიმე ფოტოსაც დავდებ თვალსაჩინოებისათვის და პერსონალურ რეპორტაჟებს კი მერე შემოგთავაზებთ თითოეული მონაწილე. დასაწერი და სათქმელი კი ბევრი ექნებათ, ეჭვი არ მეპარება :D .

მაშ ასე:
დღე პირველი:
"რედისონთან" დილის 7 საათზე შეკრებილები პაატამ და გვალვამ გაგვაცილეს. მიკროავტობუსით ალვანისკენ გავემართეთ. რეზოს (გომეწრის) სახლში ჩამოვბარგდით და 4 ჯიპში გადავნაწილდით. ვასოს, გოგიტას, მამუკას და სოსოს რკინის რაშებმა 4 საათში აგვიყვანეს ომალოში. გზად წვიმდა, ამინდის გაუარესება მუცლით გადატანილ ღორის ხორცის სოსისებს და შებოლილ ძეხვს დავაბრალეთ (მოგზაურობის მონაწილეთა ნაწილს კოტეს გაფრთხილება ღორის ხორცის შესახებ ხუმრობა ეგონა, ამიტომ გზაში ავითვისეთ არასასურველი პროდუქტი :) ) , თუმცა გობესთან დარეკვამ და მზიანი ამინდის შეკვეთამ გვიშველა, მისი რჩევით, მზის ადმინისტრაციაში ვაფრინეთ წერილი ნომრით გ/კ-1967 და შემდგომ დღეებში წვიმას საერთოდ აღარ შევუწუხებივართ. :D . მერე თუშეთის დაცული ტერიტორიების სააგენტოს შენობა დავათვალიერეთ, გადასახედიდანაც გადმოვიხედეთ და დავტკბით ნისლიანი ხედებით. ღამე ყველამ სასტუმროში გავათენეთ. კეთილმა მასპინძელმა კარვებში დასაძინებლად არ გაგვიშვა :D .
დღე მეორე:
ულამაზესი დილა გაგვითენდა, მზის სხივები ნელ-ნელა კრეფდა ნისლის ფთილებს მთებიდან და ხეობებიდან. ოდნავ შეციებულებმა ჯერ ცხელი შოკოლადი მივირთვით პირდაპირ ეზოში, თან მზის სხივებს ვეფიცხებოდით, შემდეგ ვისაუზმეთ და გავუდექით გზას გომეწრის ხეობისკენ. ულამაზესია გომეწარი, მწვანით დაფარული ხეობები, მაღალი მთები და მთაზე გაყვანილი ძაფივით წვრილი გზები, როცა პატარა მდინარეებს გადავუვლიდით მანქანით, თვალს ძლივს ვაწვდენდით სად იკარგებოდა ეს ნაკადულები ხეობის სიღრმეში :D. გავიარეთ ბოჭორნა, შემდეგ დოჭუსთან გავჩერდით, ჩავედით დაბლა და ცოტა ხანს ვიხეტიალეთ სოფელში. ყველას ძალიან მოეწონა მთების ძირში დამალული ეს ლამაზი სოფელი. იქიდან გზა ხეობის სიღრმეში აღარ გაგვიგრძელებია რადგან ჩაღმა თუშეთის ორი სოფლის შენაქოსა და დიკლოს მონახულებაც იმ დღეს გვქონდა გეგმაში, მეორე დღეს რომ ორეთის ტბის ნახვა მოგვესწრო. დიკლოში მისასვლელად ჯერ უღრანი ტყე გავიარეთ . მერე მდელოზე გავედით და მალევე გამოჩნდა ულამაზესი შენაქო, წმინდა გიორგის ეკლესიით სოფლის შუაგულში, მარცხნივ კიდევ კლდის ფიქალით გადახურული შენაქოს ბოსლები. ჯერ დიკლოსკენ გავემართეთ. გასაგები მიზეზების გამო, ლილიკას, ნინის და რუსკას ყველაზე ძალიან დიკლოს მონახულება სურდათ :(. სოფლიდან დიკლოს ძველი ნაციხარისკენ ავირეთ გეზი. ნახევარი საათის სიარულის შემდეგ ქართველი მესაზღვრეების პუნქტთან მივედით. მესაზღვრეებმა საქართველოს საზღვრისკენ (უფრო სწორედ სადაო ტერიტორიისკენ) გადაგვახედეს და შემდეგ ნაციხარზეც აგვაცილეს. იქიდან დაბრუნებულებმა დიკლო და შენაქოც დავათვალიერეთ. შემდეგ ომალოში დავბრუნდით, კარვები გავშალეთ და პაატას - ჩვენი ერთერთი მასპინძლის მიერ ბალალაიკაზე შესრულებული თუშური და ხევსურული სიმღერების ფონზე ვივახშმეთ.
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
გულდა-თუშ-ულები, თუშეთი 15-19.07.10.

Post by Mta Mkvarebia » 22 ივლ 2010, 18:36

დღე მესამე:
დილით გაღვიძებულებს შესანიშნავი ამინდი დაგვხვდა. უზომოდ გაგვიხარდა, რადგან მივხვდით, ორეთის ტბის ლაშქრობა აუცილებლად შედგებოდა (მანამდე რეზო იმედს ვერ გვაძლევდა, თუ ისევ იწვიმა ზემოთ ვერ ავალთო). სანამ ისევ ტრადიციულ ცხელ შოკოლადს მივირთმევდით ნისლებიდან გამოჭყეტილ მზეზე მიფიცხებულები, ცხენები მოიყვანეს ცხენტურისათვის, მაგრამ საცხენოსნო ტური ჩემთვის საფეხოსნო აღმოჩნდა. 2 წლის წინ ცხენიდან გადმოვარდნამ ცუდი ასოციაციები დამიტოვა ცხენზე ჯდომასთან დაკავსირებით, ამიტომ ჩემი დაჟინებული თხოვნით (ალბათ უფრო მოთხოვნით :P ) ორეთზე ფეხით ასვლა გადავწყვიტე, რეზომ და კოტემ ვერ მოახერხეს ჩემი გადარწმუნება და ალბათ გაბრაზდნენ კიდეც, რადგან არაფრით უნდოდათ ჩემი მარტო გაშვება, მაგრამ სასტუმროში დამრჩენიც არ ვიყავი, ერთადერთი ადგილი თუშეთში რაც ნანახი არ მქონდა და რისი მონახულებაც ყველაზე მეტად მინდოდა, ორეთი იყო, ამიტომ ქუმელაურთამდე სულ ტყუილად ვატარე აღვირით ცხენი, მერე სოფელში დავტოვე და ფეხით ავუყევი უსაშველო აღმართებს :). ცოტა კი შემეშინდა დაბურულ ტყეში სიარულისას ;), მაგრამ საკმარისი სიმაღლე რომ ავკრიფე და ალპურ მდელოზე გავედი, საიდანაც კავკასიონის დათოვლილი ქედი გამოჩნდა, კიდევ ერთხელ დავრჩი მადლობელი ჩემი ჯიუტი ხასიათის :P. ზალიან ლამაზი იყო იქაურობა, მინდორი მეხდაკრული და თოვლისაგან წაქცეული ხეებით იყო მოფენილი, პრეისტორიული ცხოველების ჩონჩხებს რომ მაგონებდა. დროდადრო ტომა, კოტე და რეზო ტელეფონით მიკავშირდებოდნენ და მათი დახმარებით მალე ტბასაც მივაგენი, რომელმაც მართლაც გაამართლა მოლოდინი, ისეთივე ლამაზი იყო, როგორიც მანამდე ნანახ ფოტოებზე. კარველები და მათი პლიუსები ტბის გარშემო იყვნენ გაფანტული, ზოგი ყვავილებს კრეფდა, ზოგი ფოტოებს იღებდა, ზოგიც ბალახზე იყო წამოკოტრიალებული და მზეზე ნებივრობდა. დიდხანს გვინდოდა იქ დარჩენა, მაგრამ გზაში შემოღამების შეგვეშინდა და ამჯერად უკვე ყველა ფეხით გამოვუყევით გზას, რადგან იმ დაღმართებზე ცხენებს ხალხის ტარება გაუჭირდებოდათ.
საღამოს ისევ სასიამოვნო მელოდიების ქვეშ ვივახსმეთ. მანამდე კი შორენა გვატკბობდა სალამურზე შესრულებული თუშური ჰანგებით :D .

დღე მეოთხე:

იმ დღეს მოგზაურობის მონაწილეთა ნაწილი თბილისში გაემგზავრა: ნინი 85, ლილიკა, რუსა, ხათუნა, და ნიმფა, რომელიც ცხენიდან გადმოვარდინის შემდეგ თავს შეუძლოდ გრძნობდა :(. დარჩენილებმა კი პირიქითი ხევსურეთი ვნახეთ. დართლომ ყველა აღაფრთოვანა. მე და შორენამ დართლოელი ირაკლი ელენიძე ვნახეთ, ჩვენი შარშანდელი მეგზური. მისი ნახვა ორივეს ძალიან გაგვიხარდა. დართლოდან კვავლოში ფეხით ავედით. რაც უფრო მაღლა მივიწევდით ეს სოფელი სულ უფრო გვშორდებოდა და პატარავდებოდა. დარტლო-კვავლოს გზა ნაირფერი ყვავილებით იყო მოჩითული. დართლოდ და კვავლოს მონახულების მერე ჭეშოში გავემართეთ. აქაც დავათვალიერეთ თითქმის საუკუნის დროინდელი ჩუქურთმიანი სახლები და წარწერები მის კარებზე. ერთერთი წარწერა 1918 წლით იყო დათარიღებული.

დღე მეხუთე:

ამ დღეს თბილისში უნდა დავბრუნებულიყავით, თუმცა მანამდე კესელოები უნდა გვენახა და პატრიარქის ვერტმფრენს დავხვედროდით. ზეიმი იყო იმ დღეს ომალოში, უწმინდესი და უნეტარესი პირველად ესტუმრა თუშეთს. მისი ვერტმფრენი 12 საათისთვის დაეშვა ომალოში. ვერტმფრენიდან გადმოსვლისას ცრემლიანი თვალები მოავლო მიდამოს და დამხვედრებს და პირჯვარი გადაგვსახა. ძალიან დაღლილი მოგვეჩვენა :(. წირვის დაწყებამდე მოსასვენებლად მიაბრძანეს. წირვა 2 საათზე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ 4 საათამდე ველოდეთ და სემდეგ კესელოების მონახულების მერე იძულებული გავხდით სასტუმროში დავბრუნებულიყავით ჩასაბარგებლად, რომ თბილისისკენ დავძრულიყავით, რადგან იმ საშინელ გზებზე ღამით ვერ ვივლიდით. თუმცა წამოსვლამდე ისევ სუფრა გაიშალა, ისევ სიმღერებით, ტკბილი და თბილი სადღეგრძელოებით, არც სტუმრებს გვინდოდა წამოსვლა, არც მასპინძლებს ვეთმობოდით. გული აგვიჩუყდა, ზოგიერთმა ცრემლიც ვერ შეიკავა :). თუმცა რას ვიზამდით, კიდევ ერთი სამახსოვრო ფოტო გადავიღეთ (ვინ მოთვლის მერამდენე), დავემშვიდობეთ მასპინძლებს და გამოვემართეთ თბილისისკენ. რეზო ჩვენი დაჟინებული თხოვნით ომალოში დარჩა. ნინო ეუბნებოდა, ისიც მეყოფა მე რომ მივდივარ და პატრიარქთან არ ვრჩები და შენ არც კი გაბედო აქედან დღეს წამოსვლაო :). მერე საღამოს გვირეკავდა რეზო, ახლა კოცონთან ვსხედვართ პატრიარქტთნ ერთადო. უჰჰჰ, რამდენს სეშურდა მისი იმ წუთს! :D
თელავიდან ტაქსით გამოვემართეთ თბილისიკენ. მანამდე თელავში ჩვენს მძღოლებს: ვასოს, გოგიტას და მამუკას დავემშვიდობეთ და საკონტაქტო ინფორმაცია გავცვალეთ. დავემშვიდობეთ ტუშეთსაც მაგრამ, როგორც შევთანხმდით, სულ ცოტა ხნით, სექტემბრამდე :).

ეს მოკლე რეპორტაჟი იყო, ძირითადად ჩვენს მიერ გავლილი მარშრუტის შესახებ. უფრო დეტალური რეპორტაჯი უფრო ბევრი ფოტოთი ცოტა მოგვიანებით იქნება :D.
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
გულდა-თუშ-ულები, თუშეთი 15-19.07.10.

Post by Mta Mkvarebia » 22 ივლ 2010, 18:36

ახლა კი მხოლოდ რამდენიმე ფოტოს დავდებ.
ჩანჩქერი აბანოს უღელტეხილზე:
Image
Image

აბანოს უღელტეხილზე:
Image
Image
Image
Image
Image

ომალოში
Image
Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
გულდა-თუშ-ულები, თუშეთი 15-19.07.10.

Post by Mta Mkvarebia » 22 ივლ 2010, 18:37

ჩვენი ეზო
Image
Image
Image
Image
Image

ზემო ომალო
Image
დოჭუ
Image
ძველი დიკლო, ანუ დიკლოს ნაციხარი
Image

Image
Last edited by Mta Mkvarebia on 28 ივლ 2010, 16:25, edited 1 time in total.
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
გულდა-თუშ-ულები, თუშეთი 15-19.07.10.

Post by Mta Mkvarebia » 22 ივლ 2010, 18:39

შენაქოს ეკლესია:
Image

შენაქოში:
Image
Image

ორეთის გზაზე:

Image
Image

Image

Image

Image

Image

ორეთზე:
Image
Image
Image


Image

Image
Last edited by Mta Mkvarebia on 28 ივლ 2010, 16:31, edited 2 times in total.
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
გულდა-თუშ-ულები, თუშეთი 15-19.07.10.

Post by Mta Mkvarebia » 22 ივლ 2010, 18:40

ესეც ჩვენ და მზიურები
Image

დართლო:
Image
Image

Image

Image

Image

Image


Image
Image

კვავლოში:
Image
Image
Image
Image
Last edited by Mta Mkvarebia on 28 ივლ 2010, 16:34, edited 1 time in total.
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
გულდა-თუშ-ულები, თუშეთი 15-19.07.10.

Post by Mta Mkvarebia » 22 ივლ 2010, 18:40

პირიქითის გზაზე. მზიურების ველი:
Image

Image
Image
Image

Image

ჭეშოში:
Image
Image

კესელოს კოშკები:
Image
Image

პატრიარქის სტუმრობა:

Image
Image
Image
Last edited by Mta Mkvarebia on 28 ივლ 2010, 16:35, edited 1 time in total.
Image

User avatar
meleksa
იეტი
Posts: 2161
Joined: 14 ივლ 2009, 21:16
Location: წინაპართა ნაკვალევი..
გულდა-თუშ-ულები, თუშეთი 15-19.07.10.

Post by meleksa » 22 ივლ 2010, 18:59

ვაიმეეეეე, როგორ მინდა თუშეთის ნახვაააა :( :( :(

User avatar
kakatuli
ბოდიალა
Posts: 196
Joined: 23 სექ 2008, 10:31
Contact:
გულდა-თუშ-ულები, თუშეთი 15-19.07.10.

Post by kakatuli » 22 ივლ 2010, 22:31

გულდათუშულები ჩვენ უნდა ვიყოთ, ვინც ვერ წამოვედით და ვერ ვნახეთ თუშეთი!!!

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
გულდა-თუშ-ულები, თუშეთი 15-19.07.10.

Post by guruli » 22 ივლ 2010, 22:55

აეგრე რა, თქვე დალოცვილებო! :D :D
ისევ შენ, მარგალიტო! :)
ჩანჩქერი აბანოს უღელტეხილზე:
მოკლედ, მაგ ჩანჩქერის სახელი ვერ დაგასწავლე, მარგალიტო - კერეს ხევი! :) ალბათ იმადა, რომ ერთად არ გვიმოგზაურია თუშეთს. :)
ამ ფოტოზე შეძლებისდაგვარად დოჭუს ზევით მდებარე სოფელი გოგრულტა მივუთითე. ეეგეც ძალიან ლამაზია, მაგის ზევით კი კიდევ რამდენიმე სოფელია - საჩიღოლო, ვესტმო და ვესტომთა, გაღმა, მეორე მხარეს - საბუე. მაქეთაა ის სამი ტბაც, ადრე რომ ვწერდი...
Image
ნეტავ იცოდეთ, ორეთის გზაზე ის წაქცეული ხმელი ხეები როგორ მემშობლიურება...
ვიცი, ბევრჯერ დამწყდება გული - ყველა ფოტო ხომ მშობლიურია ჩემთვის და მეორე წელიწადია, მაქაურობას ასე ფოტოებით ვათვალიერებ, მაგრამ არ დაგვზოგოთ, დადეთ რაც შეიძლება ბევრი სურათი. :)

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
გულდა-თუშ-ულები, თუშეთი 15-19.07.10.

Post by Int3lig3nt » 23 ივლ 2010, 00:23

მთაშენკ, პანორამებს თუ დააპატარავებ, შევძლებთ ტექსტის წაკითხვას.
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
გულდა-თუშ-ულები, თუშეთი 15-19.07.10.

Post by kotetbeli » 23 ივლ 2010, 15:07

ესეც ჩვენ მიერ დალაშქრული ადგილები :wink:

Image
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

na_ka
ბილიკზე მოარული
Posts: 67
Joined: 27 ივნ 2009, 15:01
გულდა-თუშ-ულები, თუშეთი 15-19.07.10.

Post by na_ka » 26 ივლ 2010, 22:02

kotetbeli wrote:ესეც ჩვენ მიერ დალაშქრული ადგილები :wink:

Image

კოტე ჩეშოც ხომ ვნახეთ :wink:

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
გულდა-თუშ-ულები, თუშეთი 15-19.07.10.

Post by kotetbeli » 28 ივლ 2010, 17:32

na_ka
მართალი ხარ, ჭეშოც ვნახეთ :wink:
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]