Page 1 of 7

ნოსტეს გარშემო - ჩანჩქერის თამადობით

Posted: 19 ივლ 2010, 10:11
by Tamari-ch.
1. რეგიონი:
კასპის რაიონი
(ქართლი ქვევრის დაჟინებული თხოვნით :lol: )

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი - ახალქალაქი - ზემო ხანდაკი - ნოსტე- ახალციხე - ერთაწმინდა - გარიყულა (ფავნისის წმ. გიორგი) - თბილისი

3. ხანგრძლივობა:
1 დღე

4. სირთულე:
მარტივი

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
თბილისი ახალქალაქი - 2,5 ლარი -
ადგილზე სამარშრუტოს ქირაობა თბილისში ჩამოყვანით დაგვიჯდა 115 ლარი

6. მონაწილეთა რაოდენობა
11 კაცი

7. ორგანიზატორი
Tamari-ch.

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
ახალქალაქი, კასპი

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
თბილსი-კასპი 48 კმ
კასპი - ნოსტე 21 კმ
სულ 70 კმ ჯამში 140

10. ფეხით გავლილი მანძილი:
მცირე - ზემო ხანდაკის ეკლესიამდე აღმართი და წმ. თვდორეს ტაძრამდემ მოგვიწია მინდვრის გადავლა

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
ბევრია - სადაც ვიყავით იმ სოფლებშიც დაგვრჩა სანახავი უამრავი ძეგლი

12. საბანაკე ადგილები:
ყველაგანაა - განსაკუთრებით ლამაზია ნოსტეს ბუნება

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
წყალი სოფლებშია წყაროები ყველგანაა

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
არაფერი განსაკუთრებული

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
ნებისმიერი - ზამთარიც კი

16. რისკები, საფრთხეები:
არაფერი განსაკუთრებული

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება,
ამ გასვლის ფარგლებში ინახოს
ყველა სოფელში ისტორიულ ძეგლია.

18. რუქა, კოორდინატები
Image
Image



19. სასარგებლო საკონტაქტო ინფო:
მძღოლი ვასიკო ვარდოშვილი - ადგილობრივი - შესანიშნავად მოგვემსახურა
855242595



20. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით
7 -6

ნოსტეს გარშემო - ჩანჩქერის თამადობით

Posted: 19 ივლ 2010, 10:20
by Tamari-ch.
კარგი დღე იყო - მშვიდად ვიარეთ -
არანაირი პრობლემა, ყველა თავის გემოზე ატარებდა დროს,
მძღოლი შესანიშნავი შეგვხდა და ისე მოგვეწონა კარვიდან სხვა გასვლაზე უკვე დავითანხმეთ

:D

დღის ბოლოს კმაყოფილების გრძნობა დაგვეუფლა..

ერთადერთი რაზეც გული დამწყდა - ნოსტეში ერთ ერთი ეკლესია დაკეტილი დაგვხვდა - არადა შიგნით თურმე ძველი ფრესკების ფრაგმენტები აღმოუჩენიათ
თუ ვინმე წახვედით კიდევ იქ - იქნებ მოახერხოთ ამ ფრესკების გადაღება..
სანამ ახვალთ ეკლესიაში მანამდე გაიკითხეთ სოფელში გასაღები ვის აქვს თქო...

მოკლედ ასე -
დილით ადრე მე და ეკა ერთდ გავედით სახლიდან - ავტობუსში დეიდა კამა შეგხვდა - და გზა დაგვილოცა

დილით მივედით სარეისოებთან.
თითქოს ადრე მივედით მე და მეგზური - რომ ადგილები დაგვეჯავშნა -
მაგრამ ათის ნახევარზე ნოსტეს სარეისო უკვე თითქმის გავსებული იყო
ვეცით და დარჩენილი ადგილები დავიკავეთ
ორ ადგილზე სამნი ვიჯექით
რასა ჰქვია ჩავეტენეთ
აი ასე
:lol:

Image

მერე ალექსაც გამოჩნდა
და გაგვაცილა...

ნოსტეს გარშემო - ჩანჩქერის თამადობით

Posted: 19 ივლ 2010, 10:24
by Tamari-ch.
სარეისოს მძღოლიც კარგი შეგხვდა -
დათომ დაიგვიანა (ჩაეძინა და რომ გავაღვიძეთ, სულ კინწისკვრით გამოვარდა სახლიდან :lol: ) -
ჰოდა ამაზეც არ გაგვიწყრა - მოთმინებით დაელოდა დათოიას
(ცოტა მგზავრები ჩხუბობდნენ )
მერე მძღოლმა თავის მეწყვილეს - ახალქალაქელ ვასიკოს დაურეკა და ახალქალაქში დაგვახვედრა
ამიტომ -

ბუნებრივია პირველად ახალქალაქის ეკლესია დავათვალიერეთ

Image

ნოსტეს გარშემო - ჩანჩქერის თამადობით

Posted: 19 ივლ 2010, 10:30
by Tamari-ch.
ამ მხეცმა დილით საჭმლის ჭამა ბუნებრივია ვერ მოასწრო -
ჰოდა ახლა ხის ძირში ილუკმებოდა~
:lol:

Image


ახლაქალაქის ღვთისმშბლის კომპლექსი გვიანდელი ფეოდალური ხანისაა,
ეკლესია მოვლილია, მოქმედია და რომ მივედით იქ წირვა მიმდინარეობდა

მას გარშემო აკრავს გალავანი კოშკებით
საუნეჯზე გავაკეთბ ამ დღეებში გვერდს ახალქალაქზე

Image

ნოსტეს გარშემო - ჩანჩქერის თამადობით

Posted: 19 ივლ 2010, 10:37
by Tamari-ch.
Image

Image

ესეც ჩვენები

Image

ნოსტეს გარშემო - ჩანჩქერის თამადობით

Posted: 19 ივლ 2010, 10:45
by Tamari-ch.
იქვე ახლოს წმ. თევდორეს ეკლესიაცაა
და მის სანახავად გავეშურეთ
Image

Image

წმ. თევდორე ეკლესია მე-19 საუკუნეშია აგებული
მოქმედი არაა

Image

ნოსტეს გარშემო - ჩანჩქერის თამადობით

Posted: 19 ივლ 2010, 10:50
by Tamari-ch.
უკან რომ დავბრუნდით ღვთისმშობლის კომპლექსის კოშკში შევიხედეთ

Image

ნოსტეს გარშემო - ჩანჩქერის თამადობით

Posted: 19 ივლ 2010, 10:53
by Tamari-ch.
არწივმა კოშკში კარვული ნახტომი განახორციელა!

:D


Image


ჰოპ - ლა!!!


Image


Image

ნოსტეს გარშემო - ჩანჩქერის თამადობით

Posted: 19 ივლ 2010, 10:59
by Tamari-ch.
შემდეგ გადაწყდა ზემო ხანდაკის ეკლესიები გვენახა

აი შორს მთის თავზე რომ წერტილი მოსჩანს - აი იქ უნდა ავსულიყავით!

Image

მერე განვაგრძობ....

ნოსტეს გარშემო - ჩანჩქერის თამადობით

Posted: 19 ივლ 2010, 11:14
by arcivi9
Tamari-ch.
ერთად ატვირთე რა სურათები და ლინკი დადე :)

ნოსტეს გარშემო - ჩანჩქერის თამადობით

Posted: 19 ივლ 2010, 11:32
by lev87
გამარჯობათ სუყველას მეც ვუერთდები არწივის თხოვნას და სურათები დადე რა თამარ ერთ ბმულად გთხოვ

ნოსტეს გარშემო - ჩანჩქერის თამადობით

Posted: 19 ივლ 2010, 11:35
by lev87
წასვლა ვისაც მოუნდეს კაი რჩევას მივცემ გამოსაცვლელი აუცილებლად იქონიეთ ჩანჩქერის მერე თვით არჭივსაც გამოადგებოდა და მეც სიამოვნებით გავიგრილებდი თავს როგორც ეს დათომ მოახერხა

ნოსტეს გარშემო - ჩანჩქერის თამადობით

Posted: 19 ივლ 2010, 11:51
by Tamari-ch.
lev87
ძალიან დიდია - 2 გბ -ზე მეტია

ეკლესიები გადაღებული მაქვს უამრავი და ბევრია
დახარისხება სჭირდება
ზოგი საერთოდ გადასაგდებია

თუ გინდათ თქვენს ფოტოებს ცალკე ერთად ავტვირთავ

თან ზოგ ფოტოს დამუშავება სჭირდება
ყველა არაა ხარისხიანი

ცოტა მადროვეთ

ნოსტეს გარშემო - ჩანჩქერის თამადობით

Posted: 19 ივლ 2010, 12:00
by qvevri
ჩემი ინფორმაციით წმ. თევდორეს ეკლესია სომხური უნდა იყოს...
საერთოდ ამ ადგილებში ბევრი სომეხი ჩამოსახლებულა XVIII საუკუნის მახლობლობაში.
ხოლო სულ პირველ წერილში - რეგიონი: კასპის რიონიო რომ წერია რას გულისხმობთ გეთაყვა?

ნოსტეს გარშემო - ჩანჩქერის თამადობით

Posted: 19 ივლ 2010, 12:05
by lev87
თამარ www.up.jeje.ge ამ სერვერზე ატვირტე გთხოვ ყველას ეს ჯობს და თან სიჩქარეც კაი აქვს