Page 1 of 15

თორი, კახისის ტბა 10-11 ივლისი, 2010

Posted: 11 ივლ 2010, 23:34
by Naia
1. რეგიონი:
სამცხე-ჯავახეთის რეგიონი, ბორჯომის რაიონი

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-ანდეზიტი-თორი-კახისის ტბა-ჭობისხევი-თბილისი

3. ხანგრძლივობა:
2 დღე

4. სირთულე:
საშუალო სირთულის

5. გასვლის ღირებულება:
200 ლარი (კაცზე 10 ლარი გამოვიდა). სხვათაშორის, არაჩვეულებრივი მძღოლი გვყავდა. მთაშენკამ კარვის მძღოლების განყოფილებაში იპოვა. ადრე თურმე კარაველები წაუყვანია სადღაც. ედიშერი ქვია. ტელეფონი: 893 917 199

6. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
300 კმ-მდე


7. ფეხით გავლილი მანძილი:

ანდეზიტი - თორი - 9კმ
თორი - კახისის ტბა - 8 კმ
კახისის ტბა - ჭობისხევი - 7 კმ
სულ დაახლ. 25 კმ

8. სანახავი და ყურადღება მისაქცევი ობიექტები:
ნადარბაზევის ნასახლარი, კოდიანის მთა, წეროს ტბა, დაბაძველის ეკლესია, ჭობისხევის ჩანჩქერი

9.საჭირო აღჭურვილობა, რეკომენდაციები:
მზისან დამცავი საშუალებები, საცურაო კოსტუმი

10. საბანაკე ადგილები:
თორთან, დაბაძველთან, კახისის ტბასთან (მოკლედ, ბევრია)

11. წყალი მარშრუტზე:

ანდეზიტიდან თორამდე (9 კმ) წყარო არ არის. თორში არის ჭა, სადაც შეიძლება მარაგის შევსება. თორიდან დაბაძველამდე (8 კმ) წყალი არსად არ შეგვხვედრია. დაბაძველში არის რამდენიმე წყარო. დაბაძველიდან ჭობისხევამდე (7 კმ) წყარო არ შეგვხვედრია.

12. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო:
ზაფხული (ბანაობის მოყვარულთათვის), შემოდგომა, ზამთარი (ექსტრიმის მოყვარულთათვის)

13. ლაშქრობის ორგანიზატორი: ნაია

14. რისკები, საფრთხეები: არაფერი განსაკუთრებული

15. პირობები სხვა და სხვა აქტივობისთვის:ამბობენ, რომ კახისის ტბაში არის თევზი :) ასე, რომ თუ ვინმეს არ დაეზარება, შეუძლია წაიღოს ანკესი და ითევზაოს. აგრეთვე, ეს მარშრუტი საუკეთესოა კვადროციკლების ტურის მოსაწყობად. ჩვენი იქ ყოფნის დროს ბაკურიანიდან ამოვიდნენ ტურისტები კვადროციკლებით, რომელთაც თორში შევხვდით და შემდეგ კი კახისის ტბაზე.

16. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
დაბაძველის პლატოზე და კახისის ტბაზე არ იჭერს მობილური ტელეფონი. თუმცა, ალაგ-ალაგ არის ადგილები, სადაც ტექსტური შეტყობინების მიღება-გაგზავნა შესაძლებელია. ტელეფონი კარგად იჭერს ჭობისხევში

17. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
სოფელი თორი, სოფ. დაბაძველი, სოფ. ჭობისხევი

ეს გასვლა ასე იგეგმებოდა: http://karavi.ge/viewtopic.php?t=4388&p ... sc&start=0

გასვლის მონაწილეები:

1. ნაია (საძილე + 2 კაციანი კარავი)
2. მთა მყვარებია (საძილე, კარავი არ მაქვს, ადგილი ნაიას კარავში)
3.Toma (საძილე, კარავი არ მაქვს, )
4.თეო (საძილე აქვს, კარავი არ აქვს)
5.stranger (საძილეც მაქვს და 2 ადგილიანი კარავიც)
6. ტ.დ. (აღჭურვილობა აქვს 2-კაციან კარავთან ერთად)
7. რიფი + (კარვით)
8. Falcon (100% მოვდივარ, 2 კაციანი კარავით)
9.neo (აღჭურვილობა 4-კაციან კარავთან ერთად)
10. ტ.დ.-ს პლიუსი
11. რიფი ყველაფრით, მათ შორის 2-კაციანი კარვით
12. რიფის + (2კაციანი კარვით)
13. რიფის +
14. მარმენიო
15. მარმენიოს +
16. LiBrA (3 კაციანი კარვით)
17. თამრიკო (კარავი არ მაქვს)
18. მიქაელი
19.ტიკალო
20. თ.დ+
21. წივწივა
22. ნინი 85
23-25 წივწივას და ნინის 3 უცხოეული პლიუსი
26-31. baqo და მისი პლიუსები
32. მეორე დღეს შემოერთებული ჯონი

თორი, კახისის ტბა 10-11 ივლისი, 2010

Posted: 11 ივლ 2010, 23:34
by Naia
დანარჩენს ხვალ დავწერ :)

თორი, კახისის ტბა 10-11 ივლისი, 2010

Posted: 11 ივლ 2010, 23:38
by teo-
იეაააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა
ველოდები ფოტოებს მწარედ
აჯტრსტჯგოპაჯოიპ
ოლალა
ლალალა
ლა



ესე ვარ

თორი, კახისის ტბა 10-11 ივლისი, 2010

Posted: 12 ივლ 2010, 00:19
by NINUCA
კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება მეგობრებო! :D

თორი, კახისის ტბა 10-11 ივლისი, 2010

Posted: 12 ივლ 2010, 00:49
by meleksa
გილოცავთ მშვიდობით დაბრუნებას :)

თორი, კახისის ტბა 10-11 ივლისი, 2010

Posted: 12 ივლ 2010, 01:21
by LEVANIKO
გილოცავთ მშვიდობით ჩამოსვლას

თორი, კახისის ტბა 10-11 ივლისი, 2010

Posted: 12 ივლ 2010, 01:27
by lasha-x
აბა სურათებს ველიიით.........

თორი, კახისის ტბა 10-11 ივლისი, 2010

Posted: 12 ივლ 2010, 10:55
by Naia
პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ეს გასვლა კარაველ თ.დ-ს მიეძღვნა, რომელსაც 10 ივლისს დაბდღე ჰქონდა. ერთ-ერთ კარვულ შეკრებაზე, რომელსაც თ.დ.-ც ესწრებოდა ვთქვი, რომ კახისის დალაშქვრას ვფიქრობდი, მაგრამ ვერ გადამეწყვიტა როდის. თემომ ძალიან მთხოვა, რომ ეს გასვლა მისი დაბადების დღისთვის დამემთხვია. ჰოდა, ასე დაიწყო ეს ყველაფერი

შაბათს, 10 ივლისს 7 სთ-ზე შევიკრიბეთ სამთო ქიმიასთან. ჩავსხედით მიკროავტობუსში და დავიძარით ბაკურიანისკენ. ვინაიდან, მიკროავტობუსი 20 კაციანი იყო და ბარგისთვისაც ადგილი აღარ გვრჩებოდა, ჩანთები გასასვლელში დავაწყეთ და ყოველ ჩასვლა-ამოსვლაზე 'ადამიანი ობობასავით' ვირჯებოდით :)

Image

Image

Image

Image

Image

ზოგიერთმა უკეთეს გამოსავალს მიაგნო და ამის შემდეგ უკანა ფანჯარა კარის მოვალეობას ასრულებდა :)

Image

Image

თორი, კახისის ტბა 10-11 ივლისი, 2010

Posted: 12 ივლ 2010, 10:55
by Naia
ტაშისკართან ნახევარი სთ-ით შევჩერდით, წივწივა, ნინი-85 და ლილიკა ვნახეთ, მათთან ერთად მივედით ბავშვთა სახლში და გამომცემლობა 'პალიტრის' მიერ გამოგზავნილი საჩუქრები დავუტოვეთ.

გზა განვაგრძეთ. წივწივამ, ნინი-85-მა და მათმა 3 უცხოელმა მეგობარმა თორამდე საკუთარი მანქანით წამოსვლა გადაწყვიტეს. მაბაკურიანში ჩასულებს ბაქო, ლაშა-X და მათი 2 მეგობარი დაგვხვდა. ანდეზიტამდე ავედით, ხიდთან ჩამოვედით და გადმოვბარგდით.

სანამ დავიძრებოდით ერთმანეთში მოვილაპარაკეთ, თ.დ-ს უცებ ალყა შემოვარტყით და 'რა ლამაზი დღეა' დავაგუგუნეთ :) აღმოჩნდა, რომ ბაქარის და ლაშა-X-ის ერთ მეგობარს, ლევანისაც ჰქონდა იმ დღეს დაბადების დღე. ასე, რომ თ.დ-სთან ერთად ისიც მოვიქციეთ ალყაში :)

შემდეგ ავიბარგეთ და გზას შევუდექით. თორამდე 9 კმ-იან სამანქანო გზას გავუყევით.

Image

Image

Image

Image

Image

Image

თორი, კახისის ტბა 10-11 ივლისი, 2010

Posted: 12 ივლ 2010, 10:59
by Archil
მიქაელმა ფული ისევ არ გადაიხადა? :lol: :lol: :lol: :lol: :lol:

თორი, კახისის ტბა 10-11 ივლისი, 2010

Posted: 12 ივლ 2010, 11:04
by Naia
Archil wrote:მიქაელმა ფული ისევ არ გადაიხადა? :lol: :lol: :lol: :lol: :lol:
შენ რომ არ ჩამეჩხირო რეპორტაჟში რა...

გადაიხადა

თორი, კახისის ტბა 10-11 ივლისი, 2010

Posted: 12 ივლ 2010, 11:04
by Naia
თორთან ახლოს BP-ს მილსადენი გადის, ამიტომ სამანქანო გზაზე ხშირად გვხვდებოდნენ მანქანები. თითქმის 8 კმ გვქონდა უკვე გავლილი, რომ BP-ს მანქანა წამოგვეწია. მძღოლს გამოველაპარაკეთ და ვთხოვეთ, ჩვენი მძიმე ზურგჩანთები თან წაეღო და თორთან ახლოს დაეტოვებინა. მძღოლი დაგვთანხმდა, ბარგი ძარაზე ავყარეთ, 2 კაციც გავაყოლეთ და შემსუბუქებულებმა უფრო მხიარულად განვაგრძეთ გზა :)

Image

Image

Image

Image

თორი, კახისის ტბა 10-11 ივლისი, 2010

Posted: 12 ივლ 2010, 11:11
by Naia
ტვირთის მოცილების შემდეგ ხასიათზე მოვედი და უფრო ინტენსიურად დავიწყე ფოტოების გადაღება :)

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

თორი, კახისის ტბა 10-11 ივლისი, 2010

Posted: 12 ივლ 2010, 11:23
by Naia
თორის გადასახვევთან ჩვენი ბარგი დაგვხვდა. მალე წივწივას ეკიპაჟიც წამოგვეწია. თორში ერთი წყარო-ჭა აქვთ. გადავწყვიტეთ ჭის გვერდით, ხის ჩრდილში შევჩერებულიყავით, წაგვეხემსა, წყლის მარაგი შეგვევსო და გზა მერე გაგვეგრძელებინა.

თორი. სხვათაშორის, ძალიან მომეწონა ეს სოფელი

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

თორი, კახისის ტბა 10-11 ივლისი, 2010

Posted: 12 ივლ 2010, 11:32
by Naia
Toma

Image

Image

Image

Stranger

Image

ცრუ იუბილარი წივწივა :)

Image

თამუსია

Image

შესვენება თორში

Image

Image

თორის ჭა

Image