ერთი გრძელი დღე ჯუთიდან ჭაუხებამდე, 2010 წლის 27 ივნისი

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
kakatuli
ბოდიალა
Posts: 196
Joined: 23 სექ 2008, 10:31
Contact:
ერთი გრძელი დღე ჯუთიდან ჭაუხებამდე, 2010 წლის 27 ივნისი

Post by kakatuli » 28 ივნ 2010, 13:12

1. რეგიონი:
მცხეთა-მთიანეთი, დუშეთის რაიონი

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-სნო-ჯუთა-ჭაუხები-ჯუთა-თბილისი

3. ხანგრძლივობა:
1 დღე

4. სირთულე:
საშუალო სირთულის

5. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
სოფელი ჯუთა და ტურისტული ცენტრი "ზეთა"

6. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
3საათნახევარი

7. ფეხით გავლილი მანძილი:
სოფელ ჯუთადან ჭაუხებამდე 4,5 კმ

8. სანახავი და ყურადღება მისაქცევი ობიექტები:
ჭაუხების ჩანჩქერი, მცირე ტბა, ულამაზსი დათოვლილი იალაღები

9.საჭირო აღჭურვილობა, რეკომენდაციები:
დაცურების საწინააღმდეგო და წყალგაუმტარი ფეხსაცმელი, საწვიმარი და გამოსაცვლელი სამოსი.

ვინაიდან გავსლა მხოლოდ ერთდღიანი იყო, ვერ ვნახეთ
აბუდელაურის ტბები, რომლის ნახვა სასურველია ივნისის ბოლოდან სექტემბრის ბოლომდე.
სხვა დროს თოვლისა და წვიმა-ნისლის გამო გავლა შეუძლებელი ხდება.

ინცინდენტი/განსაკუთრებული შემთხვევა

რაიმე ინცინდენტი (ღმერთმა დაგვიფაროს, უბედური შემთხვევა) არ მომხდარა, თუ არ ჩავთლით ჩემს ერთხელ მდინარეში, მეორედ ტალახსი ჩავარდნას და ერთ-ერთი მინიბუსის საწვავის გამოლევას ფასანაურის მიდამოებში უკანა გზაზე, რაც ღირსეულად გადავლახეთ და თბილისში მშვიდობიანად და "დაღლილად" ჩამოვედით.

შემადგენლობა (48 ადამიანი - 3 მინი ბუსი სრულად შევსებული)

ამ სიიდან ვინც ვერ წამოვიდა, ხელი ასწიოს :)
1. GAMARJOBA SAKARTVELO
2. მთა მყვარებია
3. გვალდა
4. ნაია
5. პატჰაპუტჰინა
6. KSOVRELი
7. ლევანიკო
8. უჩა კობიაშვული + (ჩემი მხრიდან)
9. სალომე ლორთქიფანიძე (ჩემი მხრიდან)
10.ლევანიკოს+
11.ხრუხუნა
12.ხრუნუნას +
13. GOGOLA
14-15. L-O-M-I 1 +ით
16. ინა-უნა
17.ქავთარაძე
18. Legenda
19. მიქაელ ქავთარაძე
20-22. ნა-თია 2 +ით
23-25. თამარი-ხევი და მისი 2 +
26-27. ნინო 1 +ით
28-29. კაკატული და მისი + სოფო
30-32. imerkhevli და მისი 2 + ხატია და მაკა
33. იმერხევლის+ლანა99%-ით
34. GT.ge და მისი 1 +
35. იანო
36. ოპტიმისტის+
37.hereti (ჩანჩქერზე ბანაობის უფლებით)
38. გიორგი ბუნტური (ჩემი სახელით)
39-42. პატრიკა 2 +ით
41. თიკალოც ჰეჰეე !!!!!
42. Zuradiver
43. TAMUSIA
44. stranger
45. მარიშკა
46. დაქლინგი
47. კარვის მეგობარი ალექსანდრე
48. კოლხი გოგო
49. ნატალი პატაშური (ესეც ჩემი მხრიდან)
50-51. aswti და მისი მეუღლე
52. დაქლინგის +
53.ხრუხუნა +
54-56. GAMARJOBA SAKARTVELOს 3 + (1ლად მოდიან კარავულ გასვლაში:)

User avatar
kakatuli
ბოდიალა
Posts: 196
Joined: 23 სექ 2008, 10:31
Contact:
ერთი გრძელი დღე ჯუთიდან ჭაუხებამდე, 2010 წლის 27 ივნისი

Post by kakatuli » 28 ივნ 2010, 13:20

ვინაიდან პირველად მერგო კარვული თემის გახსნის აპატიო მოვალეობა, გთხოვთ, მოთმინებით მოეკიდოთ აქ გამოთქმულ მოსაზრებებს და დადებულ ფოტოებს :))

ყველაზე ოხუნჯი კარავის მეგობარი:))

Image

ყველაზე ერთგული და მზრუნველი კარავის დედოფალი

Image

შესანიშნავი სოფელი სნო, პატრიარქის რეზიდენციის ადგილი

Image

ჩვეული მხიარულება მგზავრობის დროს

Image

ესეც თოვლიანი მთები...

Image


გთხოვთ, არ დაელოდოთ რეპორტაჟის გაგრძელებას და თქვენი გადაღებული ფოტოები "შემომაშველოთ"...

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
ერთი გრძელი დღე ჯუთიდან ჭაუხებამდე, 2010 წლის 27 ივნისი

Post by Hereti » 28 ივნ 2010, 13:29

ძალიან მაგარი ლაშქრობა გამოვია 10 ბალიანი შეფასების სისტემით მე 100 ბალს დავუწერ, არ მოგეჩვენათ 100, წვიმა, სეტყვა, მზე, ყინულივით ტბა, ულამაზესი ადგილები, უამრავი ხალხი, 100 ბალს იმასუხერბს

User avatar
kakatuli
ბოდიალა
Posts: 196
Joined: 23 სექ 2008, 10:31
Contact:
ერთი გრძელი დღე ჯუთიდან ჭაუხებამდე, 2010 წლის 27 ივნისი

Post by kakatuli » 28 ივნ 2010, 13:30

Hereti wrote:ძალიან მაგარი ლაშქრობა გამოვია 10 ბალიანი შეფასების სისტემით მე 100 ბალს დავუწერ, არ მოგეჩვენათ 100, წვიმა, სეტყვა, მზე, ყინულივით ტბა, ულამაზესი ადგილები, უამრავი ხალხი, 100 ბალს იმასუხერბს
იმედია, მეუღლემ შეგიშვა სახლში :)) ბოდიში უნდა მოგიხადო გუშინდელი შენიშვნისთვის, ძალიან საინტერესოდ ყვებოდი და ბევრი რამე ახალი გავიგე შენგან. იმედია, შენც ბევრი ახალი რამ ისწავლე ჩვენგან :)))

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ერთი გრძელი დღე ჯუთიდან ჭაუხებამდე, 2010 წლის 27 ივნისი

Post by Naia » 28 ივნ 2010, 13:38

kakatuli
მე ვერ წამოვედი მაგ სიიდან :(

როგორც ვიცი 48 კაცი წახვედით

მოკლედ, ველი ფოტოებს, იქნებ მათი მეშვეობით მაინც ავინაზღაურო იქაურობის მონატრება

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ერთი გრძელი დღე ჯუთიდან ჭაუხებამდე, 2010 წლის 27 ივნისი

Post by Int3lig3nt » 28 ივნ 2010, 13:40

ვაკოპირებ ჩემს ცხელ-ცხელ ემოციას, სამომავლო გეგმების თემიდან:

მოოოკლედ, გუშღამ გადავწყვიტე წასვლა და მოუმზადებელი გამოვვარდი სახლიდან.
ფრიად კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით, მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრეს თქმისა არ იყოს, ყველაფერი გადავიტანეთ, წისქვილის ქვის თავზე დატრიალების გარდა და ბოლოს ეგეც დაგვემართა, ერთ-ერთ მინიბუსში საწვავის ამოწურვისა და სოფლებში ძებნისას.

ვიცი, რომ ვიღაცეებმა თავი შეიკავეს წამოსვლაზე იმიტომ, რომ ბევრი კარაველი და კიდევ უფრო მეტი პლუსი ეწერა სიაში,
მართალია, ყველა ერთი ტემპით ვერ დავდიოდით, მაგრამ საოცარი ერთსულოვნება იყო. არც ახალ კარაველებს და არც პლუსებს არ "შეურცხვენიათ" თავი. არაფერი ზედმეტი არ მომხდარა და ყველაფერმა შესანიშნავად ორგანიზებულმა ჩაიარა.
ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ სულ არ მიგრძვნია 48 კაციან(ქალიან)ი გასვლა რომ იყო.

ჰოდა ძალიან დიდი მადლობა მინდა მოვუხადო გოგას, ასე საუცხოოდ ორგანიზებული ლაშქრობისთვის.

ასევე მადლობა ლომს, შორტის და <NINI88>-ს მაისურის (როგორც შემდეგ გაირკვა, მისთვის ძალიან ძვირფასი) თხოვებისთვის. საბედნიეროდ ორივე უვნებლად გადარჩა და უახლოეს მომავალში დაუბრუნდებათ პატრონებს :).

მადლობა ჩვენს მძღოლს - ბატონ სულიკოს, რომელმაც კარაველების ნაწილი გამოგვიყოლა და მგონი ზოგი სახლამდეც მიიყვანა.

და რა თქმა უნდა, მადლობა ამ გასვლის ყველა მონაწილეს, ასეთი შესანიშნავი დღე რომ მაჩუქეს :).
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
ერთი გრძელი დღე ჯუთიდან ჭაუხებამდე, 2010 წლის 27 ივნისი

Post by Hereti » 28 ივნ 2010, 13:44

kakatuli
რა ბოდიში :lol:
ერთმანეთისგან ვსწავლობთ
პირიქით მადლობა ყველაფრისთვის და ფოტოებისთვის, რომლებსაც ველოდები :wink: :wink: :wink: :wink:

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ერთი გრძელი დღე ჯუთიდან ჭაუხებამდე, 2010 წლის 27 ივნისი

Post by lama » 28 ივნ 2010, 13:51

ძალიან კარგი გასვლა გამოგსვლიათ :)

ჩემმა მეგობარმა, სოფიო თვარაძემ მითხრა:

- გზაში - მთებში შევხვდი კარაველების არმიასო

გამიხარდა....
:)
Last edited by lama on 28 ივნ 2010, 13:55, edited 1 time in total.
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში





User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
ერთი გრძელი დღე ჯუთიდან ჭაუხებამდე, 2010 წლის 27 ივნისი

Post by Hereti » 28 ივნ 2010, 14:03

Image

Uploaded with ImageShack.us
Image

Uploaded with ImageShack.us
Image

Uploaded with ImageShack.us
Image

Uploaded with ImageShack.us
Image

Uploaded with ImageShack.us
Image

Uploaded with ImageShack.us
Image

Uploaded with ImageShack.us
Image

Uploaded with ImageShack.us
Image

Uploaded with ImageShack.us
Image

Uploaded with ImageShack.us
Image

Uploaded with ImageShack.us
Image

Uploaded with ImageShack.us
Image

Uploaded with ImageShack.us

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ერთი გრძელი დღე ჯუთიდან ჭაუხებამდე, 2010 წლის 27 ივნისი

Post by Naia » 28 ივნ 2010, 14:17

რა მაგარი ფოტოებია და რა ლამაზია იქაურობა!

Hereti
ფეხზე რა გიკეთია?


ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]