Page 1 of 8

კალოუბნის ეკლესია, შიომღვიმე, არმაზი, 30 მაისი

Posted: 31 მაი 2010, 00:10
by ნინი_85
ბედნიერეი დღე იყო, დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით... ყველას ძალიან დიდი მადლობა, ნამდვილად არ მეგონა ასე კარგად თუ ჩაივლიდა ყველაფერი და ეს თითოეული თქვენთაგანის დამსახურებაა მეგობრებო :)

1. რეგიონი:
მცხეთა-მთიანეთი

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი – კალოუბნის ეკლესია – შიომღვიმე – არმაზი- თბილისი

3. ხანგრძლივობა:
1 დღე (დაახლ. 8 საათი)

4. სირთულე:
მარტივი

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება:
250 ლარი

6. მონაწილეთა რაოდენობა:
51 ბავშვთა სახლის აღსაზრდელი, 5 ზედამხედველი, 11 კარველი და 2 პლიუსი:

1. ნინი85
2. წივწივა
3. მარმენიო
4. betqila
5. მირანდა
6. ჰერეთი
7. სანდრო
8. რუსკა გრიგალაშვილი
9. ქსოვრელი
10. იკა-ბებო
11-12. meleksa და აბო (ჩემი დიშვილი)
13.ln_ln

7. გასვლის, ლაშქრობის ორგანიზატორი:
წივწივა, მარმენიო, ნინი_85

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
მცხეთა, არმაზი

9. ფეხით გავლილი მანძილი:
5–6 კმ

10. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
კალოუბნის ეკლესია, შიომღვიმის მონასტერი, არმაზის ხევი – ღვთისმსობლის ეკლესია, არმაზის ციხე.

11. საბანაკე ადგილები:
არმაზის ხეობაში საკმაოდ ბევრი ადგილია, რომელიც საბანაკედ გამოდგება.

12. სასმელი წყალი მარშრუტზე:
შიომღვიმის მონასტერში, არმაზის ხეობაში.

13. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
სალაშქრო ფეხსაცმელი
საწვიმარი
სასმელი წყალი
გასათვალისწინებელია, რომ პატარა ხევზე გადასვლა ხშირად მოგიწევთ.

14. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო:
ნებისმიერი დრო: გაზაფხულზე ყოჩივარდების მინდორია, ზაფხულში სასიამოვნო სიგრილე, შემოდგომით ულამაზესი ფერები და ზამთარში თუ დიდი თოვლი არაა, ასვლა სასიამოვნოა

15. რისკები, საფრთხეები:
თითქმის არაფერი

16. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
კალოუბნისკენ მიმავალ გზაზე ზოგიერთ ადილად არ იჭერს, ასევე შიომღვიმეში, არმაზის ხევში თითმქის საერთოდ არ აქვს მიღება

17. სიმაღლე ზღვის დონიდან:
700 მეტრზეა არმაზის ციხე

18. გასვლის, ლაშქრობის შეფასება ათ ბალიანი სისტემით:
10

19. სასარგებლო ბმულები:
კარავული გასვლები არმაზში:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=3595&start=0
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=2189
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=1795
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=75

აქამდე არ დამიწერია, მარა ალბათ საჭიროა რომ ითქვას, ისევე როგორც ნაყინობა ეს ლაშქრობაც რაღაცნაიარად დიკლო9-სთან იყო დაკავშირებული. შარშან ლომისადან მომავალ გზაზე გადაწყდა ნაყინობა გაგვეკეთებინა ლაშქრობსი მონაწილეებს, მაგრამ მაშინ ვერ შედგა რატომღაც, მერე რომ ვიხსენედი დეტალურად ამბებს ეს არშემდგარი ნაყინობა ამომიტივტივდა და მომინდა აუცილებლად გაგვეკეთებინა, თუმცარა უფრო სხვანაირად, ცოტა ქველმოქმედებაც რომ გამოსულიყო და დავიწყე ფიქრი... ფიქრები კი დიღმის ბავშვთა სახლის ბავშვებისკენ წავიდა... მე, დიკლო9, ანანაო და მისი პლიუსი ანა მივედით ჩურჩხელობის მერე 31 დეკემბერს და კარველების მიერ შეგროვილი ჩუქჩხელები მივიტანეთ... გაგვაოცეს ბავშვებმა, ისეთი მოკრძალებულები იყვნენ, კარგად აღზრდილები... და აი დაიბადა იდეა: ნაყინობა ბავშვთა სახლში :)
სიმართლე გითხრათ არ მეგონა რომ ასე კარგად გავართმევდით თავს ამ ღონისძიებას და უფრო მეტად კი არ ველოდი შემოწირულობა იმდენი თუ იქნებოდა, რომ მეორე ღონისძიებასაც, კერძოდ კი ბავშვების ქალაქგარეთ გაყვანასაც ეყოფოდა.
უნდა ვაღიარო არჩეული მარშუტი ჩემი სუბიექტური გადაწყეტილბა იყო. ძალიან მინდოდა კალოუბნის ეკლესიაში ასვლა. წელს თებერვალში მე და დიკლო9 ვიყავით ასულები, მაშინ თოვლში ვიარეთ და ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა გზამ და პატარა ეკლესიამ, რომელსაც მეტად საინტერესო ისტორია აღმოაჩნდა, დათო მიყვებოდა ამ ადგილას სადაც ახლა კალოუბნის ეკლესიაა თემურ ლენგს უბრძანებია ბავშვების შეგროვება, თავის კავალერიას ზედ შედგომა და გასრესა.
არსებობს აზრი, რომ:"კალოებისაგან, რომელზედაც მხეცურად გაჟლეტილ იქნენ ბავშვები, ალაგს დაერქვა "კალო-უბანი",ე.ი ალაგი სადაც ბევრი კალო იყო."(დუკას.მე-18 პაჟ.47.)
ამ ეკლესიაში მოხვედრის მიზეზი მისი ხელმეორედ მონახულების სურვილი იყო, პირველად რომ ვნახე არ მახსოვდა შიგნით ტრაოპეზი იყო თუ არა და რამდენად შესაძლებელი იქნებოდა წირვის ჩატარება და ასე ვთქვათ ტაძრის ამოქმედება... რადგან მიმართულება უკვე არჩეული მქონდა დავიწყე იმაზე ფიქრი გზად რას ვნახავდით კიდევ.
წინა შაბათს შიომღვიმობა იყო. მე, ლილიკა, ლილიკას და დიკლო9-ს მამა ავედით დილით წირვაზე, სწორედ იქიდან მოვდიოდით ცოტა რომ შეგვაგვიანდა ნაყინობაზე.
შიომღვიმიდან ძალიან კარგი განწყობით წამოვედით და შეიძლება ითქვას რომ გზაში გადავწყვიტე შემდეგ კვირას ამ მიმართულებით წამოსვლა.

რაც შეეხება არმაზს, ეს უკვე წივწივას იდეა იყო და ნამდვილად გაამართლა, თუ რატომ ამას თვითონ გვიამბობთ ალბათ :)

კალოუბნის ეკლესია, შიომღვიმე, არმაზი, 30 მაისი

Posted: 31 მაი 2010, 08:50
by z g a r b i
ძალიან გამიხარდა ასე კარგად რომ ჩაუვლია ყველაფერს და ეჭვიც არ მეპარებოდა :wink:
დარწმუნებული ეს დღე ბავშვებს კარგა ხანს გაყვებათ, როგორც ერთერთი ძალიან თბილი, ლამაზი და მხიარული დღე :)
კარგები ხართ კარგები! ეს თქვენი დამსახურებაა, და კიდევ ბავშვების :)

კალოუბნის ეკლესია, შიომღვიმე, არმაზი, 30 მაისი

Posted: 31 მაი 2010, 10:12
by tamuna_gudarexi
ამდენი ბავშვის ქალაქგარეთ წაყვანა ხუმრობა არ არის! ყოჩაღები ხართ!
დარწმუნებული ვარ თქვენც და ბავშვებიც არანაკლებ იმხიარულებდით, ვიდრე ნაყინობისას :) ველი დაწვრილებით ამბებს და თქვენი და უკვე მონატრებული ბავშვების ფოტოებს..
:wink:

კალოუბნის ეკლესია, შიომღვიმე, არმაზი, 30 მაისი

Posted: 31 მაი 2010, 10:23
by qvevri
კალოუბანში დიდებული ფრესკებია, თუმცა საშუნლად დაზიანებული. განსაკუთრებით წმ. გიორგის ფერსკაა საინტერესო. იმედია სურათებს შემოგვთავაზებთ დღეს (ან ხვალ) საღამოსთვის :wink:

კალოუბნის ეკლესია, შიომღვიმე, არმაზი, 30 მაისი

Posted: 31 მაი 2010, 10:32
by betqila
ძალიან ბევრი კარგის დაწერა შეიძლება გუშინდელ გასვლაზე, მაგრამ არ შემიძლია იმის გადმოცემა, რასაც გუშინ ბავშვებთან ერთად განვიცდიდი, ეს უნდა გააკეთოს ადამიანმა :D . ერთი რამ უნდა ვთქვა მთელი გულით, ეს დღე სიცოცხლის ბოლო წუთამდე მემახსოვრება და ამას ორი განსაკუთრებული მიზეზი აქვს:
1) არ შეიძლება დაგავიწყდეს ჯერ მშრალი შემდეგ გალუმპული 50 ბავშვის :lol: სიყვარულით, სიხარულით და ბედნიერებით სავსე თოლები.
2) კარაველებთან ერთად ეს ჩემი პირველი გასვლა იყო.
ბედნიერი ვარ რომ გუშინდელ გასვლაში მონაწილეობა მივიღე, ყველას დიდი მადლობა ორგანიზატორებს, სკოლის დირექციას, კარაველებს და განსაკუთრებულად მაინც ბავშვებს, ეგენი არიან ამ დიდი სიხარულის და სიყვარულის საბადოები. გენაცვალეთ ყველას, ეს ერთი და უფლის კურთხევით სხვა მრავალი!!! :D :D :D

ხო მართლა ერთი სული მაქვს სურათებს როდის ვნახავ :D

კალოუბნის ეკლესია, შიომღვიმე, არმაზი, 30 მაისი

Posted: 31 მაი 2010, 10:49
by Tamari-ch.
qvevri wrote:კალოუბანში დიდებული ფრესკებია, თუმცა საშუნლად დაზიანებული. განსაკუთრებით წმ. გიორგის ფერსკაა საინტერესო. იმედია სურათებს შემოგვთავაზებთ დღეს (ან ხვალ) საღამოსთვის :wink:
მაჩვენეთ რა კალოუბნის ეკლესია
ფოტოებს როდის დადებთ?

კალოუბნის ეკლესია, შიომღვიმე, არმაზი, 30 მაისი

Posted: 31 მაი 2010, 10:56
by lama
ნინი_85 wrote:"კალოებისაგან, რომელზედაც მხეცურად გაჟლეტილ იქნენ ბავშვები, ალაგს დაერქვა "კალო-უბანი",ე.ი ალაგი სადაც ბევრი კალო იყო."(დუკას.მე-18 პაჟ.47.)
ეს მართლაც ასეა

ჩემი სოფლის, ზემო ქედის მერე არის სოფელი არხილოსკალო - უფრო ზუსტად - არ იხილოს კალო

სახელი მომდინარეობს ანალოგიური ისტორიული ამბიდან, მხოლოდ ერთი განსხვავებით, აქ, ჩემ სოფელში შაჰ-აბას II მოაწყო დიდი სისხლიანი კალო და სოფელსაც უწოდეს არხილოსკალო (არ იხილოს კალო)...
ცოტა გადავუხვიე თემას...

გაიხარეთ
კარგი საქმე
გააკეთეთ

უფალმა აცხოვნოს დიკლოს ნათელი სული ზეციურ სამყოფელში

კალოუბნის ეკლესია, შიომღვიმე, არმაზი, 30 მაისი

Posted: 31 მაი 2010, 11:19
by Hereti
ვინმემ თუ იცით რა პირობებშI ცხოვრობენ იქ ბავშვები? ანუ ტელევიზორი აქვთ თუ არა? ყველა ოთახში აქვთ თუ ტელევიზორის ოთახი აქვთ ცალკე? ძალიან მაინტერესებს

კალოუბნის ეკლესია, შიომღვიმე, არმაზი, 30 მაისი

Posted: 31 მაი 2010, 11:51
by qvevri
Tamari-ch. wrote:
qvevri wrote:კალოუბანში დიდებული ფრესკებია, თუმცა საშუნლად დაზიანებული. განსაკუთრებით წმ. გიორგის ფერსკაა საინტერესო. იმედია სურათებს შემოგვთავაზებთ დღეს (ან ხვალ) საღამოსთვის :wink:
მაჩვენეთ რა კალოუბნის ეკლესია
ფოტოებს როდის დადებთ?
ფოტოები ზეგ დაიდება :!:

კალოუბნის ეკლესია, შიომღვიმე, არმაზი, 30 მაისი

Posted: 31 მაი 2010, 12:59
by qvevri
ან მაზეგ :D

კალოუბნის ეკლესია, შიომღვიმე, არმაზი, 30 მაისი

Posted: 31 მაი 2010, 14:33
by ნინი_85
Hereti wrote:ვინმემ თუ იცით რა პირობებში ცხოვრობენ იქ ბავშვები? ანუ ტელევიზორი აქვთ თუ არა? ყველა ოთახში აქვთ თუ ტელევიზორის ოთახი აქვთ ცალკე? ძალიან მაინტერესებს
მე პირადად ბავშვების ოთახები არ მინახია, თუმცა მეეჭვება ყველა ოთახში ჰქონდეთ ტელევიზორი. საეთო ოთახში რომ უდგათ ნამდვილად მახსოვს.
ალბათ ეკა უფრო შეძლებს მოგვიყვეს მათი საცხოვრებელი პირობების შესახებ, რადგან დიდი ხანია მაგ ბავშვებს იცნობს.

პ.ს. აქვე მინდა გითხათ რომ ერთ-ერთ ბავშვს, მეგის, თუ გახსოვთ ძალიან რომ დასველდა ჩემი ჯინსები და კეტები (40 ზომა) ვათხოვე, ხვალ დაბადების დღე აქვს, 11 წლის ხდება. გვთხოვა მოდითო, მე პირადად ვაპირებ ხვალ საღამოს შერბენას, თუ ვინმე სურველი გექნებათ ერთად წავიდეთ, ძალან გაუხარდებათ ჩვენი დანახვა :)

კალოუბნის ეკლესია, შიომღვიმე, არმაზი, 30 მაისი

Posted: 31 მაი 2010, 14:42
by Hereti
ნინი_85
სართო ოთახში სადაც ტელევიზორი აქვთ დვდ აქვთ თუ იცი? სავარაუდოდ მე და ჩემი მეუღლეც წამოვალთ

კალოუბნის ეკლესია, შიომღვიმე, არმაზი, 30 მაისი

Posted: 31 მაი 2010, 14:58
by ნინი_85
Hereti wrote:ნინი_85
სართო ოთახში სადაც ტელევიზორი აქვთ დვდ აქვთ თუ იცი? სავარაუდოდ მე და ჩემი მეუღლეც წამოვალთ
მაგდენი ინფორმაცია არ მაქვს, სამაგიეროდ ხვალ ადგილზევე შეგვიძლია ყველაფერი გავარკვიოთ და საკუთარი თვალით ვნახოთ:)

კალოუბნის ეკლესია, შიომღვიმე, არმაზი, 30 მაისი

Posted: 31 მაი 2010, 15:07
by Hereti
ნინი_85
კარგი დაიკო, ხვალ დაგირეკავ თუ მოვახერხე

კალოუბნის ეკლესია, შიომღვიმე, არმაზი, 30 მაისი

Posted: 31 მაი 2010, 15:43
by betqila
ნინი_85
ნინო დაახლოებით რა დროს აპირებ, რომ მიხვიდე ბავშვთა სახლში?