კალოუბნის ეკლესია, შიომღვიმე, არმაზი, 30 მაისი

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
კალოუბნის ეკლესია, შიომღვიმე, არმაზი, 30 მაისი

Post by Hereti » 01 ივნ 2010, 09:47

ნინი_85
ხოდა ნი ანგარიშიც უნდა გავხსნათ და ნომერიც, ორივე საჭიროა

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
კალოუბნის ეკლესია, შიომღვიმე, არმაზი, 30 მაისი

Post by qvevri » 01 ივნ 2010, 11:23

საინტერესო სურათები იყო, ძალიან ვისიმოვნე :D

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
კალოუბნის ეკლესია, შიომღვიმე, არმაზი, 30 მაისი

Post by guruli » 01 ივნ 2010, 11:52

ამ ადგილას სადაც ახლა კალოუბნის ეკლესიაა თემურ ლენგს უბრძანებია ბავშვების შეგროვება, თავის კავალერიას ზედ შედგომა და გასრესა.
არსებობს აზრი, რომ:"კალოებისაგან, რომელზედაც მხეცურად გაჟლეტილ იქნენ ბავშვები, ალაგს დაერქვა "კალო-უბანი",ე.ი ალაგი სადაც ბევრი კალო იყო."(დუკას.მე-18 პაჟ.47.)
"სისხლით უბზინავდათ ფოლადის ჯავშნები
ცეცხლის შუქისაგან სახეალეწილებს,
ნიავს ამოჰქონდა ტირილი ბავშვების,
კალოუბანთან რომ ცხენებს ალეწინეს.
თვალი მოაშორა, თვალიც ვერ იტანს,
ცხენს დეზი ამოჰკრა მეფემ უგუნებოდ.
ისევ მოესმოდა - კრწანისის ველიდან
სამას არაგველთა ძვლები გუგუნებდნენ" - იოსებ ნონეშვილის ლექსია.
ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ კარგი გასვლა იქნებოდა, ბავშვებს კი მართლა ნაღვლიანი თვალები აქვთ - ზომაზე მეტად დარდიანი. :cry:
სამწუხაროდ, დღეს ვერც მანდ მოვახერხებ მოსვლას და ვერც - პანაშვიდზე სამსახურის გამო.
ანგარიშის გახსნა მართლაც კარგი იდეაა.

User avatar
nikushanikusha
მაწანწალა
Posts: 668
Joined: 01 დეკ 2008, 00:10
კალოუბნის ეკლესია, შიომღვიმე, არმაზი, 30 მაისი

Post by nikushanikusha » 01 ივნ 2010, 14:05

აუ რა ძაააალიან ძაალიან მაარი გასვლა გქონიათ, როგორ მწყდება გული რო ვერ წამოვედიი :( იმედია (თუმცა ამ სწავლის გადამკიდე როდის) მალე გავაქტიურდები ისევ :D ნინიი უმაგრეს:*:*:*:*

User avatar
ln_ln
მაწანწალა
Posts: 387
Joined: 15 თებ 2009, 22:10
Location: davikarge da gza ar maswavlot, ar minda
კალოუბნის ეკლესია, შიომღვიმე, არმაზი, 30 მაისი

Post by ln_ln » 01 ივნ 2010, 21:06

guruli wrote: "სისხლით უბზინავდათ ფოლადის ჯავშნები
ცეცხლის შუქისაგან სახეალეწილებს,
ნიავს ამოჰქონდა ტირილი ბავშვების,
კალოუბანთან რომ ცხენებს ალეწინეს.
თვალი მოაშორა, თვალიც ვერ იტანს,
ცხენს დეზი ამოჰკრა მეფემ უგუნებოდ.
ისევ მოესმოდა - კრწანისის ველიდან
სამას არაგველთა ძვლები გუგუნებდნენ" - იოსებ ნონეშვილის ლექსია.
შემზარავია :(


სამწუხაროდ დღეს თქვენთან ერთად ვეგარ წამოვედი , მარა გულს არ გავიტეხ =)სხვა დროს აუცილებლად შემოგიერთდებით =)
სახეტიალოდ გზები მეძახის.. .მესაიდუმლედ მთა გამხდენია

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
კალოუბნის ეკლესია, შიომღვიმე, არმაზი, 30 მაისი

Post by guruli » 01 ივნ 2010, 22:01

ln_ln
შემზარავია
მთლიანად ლექსია იმდენად ემოციური, თითქოს იმ ეპოქაში გადადიხარ და იმ ამბების თანამონაწილე ხდები, შენი თვალით ხედავ მაგ ყველაფერს.

User avatar
marmenio
მაწანწალა
Posts: 545
Joined: 13 აგვ 2009, 17:08
კალოუბნის ეკლესია, შიომღვიმე, არმაზი, 30 მაისი

Post by marmenio » 01 ივნ 2010, 23:48

აი მეც მოვედი. საოცარი ხალხი ხართ. თითოეული თქვენთაგანი მაქსიმალურად დაიხარჯა. ბავშვებს თავი ისე შეაყვარეთ, მითხრეს მაგათ გარეშე არ მოხვიდე ჩვენთანო. ძალიან თბილები და საყვარლები ხართ. შემოგევლეთ თქვენ. ჩემი ნერვიულობის მიუხედავად, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ბავშვებიც არ გაციებულან.

დაუვიწყარი დღე იყო. რაღაცნაირად ცოტა გიჟურიც :)

დღეს ერთმა ბავშვმა თავისი დაწერილი შთაბეჭდილება მომცა, ექსკურსიის შესახებ.
"წუწუნა" რომ შეარქვა სანდრომ, იმ ბავშვმა.

აბა დავიწყებ:

User avatar
marmenio
მაწანწალა
Posts: 545
Joined: 13 აგვ 2009, 17:08
კალოუბნის ეკლესია, შიომღვიმე, არმაზი, 30 მაისი

Post by marmenio » 01 ივნ 2010, 23:59

კვირა 10:10 წთ. 30 მაისი
ექსკურსია
კვირა დღეც დადგა. მოვიდა ავტობუსი. ჩავჯექით და წავედით ექსკურსიაზე, როცა მივედით ყველას წყალი გვწყუროდა, მაგრამ წყალი ცოტა იყო და პატარებს დაგვალევინეს. იქ გავიცანი ესპანურის მასწავლებლის მეგობარი სანდრო. ის ძალიან კარგი ბიჭი იყო. ჩვენ ერთმანეთს ზედმეტი სახელები შევარქვით. რომ გავიარეთ იქ იყო პატარა ჭაობი და ყველა გავტალახიანდით. ძალიან ბევრი სურათებიც გადავიღეთ, შემდეგ წავედით შიომღვიმეში, იქაც ბევრი სიარული დაგვჭირდა,მაგრამ იქ იყო წყაროები.ბავშვები წუწაობდნენ და წუწუნის დრო არავის ჰქონდა. მოკლედ ძალიან გავერთეთ. შემდეგ მოგვშივდა,საჭმლის ჭამაც დავიწყეთ. ყგელამ რომ დაამთავრა ჭამა, თამაში დავიწყეთ. ცოტახანი ვითამაშეთ, შემდეგ წასვლის დროც დადგა, რომ მოვდიოდით მე და ჩემმა მეგობარმა სანდრომ ძალიან ვიმხიარულეთ. როგორც იქნა ავტობუსთან მივედით. ავტობუსშიც ძალიან ვიმხიარულეთ, როცა მოვედით, დავემშვიდობეთ ერთმანეთს და წავიდა. ასე დავამთავრეთ ჩვენი მხიარული ექსკურსია.
მაკა (წუწუნა)

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
კალოუბნის ეკლესია, შიომღვიმე, არმაზი, 30 მაისი

Post by ნინი_85 » 02 ივნ 2010, 00:04

დღევანდელი დღის შთაბეჭდილებებისთვის თემა უკვე გახსნილია:

http://karavi.ge/viewtopic.php?p=303283#303283

marmenio wrote:.ბავშვები წუწაობდნენ და წუწუნის დრო არავის ჰქონდა.
გენაცვალეე, რა საყვარელიააა :****
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
marmenio
მაწანწალა
Posts: 545
Joined: 13 აგვ 2009, 17:08
კალოუბნის ეკლესია, შიომღვიმე, არმაზი, 30 მაისი

Post by marmenio » 02 ივნ 2010, 00:08

Tamari-ch.
qvevri

ბოდიშს გიხდით, ჩემი აპარატი ბავშვებს ჰქონდათ და მათ გადაღებულ რამდენიმე ფოტოს დავდებ.
ერთმანეთს უღებდნენ, ასე რომ ფრესკების, ტაძრების და პეიზაჟების ფოტოები არ იქნება. :(

Hereti
იქნებ შენ გქონდეს კალაუბნის ამსახველი ფოტოები? მახსოვს რომ იღებდი ფოტოებს.

User avatar
marmenio
მაწანწალა
Posts: 545
Joined: 13 აგვ 2009, 17:08
კალოუბნის ეკლესია, შიომღვიმე, არმაზი, 30 მაისი

Post by marmenio » 02 ივნ 2010, 01:16

როგორც ბექამ დააზუსტა, ბავშვების ფოტოების გამოქვეყნება მშობლის ნებართვის გარეშე არა კანონიერი ყოფილა და უნდა წავშალო. :(
Last edited by marmenio on 02 ივნ 2010, 21:06, edited 1 time in total.





ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]