კაცხის სვეტი, diklo9-ს სახელობის შეჯიბრი ცოცვაში, 16.05.2010

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
კაცხის სვეტი, diklo9-ს სახელობის შეჯიბრი ცოცვაში, 16.05.2010

Post by tamuna_gudarexi » 17 მაი 2010, 11:37

მეგობრებოოო,
მცოცავებოოო,
არამცოცავებოოო,
უბრალოდ გულშემატკივრებოოო!

გუშინ დიდებული გასვლა შედგა!
ვინახულეთ მღვიმევის მონასტერი, კაცხის ტაძარი, ვიმოგზაურეთ საბაგიროთი, ვიყავით ჭიათურის მაღაროში და შევესწარით მანგანუმის მოპოვების ერთ ეტაპს ;) ვიხილეთ საოცარი კაცხის სვეტი (გოგონები ზემოთ არ აგვიშვეს) და რაც მთავარია - შედგა კარაველთა და მათ პლიუსთა შორის შეჯიბრი ცოცვაში! ასევე გაიხსნა diklo9-ს სახელობის საცოცი ბილიკი!

ტრადიციულ საგულისხმო მონაცემებს კაცხის სვეტთან, მღვიმევის მონასტერთან და კაცხის ტაძართან დაკავშირებით, რომლებიც ვინახულეთ, შარშანდელ თემაში ამომწურავად იხილავთ შემდეგ ბმულზე:

http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=3768&start=0

დილით, 8 საათზე შევიკრიბეთ რესპუბლიკის მოედანზე, დაახლოებით 9 საათზე გავედით ქალაქიდან, გზად მცხეთაში დავიმატეთ თანამგზავრი, რომელიც შემდეგ დღის ერთ-ერთი გმირი გახდა! :)

ამ აქტიურ გასვლაში მონაწილეობდნენ:

1. civciva (ჩვენი შეუდარებელი თაოსანი, ჩვენ გვიყვარს წ ი ვ წ ი ვ ა!)
2. jiniya (ბიჭების საიმედო დაცვა :))
3. pataputina (არ მინდაო, კი არა და, იმისთანა იცოცააააა)
4. FigTree (მშვენივრად გვიფორმებდა ადგილ-ადგილ მუსიკით გასვლას)
5. marmenio (გულადიი, პირველმა გაბედა ;))
6. რუსკა (დიკლო9-ს დეიდაშვილი, მალე გაკარველდება, კოჭებში ეტყობა! ;))
7. დათო (რა კარგი ახალგაზრდობა მოდიის!)
8. ჯოკონდა (გოგონების მარტო საიმედო დაცვა კი არა, უზადო გამამხნევებელი!)
9. hereti (მერე რა, რომ დაბადების დღე გააცდინა ;))
10. თამუნა_გუდარეხი (თქვენი მონა-მორჩილი)
11. მთა მყვარებია (მაინც აგაცოცებთ! :P)
12. ნუსა (რა ვართ ეს კარაველი ქალები, ყველა სიმაღლეს დავიპყრობთ!)
13. თეო- (მუაგარ ;) მეც მიყვარხარ :lol: :lol: :lol: ოღონდ არაფერი იფიქრო)
14. ნინი_85 (კლდეებზე ფრენაც თუ იცოდა, არ მეგონა ;))
15. jiniya+ ად გაფორმებული, პატარა ბიჭია გოგოებს ჩავუსვამთ კალთაშიო და შალვა არ აღმოჩდაა! :D
16. პატაპუტინას + მაიკო (პლიუსიც ასეთი უნდა! სასახელო :))
17. GT.ge (თუ მოვედი, ე.ი. მოვდივარო და კი მოვიდა :))
18. სანდრო (Daniel-ის ძმა) (ოოო, ველით მის ფოტოეებს ;) და მის გააქტიურებას killroy-დ)
19. KINALOKO (პატაპუტინასი არ იყოს, არაო და კი გამესამდა :))
20. t.d. (დიდებული მცოცავი და მოლაპარაკე :P)
21. jiniya+ ბექა (კარგად მსახიობობს, განსაკუთრებით სატელეფონო საუბრებში)


თემას გახსნილად ვაცხადებ წივწივას ნებართვით :lol:
ფოტოები შემოგვაშველეთ და შთაბეჭდილებები!
Last edited by tamuna_gudarexi on 17 მაი 2010, 15:52, edited 1 time in total.

Daniel
ბილიკზე მოარული
Posts: 70
Joined: 04 ივლ 2006, 02:46
კაცხის სვეტი, diklo9-ს სახელობის შეჯიბრი ცოცვაში, 16.05.2010

Post by Daniel » 17 მაი 2010, 11:46

ვინაიდან და რადგანაც აქ ჩემი ძმის მონიტორი ძალზედ პატარაა, ფოტოებს ვერ ვამუშავებ ნორმალურად, ამიტომ ახლა დავყრი ნაწილს და დანარჩენი ერთ 2 კვირაში.
ჭიათურა
Image
Image
Image
შალვა და მატრიცა
Image
აქ დავფოფხავდით
Image
Image
Image
წივწივა და....
Image
დანარჩენი ცოტაოდენი აქ http://foto.mail.ru/inbox/dj_killroy/2249
და ისა Killroy13 გააქტიურეთ რა
Last edited by Daniel on 17 მაი 2010, 12:40, edited 2 times in total.

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
კაცხის სვეტი, diklo9-ს სახელობის შეჯიბრი ცოცვაში, 16.05.2010

Post by lama » 17 მაი 2010, 11:49

tamuna_gudarexi
თქვენ გაიხარეთ

ძალიან მიყვარხართ

მეც
მიყვარს
წივწივა
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

t.d
იეტი
Posts: 1201
Joined: 29 მარ 2008, 16:12
Location: saqartvelo.tbilisi
კაცხის სვეტი, diklo9-ს სახელობის შეჯიბრი ცოცვაში, 16.05.2010

Post by t.d » 17 მაი 2010, 11:51

დიკლოს სახელობის ტრასის გახსნა.
Image
კაცხის სვეტიდან გადაღებული ფოტო,
ჯოკონდა აბავს თოკს.
Image
წივწივა გოგოების სარბენ ბილიკზე.:D
Image
მეც მოვსინჯე ძალები გოგოების ტრასაზე.:D უფრო მოთელვა იყო.:D
Image
Image
არა რა ამ გოგოებმა ნამდვილად გადამრიეს:D
Image
Image
მე და დიმიტრი მაგარი ბავშვი იყო.
Image
წყალს მონატრებული.:D
Image
Image
მე და თამო მღვიმეს მონასტერი.
Image
კაცხის მაცხოვრის შOბის ტაძარი.
Image

User avatar
GT.ge
მაწანწალა
Posts: 923
Joined: 19 აგვ 2009, 17:21
Location: (წუთი)სოფელი
კაცხის სვეტი, diklo9-ს სახელობის შეჯიბრი ცოცვაში, 16.05.2010

Post by GT.ge » 17 მაი 2010, 11:52

აქა მშვიდობა!

კანის ფესტივალზე გამარჯვებულს სიტყვას რო მისცემენ და ისიც დიდი ემოციებით და აღფრთოვანებით მადლობას რომ უხდის თავისი შემქმნელებიდან დაწყებული გამნათებლით დამთავრებულს...

დიიიიიიიიიიიიიიიიიიდი მადლობა პირველ რიგში ამ გასვლის ორგანიზატორს და შემდეგ თვითოეულ თქვენთაგანს!!!
მართლაც დაუვიწყარი, ემოციებით სავსე, ხალისიანი, შინაარსიანი, საინტერესო გასვლა გამოვძერწეთ.
გაიხარეთ!

პ.ს. ერთ-ორ ფოტოს მერე დავდებ, პროფესიონალი ჟამთა აღმწერები და ფოტოგრაფები რო მოითავებენ საქმეს. :)
Image
საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო და თბილისი შიგ ჩასმული ბადახში.

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კაცხის სვეტი, diklo9-ს სახელობის შეჯიბრი ცოცვაში, 16.05.2010

Post by Mta Mkvarebia » 17 მაი 2010, 12:08

tamuna_gudarexi
სანამ თემის გასახსნელად მასალას ვაკეთებდი, უკვე გაგიხსნიათ :D .
ჩავამატებ ამ ცნობებსაც, შემდგომი რეკომენდაციები რომ დასჭირდეს ხალხს :) :

1. რეგიონი:
ზემო იმერეთი, ჭიათურა-საჩხერის რაიონები

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-გომი-საჩხერე- ჭიათურა-კაცხი-კაცხისსვეტი-ჭიათურა-საჩხერე-თბილისი

3. ხანგრძლივობა:
1 დღე

4. სირთულე:
მარშრუტი მარტივი იყო, მაგრამ კლდეზე ცოცვა მე პირადად სულაც არ მომეჩვენა მარტივად :)

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
15 ლ კაცზე.
მინიბუსის ფასი - 300 ლ

6. მონაწილეთა რაოდენობა
21

7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი
წივწივა

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
ქალაქები საჩხერე, ჭიათურა.
ძეგლებიც დასახლებულ ადგილბეშია.
კაცხისსვეტი - სოფელი კაცხი, 2.2 კმ

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:

400 კმ-დე

10. ფეხით გავლილი მანძილი:
მცირე

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:

მღვიმევი - მღვიმეში მოთავსებული სალოცავი, ჩუქურთმებით მდიდარი ტაძარი.

მარგანეცის მაღაროები ჭიათურაში

კაცხი - ტაძარი სოფელში, შემკულობა იქცევს ყურადღებას.
ფრესკები არ არის.
ტაძრის ეზოში საფლავების საინტერესო ქვები
კაცხსივეტი - სვეტზე აღმართული ბაზილიკა, მცირე ლუსკუმი ძვლებით, ხედები იმერეთზე

12. საბანაკე ადგილები:
კაცხისსვეტტან მშვენიერი საბანაკე ადგილებია.
აგრეთვე, კაცხი-კაცხისვეტის 2,2 კმიან მონაკვეთზე

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
სოფლებში და ძეგლებთან არის.
კაცხისვეტში წყლის მარაგი აქვს მესვეტე ბერს
კაცხის სვეტის ქვემოთ ბილიკი მიგიყვანთ მდინარესთან სადაც წყაროც ჩამოდის, მდინარესათან კარგი საბანაო ადგილებია.

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
განსაკუთრებული არაფერი.
მონასტრებში შესასვლელად საჭიროა შესაფერისი სამოსი.
მამაკაცები მოკლე შარვლებით და სიგარეტით, მოტკეცილშარვლიანი, უთავსაბურავო და
ტუჩსაცხიანი ქალები მონასტრებში არ დაიშვებიან.
მღვიმევის მონასტერი სტუმართთათვის ღიაა 10 სთიდან 16 სთმდე.
კაცხისვეტზე ასვლა ქალებისთვის არაა ნებადართული

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
წელიწადის ნებისმიერი დრო, კლდეზე საცოცად მშრალი ამინდია საჭირო

16. რისკები, საფრთხეები:
არაფერი, კლდეზე ცოცვისას სიფრთხილეა საჭირო, თუმცა დამცავი თოკი და გამოცდილი მეთვალყურე რისკის სასისროებას ამცირებს.

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების
შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს

აკაკის სახლ- მუზეუმი სხვიტორში
ქორეთის ეკლესია
პაოლო იაშვილის მუზეუმი სოფელ არგვეთში
ჭორვილას ეკლესიები
ჭიათურის კარსტული მღვიმეები

18. პირობები სხვა და სხვა აქტივობისთვის
კაცხისვეტთან მეკლდეურობის გარდა, თევზაობა ყვირილაში
შემოქმედებითი საღამოები საჩხერესა და აკაკის მუზეუმში

19. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
გომი-საჩხერის ძირულას ხეობის მონაკვეთზე მობილური ტელეფონები შეზღუდულად მუშაობენ.
უკეთესად "ჯეოსელი" მუშაობს.
კაცხისვეტთანაც მცირე შეფერხებებია
არცერთი ოპერატორი არ მუსაობს წყაროსთან

20. რუქა, ჯი-პი-ეს-მონაცემები
ძეგლები დასახლებულ დგილებშია და არ საჭიროებს

21. სასარგებლო ბმულები
კაცხისვეტი
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%99% ... 2%E1%83%98

კაცხსისვეტზე ლევან გოთუას ნაწარმოები
http://literatura.iatp.ge/gotua/katskhi.htm

http://www.boom.ge/cached.php?id=386605 ... 8%E1%83%A1

კაცხის ტაძარი
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%99% ... 0%E1%83%98

ჭიათურის მღვიმევის მონასტერი
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B% ... 0%E1%83%98

ამ გასვლის დაგეგმვის თემა:
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=4207&start=0

წინა გასვლები იმავე მიმართულებით:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=3768&start=0

http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... 1&start=30
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კაცხის სვეტი, diklo9-ს სახელობის შეჯიბრი ცოცვაში, 16.05.2010

Post by Mta Mkvarebia » 17 მაი 2010, 12:10

ძალიან სასიამოვნო დღე იყო, თბილი, მზიანი და აქტიური :) .
ამ გასვლია მთავარი იდეა, ღირშესანიშნავი ადგილების დათვალიერება-მოლოცვის გარდა, კლდეზე ცოცვაში შეჯიბრის ჩატარება იყო. წივწივას კარგა ხნის წინ გაუჩნდა იდეა, ჩვენი კარველი მეგობრის დიკლო9-ის იგივე დავით სურამელაშვილის ხსოვნის უკვდავსაყოფად კაცხის სვეტის მოპირდაპირე კლდეზე დიკლოს სახელობის საცოცი ბილიკი მოეწყოთ. გუშინ დიკლოს მეგობრებმა წითელი ლენტის გაჭრით საცოცი ბილიკი ოფიციალურად გახსნეს. ასევე მოეწყო კლდეზე ცოცვაში შეჯიბრი ოღონდ სხვა, ნაკლებად რთულ ტრასებზე. გოგონებისთვის სხვა ბილიკი იყო შერჩეული, ბიჭებისთვის- სხვა. ყველამ მიიღო მონაწილეობა შეჯიბრში (ჩემს თავს მონაწილეთა შორის მაინც არ ვთვლი :oops: , ფოტოგრაფად ვიყავი წასული და...), ყველა მონაწილეს საჩუქრად გადაეცა კარვის მეგობრის, კარიკატურისტ კემოს მიერ დამზადებული თიხის ხელით მოხატული მედლები, სადაც წწწ.კარავი.გე-ს და დიკლო9-ს თიკუნი და სახელი და გვარი იყო დაწერილი. გამოვლინდა I, II და III ადგილების მფლობელები გოგოებსა და ბიჭებს შორის. I ადგილზე გასულებს- ნინი 85-ს და დიკლოს ახლობელ დათოს გადაეცათ 3-დღიანი საგზური ბაკურიანში 2-ჯერადი კვებით (წივწივამ ურჩია მათ საგზურები ზამთრისთვის შეინახეთ, ვადა არ გასდისო), II ადგილზე გასულებს - ტ.დ-ს და პატაპუტინას პლიუსს, მაიკოს, კინოტეატრის ბილეთი შეხვდათ, სადაც აუცილებლად ერთად უნდა წავიდნენ :wink: ამ 1 თვის განმავლობაში, თ.დ-ს ვეხუმრებოდით, ბედმა გაგიღიმა, ახლა შეგიძლია ყოველდღე ურეკო ამ ანგელოზივით გოგოს და კითხო, ამ საღამოს რას აკეთებო :lol: ) და მესამე ადგილის მფლობელებს- 10%-იანი ფასდაკლება "ელიტ ელექტრონიქსის" საქონელზე, (მათი ვინაობა აღარ მახსოვს, შეჯიბრის მსაჯი - ნუსა, რომ მონაცემების ფურცელს მოგვაშველებს, მერე ჩავამატებ).
Last edited by Mta Mkvarebia on 17 მაი 2010, 12:11, edited 1 time in total.
Image

User avatar
civciva
მაწანწალა
Posts: 482
Joined: 11 სექ 2007, 15:53
კაცხის სვეტი, diklo9-ს სახელობის შეჯიბრი ცოცვაში, 16.05.2010

Post by civciva » 17 მაი 2010, 12:11

მადლობა ყველა მონაწილეს!





განსაკუთრები იმ ადამინებს ვინც diklo9-ს სახელობის საცოცი ბილიკი გაკეთებაში მიიღო მონაწილეობა


კარაველ მეგობრებს და მეკლდეურ მეგობრებს!

t.d
იეტი
Posts: 1201
Joined: 29 მარ 2008, 16:12
Location: saqartvelo.tbilisi
კაცხის სვეტი, diklo9-ს სახელობის შეჯიბრი ცოცვაში, 16.05.2010

Post by t.d » 17 მაი 2010, 12:16

Mta Mkvarebia wrote:ძალიან სასიამოვნო დღე იყო, თბილი, მზიანი და აქტიური :) .
ამ გასვლია მთავარი იდეა, ღირშესანიშნავი ადგილების დათვალიერება-მოლოცვის გარდა, კლდეზე ცოცვაში შეჯიბრის ჩატარება იყო. წივწივას კარგა ხნის წინ გაუჩნდა იდეა, ჩვენი კარველი მეგობრის დიკლო9-ის იგივე დავით სურამელაშვილის ხსოვნის უკვდავსაყოფად კაცხის სვეტის მოპირდაპირე კლდეზე დიკლოს სახელობის საცოცი ბილიკი მოეწყოთ. გუშინ დიკლოს მეგობრებმა წითელი ლენტის გაჭრით საცოცი ბილიკი ოფიციალურად გახსნეს. ასევე მოეწყო კლდეზე ცოცვაში შეჯიბრი ოღონდ სხვა, ნაკლებად რთულ ტრასებზე. გოგონებისთვის სხვა ბილიკი იყო შერჩეული, ბიჭებისთვის- სხვა. ყველამ მიიღო მონაწილეობა შეჯიბრში (ჩემს თავს მონაწილეთა შორის მაინც არ ვთვლი :oops: , ფოტოგრაფად ვიყავი წასული და...), ყველა მონაწილეს საჩუქრად გადაეცა კარვის მეგობრის, კარიკატურისტ კემოს მიერ დამზადებული თიხის ხელით მოხატული მედლები, სადაც წწწ.კარავი.გე-ს და დიკლო9-ს თიკუნი და სახელი და გვარი იყო დაწერილი. გამოვლინდა I, II და III ადგილების მფლობელები გოგოებსა და ბიჭებს შორის. I ადგილზე გასულებს- ნინი 85-ს და დიკლოს ახლობელ დათოს გადაეცათ 3-დღიანი საგზური ბაკურიანში 2-ჯერადი კვებით (წივწივამ ურჩია მათ საგზურები ზამთრისთვის შეინახეთ, ვადა არ გასდისო), II ადგილზე გასულებს - ტ.დ-ს და პატაპუტინას პლიუსს, მაიკოს, კინოტეატრის ბილეთი შეხვდათ, სადაც აუცილებლად ერთად უნდა წავიდნენ :wink: ამ 1 თვის განმავლობაში, თ.დ-ს ვეხუმრებოდით, ბედმა გაგიღიმა, ახლა შეგიძლია ყოველდღე ურეკო ამ ანგელოზივით გოგოს და კითხო, ამ საღამოს რას აკეთებო :lol: ) და მესამე ადგილის მფლობელებს- 10%-იანი ფასდაკლება "ელიტ ელექტრონიქსის" საქონელზე, (მათი ვინაობა აღარ მახსოვს, შეჯიბრის მსაჯი - ნუსა, რომ მონაცემების ფურცელს მოგვაშველებს, მერე ჩავამატებ).
ხოოო რაოოო? ისა და რატომ გეგონა რომ ყვავილს მას მივართმევდი?
ისე ვაღიარებ მშვენიერი გოგოა,
და მოხარული ვარ რომ მასთან ერთად მომიწევს კინოშI წასვლა.

Daniel
ბილიკზე მოარული
Posts: 70
Joined: 04 ივლ 2006, 02:46
კაცხის სვეტი, diklo9-ს სახელობის შეჯიბრი ცოცვაში, 16.05.2010

Post by Daniel » 17 მაი 2010, 12:36

მეც დავწერ შთაბეჭდილებას (ლაით ვერსიას)
პირველ რიგში დიდი მადლობა ყველას, ძაან პოზოტიურები ხართ და ძაან მიყვარს ასეთები. სინართლე ვთქვა ცცვას არ ვაპირებდი უფრო ფოტოებისთვის წავედი მაგრა, რომ დავინახე უარი ვეღარ ვთქვი ამ ღონისძიებაში მონაწილეობაზე. ნანახით ვარ აღფრთოვანებული ასეთი სილაზამე ცოდა სად მაქვს ნანახი. ყველას დიდი მადლობა კიდევ ერთხელ.

ხო ა ჯერ კიდევ არ მშია, ემოცია იმდენია რო საჭმელსე ფიქრის დროა არაა.

P.S. სად მიდიხართ უახლოეს მომავალში? მეც მინდა.

t.d
იეტი
Posts: 1201
Joined: 29 მარ 2008, 16:12
Location: saqartvelo.tbilisi
კაცხის სვეტი, diklo9-ს სახელობის შეჯიბრი ცოცვაში, 16.05.2010

Post by t.d » 17 მაი 2010, 12:38

Daniel
ისა და ხო გაუმარჯოს,
ლინკი რაც დადე არ იხსნება.

Daniel
ბილიკზე მოარული
Posts: 70
Joined: 04 ივლ 2006, 02:46
კაცხის სვეტი, diklo9-ს სახელობის შეჯიბრი ცოცვაში, 16.05.2010

Post by Daniel » 17 მაი 2010, 12:41

t.d wrote:Daniel
ისა და ხო გაუმარჯოს,
ლინკი რაც დადე არ იხსნება.
გაუმარჯოს
ჩავასწორე

User avatar
nusa
იეტი
Posts: 2183
Joined: 08 ივნ 2007, 09:46
Location: Tbilisi
Contact:
კაცხის სვეტი, diklo9-ს სახელობის შეჯიბრი ცოცვაში, 16.05.2010

Post by nusa » 17 მაი 2010, 12:58

არაჩვეულებრივი დღე იყო! მადლობა ორგანიზატორებს და ყველა მონაწილეს!

ემოციებით სავსე ვარ :D
ძალიან,ძალიან მომნატრებიხართ :oops:


ეხლა რაც შეეხება გოგონათა შედეგებს:

მონაწილეთა რაოდენობა - 9

დაზღვევა - ჯოკონდა, წივწივა
მსაჯი(ო) - ნუსა
ფოტოგრაფი - მთაშენკა


1. ნინი 85 - 2:08წთ.
2. მაია, პატაპუტინას + - 3:33წთ
3. ლოკოკინა - 4:05წთ.


4. თეო- - 4:24წთ
5. თამუნა გუდარეხი - 5:06წთ.
6. ნუსა - 5:49წთ.
7. რუსკა, ნინი 85-ის + - 5:54წთ.
8. პატაპუტინა - 7:38წთ.
9. მარმენიო - 7:43წთ.


ვაჟთა პირველი სამი ადგილი:

1. დათო, წივწივას +
2. t.d.
3. შალვა


მათი ზუსტი შედეგები ნინის უნდა ქონდეს და დადებს იმედია :)))
Image

Daniel
ბილიკზე მოარული
Posts: 70
Joined: 04 ივლ 2006, 02:46
კაცხის სვეტი, diklo9-ს სახელობის შეჯიბრი ცოცვაში, 16.05.2010

Post by Daniel » 17 მაი 2010, 13:07

1 ადგილი 5:04წთ.

User avatar
KINALOKO
იეტი
Posts: 2266
Joined: 25 აპრ 2007, 13:41
Location: "океан вливающегося в каплю"
კაცხის სვეტი, diklo9-ს სახელობის შეჯიბრი ცოცვაში, 16.05.2010

Post by KINALOKO » 17 მაი 2010, 13:19


შორიდან რა ადვილი ჩანდა :shock:

დიდი მადლობა ყველას :))
განსაკუთრებით ჯოკონდას :oops:

I ადგილის პრიზი რომ მცოდნონდა აღარ გავჩერდებოდი შუა "გზებში" აღარ მინდა, ჩამოვდივარს ძახილით :lol: :lol: :lol:

დღეს ფერად მუხლებიანი და იდაყვებიანები ბოტანიკურში არ შევირიბოთ? :roll:
земля -- это ангел,
несущий меня по небу.
Мир состоит из глаголов, а не из существительных.
Ищите себя в самих себе, и вы найдете все.

auf

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]