ტაბაკინის გარშემო - გფარავდეთ წმ. გიორგი

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ტაბაკინის გარშემო - გფარავდეთ წმ. გიორგი

Post by Tamari-ch. » 10 აპრ 2010, 20:53

შემდეგ წავედით ტაბაკინისაკენ

სამარშრუტო მივიდა სოფელში - ტაბაკინში
მთის წვერზე რაღაც ეკლესია შევნიშნეთ -
გადმოვცვივდით და ტყეში აბორდღვას ვაპირებდით რომ უცებ გამოჩნდა ჩვენდა საბედნიეროდ რაღაც ჯიპი
შიგ ბიძა იჯდა -და მაინც ჰკითხეს ბიჭებმა -ეს ხომ ტაბაკინის მონასტერიაო

- არა შვილო, ჯერ სადა ხართ -
მთას უნდა მიადგეთ და მერეაო...


კინაღამ ტყუილად ვიფორთხიალეთ...

:lol:

მოკლედ სამარშრუტო რაღაც მანძილის მერე გაჩერდა-
ვეღAრ გავალო-
გადმოვედით და განვაგრძეთ გზა ფეხით...

გარშემო მიუხედავათ წვიმისა,
სასიმოვნო განწყობა იყო -
მშვიდად მივდიოდით, რაღაცნაირი განწყობა გვქონდა, ზედმეტი ემოციების გარეშე....


Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ტაბაკინის გარშემო - გფარავდეთ წმ. გიორგი

Post by Tamari-ch. » 10 აპრ 2010, 21:00

ბოლოს მივადექით ტაბაკინის მონასტერს,
ავედით და დაკეტილი დაგვხვდა...
ჩავედით უკან კელიებთან
და იქ ბომბორამ შემოგვყეფა


უზარმაზარი იყო -
მართლაც ლომისხელა -
საქართველოს ჩემპიონი კავკასიური ნაგაზი
მისი ფოტო არ მაქვს - ლადომ გადაიღო - აბობღდა ღობეზე და გადაუღო - იქნებ დადოს მერე,....

ბოლოს გამოვიდა მორჩილი - მამაოები არ იყვნენ თურმე იმ დღეს მონასტერში
მორჩილი ამოგვყვა და კარი გაგვიღო...

Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ტაბაკინის გარშემო - გფარავდეთ წმ. გიორგი

Post by Tamari-ch. » 10 აპრ 2010, 21:04

ტაბაკინის მონასტერი შიგნიდან ხარაჩოებში იყო
ფრესკებს კონსერვაციას უკეთებდნენ

ამიტომ ბევრი ვერ გადავიღეთ -
მხოლოდ ნაწილი


Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ტაბაკინის გარშემო - გფარავდეთ წმ. გიორგი

Post by Tamari-ch. » 10 აპრ 2010, 21:05

Image

ესეც გარედან...
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ტაბაკინის გარშემო - გფარავდეთ წმ. გიორგი

Post by Tamari-ch. » 10 აპრ 2010, 21:11

Image


Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ტაბაკინის გარშემო - გფარავდეთ წმ. გიორგი

Post by Tamari-ch. » 10 აპრ 2010, 21:15

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი გვითხრა ბესოს (მგონი ასე ერქვა მორჩილს)

თურმე მაღლა ტყეში უპოვიათ ნანგრევები
ძველი ეკლესია, სადაც მოღვაწეობდა ილარიონ ქართველი

გადავწყვიტეთ ავსულიყავით იმ ადგილას და გვენახა ეს ადგილი


Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ტაბაკინის გარშემო - გფარავდეთ წმ. გიორგი

Post by Tamari-ch. » 10 აპრ 2010, 21:22

ტაბაკინის წმინდა გიორგის მონასტერი — მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, ზემო იმერეთის ლამაზ ხეობაში, ქ. ზესტაფონიდან 7-8 კილომეტრის დაშორებით. VII-VIII საუკუნეების ტაბაკინის წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტერი გამოირჩევა არქიტექტურით, XVI საუკუნის მოხატულობით და მდიდარი ისტორიით.
მონასტერს, სადაც ერთ დროს 70 ბერი აღავლენდა წირვა-ლოცვას, ქვეყნის ისტორიაში დიდი წვლილი მიუძღვის. აქ გაატარა ბავშვობის გარკვეული პერიოდი XIX საუკუნის გამოჩენილმა მოღვაწემ, სოლომონ II-ის (იმერეთის მეფე) მოძღვარმა წმ. ილარიონ ქართველმა.
კომუნისტური ათეიზმის პერიოდში მონასტერი გაპარტახდა.

ძველ ნაწილში შედის VII-VIII საუკუნეების ორნავიანი ტაძარი, კრიპტითა და მინაშენით, რომელსაც XI საუკუნის, შემდგომ კი XVI საუკუნის აღდგენის კვალი ემჩნევა. XVI საუკუნის 20-იან წლებში დანგრეული მონასტერი განაახლა და ტაძარი მოახატვინა ქუთათელმა ეპისკოპოსმა გერასიმე ჩხეტიძემ.. ეკლესიაში შემონახულია ქტიტორის - იმერეთის მეფე ბაგრატ III-ის (1510-1565) გამოსახულება; მასთან ახლოს დგას უფრო გვიანი პერიოდის სამრეკლო.
XX საუკუნეში, კომუნისტური ათეიზმის პერიოდში, ტაძარი და მოხატულობა დაზიანდა. 1980-1986 წლებში ტაძარი გადაიხურა და ჩაუტარდა რესტავრაცია.
ახალი ნაწილი - XX საუკუნის 90-იან წლებში აიგო ბერების საცხოვრებელი სახლი ეზოთი, ამ ეზოში 2000 წელს აიგო თორმეტი მოციქულის სახელობის ერთნავიანი ტაძარი და მოიხატა.


XX საუკუნის 90-იან წლებში ტაბაკინში აღდგა სამონასტრო ცხოვრება; აქ მოღვაწე ბერების შრომით სამონასტრო კომპლექსს თორმეტი მოციქულის სახელობის ტაძარი (2000 წ.) შეემატა, გამოსაცემად მომზადდა მრავალი წიგნი.
ამ მონასტერში დაბინავდა ბერი იაკობი (ჭოხონელიძე); მისი თაოსნობით, მრევლის და გულისხმიერი ადამიანების შეწევნით აიგო სენაკები ბერებისათვის, მოხდა მონასტრის წყლითა და ელექტროენერგიით მომარაგება. საძმო თანდათან გაიზარდა, მამა იაკობს გვერდში ამოუდგნენ მღვდელ-მონაზვნები ვარაქიელი და მათე; ბოლო წლებში ისინი სხვა მონასტრებში გადაიყვანეს სამოღვაწეოდ.
მონასტერში მრავალი ახალგაზრდა აღიზარდა მაცხოვნებელი სწავლებითა და აქაურ მოძღვართა რჩევა-დარიგებებით.
დღეს მონასტერში მოღვაწეობს წინამძღვარი იღუმენი იაკობი (ჭოხონელიძე), ბერი პავლე (მაჩიტაძე), მორჩილები: მამუკა კიკნაველიძე, გიორგი ბერაძე, ალექსანდრე ბუსკივაძე და ილია ფორჩხიძე.

Image

რომ ავდიოდით ზემოდან ულამაზესი ხედი გაიშალა



Image
Last edited by Tamari-ch. on 10 აპრ 2010, 21:48, edited 1 time in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ტაბაკინის გარშემო - გფარავდეთ წმ. გიორგი

Post by Tamari-ch. » 10 აპრ 2010, 21:24

ეს ფოტო ნინომ გადმომიგზავნა

და მითხრა "პარტიზანული ფოტო" დაარქვიო
:lol:



Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ტაბაკინის გარშემო - გფარავდეთ წმ. გიორგი

Post by Tamari-ch. » 10 აპრ 2010, 21:27

ესეც ნინომ გადმომიგზავნა

მივდივართ ტაბაკინში


Image

და მივედით ტაბაკინში

Image
Last edited by Tamari-ch. on 10 აპრ 2010, 21:30, edited 1 time in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ტაბაკინის გარშემო - გფარავდეთ წმ. გიორგი

Post by Tamari-ch. » 10 აპრ 2010, 21:29

ბოლო ბოლო მივედით იქ სადაც ადრე პატარა ეკლესია იყო
და ილარიონ ქართველი მოღვაწეობდა


Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ტაბაკინის გარშემო - გფარავდეთ წმ. გიორგი

Post by Tamari-ch. » 10 აპრ 2010, 21:32

ვბრუნდებით უკან


Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ტაბაკინის გარშემო - გფარავდეთ წმ. გიორგი

Post by Tamari-ch. » 10 აპრ 2010, 21:34

ნინოს გადაღებული ფოტო-

ჰქვია "მისს ამბრელლა"!

:D


Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ტაბაკინის გარშემო - გფარავდეთ წმ. გიორგი

Post by Tamari-ch. » 10 აპრ 2010, 21:37

ეს შევქუჩდით შესასვლელთან

თუ იცით რატომ?
ულამაზესი ძაღლები დავინახეთ...


Image

აი ერთ ერთი მათგანი...

Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ტაბაკინის გარშემო - გფარავდეთ წმ. გიორგი

Post by Tamari-ch. » 10 აპრ 2010, 21:39

მამუკამ და გოგუამ ბეკეკო დაითრიეს-
არ გეგონოთ რომ მშივრები იყვნენ და დაკვლას უპირებდნენ

ბეკეკო გამოიქცა და "კეთილმა ადამიანებმა" - "არ დაიკარგოსო"
და უკან მონასტერში შეიყვანეს.


:D


Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Nino M
მაწანწალა
Posts: 311
Joined: 16 ივლ 2008, 14:27
Location: Tbilisi
ტაბაკინის გარშემო - გფარავდეთ წმ. გიორგი

Post by Nino M » 10 აპრ 2010, 21:39

მის ამბრელაო :lol: :lol: :lol: :lol: :lol:

დედა რა ვიხალსე :D :D :D :D
ყოჩაღ გადამღებს :D
NINO მაგარი ხარ!!!
გვიყვარდეს ერთმანეთი!!!

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]