ტაბაკინის გარშემო - გფარავდეთ წმ. გიორგი

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ტაბაკინის გარშემო - გფარავდეთ წმ. გიორგი

Post by Tamari-ch. » 10 აპრ 2010, 21:41

Nino M
დადე შენი ფოტოებიც უბისამდე რაცაა -

რაც გაქვსამოარჩიე და დაამატე.
მე ცოტა ხანი შევჩერდები...
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
ტაბაკინის გარშემო - გფარავდეთ წმ. გიორგი

Post by Hereti » 10 აპრ 2010, 21:52

gogua დადე სურათები რაღას ელოდები??????? :evil: :evil: :lol:

User avatar
GUGUA
ბოდიალა
Posts: 178
Joined: 15 მარ 2010, 20:38
ტაბაკინის გარშემო - გფარავდეთ წმ. გიორგი

Post by GUGUA » 10 აპრ 2010, 22:42

ჯერ ერთო GUGUA და არა GOGUA

User avatar
GUGUA
ბოდიალა
Posts: 178
Joined: 15 მარ 2010, 20:38
ტაბაკინის გარშემო - გფარავდეთ წმ. გიორგი

Post by GUGUA » 10 აპრ 2010, 22:44

ლევანი სოფელში წავიდა ბავშვია ცუდად და სურათებს მერე დადებს

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ტაბაკინის გარშემო - გფარავდეთ წმ. გიორგი

Post by Tamari-ch. » 10 აპრ 2010, 23:26

GUGUA
ბაიას გამომჯობინებას გისურვებთ..

რამდენიმე ფოტო კიდევ გადმოვიტანე ჩემი ფოტოაპარატიდან


ეს დილით შეკრების მერე - მივდივართ რიკოთისაკენ

Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ტაბაკინის გარშემო - გფარავდეთ წმ. გიორგი

Post by Tamari-ch. » 10 აპრ 2010, 23:29

არჩილი რაღაცას გვიხსნის...
დათვის ეცინება...

:D

Image

Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ტაბაკინის გარშემო - გფარავდეთ წმ. გიორგი

Post by Tamari-ch. » 10 აპრ 2010, 23:33

ეს მივუახლოვდით რიკოთს

Image

რიკოთის გვირაბში ჩემი ფოტოაპარატით ექსპერიმენტი ჩავატარე
და აი მისი შედეგიც -
რაღაც სურეალური ფოტოექსპრესიონიზმი გამოვიდა

:lol:

Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ტაბაკინის გარშემო - გფარავდეთ წმ. გიორგი

Post by Tamari-ch. » 10 აპრ 2010, 23:40

ეს უკვე მივდივართ ტაბაკინიდან უბისისაკენ
ტაიმ აუტი და ძილ-ფართი გუნდში ...


Image


Image

Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ტაბაკინის გარშემო - გფარავდეთ წმ. გიორგი

Post by Tamari-ch. » 10 აპრ 2010, 23:46

მერე უცებ დათვმა გაიღვიძა- და შია მშიაო!!! -
ისეთი მშიერი მზერა ჰქონდა -
ეგრევე შეგჭამდა
:D


Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ტაბაკინის გარშემო - გფარავდეთ წმ. გიორგი

Post by Tamari-ch. » 10 აპრ 2010, 23:48

ესეც უბისა -
ისიც წმინდა გიორგისსახელობის
ყველა ეკლესია, რომელიც იმ დღეს ვნახეთ - წმიდა გიორგის სახელობის იყო!
შეგეწიოთ მისი მადლი!

Image

უბისა — წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი და სამონასტრო კომპლექსი სოფელ უბისის ჩრდილო-აღმოსავლეთით, იმერეთში.
ტაძარი დარბაზული ტიპისაა. მის ძირითად ბირთვს წარმოადგენს გალავნის ცენტრში აღმართული მთავარი ნაგებობა, რომელსაც აქვს მინაშენები სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. ტაძარი სხვადასხვა დროს გამოკვლეული აქვთ ხელოვნების ისტორიის მკვლევარებს: მარი ბროსეს, ს. გორგაძეს, ე. თაძაიშვილს, შ. ამირანაშვილს, ვ. ბერიძეს, რ. შმერლინგსა და სხვ.
უბისის ტაძრის აშენების თარიღის შესახებ მკვლევარებს სხვადასხვა მოსაზრება აქვთ. პროფესორმა ს. გორგაძემ 1911 წელს ინახულა ტაძარი და მისი მეცნიერული აღ წერა დატოვა. მისი მოსაზრებით, უბისის სამონასტრო კომპლექსის მშე ნებლობას თავდაპირველად საფუძველი ჩაეყარა მე-9 საუკუნეში, როდესაც საქართვე ლოში არაბთა ბატონობისაგან განთავისუფლების შემდეგ ფართომასშტაბით მიმდინა რეობდა სამონასტრო-საგანმანათლებლო კერების მშენებლობა, რომელსაც სათავეში ედგა მწიგნობარი და საეკლესიო მოღვაწე გრიგოლ ხანძთელი. გრიგოლ ხანძთელს და მის მოწაფეებს, ქრისტეფორეს და თეოდორეს, აფხაზთა მეფის, დემეტრეს სამფლობელო ში, მარგვეთში, აუგიათ უბისის მონასტერი.
გიორგი მერჩულე მოგვითხრობს: «მაშინ მამამან გრიგოლ სარწმუნოებისამებრ მეფისა აღაშენა მონასტერი და უწოდა სახელი მისი უბე და ილარიონ ვინმე იერუსალიმით მოსრული, სარწმუნო მოხუცი დაადგინა მამასახლისად».
ხელოვნების ისტორიის მკვლევარის რ. შმერლიგნის გამოკვლევითაც, რომელიც შეს რულებულია 1954 წელს და დაბეჭდილია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შრო მების მე-16 ტომში, უბისის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძარი აგებულია IX-X სს. მიჯნაზე. მისი მოსაზრებით, სტილი და ასოთა მოყვანილობა, რომელიც გამოყე ნებულია სამონასტრო კომპლექსის ნაგებობაზე, დამახასიათებელი იყო IX-X საუკუ ნეებისათვის.
აკად. შ. ამირანაშვილმა უბისის ორნავიანი ბაზილიკა XII საუკუნით დაათარი ღა, რად გან უბისის სვეტზე შესრულებული წარწერა სწორედ ამაზე მიუთითებს:
«მე საწყალობელსა სულითა სიმონ ჭყონდიდელსა მომემადლა ღვთისგან აღშენებად მონასტერი ესე და სუეტიცა ესე მეფობასა ღვთისა მიერ გვირგვინოსნისა დიმიტრი მე ფეთა მეფისა ძის დიდისა მეფისა დავითისა ქორონიკონი იყო 361 ზე დაწელი სარკი­ნოზთა 535».
ეს წარწერა მიუთითებს, რომ აღნიშნული კოშკი ააგო სიმონ ჭყონდიდელმა 1141 წელს, დემეტრეს მე ფობის დროს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ სვეტზე უნდა გაეტარებია ჭყონდიდელს სიცოცხლის ბოლო წლები. სვეტი არ ჰგავს უფრო ადრე გავრცელებულ მესვეტეთა თვით მწვალებლობისათვის განკუთვნილ სამყოფს.
ვახტანგ ცინცაძემ 1969 წელს სპეციალური გამოკვლევა უძღვნა უბისის სვეტს, სადაც ვკითხულობთ:
«უბისის სვეტი შირიმის ქვით ნაგები ოთხსართულიანი შენობაა, თითოულ სართულში თითო ოთახით, ჩვენამდე გადაუკეთებლადაა მოღწეული. სვეტში შესას ვლელი პირველი სართულიდან ყოფილა.
პირველ სართულ ში ყოფილა საკუჭ ნაო (2,2X2,2 მ), ღრმა და ფართო დარაბებიანი განჯინებით. იქ მისადგმე ლი კიბით ჩადიოდნენ მეორე სართულიდან, რომელიც საცხოვრებელ ოთახს წარმოადგენდა (2,55X3.00მ), დიდი ბუხრით, განჯინებითა და სა პირფარეშოთი. კარგად ყოფილა გაშუქებული სამი სარკმელითა და ფართო კარით. ამ ოთახიდან ქვის მოსახერხებელი კიბის საშუალებით ზედა ოთახში (3,05ჟ3,30 მ.) ადიოდ ნენ, რომელიც სალოცავად და სამუშაოდ უნდა ყოფილიყო განკუთვნილი. მის სამ კე დელ ში თითო სარკმელი იყო დატანებული, აქვე ყოფილა ღრმა ნიშები, ალბათ, სქელ ტანიანი ხელნაწერი წიგნების დასაწყობად. დასავლეთის კედელ ში გაჭრილი კარი გადი ოდა ხის გადაკიდებულ აივანზე, რომლიდანაც იგი გადაჰყურებდა მონასტრის მთავარ ტაძარს, მის იქით კი «მიტოვებულ» ქვეყანას. გადამხურავი თაღის სამხრეთ-და სავ ლეთ კუთხეში ასასვლელი ხვრელია, აქედან მისადგომი კიბით ზედა სართულში ადიოდნენ. ეს თავდასაცავად განკუთვნილი სართულია სალოდეებით, თითო-თითო კედელში. ყვე ლაზე უკეთ შერჩენილია დასავლეთის კედელი, რომელიც შირიმის კრონშტეინზე აგუ­რით გადაყვანილ თაღს წარმოადგენს».
თამარ მეფეს დიდად ჰყვარებია უბისის სამონასტრო კომპლექსი და გაუსრულებია, გა უმშვენიერებია კიდეც. ამას ადასტურებს ხალხური ლექსი: «უბისს ავაგე საყდარი»...
მონასტერში საუკუნეების განმავლობაში ხდებოდა წიგნების გადაწერა, არ სებობდა ჭედურობის და ხატწერის სკოლები. ყურადღებას იქცევს მდ. ძირულას მარცხენა მხარეს, ტაძრის სიახლოვეს, «ყინყიბოურის» მაღალ გორაკზე შემორჩენილი ნანგრევები. აქ დაცულია ჭურები, რო მელთა ტევადობა 100-200 ფუთს შეადგენს. სოფლის მოსახლეობის გადმოცემით, ამ ჭურებში მაშინდელი მოსახლეობა წყლისა და ღვინის მარაგს ინახავდა.


XIV ს. მეფე გიორგი ბრწყინვალის დროს უბისის ტაძარი მოიხატა. შ. ამირანაშვილის გამოკვლევით, უბისის კედლის მხატვრობა შესრულებულია მხატვარ დამიანეს მიერ, მაგრამ აკადემიკოს ბერიძის აზრით, დიდი ხელოვანი ფერმწერი მხატვარი დამიანე თვითონ კი არ არის ამ მხატვრობის შემსრუ ლებელი, არამედ მისი აღზრდილი დამო წაფე გერასიმე.
ტაძარში წარმოდგენილია ყველა საუფლო დღესასწაულის ბრწყინვალე კომპოზიცია: ხარება, ბზობა, ჯვარცმა, აღდგომა, ნათლისღება და სხვა. ფრესკებს შორის გამოირჩევა «უბისის წმინდა გიორგის ფრესკა» და «საიდუმლო სე რობა».
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ტაბაკინის გარშემო - გფარავდეთ წმ. გიორგი

Post by Tamari-ch. » 10 აპრ 2010, 23:51

Image


Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ტაბაკინის გარშემო - გფარავდეთ წმ. გიორგი

Post by Tamari-ch. » 10 აპრ 2010, 23:54

დამიანეს ფრესკები


სამწუხაროდ ძლიერ დაზიანებული
:(

Image


დამიანე, XIV საუკუნის ქართველი მხატვარი. ხელმძღვანელობდა უბისის ეკლესიის მოხატვას.
უბისის კედლის მხატვრობაში ფერწერის ორი მანერა შეიმჩნევა; ერთი, რომელიც ეკლესიის მხატვრობაში ჭარბობს, „საიდუმლო სერობის“ კომპოზიციისათვის არის დამახასიათებელი; ამ სცენის ქვემოთ დამიანეს წარწერაა, რაც გვაფიქრებინებს, რომ „საიდუმლო სერობის“ ფერწერული სტილი დამიანემ შექმნა; მეორე, როგორც ჩანს, მისი მოწაფის მიერაა შექმნილი. დამიანეს მიერ შესრულებული ფრესკები XIV საუკუნის ქართველი მხატვრობის უმნიშვნელოვანეს ძეგლთაგანია, ადრინდელი მხატვრობის მონუმენტურობას, სიდინჯესა და დარბაისლობას აქ დინამიკურობა, დაგრძელებული ფიგურები, სამოსლის ნაკეცთა რთული, ტეხილი ხაზები დაქუცმაცებული ხუროთმოძღვრული ფონი ცვლის. დამიანეს ნახატი მეტყველია, მის ენერგიულ ფერწერას ახასიათებს ფართო, თამამად დადებული ჭარბი მონასმები. მოციქულთა, ანგელოზთა და წმინდანთა სახეები ძალზე საინტერესოა თავისი ექსპრესიით. თმა და წვერი ოსტატურად არის დამუშავებული. „საიდუმლო სერობის“ კომპოზიცია გვიჩვენებს, რომ მხატვარი არ ერიდებოდა რეალური სინამდვილის ასახვას - გაშლილ სუფრაზე აწყვია მწვანილი, ქართული პური. დამიანე თავისი დროის დიდი მხატვარი იყო.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ტაბაკინის გარშემო - გფარავდეთ წმ. გიორგი

Post by Tamari-ch. » 10 აპრ 2010, 23:57

Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ტაბაკინის გარშემო - გფარავდეთ წმ. გიორგი

Post by Tamari-ch. » 10 აპრ 2010, 23:58

ეზოში ბეკეკო იყო...

სასაცილოდ კიკინებდა..


Image


Image


Image
Last edited by Tamari-ch. on 11 აპრ 2010, 00:04, edited 3 times in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ტაბაკინის გარშემო - გფარავდეთ წმ. გიორგი

Post by Tamari-ch. » 11 აპრ 2010, 00:00

Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]