Page 1 of 4

ნიქოზის ტაძრები და შინდის ციხე 2010ის-ბზობას

Posted: 28 მარ 2010, 23:38
by GAMARJOBA SAKARTVELO
1. რეგიონი:
გორის რაიონი, შიდა ქართლი
ნიქოზი-ცხინვალის ეპარქია

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-გორი-ვარიანი-შინდისი-ნიქოზი-თბილისი

3. ხანგრძლივობა:
1 არასრული დღე

4. სირთულე:
მარტივი

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
77 ლარი 2 მცირელიტრაჟიანი ჯიპისთვის
მგზავრზე 11 ლარი

6. მონაწილეთა რაოდენობა
7
7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი
GAMARJOBA SAKARTVELO

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
გორი, ვარიანი, შინდისი, ცხინვალი

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
207 კმ

10. ფეხით გავლილი მანძილი:
მცირე

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
ნიქოზი - საკათედრო და იქვე ახლოს მდგარი გუმბათიანი ტაძრები.
საკათედრო ტაძრის შესანიშნავი სამრეკლო, ცხოველთა გამოსახულებები ტაძრის სახურავებთან
შინდისის ციხე - გალავანი და ქონგურები

12. საბანაკე ადგილები:
ახლო-მახლოს არ არის

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
სოფლებში ყველგან არის

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
ტაძრისთვის შესაფერისი ჩაცმა

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
ნებისმიერი დრო

16. რისკები, საფრთხეები:
კონფლიქტის ზონასთან, კერძოდ კი, ცხინვალთან საგრძნობი სიახლოვე

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების
შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს

ვარიანის იაკობ გოგებაშვილის მუზეუმი, გორის ციხე, გორის ჯვარი და სხვა.

18. პირობები სხვა და სხვა აქტივობისთვის
განსაკუთრებული არაფერი.
შესაძლებელია სამონასტრო ცხოვრებაში ჩართვა.

19. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
ყველა კომპანია გამართულად მუშაობს.

20. სასარგებლო საკონტაქტო ინფო
სოფლის მოსახლეობა, ეპარქია

21. რუკა, ჯი-პი-ეს-მონაცემები
Image

22. სიმაღლე ზღვის დონიდან
645-680ს შორის

23. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით
8,5

24. სასარგებლო ბმულები
დაგეგმვის ბმული:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=4120&start=0

ბმული ნიქოზი-ცხინვალის ეპარქიის თაობაზე:
http://209.85.129.132/search?q=cache:VU ... clnk&gl=ge

ნიქოზის ტაძრები და შინდის ციხე 2010ის-ბზობას

Posted: 28 მარ 2010, 23:43
by GAMARJOBA SAKARTVELO
შინდისი-ნიქოზის გასვლის მონაწილეები:

1. ნაია მანქანით
2. tamari-khevi
3. ნინი_ა
4. saskva მანქანით
5. GAMARJOBA SAKARTVELO
6. Vanski
7. ნოდარშო

ნიქოზის ტაძრები და შინდის ციხე 2010ის-ბზობას

Posted: 29 მარ 2010, 00:34
by GAMARJOBA SAKARTVELO
მცირერიცხოვნობის მიუხედავად, გასვლა არ გადაგვიდია.
აბა, ეს რა მოსატანი იქნებოდა?
ჰოდა, დილის 10ზე ნიქოზის გზას დავადექით.
ნოდარშოს და თამარი-ხევის სქიმიასთან ნახვა, მაინც, ალბათ, მოულოდნელი იყო, რადგან სიაში არ ეწერნენ.
იმისთვის, რომ ყველა ჩავტეულიყავით, სასკვამ მანქანით წამოსვლა გადაწყვიტა.
200 კმტზე საჭირო საწვავი ჩავასხით.
ნაიას მანქანის აკუმულატორმა კინაღამ გვიმუხთლა.
ვანსკიმ ჩამრთველი მავთული იშოვა. 1მა კეთილისმსურველმა მანქანა მოაყენა და ნაიას ზურმუხტაც დაიქოქა.
ამის შემდეგ მანქანას აღარ შევუყოვნებივართ.
12ზე შიდა ქართლის ვაშლნარი გადავიარეთ და ზემო ნიქოზის ღვთაების ტაძარშიც აღმოვჩნდით,
რომელიც მორწუმენეებით სავსე იყო.
ბზობა იყო და თითქმის ყველა, ბზის რტოებით ხელდამშვენებულიყო.
ჩვენ ზიარების დროს ჩავედით.
მოგვიანებით ეპარქიის წინამძღოლმა მეუფე ისაიამ ბზა აკურთხა და ჩვენც მივეახლეთ.
Nini_Aმ გაითვალისწინა niniaს რჩევა-თხოვნა და სამების საკათედრო ტაძრიდან,
სადაც ის დილაადრიან მისულა, ნიქოზელი ღვთისმსახურებისთვის სეფისკვერი წამოიღო.
შემდეგ დედა ნინომ მითხრა, რომ ყურადღებამ ძნ გაახარა.

ღვთაების ტაძრის ეზოში იშვიათი სახის სამრეკლო დგას, რომელიც მე16 საუკუნეშია აგებული.

ღვთაების ტაძრის შემდეგ დაახლოებით 200 მეტრში აგებული ტაძარი ვნახეთ, მთავარანგელოზთა
სახელს ატარებს და შეკეთება, თითქმის, დასრულებულია.
დაახლოებით 3ზე, ნოდარშოს მოთავეობით ქვემო ნიქოზის საყდარი ვნახეთ, წმინდა გიორგის სახელზე რომ არის აგებული.
შემდეგ კი მისივე ნათესავის თემურის ოჯახში დაგვპატიჟეს და წავიხემსეთ.
გზად შინდისის ციხე-სიმაგრე ვნახეთ. უწინ გალავნებს მაღიაზია და სხვა ნაგებობები ჰქონდა მიმდგარი და ახლა იქაურობა მოწმენდილი დაგვიხვდა.
როგორც შევატყვე, მორღვეული გალავნებიც აღდგება.
დათქმულ დროს, საღამოს 6ზე ყველანი თბილისში ვიყავით.
ყველას მადლობა თანამონაწილეობისთვის.
შესანიშნავბი ბზობა დღე იყო. ამინდი, ცხადია, ბზობის შესაფერისი - თბილდარიანი იყო

ნიქოზის ტაძრები და შინდის ციხე 2010ის-ბზობას

Posted: 29 მარ 2010, 09:53
by Naia
ნიქოზის ტაძარი

Image

Image

ტაძრის დეტალები

Image

Image

Image

წარწერა ტაძრის კედელზე

Image

ნიქოზის ტაძრები და შინდის ციხე 2010ის-ბზობას

Posted: 29 მარ 2010, 10:12
by Naia
Image

Image

Image

ტაძრის სახურავზე ასეთი ცხოველები იყო გამოქანდაკებული

Image

ტაძრის სამრეკლო

Image

ნიქოზის ტაძრები და შინდის ციხე 2010ის-ბზობას

Posted: 29 მარ 2010, 10:26
by Naia
Image

მონასტრის ეზოში ეს ქვევრუკა ვნახეთ

Image

Image

ნიქოზის ტაძრები და შინდის ციხე 2010ის-ბზობას

Posted: 29 მარ 2010, 10:32
by Naia
ნიქოზის ტაძარში კარგა ხანს გავჩერდით. დავესწარით წირვას, ქადაგებას, ბზის კურთხევას და მეუფის მიერ მრევლის დალოცვას. ამის შემდეგ იქ შეკრებილი ხალხიც დაიშალა. ჩვენ კი იქვე მდებარე ეკლესიის მოსანახულებლად გადავედით, რომელიც დაკეტილი აღმოჩნდა

Image

ეკლესიაზე საკმაოდ საინტერესო ჩუქურთმები და გამოსახულებები იყო

Image



Image

Image

ნიქოზის ტაძრები და შინდის ციხე 2010ის-ბზობას

Posted: 29 მარ 2010, 10:50
by qvevri
Naia
სულ ბოლო სურათში, შესასვლელის თავზე წარწერაა და.... და ისა და... ნეტა რა უნდა მეთქვა? :roll:

ნიქოზის ტაძრები და შინდის ციხე 2010ის-ბზობას

Posted: 29 მარ 2010, 10:58
by qvevri
თქვენს მიერ ნანახ "ქვევრუკას" რაც შეეხება ეს გახლავთ "თაღარი". ეს ჭურჭელი გამოიყენებოდა საწნახელიდან გადმოსული ყურძნის ტკბილის მოსაკავებლად. ტკბილი ამ ჭურჭელში გროვდებოდა, საიდანაც შემდგომ ჩაფებით გადაჰქონდათ სადუღარ ქვევრში. ჭურჭელს ისარნასაც ეძახიან დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში.
სადაც ყვავილია ფუტკარიც იქა ბზუისო ნათქვამია და ეს თაღარი უსაქნახლოდ და უმარნოდ მანდ ტყუილად არ მოხვდებოდა და რაიმე მსგავსი ხომ არ გინახავთ?

ნიქოზის ტაძრები და შინდის ციხე 2010ის-ბზობას

Posted: 29 მარ 2010, 10:59
by Naia
qvevri wrote:Naia
სულ ბოლო სურათში, შესასვლელის თავზე წარწერაა და.... და ისა და... ნეტა რა უნდა მეთქვა? :roll:
აგერ ბატონო ისა :)

Image

პს. იმედია, მოგვიანებით სხვებიც დადებენ ამ წარწერის ფოტოს

ნიქოზის ტაძრები და შინდის ციხე 2010ის-ბზობას

Posted: 29 მარ 2010, 11:01
by Naia
qvevri wrote:თქვენს მიერ ნანახ "ქვევრუკას" რაც შეეხება ეს გახლავთ "თაღარი". ეს ჭურჭელი გამოიყენებოდა საწნახელიდან გადმოსული ყურძნის ტკბილის მოსაკავებლად. ტკბილი ამ ჭურჭელში გროვდებოდა, საიდანაც შემდგომ ჩაფებით გადაჰქონდათ სადუღარ ქვევრში. ჭურჭელს ისარნასაც ეძახიან დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში.
სადაც ყვავილია ფუტკარიც იქა ბზუისო ნათქვამია და ეს თაღარი უსაქნახლოდ და უმარნოდ მანდ ტყუილად არ მოხვდებოდა და რაიმე მსგავსი ხომ არ გინახავთ?
მე არ მინახავს, ქვევრ. მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ მარანი მონასტრის იმ ნაწილში ყოფილიყო, სადაც უცხო პირები არ შედიან

ნიქოზის ტაძრები და შინდის ციხე 2010ის-ბზობას

Posted: 29 მარ 2010, 11:15
by Naia
რადიკალი ძალიან ნელა მუშაობს და ცოტა ხნით გავჩერდები

Image

ნიქოზის ტაძრები და შინდის ციხე 2010ის-ბზობას

Posted: 29 მარ 2010, 11:57
by Hereti
არაჩვეულებრივი გასვლა მოგიწყვიათ, ყოჩაღ ყველას და განსაკუთრებით ორგანიზატორს, ცოტანი იყავით და მაინც მოახერხეთ, ისე ერთი დევიზი მომაფიქრდა ჯარიდან გამომდინარე,

კარავისთვის არ არსებობს დაბრკოლება!

ნიქოზის ტაძრები და შინდის ციხე 2010ის-ბზობას

Posted: 29 მარ 2010, 13:14
by Ninukala
როგორ გალამაზებული და როგორი მოვლილია, მე 90-იან წლებში მაქვს ნანახი... :)
ყოჩაღები ხართ... :)

ნიქოზის ტაძრები და შინდის ციხე 2010ის-ბზობას

Posted: 29 მარ 2010, 15:23
by Naia
რადიკალი აღსდგა და ფოტოების დადებას ვაგრძელებ

ეს ორნამენტი ნიქოზის ტაძრის ახლოს მდებარე პატარა ეკლესიაზე გადავიღე


Image

საფლავის ქვა ეკლესიის ეზოში

Image

შტატივი სასკვა :)

Image

ნიქოზის მონასტრის ფონზე

Image